ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ გავარჩიოთ კვერცხის ვარგისიანობა – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი განმარტავს

0
როგორ შევამოწმოთ ახალია თუ არა კვერცხი - 5 ეფექტური მეთოდი
#image_title

როგორ შევარჩიოთ ის, რაც არ უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის და როგორ დავადგინოთ ეს პროდუქტი არის თუ არა ახალი?

სურსათის უვნებლობის მოქალაქე, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვებია ყველა ადამიანისთვის, რადგან ძალიან ბევრ სასარგებლო ელემენტს აქვს ძალიან დიდი წყარო:

„ყველა ვხვდებით ქარხნულად დამზადებულ თუ ეგრეთ წოდებულ სოფლის კვესს. იმის გამო, რომ ის არის სოფლის, რადგან არსებობენ ქათმის ჯიშები, რომელთა მსგავსი ფერის კვერცხებს დებენ. ამიტომ თუ ყველა სოფლის კვერცხი შევიძინოთ, უნდა ვიყიდოთ ადამიანისგან, რომელიც ნამდვილად სოფელში ცხოვრობს და მას ვენდობით. სხვა შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ და არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რადგან სოფლის კვერცხი არ ვიცი როდის არის მიზეზი, მიზეზი პროდუქტების განხილვა თუ განსაზღვროთ ის ვადიანია არა.

მოვათავსოთ კვერცხის შიგნით, თუ კვერცხი ძირზე მოთავსდა ეს კვერცხი ახალია, თუ ამოტივტივდა, მაშინვე ძველია.

რაც შეეხება ქარხნულ კვესს, დამზადდება 7 დღის განმავლობაში, რაც ყველაზე მეტად სასარგებლოა, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ამ დროს მივირთმევთ. საქართველოს კანონმდებლობით, კვერცხის შენახვის ვადა ოთახის ტემპერატურაზე 20 დღეა, ხოლო სამაცივრე განყოფილებაში დაცულია 30 დღე“ – ამბობს არაბული.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

5 ხილი – რომელი საკვები გააძლიერებს იმუნურ სისტემას ზამთარში?

0
რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი? - შემოდგომის ნობათის სასარგებლო თვისებები
#image_title

ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნიტეტს და კანის ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია წელიწადის ცივ სეზონში მისი მიღება.ზამთარში ხშირად ვითარდება აუცილებელი ელემენტების დეფიციტი, მაგრამ ამის შევსებაშესაძლებელია სეზონური ხილის დახმარებით.

იმუნური ფუნქცია და იოდი
ზამთარში მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი ხილის ჭამა. ყურადღება მიაქციეთ ხურმას. ის მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ასტიმულირებს დამცავი უჯრედების სინთეზს – ისინი ებრძვიან ვირუსებს და ინფექციებს.

გარდა ამისა, ხურმა შეიცავს ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელ იოდს: 100 გრამი პროდუქტი შეიცავს ამ ნივთიერების ყოველდღიური მოთხოვნილების 50%-მდე. ამიტომ რეკომენდებულია დღეში ხილის ერთი 200 გრამიანი ნაყოფის მიღება.

მიკრობიომი და ქოლესტერინის შემცირება
კივი მდიდარია C და K ვიტამინებით. ეს უკანასკნელი აუცილებელია ცილის ბიოსინთეზისთვის, რომელიც ახდენს კალციუმის ტრანსპორტირებას და მიმართავს მას ძვლებსა და კბილებში. K ვიტამინის დეფიციტის დროს ნივთიერება დეპონირდება სისხლძარღვების კედლებში და ეს საზიანოა ორგანიზმისთვის.

რეკომენდებულია დღეში ერთი კივის მირთმევა. კივის შემადგენლობაში არსებული პექტინი ხელს უწყობს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირებას.

რაც შეეხება ანანასს, ის მდიდარია C ვიტამინით და ბოჭკოებით, რაც აუცილებელია ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

გარდა ამისა, ნაყოფი შეიცავს ბრომელინს, რომელიც ხელს უწყობს ცილების უკეთ ათვისებას. ასევე ითვლება, რომ ეს ნივთიერება ხელს უწყობს ცხიმების წვას, მაგრამ ეს ასე არ არის.

