შაბათი, აპრილი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

იტალიელმა ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა ასახა

0
იტალიელმა ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა ასახა
#image_title

იტალიელმა ასტროფოტოგრაფმა მარსელა პეისმა 10-წლიანი პროექტი შეაჯამა. მან ამ დროის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა დააფიქსირა. ნამუშევარი წლის ასტროფოტოგრაფიის დაჯილდოებაზეა ნომინირებული.

პეისი კარიერის ადრეულ წლებში დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო. მოგვიანებით ის ფოტოგრაფიით, უფრო ზუსტად კი – ასტრონომიითა და ასტროფოტოგრაფიით დაინტერესდა და გადაწყვიტა, მთვარის სურათების შეგროვება დაეწყო.

ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში თუ კონტინენტზეა გადაღებული. როგორც თავად ამბობს, პროექტში ის დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას და ფოტოების შეგროვება “ერთი არაფრით გამორჩეული აპარატით შეძლო”. 10 წელი მან სხვადასხვა ფერის მთვარის ფოტოკოლაჟით შეაჯამა.

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

0
კვლევა - ქალაქებში მცხოვრები ადამიანები ხილისა და ბოსტნეულის მონელების უნარს კარგავენ
#image_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათმა და უალკოჰოლო სასმელებმა.

საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 15.5 პროცენტით მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ყავა, ჩაი და კაკაო 7.8 პროცენტით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული კი 7.0 პროცენტით. ფასები 6.1 პროცენტით არის მომატებული მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე. ზეთი და ცხიმი 5.0 პროცენტითაა გაძვირებული, ხილი და ყურძენი – 3.6 პროცენტით, თევზეული – 1.3 პროცენტით. პურზე და პურპროდუქტებზე ფასებმა 0.9 პროცენტით მოიმატა, ხოლო ხორცსა და ხორცის პროდუქტები – 0.5 პროცენტით.

ამასთან, ფასები -1.5 პროცენტი შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე. „სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 23.4 პროცენტით მომატებულია პირად ნივთებზე. დაზღვევა 12.9 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო საფინანსო მომსახურება – 4.5 პროცენტით. პირადი ჰიგიენა კი 3.6 პროცენტით გაძვირდა“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ანგარიშით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 7.5 პროცენტით გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე, ისე თამბაქოს ნაწარმზე – 2.1 პროცენტით.

რაც შეეხება შემცირებას, საქსტატის მონაცემებით, კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე-0.48 პროცენტული პუნქტით აისახა;

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.2 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (-2.7 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ტრაგედია მანუ მურღულიას ოჯახში

0
ტრაგედია მანუ მურღულიას ოჯახში
#image_title

მომღერალი და ტელეწამყვანი, მანუ მურღულია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

,,ჩემი ტკბილი ზურა ბაბუ აღარ მყავს

2 და 3 დეკემბერს გაიმართება პანაშვიდები. მისამართი: ზაურ ბოლქვაძის 3 (დოლიძის დასაწყისში, ეკლესიასთან შესახვევი), მეორე სადარბაზო, პირველი სართული, ხოლო გამოსვენება შედგება 4 დეკემბერს, ხუთშაბათს – ვაკის სამების ეკლესიიდან (ჭავჭავაძის გამზირზე), 2 საათზე”,- წერს მანუ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოში კვერცხი ძვირდება – რამდენი თეთრით გაძვირდება კვერცხი?!

0
როგორ შევამოწმოთ ახალია თუ არა კვერცხი - 5 ეფექტური მეთოდი
#image_title

საქართველოში, კვერცხის ფასი შესაძლოა მაქსიმუმ 2 თეთრით გაიზარდოს.

გაძვირებას ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ფასზე ზეგავლენას ახდენს, სამუშაო ძალის და დისტრიბუციის ხარჯების ზრდაა.

„შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ გაძვირება გარდაუვალი გახდეს. მარცვლეულის ფასი დაახლოებით 30%-ით მოიმატა. მნიშვნელოვანი პრობლემა ისევ ადამიანური რესურსის ხარჯებია. ქალაქში გაჩენილი საცობები, გაზრდილი ჯარიმები და ტრანსპორტირების სირთულეები ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდს — რაც ადრე ერთი მძღოლის გაკეთებული იყო, ახლა ორიც ვერ ასწრებს. დიდი ალბათობით, თებერვლიდან ფასი 1.5-2 თეთრით მოიმატებს,“ — განაცხადა „ბიზნესპრენიუსთან“ მეფრინველეების ასოციაციის თავმჯდომარემ, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა

მისი თქმით, სხვადასხვა ფაბრიკას განსხვავებული დანახარჯები აქვს, თუმცა მისი შეფასებით, თუნდაც გაძვირება მოხდეს, 2 თეთრზე მეტი არც ერთ საწარმოში არ უნდა იყოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ხიხანის ციხე 4 კოშკისგან, სასახლისგან, ეკლესიისგან, მრავალი საიდუმლო გასასვლელისგან და მარნისგან შედგებოდა. ერთ- ერთი კოშკის წინ მდებარე სწორკუთხა შენობა (12/4.5მ) უნდა ყოფილიყო კიდეც ხიხანის ” ღვინის სახლი”

0
ხიხანის ციხე 4 კოშკისგან, სასახლისგან, ეკლესიისგან, მრავალი საიდუმლო გასასვლელისგან და მარნისგან შედგებოდა. ერთ- ერთი კოშკის წინ მდებარე სწორკუთხა შენობა (12/4.5მ) უნდა ყოფილიყო კიდეც ხიხანის ” ღვინის სახლი”
#image_title

“საქართველოს უძველესი მარნები”

ჩვენ ვაგრძელებთ ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნებიდა ტრაციულად ხუთშაბათობით გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა.
ხიხანის ციხის მარნები
ხიხანის ციხე(ხირხათის ციხე) აჭარაში – ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აჭარის ამ ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი საფორტიფიკაციო ნაგებობის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ ის X-XIII საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს და აჭარის ერისთავთერისთავის აბუსერიძეების მთავარი რეზიდენცია იყო.
ხიხანის ციხე 4 კოშკისგან, სასახლისგან, ეკლესიისგან, მრავალი საიდუმლო გასასვლელისგან და მარნისგან შედგებოდა. ერთ- ერთი კოშკის წინ მდებარე სწორკუთხა შენობა (12/4.5მ) უნდა ყოფილიყო კიდეც ხიხანის ” ღვინის სახლი”
დადასტურებულია რომ ხიხანის მარანი 48 ქვევრისგან შედგებოდა რომელიც 1191 წელს თურქებმა გაანადგურეს.. მოგვიანებით XIII საუკუნის 20- იან წლებში ტბელ აბუსერიძემ მარანი განაახლა და ის 28 ქვევრს იტევდა. ციხე დიდხანს ოსმალების საკუთრებაც იყო.
2014-2015 წლებში არქეოლოგიური გათხრების დროს ციხეზე ჯერ 28 ქვევრიანი მოგვიანებით კი 48 ქვევრიანი მარნის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელნიც სწორედ X-XIII საუკუნეებით თარიღდებოდა. არის მოსაზრება ეს წყლის მარნები უნდა ყოფილიყო.
📷ხიხანის ციხის მარანი
შეიძლება იყოს საქსაიამანი, მთა და მაჩუ-პიქჩუ გამოსახულება
წყარო: საყდრისის კომიტეტი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის“ მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა“

0
ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე
#image_title

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის“ მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.

„ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“ დაარეგულირებს ვენახების გაშენების, პროდუქციის ეტიკეტირების, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებისა და აღრიცხვიანობის წესებს.