რომელი საკვები გააძლიერებს იმუნურ სისტემას ზამთარში?

ზამთარში იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ ციტრუსებს, კენკრას, კოჭას, ბროწეულს, ასევე გოგირდის შემცველნიორსა და ხახვს.

ბევრი პროდუქტია იმუნური სისტემის ფუნქციონირების გასაძლიერებლად.

ყურადღება გაამახვილეთ ციტრუსებზე – ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი C ვიტამინისა დაბიოფლავონოიდების მაღალი დონის გამო.

ნიორი და ხახვი, რომელიც შეიცავს უამრავ გოგირდს და სხვადასხვა კენკრა, სეზონურიან გაყინული შტოში, მოცვი – შესანიშნავია.

იმუნიტეტის მხარდასაჭერად, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანჯაფილი.

ასევე აღსანიშნავია ბროწეული, რომელიც ჯერ კიდევ სეზონურია.

ეს პროდუქტები შეიძლება დაემატოს საკვებს ან მიიღოთ უმი სახით.

როგორც ყველა სხვა პროდუქტს, ისინიც შეიძლება დაემატოს საკვებს. ლიმონი შეიძლება მიირთვათ უმი, ხახვი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებს, სუპები და სხვადასხვა კერძები შეიძლება შეაზავოთ ცოცხალი ნივრით, მაგალითად.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ – რიტუალი, რომელიც 31-ში უნდა შეასრულოთ და 3 რამ, რაც სუფრაზე უნდა იყოს

0
როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ - რიტუალი, რომელიც 31-ში უნდა შეასრულოთ და 3 რამ, რაც სუფრაზე უნდა იყოს
#image_title

ახალი წელი გვიახლოვდება და ყოველთვის ყველას აინტერესებს, რა ტენდენციებია მოსალოდნელი. როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რა რიტუალები შეგვიძლია, ბედნიერებისა და ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ჩავატაროთ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნო წელს სურვილები აგვისრულდეს, თემაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს:

ითვლება, რომ როგორც შევხვდებით ახალ წელს, მომავალი წლის მასპინძელს, რომელიც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, ზეაქტიური, ცხენი იქნება, ისეთი წელი გვექნება. ეს ჩვეულებრივი ცხენი არ არის, ის მუსტანგია, ძალიან აქტიური. ასეთი წელი მოდის. თან წითელი ფერის. წითელი ფერი – ეს ცეცხლია, ენერგიაა. თუმცა, ჩვენ თუ მომავალი წლის მასპინძელი გავანაწყენეთ, შეიძლება, ძალიან ცუდად მოგვექცეს. სტუმრად რომ მიდიხართ, მასპინძელი როგორც შეგხვდებათ, ისეთია თქვენი დამოკიდებულებაც. ასევეა აქაც. ზოგს შეიძლება, გაეცინოს და თქვას, რა იცის ცხენმა ჩვენი დამოკიდებულებაო… აქ საუბარია ცხენის გარკვეულ ენერგიაზე, რომელიც ამ დროს შემოდის და რას ვახვედრებთ ამ ენერგიას – ამაზე ვლაპარაკობთ. ის ენერგია, რომელიც შემოდის, ძალიან განსხვავებულია იმ ენერგიისგან, რომელშიც ახლა ვართ. ჯერ გველის წელიწადში ვართ, რომელიც პასიურ სტიქიას, მიწის სტიქიას განეკუთვნება. უცებ ეს ცეცხლის ძალიან აქტიური ენერგიით იცვლება. ეს თითოეული ჩვენგანისგან სულ სხვა დამოკიდებულებას მოითხოვს. ყველა პასიური ადამიანი წაგებაში იქნება. ამიტომ, რიტუალიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ შევხვდებით ახალ წელს, ბევრად განსაზღვრავს, როგორ დაგვეხმარება ეს ენერგია მომავალ წელს.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპით, ცხენის წელი, რეალურად, 17 თებერვალს შემოდის. ტრადიციულად, ახალმთვარეობის დროს შემოდის ხოლმე. მაგრამ, ახლა ახალმთვარეობა მზის დაბნელებას დაემთხვა. ამიტომ, რთული დღეა. დადებითი წელი იქნება, მაგრამ არა მსუბუქი. როდესაც წელიწადი მზის დაბნელების დროს იწყება, მას აუცილებლად ექნება გარკვეული სირთულეები, გარკვეული აგრესია.

ჩვენ ეს რიტუალი, რომელსაც ახლა ვიტყვი, რასაკვირველია, 31-ში უნდა შევასრულოთ, მაგრამ თუ ვერ მოასწარით ან ვერ შეძელით, 17 თებერვალს კომპენსაცია ან განმეორება შეგიძლიათ.

დავიწყოთ ფიგურებით. 31 დეკემბერს ორი ფიგურა უნდა გვქონდეს. გველის წელია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ამიტომ, ნუ გავანაწყენებთ. გველის ფიგურა მაგიდაზე უნდა იყოს. მის გვერდით კი ცხენის ფიგურა. 17 თებერვალს გველი გადავა პანთეონში, მაგიდაზე დარჩება ცხენი.

სადაც გველის ფიგურა გვაქვს, წინ დაუდეთ ყველის პატარა ნაჭერი. სადაც ცხენია, პატარა თივა თუ გვექნება, კარგია ან ვაშლი. იმ პროდუქტებით, რომლებიც მათ სიამოვნებთ, პატივს მივაგებთ.

რადგან ცეცხლის სტიქია შემოდის, ცეცხლი სანთელს უკავშირდება. სანთელი აუცილებლად უნდა გვქონდეს. სტიქია წითელ ფერს გვაძლევს. წითელი და წითელი ფერის ყველა კომბინაცია, ბორდო, ვარდისფერი, ყვითელი, ოქროსფერი – ეს პირველი და უმთავრესი ფერებია. მერე შეიძლება, დაემატოს ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი ტონები, ასევე მწვანე. წითელი ძალიან აქტიური, ზოგჯერ აგრესიული ფერია. ეს თუ ცოტა არ გავანეიტრალეთ რბილი ფერებით, მაგალითად, ისეთი ფერებით, როგორებიცაა: ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, მწვანე, ამან შეიძლება, აგრესიაც გამოიწვიოს ადამიანებში. წითელი პრევალირებს, მაგრამ სხვა ფერებიც დავახმაროთ. თეთრი და შავი ნებისმიერ წელს შეგიძლიათ, გამოიყენოთ იმიტომ, რომ ეს ფერები არ არის. ეს ტონებია.

მთავარი ფერი წითელია. ამიტომ, ნაძვის ხის სათამაშოები გნებავთ, ტანსაცმელი თუ სუფრის აქსესუარები – რაც მეტად წითელი ტონი იქნება, მით უკეთესი.

სუფრაზე სამი რამ უნდა იყოს: ბროწეული, ლიმონი, მანდარინი. საერთოდ, აღმოსავლეთში მანდარინის ხე მათი ნაძვის ხეა. მანდარინის ხის ტოტები, თუნდაც, ხელოვნური იყოს, უკვე კარგია, წარმატებას იზიდავს. ეს არის ჯანმრთელობის, სიხარულის, სიყვარულის, ბარაქის სიმბოლოები. ამიტომ, ეს სიმბოლოები თუ გვექნება, იგივე ნაძვის ხესთან, ეს უკვე კარგია. ბარაქის, სიხარულის, ჯანმრთელობის ენერგიას იზიდავს. თორემ, შეიძლება, არაფერი გააკეთო და ცარიელ ოთახში დახვდე. პრობლემა არ არის, მაგრამ შენ ამით აძლიერებ დადებით ენერგიებს. ამის გარდა, წმინდა მორალურ-ფსიქოლოგიური მხარე უნდა გავითვალისწინოთ. გვიხარია, როცა ამას ვაკეთებთ…

ფიგურებს შორის სანთელი უნდა ავანთოთ. ახალი წლის დადგომამდე, ნახევარი საათით ადრე, ჯერ წინა წელს მიაგეთ პატივი. თუ ცუდი იყო, რაღაც ცუდი წაიღო. თუ კარგი იყო, მადლობა მას. წინა წელს მადლობა გადაუხადეთ. ახალი წელი რომ დადგება, სანთელი კვლავ უნდა გვენთოს. 1 სანთელი უნდა გვენთო. თუ წითელი არ გვაქვს, ყვითელი იყოს. ახალი წელი რომ დაიწყება და ერთმანეთს მივულოცავთ, ამის შემდეგ დრო იხელთეთ და სანთელს ერთი განსაკუთრებული, საკრალური სურვილი სთხოვეთ. ცეცხლის ენერგიაა, ამიტომ ესაუბრეთ მას. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვური სათამაშოა. ძალიან ძლიერი ენერგიები მიდის.