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი, რაც გამოიხატება ახალი ვენახების ინტენსიურ გაშენებაში.
აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, ვენახი გაშენებულია შესაბამისი მევენახეობის ზონების და ქვეზონებისთვის არანებადართული ჯიშებისგან ან არასერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგებით, რაც შემდგომში იწვევს  როგორც ყურძნის წარმოების/რეალიზაციის პრობლემას, ასევე, პრობლემას ქმნის ღვინის წარმოებაში.

ახალი რეგულაცია ითვალისწინებს სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გაიზარდა  გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად ყურძნის მოსავლიანობა, ცვლილების თანახმად, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელი წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ  ამ ღვინის ან/და სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში  განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან.

ცვლილება ასევე განსაზღვრავს ღვინის ყველა კომპანიისთვის მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინების მოთხოვნების შესრულებას.

კანონპროექტი მისაღებად გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„პრიორიტეტად რჩება სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები; ამავე დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა წყლის მართვის, კლიმატის ცვლილების ფონზე კლიმატგამძლე კულტურების გამოცდის, ასევე პროდუქტიულობის გაზრდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებებით“-დავით სონღულაშვილი

0
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
#image_title

ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ქართული დელეგაციის წევრებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი პარტნიორობა, თანამშრომლობის გაღრმავებისადმი საერთო სურვილი და შესაძლებლობები. ისრაელი სოფლის მეურნეობის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და კვლევის ლიდერი სახელმწიფოა“.
კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტად რჩება სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები; ამავე დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა წყლის მართვის, კლიმატის ცვლილების ფონზე კლიმატგამძლე კულტურების გამოცდის, ასევე პროდუქტიულობის გაზრდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებებით.
ისრაელის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიო რთული გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისი ქმედებებია საჭირო. ისრაელი ლიდერია წყლის რესურსების მართვაში, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და გარემოსდაცვით ინოვაციებში. საქართველო დიდ პოტენციალს ხედავს ამ სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებაში.
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ქნესეთის ახლადარჩეულ სპიკერთან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საპარლამენტო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სექტორულ რეფორმებში.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ქნესეთის საქართველო-ისრაელის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ბიტანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაძლიერებაში. საქართველო მზადაა გააღრმავოს თანამშრომლობა ისრაელთან, რაშიც, თავის მხრივ, ქნესეთის საქართველო მეგობართა ჯგუფს შეუძლია მნიშვნელოვანი დადებითი როლი ითამაშოს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. საქართველო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით არის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ბიზნესგარემო ორმხრივი თანამშრომლობის კარგ შესაძლებლობას ქმნის. საქართველო ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმით მრავალ ქვეყანასთან სარგებლობს. ჩვენ განვაგრძობთ საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ვიზიდავთ ახალ ინვესტორებსა და პარტნიორებს საქართველოში არსებული მზარდი შესაძლებლობების გამოსაყენებლად.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შევხვედროდით და აღსაყდრების 20 წლისთავი მიგველოცა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შეჯამების დროს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოში პირველი ნაძვის ხის ისტორია

0
საქართველოში პირველი ნაძვის ხის ისტორია
#image_title

საქართველოში პირველი ნაძვის ხის ისტორია

საქართველოში, როგორც ქრისტიანულ ქვეყანაში, ნაძვის ხის ტრადიცია მჭიდროდ უკავშირდება შობისა და ახალი წლის აღნიშვნას. მისი მორთვა ფართოდ გავრცელდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ევროპული კულტურული ტრადიციები ქართულ გარემოშიც შემოვიდა. თავდაპირველად ნაძვის ხე ძირითადად დიდ ქალაქებში ირთვებოდა, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, რომლებსაც ევროპასთან აქტიური კონტაქტი ჰქონდათ. თუმცა ამ ტრადიციის უნიკალური ელემენტები დროის განმავლობაში განვითარდა და ეროვნულ კულტურასთან მჭიდროდ დაკავშირებული დეტალები შეიძინა. ასე რომ, ნაძვის ხე საქართველოში არა მხოლოდ ევროპული ტრადიციის ნაწილია, არამედ ქართულმა კულტურამ მას თავისი განსაკუთრებული სახე მისცა.

თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

0
თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს - ეს რჩევა წაიკითხეთ
#image_title

თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

გეცნობათ ისეთი შეგრძნება, როცა თბილი სვიტერის ტარებისას კანზე ქავილი გეწყებათ, თითქოს ალერგია გქონდეთ?

მატყლის მიმართ რეაქცია ხშირად არ არის პირდაპირი ალერგია. ეს იმ მიზეზით ხდება, რომ მატყლის ბოჭკოები და მათი დამუშავების პროცესში გამოყენებული ნივთიერებები შეიძლება კანზე გამონაყარის მიზეზი გახდეს და კანი გააღიზიანოს.

შეიძლება თუ არა გქონდეთ ალერგია მატყლის მიმართ?

მატყლი 1930-იანი წლებიდან ცნობილი ალერგენია. თანამედროვე მედიცინა კი ხსნის იმ მექანიზმებს, რომლებიც ამ ალერგიულ რეაქციებს იწვევს. მატყლი, განსაკუთრებით ცხვრის მატყლი, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება განავითაროს კანის ჰიპერმგრძნობელობა და გამოიწვიოს ქავილი და გაღიზიანება.

ალერგია შალზე: სიმპტომები

მატყლის ტარებისას შესაძლოა შეამჩნიოთ შემდეგი სიმპტომები:

  • ქავილი
  • წიწკნა
  • კანის გაღიზიანება
  • სიწითლე
  • შეშუპება
  • ცხვირის გამონადენი, თვალების ცრემლიანობა
  • ხველა

ამავე დროს, თუ კანზე გამონაყარი ან ურტიკარია (წითელი ლაქები) გამოჩნდა, შესაძლოა შალის მატყლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგია იყოს. ამისთვის ყველაზე მეტად მიდრეკილნი არიან თხელი კანის მქონე ადამიანები, ბავშვები, ქალები და ისინი, ვინც ატიპიური დერმატიტით ან სხვა ავტოიმუნური კანის დაავადებებით იტანჯებიან.

რატომ იწვევს შალი გამონაყარს?

გაძლიერებული კანის მგრძნობელობა შეიძლება იყოს კონტაქტური ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შედეგი. თუმცა, ეს სიმპტომები ყოველთვის არ არის ალერგიული რეაქცია, ხშირად ისინი ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციის ნაყოფია.

რომელი მატყლი იწვევს ნაკლებ გაღიზიანებას?

თუ მატყლის ტარებისას შენიშნავთ კანის გაღიზიანებას, რეკომენდებულია შალის გამოყენებისას აირჩიოთ უფრო რბილი მატყლი. მაგალითად, მერინოსის მატყლი, რომელიც გამორჩეულია თავისი რბილობით, უფრო ნაკლებ გაღიზიანებას იწვევს, ვიდრე ჩვეულებრივი ცხვრის მატყლი. ასევე, ქაშმირი და ალპაკა შეიძლება იყოს კარგი არჩევანი, რადგან მათი ბოჭკოები უფრო თხელია და ნაკლებად ახდენენ კანის გაღიზიანებას.

როგორ შეიძლება თავიდან აიცილოთ გაღიზიანება?