ფინანსური ბარაქისთვის:
რკინის 1-ლარიანი გვქონდეს. 1-ლარიანს ზუსტად სანთელსა და ცხენისა და გველის ფიგურებს შორის ვდებთ. მას შემდეგ, რაც სანთელს საერთო სურვილი ჩაუთქვით, გაქვთ საშუალება, ერთი ფინანსური სურვილი ჩაუთქვათ.

გარდა ამისა, სუფრაზე თეფშის ქვეშ ოჯახის თითოეულმა წევრმა ასევე შეიძლება, 1-ლარიანი ჩადოს. ამ დროს ჩაუთქვით, რა გინდათ მოხდეს, რომ ის 1-ლარიანი გაცილებით მეტი თანხის მომტანი გახდეს. იმ 1-ლარიანს, რომელიც სანთელთან დევს, ასევე იმ 1-ლარიანს, რომელიც თქვენი თეფშის ქვეშაა, დილით აიღებთ და ჩაიდებთ საფულეში და მთელი წელი ატარებთ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ახალი წლის დადგომის შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი სურვილები ჩამოწეროთ – რა გინდათ, რომ მოხდეს. თუმცა, იქამდე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 21 დეკემბერი, გველოდება. 21 დეკემბერს სამყაროში პორტალი იხსნება, ძალიან დიდი ენერგია მოდის. ზამთრის მზებუდობაა. ამ დღესაც შეგვიძლია, სურვილები ჩამოვწეროთ, თუმცა შეგვიძლია, ეს 31 დეკემბერს, 1-ელ იანვარს რომ გადავალთ, ამ დროსაც გავაკეთოთ. ოღონდ სურვილები იწერება ისე, თითქოს, ეს შენ უკვე გაქვს. “მე მინდა” – არა. “მე მინდა” – უკვე კითხვის ნიშანია. სურვილს ახლანდელ დროში ვწერთ. ჩამოწერეთ და ფურცელი მომავალ წლამდე შეინახეთ. თუ თქვენ ასეთი სურვილები წინა წელსაც გაქვთ დაწერილი, სანამ დადგება ახალი წელი, ის უკვე უნდა დაიწვას და ახალი შეიქმნას.

ნებისმიერი კერძი გამოიყენეთ. ცხენს პრობლემა არ აქვს. თუ ეგზოტიკური გნებავთ, ხილი, ბოსტნეული ძალიან უყვარს. მთავარია, სუფრაზე არ იყოს ცხენის ხორცი, რომელსაც ზოგჯერ “გვატენიან”, როგორც სხვა ხორცს. იმას, ვინც ამას გააკეთებს, ძალიან ცუდი წელი ელოდებათ.

ნალი – ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე სახლთან ჰქონდათ და გარემოს ავი თვალისგან იცავდნენ. ადრეულ პერიოდში, როდესაც ადამიანი ავად ხდებოდა, სადაც იწვა, უკან, ნალს მიაჭედებდნენ და ძალიან მალე გამოჯანმრთელდებოდა. ნალი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა. იქ, სადაც ცხენის სიმბოლო გვაქვს, ნალი დავდოთ. თუ გადმობრუნებულ მდგომარეობაში დადებთ ან დაკიდებთ, მთელი თქვენი ხვავი წავა. თუმცა, გადმობრუნებულ მდგომარეობაში ნალი სულიერ სიმშვიდეს განაპირობებს. ამიტომ, ორი ნალი შეგვიძლია, გამოვიყენოთ.

რადგან ძალიან აქტიური ცხენის წელი მოდის, ახალ წელს აქტიურად უნდა შევხვდეთ. მხიარულება, ცეკვა, იუმორი კარგია, მაგრამ ზედმეტი სროლა – არა. არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხითაა ეს გასათვალისწინებელი, არამედ იმიტომაც, რომ ცხენს ეშინია… ცხენს სროლა, ეს ხმა არ უყვარს. მხიარულება, კარგი სიმღერა და ცეკვა, პირიქით, უკეთესია. ჩვენთან ერთად გაიხარებს.

ეს რიტუალები წინა პლანზე გადმოვიტანოთ, რომ დადებითი ენერგია შემოვიტანოთ. ასეთი რიტუალებით მომავალი წლის მასპინძელს პატივს ვცემთ. მერე ისიც შესაბამისად მოგვეპყრობა.

ცეცხლის ცხენის წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის. ზეაქტიური, ზე-ენერგიული, ზე-მხიარული, ზე-მებრძოლი – ასეთი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი, თუ თქვენ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ. მიძინებული ადამიანი შორს ვერ წავა. მაგრამ, სამაგიეროდ, რაკი ცეცხლის სტიქიაა, აგრესიაც მოიმატებს. ამიტომ, ყურადღებით იყავით. მსოფლიოში შეიძლება, საომარი სიტუაციები გაღვივდეს, შეიძლება, ადამიანებს შორის დაძაბულობა იყოს, მთავარია, ენერგიას რაში გადაიყვანთ. ის დიდი ენერგია, რომელიც მოდის, შეგიძლიათ, შრომაში, საქმეში, აღმშენებლობაში ან შეგიძლიათ, საქმეთა გარჩევასა და კონფლიქტებში გადაიყვანოთ.

ოჯახის შექმნისა და სიყვარულის წელიწადია. იუპიტერი, გამარჯვების პლანეტა, ივლისის შუა რიცხვებამდე კირჩხიბის ნიშანში იქნება, რომელიც მართავს ოჯახს, სამშობლოს. მეორე ნახევარში ლომის ნიშანში გადადის. ლომი სიყვარულის, შვილების, კეთილშობილების სიმბოლოა. ოჯახისა და სიყვარულის წელიწადია. ამიტომ, ოჯახის შექმნისა და სტაბილური სასიყვარულო კონტაქტებისთვის, შვილების გაჩენისთვის საუკეთესო პერიოდია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მითია თუ რეალობა, რომ უზმოზე ერთი კბილი ნივრის გადაყლაპვა კარგია იმუნიტეტისთვის

0
მითია თუ რეალობა, რომ უზმოზე ერთი კბილი ნივრის გადაყლაპვა კარგია იმუნიტეტისთვის
#image_title

მითია თუ რეალობა – უზმოზე ერთი კბილი ნივრის გადაყლაპვა კარგია იმუნიტეტისთვის

მითია თუ რეალობა, რომ უზმოზე ერთი კბილი ნივრის გადაყლაპვა კარგია იმუნიტეტისთვის  – ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში განმარტავს.

მისი თქმით, უამრავი სასარგებლო თვისებისა, ნივრის მიღებას უკუეფექტიც აქვს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ გავიგოთ ონლაინ შოპინგით შეძენილი ნივთის ხარისხი – ის, რაც უნდა იცოდეთ

0
როგორ გავიგოთ ონლაინ შოპინგით შეძენილი ნივთის ხარისხი - ის, რაც უნდა იცოდეთ
#image_title

ონლაინ სივრცეში შოპინგმა ბევრი ახალი კარი გახსნა მომხმარებლისთვის. დროის დაზოგვის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერა და ნივთი თქვენს კართანაა, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს გარკვეული მინუსები.

როგორ მიხვდეთ ასეთ დროს რამდენად ღირს ნივთის შეძენა, მისი ხარისხიდან გამომდინარე?

მოძებნეთ და შეამოწმეთ მიმოხილვები
მაშინ, როდესაც ნივთის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, მნიშვნელოვანია მოძებნოთ მიმოხილვები. სხვადასხვა ადამიანების მიერ დაწერილი რევიუები, რომლებმაც იგივე ნივთი იყიდეს. მაშინაც კი თუ გვერდს არ აქვს ეს ჩანართი, თქვენ შეგიძლიათ ისინი Google-ით მოიძიოთ. სწორედ აქედან შეძლებთ გაიგოთ, რას ამბობენ მომხმარებლები ნივთზე, მის ხარისხსა და მიწოდებაზე. ამართლებს თუ არა ხარისხი მათ მოლოდინებს.