  1. ბამბის ტანსაცმელი შალის სვიტერის ქვეშ: თუკი შალის სვიტერის ტარებისას ქავილი გექნებათ, სცადეთ ბამბის მაისურის ჩაცმა, რაც შალის ქსოვილთან უშუალო კონტაქტს შეამცირებს.
  2. შალის რბილი ტიპების არჩევა: აირჩიეთ ქაშმირი, მერინოსის მატყლი ან ალპაკა, რადგან ისინი ნაკლებად იწვევენ გაღიზიანებას.
  3. კონდიციონერის გამოყენება: შალის სვიტერის რეცხვისას, კონდიციონერის დამატება ხელს შეუწყობს ქსოვილის ბოჭკოების უფრო რბილად ქცევას და შეამცირებს გაღიზიანების რისკს.
  4. შალის წინასწარი გარეცხვა:  შალის სვიტერის პირველად გამოყენებამდე გარეცხვამ შეიძლება ბოჭკოების სირბილე გაზარდოს და ქავილის შეგრძნება შეამციროს.
  5. ლანოლინის ალერგია: თუ გაღიზიანება არ ქრება, შესაძლოა ლანოლინზე (მატყლის ბუნებრივი ნივთიერება) ალერგია გქონდეთ. ამ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან გამოიყენეთ შალისგან თავისუფალი ტანსაცმელი.

შედეგი

თუ ქავილი და გაღიზიანება მაინც გრძელდება, საუკეთესო გამოსავალი იქნება ექიმთან კონსულტაცია. ეს დაგეხმარებათ სწორად დაადგინოთ, თუ რა იწვევს ალერგიას და სწორად შეარჩიოთ ალტერნატიული მატყლის ქსოვილი, რათა მოიხმაროთ უსაფრთხო და კომფორტული ტანსაცმელი.

ამ საიტებზე გადასვლით კომპიუტერს საფრთხეში ჩავაგდებთ და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განმარტება

0
ამ საიტებზე გადასვლით კომპიუტერს საფრთხეში ჩავაგდებთ და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განმარტება
#image_title

კიბერუსაფრთხოების მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ყალბ პორნოსაიტებზე თუ რამეს დავაჭერთ, კომპიუტერში შეიძლება მავნე პროგრამა გადმოვიდეს და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება.

კერძოდ, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა გამოავლინეს სქემა, რომელიც ჰაკერებმა მომხმარებლების მონაცემების „ხელში ჩასაგდებად“ მოიფიქრეს. ჰაკერები ამისათვის ცნობილი საიტების, xHamster-ისა და Pornhub-ის, გაყალბებულ ვერსიებს იყენებენ.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეკრანებზე Windows-ის ყალბი განახლება ჩნდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ყალბ პორნოსაიტებზე რამეს დააჭერს. რეალურად კი არანაირი განახლება არ მიმდინარეობს — თავდასხმის ფარგლებში Windows-ის ეკრანის იმიტაციას აკეთებენ.

პირველ რიგში გვთხოვენ, რომ Windows-ის ღილაკსა და R-ს დავაჭიროთ, რის შემდეგად დიალოგური ფანჯარა იხსნება. ამასობაში მავნე ინსტრუქციებს პროგრამა ავტომატურად აკოპირებს. მომხმარებელს შემდეგ CTRL+V ღილაკებზე დაჭერას სთხოვენ (კოპირებული ინსტრუქციები ასე ბუფერზე გადმოდის), ბოლოს კი — Enter-ზე. შედეგად კომპიუტერი ჰაკერის დომენიდან წამოსულ კოდს უშვებს.

ინსტრუქციის შესრულების შემთხვევაში კომპიუტერზე შეიძლება გაუცნობიერებლად გადმოვწეროთ მავნე პროგრამები, მათ შორის Rhadamanthys, Vidar 2.0, RedLine, Amadey, Trojans და ა. შ. ასე შეიძლება ჩვენი მონაცემები ჰაკერებს ჩავუგდოთ ხელში.

თუკი შემთხვევით მოვტყუვდით და ეკრანზე ასეთი განახლება გამოვა, მისგან თავის დაღწევა მაინც შესაძლებელია. ამისათვის კლავიატურაზე F11 ღილაკს უნდა დავაჭიროთ, რომელიც ყველაფერს ჩახურავს.

უფრო დეტალურად იხილეთ წყარო

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.