მიაქციეთ ყურადღება ნივთის აღწერლობას
პროდუქტის აღწერილობა შეიძლება იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი ონლაინ შოპინგის დროს. სელერი ვალდებულია შემადგენლობა დაიტანოს ეტიკეტზე. ამის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რისგანაა დამზადებული ტანსაცმელი და ეს იყოს ნივთის ხარისხის კარგი გარანტი.

შეამოწმეთ ფასები
მაშინ როდესაც თქვენ შეამოწმეთ მატერია, ფასი კი მასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, ჯობს თავი აარიდოთ მსგავს პროდუქციას, რადგან თავიდან აიცილოთ არასანდო სელერები. იყავით სკეპტიკურები, იხელმძღვანელეთ ფრაზით – ,,ზედმეტად კარგია დაბალი ფასისთვის“.

გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი საიტები, რომელსაც ენდობით
მაშინ როდესაც საქმე ონლაინ შოპინგს ეხება, უმჯობესია ისეთი საიტების გამოყენება რომელსაც ენდობით და აქამდეც გისარგებლიათ. აღარ დაკარგოთ დრო მიმოხილვების ძიებაში, ენდეთ იმ საიტებს რომლებიც უკვე იცით, რომ კარგია, ან წარსული გამოცდილებით ხარისხიანია.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები დაგეხმარებათ სასურველი ნივთის მარტივად შეძენაში.

17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულია – ყველაფერი რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა ვიცოდეთ

0
17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულია – ყველაფერი რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა ვიცოდეთ
#image_title

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან. დაცვისთვის. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება.

როგორ შევარჩიოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო საახალწლო საჩუქრები ისე, რომ პატარებს ზიანი არ მივაყენოთ

0
როგორ შევარჩიოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო საახალწლო საჩუქრები ისე, რომ პატარებს ზიანი არ მივაყენოთ
#image_title

ახალ წელს ბავშვებს ჩვეულებრივ ჩუქნიან ტკბილეულს – ლოლიპოპებს, შოკოლადებს და სხვა დელიკატესებს. თუმცა, ხშირად ასეთი ტკბილეული სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებსაც დღესასწაულთან დაკავშირებით შეუძლიათ ერთდროულად მიირთვან მთელი მთა ტკბილეული.

მაღაზიაში შეძენილი ტკბილეული შეიცავს უზარმაზარ რაოდენობას შაქარს, რომელიც სწრაფად ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს და პროვოცირებს ინსულინის გამოყოფას. ისინი ასევე შეიცავენ არომატიზატორებს და საღებავებს. ამ ინგრედიენტების დიდი „დოზიდან“ ბავშვებს ემუქრებათ არა მხოლოდ კვებითი ალერგიის, არამედ პრედიაბეტის განვითარების რისკი. კბილებსაც შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს, თუ ჩანთაში ლოლიპოპებია, გვაფრთხილებენ პედიატრები. არ დაივიწყოთ არაჯანსაღი, გაჯერებული ცხიმები, შოკოლადის ფილებსა და ნამცხვრებში.

ასევე ტკბილეულის მავნე სახეობებს მიეკუთვნება „გაზიანი კანფეტი“, ფეთქებადი კარამელი და სუპერ მჟავე მარმელადი: ისინი შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს, არა მხოლოდ პირის ღრუს (ეს არის ის, რაც ბევრ ბავშვს მოსწონს – ენაზე უჩვეულო შუშხუნის შეგრძნება), არამედ კუჭსა და ნაწლავებსაც კი.
მაშ, რით შეგიძლიათ გაახაროთ ბავშვი, რომელიც მოუთმენლად ელის საახალწლო საჩუქარს?

პედიატრების თქმით, უმჯობესია, მშობლებმა ტკბილი საჩუქარი თავად შეაგროვონ და შეავსონ მომინანქრებული ჩირით, თხილით, ნატურალური შოკოლადით, ასევე ხილით, როგორიცაა ვაშლი და მანდარინი. შეგიძლიათ, მთლიანად არ თქვათ უარი მაღაზიაში ნაყიდ ტკბილეულზე, მაგრამ არ უნდა უყიდოთ ძალიან ბევრი რაოდენობით.

„ტკბილეულის ნაცვლად, სასაჩუქრე ყუთი შეგიძლიათ შეავსოთ პატარა საჩუქრით – თავსატეხი, გასაფერადებელი წიგნი, სათამაშო. მაგრამ აუცილებელია, ბავშვის ასაკი გავითვალისწინოთ და არ მივცეთ ისეთი რამ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მას, მაგალითად, ნაწილის გადაყლაპვით“, – გვირჩევენ პედიატრები.

მოცვის მოვლის მოკლე გზამკვლევი 🌿

0
მოცვის მოვლის მოკლე გზამკვლევი 🌿
#image_title

მოცვის მოვლის მოკლე გზამკვლევი 🌿

მოცვი კენკროვან კულტურებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მომთხოვნ მცენარედ ითვლება. მისი წარმატებით მოყვანა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ გარემო პირობები ზუსტად შეესაბამება მის მოთხოვნებს — წინააღმდეგ შემთხვევაში ძალისხმევა უშედეგო იქნება.

მოცვი უაღრესად სასარგებლო მცენარეა. მას შეუძლია, რომ დაბლოკოს კიბოს უჯრედები და მას გამრავლების საშუალება არ მისცეს. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მოცვს იღებდნენ. მოცვი შედის ასევე კოსმონავტების მენიუში

🍀 ნიადაგი და მჟავიანობა
მოცვს სჭირდება მკვეთრად მჟავე ნიადაგი — ოპტიმალური pH არის დაახლოებით 4.2–5.2. ამ ზღვარს თუ გასცდა, მცენარე ნელ-ნელა სუსტდება. მიწა უნდა იყოს მსუბუქი, ფხვიერი, ტორფიანი და ჰაერგამტარი. არ იტანს მარილიან, თიხიან ნიადაგს, ნაკელსა და კირს. საუკეთესოა წიწვოვანი ტყის ნიადაგი, ასევე გოგირდის გრანულების გამოყენება მჟავიანობის შესანარჩუნებლად.

🍀 დარგვის ადგილი
აირჩიეთ მზიანი სივრცე, სადაც დღეში მინიმუმ 6–7 საათი მზის სხივი ხვდება. ადგილი უნდა იყოს ქარისგან დაცული და წყალი არ უნდა გროვდებოდეს.

🍀 მორწყვა
მორწყვა სჭირდება რეგულარულად, მაგრამ გადაჭარბების გარეშე. არ უნდა დგებოდეს წყალი არსად. ძალიან ცხელ ამინდში საკმარისია კვირაში ერთხელ თითო ბუჩქზე დაახლოებით ერთი ვედრო წყალი.

🍀 კვება
მოცვს უხდება მხოლოდ მსუბუქი, მჟავე სასუქები. არ უყვარს ზედმეტი აზოტი და ორგანული ნაკელი. მცირე რაოდენობით აზოტი დასაშვებია მხოლოდ გაზაფხულზე — ამონიუმის სულფატი საუკეთესო არჩევანია. ზაფხულში შეიძლება მსუბუქი ჰუმუსური ბიო-სასუქების გამოყენება.

🍀 სისუფთავე და მულჩირება
სარეველები მისთვის სერიოზული პრობლემაა, ამიტომ სუფთა ბაღი აუცილებელია. მულჩირება ძალიან ეხმარება — განსაკუთრებით წიწვოვანი მასალით.

🍀 გასხვლა
გასხვლა იწყება მესამე ან მეოთხე წლიდან. ადრე ჩარევა დაუშვებელია. მხოლოდ ტყის ტიპის მოცვს შეიძლება შედარებით ადრე გასხვლა.

🍀 ზამთრის მოვლა
ზამთარში მცენარეს სჭირდება დამულჩვა — იდეალურია ფიჭვის წიწვები, ნაფოტი, გირჩები ან სხვა წიწვოვანი ნარჩენები.

🍀 დაავადებები და მავნებლები
ყველაზე გავრცელებულია ქლოროზი და ფესვის ლპობა. მავნებლებიც ხშირად უტევს. ქლოროზის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ნიადაგის მუდმივი დამჟავება. მავნებლების წინააღმდეგ ეფექტურია ნიმის ზეთი და სხვა ბიომეთოდები. მძიმე ქიმიური პრეპარატების გამოყენება ნაკლებად სასურველია.

🍀 კლიმატი
მოცვის ბუნებრივ სამშობლოდ ითვლება გურია, თავისი შესაბამისი კლიმატითა და ბუნებრივი პირობებით. სხვა რეგიონებში მისი მოყვანა გაცილებით მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში – ერთ-ერთი უძველესი ციხე – სოფელი აბედათი, სადაც მოსახლეობა სამაგალითოდ უვლის თავის კულტურულ მემკვიდრეობას

0
#image_title

აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოშიერთ-ერთი უძველესი ციხე.

აბედათის ციხე სოფელ აბედათში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა კი IV-VI საუკუნეებით თარიღდება. 

თომა ჩაგელიშვილი სამეგრელოში, სოფელ აბედათს ესტუმრა, სადაც მოსახლეობა სამაგალითოდ უვლის თავის კულტურულ მემკვიდრეობას

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში

0
რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
#image_title

რამდენად მართალია ეს შიშები? შესაძლებელია თუ არა დამტენის როზეტში დატოვება?

ყველა სმარტფონი მოითხოვს დატენას მინიმუმ ორ დღეში ერთხელ. ზოგიერთი ადამიანი ტოვებს ტელეფონის დამტენს როზეტში, რათა არ დახარჯოს ძვირფასი წამები კაბელის ძიებაში. სხვები ყოველთვის ხსნიან კაბელს, რადგან გავრცელებულია მოსაზრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს უბედური შემთხვევა. მაგალითად, არის ისტორიები დამტენების მიერ გამოწვეული ხანძრის შესახებ. გარდა ამისა, ითვლება, რომ გამოყენების ამ რეჟიმში დამტენი უფრო სწრაფად ფუჭდება.

ექსპერტები გვაფრთხილებენ: როზეტში დატოვებული ადაპტერი აგრძელებს მუშაობას და მისი შიდა ნაწილები უფრო სწრაფად ცვდება. მუდმივი ძაბვა ზრდის მარცხის ალბათობას – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დამტენები არ არის შექმნილი მუდმივი შეერთებისთვის.

ელექტროენერგიის მოხმარება
სმარტფონის გარეშე ჩართვისას, ადაპტერები განაგრძობენ ელექტროენერგიის მოხმარებას. რა თქმა უნდა, განყოფილების შიგნით მდებარე ტრანსფორმატორი ამცირებს ძაბვას და ელექტროენერგიას მინიმუმამდე მოიხმარს. თუ დამტენს ქსელთან დაკავშირებულს ინახავთ მთელი თვის განმავლობაში, თქვენი ელექტროენერგიის გადასახადი მხოლოდ რამდენიმე თეთრით მეტი იქნება.

დამტენის ადაპტერის როზეტში დატოვების ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება, თუ სახლში არიან ბავშვები ან შინაური ცხოველები, რისკი იზრდება:  შეიძლება შემთხვევით შეეხონ მოწყობილობას ან თუნდაც უკბინონ კაბელს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევები.

კიდევ ერთი საფრთხე არის გადახურება და ხანძარი. ეს განსაკუთრებით ეხება უცნობი მწარმოებლების იაფ დამტენებს, რომლებსაც არ აქვთ საიმედო დაცვის სისტემები და სერტიფიკატები. თუ ქსელი განიცდის დენის მატებას ან გაუმართავია სადენი, ხანძრის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. გარდა ამისა, რამდენიმე მოწყობილობას ერთსა და იმავე განყოფილებაში შეუძლია ქსელის გადატვირთვა.

და ბოლოს, ენერგიის მინიმალური მოხმარებაც კი მოქმედებს გარემოზე. თუ ადამიანები უარს იტყვიან დამტენის ბუდეში დატოვების ჩვევაზე, ეს იქნება პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გარემოზე ზრუნვისთვის.

შესაძლებელია თუ არა დამტენის განყოფილებაში დატოვება?ზემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გაფრთხილება შეიძლება შორს მიმავალი ჩანდეს. სინამდვილეში, სანამ ადაპტერი სწორად გამოიყენება, არ არის გადახურებული ან ტენიანობის ქვეშ და თავისთავად საიმედო პროდუქტია, პრობლემების წარმოქმნის რისკი მინიმალურია. თუმცა, არის რამდენიმე სიტუაცია, რომელიც ნამდვილად უნდა განიხილებოდეს.