ისტორიული და გამორჩეული ადგილი
გორდის დადიანების სასახლის ტყე-პარკი და იტალიელი მებაღის გაეტანო ზამბერლეტის შთამომავალი
გორდის დადიანების სასახლის ტყე-პარკი და იტალიელი მებაღის გაეტანო ზამბერლეტის შთამომავალი
ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. იგი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.






გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს იმ წესებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც საახალწლოდ სხვადასხვა პროდუქტის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ:
ცხელ ჩაიში მოთავსებით არა მარტო თაფლი, არამედ ლიმონიც კი, უმეტეს სასარგებლო თვისებებს კარგავს. უმჯობესია, მდუღარეში არ მოვათავსოთ. შეგრილებულში მოვათავსოთ, რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს.
რაც შეეხება თაფლის გარჩევას, ცოტა რთულია – რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, თეფშზე დასხმისას მალევე არ უნდა გაიშალოს, სქელი უნდა იყოს. ასევე, ფალსიფიცირებულთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმასხვავებელი აქვს – ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, რომ თაფლი შაქრდება, კრისტალდება. ეს პირიქით ნიშნავს, რომ თაფლი ნატურალურია. ქილა თბილ წყალში უნდა მოვათავსოთ, გავალღოთ და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდება.
ხორცი და ხორცპროდუქტები ორგანიზებულ ადგილას უნდა შევიძინოთ. ისეთ ადგილას, სადაც სახელმწიფო კონტროლი მიმდინარეობს. თუ გარევაჭრობის ადგილებში იყიდება, იქ სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება და შესაძლებელია, იქ საქონლის, ღორის, ცხენისა და ვირის ხორცი შეგვხვდეს. ამ ხორცის გარჩევა ძალიან რთულია. გარჩევა მხოლოდ გამოცდილ ვეტერინარს ან ლაბორატორიას შეუძლია. ამიტომ, პირველ რიგში, ხორცი ორგანიზებულ ადგილას უნდა შევიძინოთ. უფლება გვაქვს, ხორცის წარმომავლობის დოკუმენტი, შენახვის ვადები მოვითხოვოთ.
ღორის ხორცს ვარდისფერი ფერი უნდა ჰქონდეს, ლორწოვანი გარსით არ უნდა იყოს გამოყოფილი იმიტომ, რომ ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ხორცი გაფუჭებისკენ მიდის. თითის დაჭერით, პირვანდელ სახეს უნდა უბრუნდებოდეს. ასევე, ქაღალდის ხელსახოცს რომ დავაფენთ, მშრალი უნდა ავიღოთ და ზედ არ უნდა დაეკრას. პლიუს-განყოფილებიან მაცივარში ხორცი 48 საათის განმავლობაში შეგვიძლია, შევინახოთ. თუ მალევე ვერ ვამზადებთ, უმჯობესი იქნება, გავყინოთ და ვადა ასე გავუხანგრძლივოთ. გაყინულ მდგომარეობაში, ვადა, საშუალო პერიოდი, 1-დან 2 თვემდეა. 3 თვეც შეიძლება, გაყინული იყოს, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებლები იკლებს. სასურველია, ხორცი გავრეცხოთ.
თევზს ყველაზე რთული მოწამვლა აქვს იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ თევზში პათოგენური ბაქტერიები არსებობს, ასევე შეიძლება, პარაზიტებიც არსებობდეს. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად შევიძენთ, რამდენად სანდო ადგილია და რამდენად კონტროლდება ეს პროცესები. თევზის შეძენისას, უნდა დავაკვირდეთ, რომ თვალები არ ჰქონდეს “ამღვრეული”. ლაყუჩები შიგნიდან გამუქებული არ უნდა იყოს. ვარდისფერი ფერი უნდა ჰქონდეს.
ყველის შემთხვევაში, ეტიკეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არსებობს ყველის მსგავსი პროდუქტი, რომელიც რძის ფხვნილის ბაზასა და მცენარეულ ცხიმზეა დამზადებული. ასეთ პროდუქტს ყველი არ უნდა ეწოდოს. აუცილებლად ყველის სახელი უნდა ეწეროს – მაგალითად, “იმერული”, “ქარხნული”, “სულგუნი” და ასე შემდეგ.“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ამიტომაც შეიძლება ერთ სეზონზე მრავალჯერ გაცივდეთ, რადგან ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ვირუსით ან შტამით.
გაციება ადამიანიდან ადამიანზე გადადის ჰაერით და ახლო პირადი კონტაქტით. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცემინება, ცხვირის შეშუპება, ყელის ტკივილი, ხველა და ცხელება.
შეიძლება იყოთ გადამდები სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე და შემდეგ, როგორც წესი, ყველაზე გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 24-დან 48 საათის განმავლობაში.
ზედა სასუნთქი გზების სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის, რეკომენდებულია ნიღბის ტარება სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით ხუთი ან ექვსი დღის განმავლობაში, სხვა ადამიანების დასაცავად.
ადამიანის გრიპის დაავადებების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის A და B ვირუსებით, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ცხვირი, ყელი და ზოგჯერ ფილტვები
გრიპის სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიდან მძიმემდე და მოიცავს:
ცხელებას;
შემცივნებას;
ხველას;
ყელის ტკივილს;
ცხვირიდან გამონადენს;
კუნთების ტკივილს;
თავის ტკივილს;
დაღლილობას;
გრიპი ძირითადად ჰაერში ვრცელდება პაწაწინა წვეთებით, რომლებიც წარმოიქმნება ინფიცირებული ადამიანების ხველების, ცემინების ან ლაპარაკის დროს, რაც შემდეგ შეიძლება გადაედოს სხვა ადამიანს. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს ზედაპირებიდან, რომელსაც გრიპის მქონე ადამიანი ეხება.
როგორც გაციების შემთხვევაში, გრიპის ვირუსი გადამდებია დაწყებამდე 24 საათით ადრე და სიმპტომების დაწყებიდან პირველ ორ დღეს.
მესამე ან მეოთხე დღეს შეიძლება კვლავ გქონდეთ ბევრი სიმპტომი, მაგრამ ვირუსის რაოდენობა, რომელსაც გამოყოფთ, დაბალია.
ვირუსის არსებობის შემთხვევაში:
დაიცავით კარგი ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები, გაწმინდეთ ზედაპირები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაანიავეთ ოთახი, მოერიდეთ კონტაქტებს.
საახალწლოდ და შობის დღესასწაულზე ნაძვის ხის აწყობა და მორთვა თითქმის ყველა ოჯახში ტრადიციად იქცა. მაგრამ ბევრ ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა: რატომ არა სხვა ხე და მხოლოდ ნაძვი ეს ხე შეირჩა ამ დღესასწაულისთვის?! უამრავი ლეგენდა და ტრადიცია უკავშირდება ამ ფენომენს, რაც ნაძვის ხეს აქცევს არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ სულიერ სიმბოლოდაც.
ნაძვის ხის შობის ლეგენდა
ერთი გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როცა იესო დაიბადა, ყველა ხე მივიდა მასთან და დაბადების დღე მიულოცა. ვაშლის ხემ ვაშლი მოიტანა, კაკლის ხემ კაკალი, ხოლო ნაძვის ხე შორიდან აკვირდებოდა, მაგრამ არ მიდიოდა. მას არ უნდოდა იესოს ტკენა თავისი წიწვებით. ამის გამო ღმერთმა ნაძვი დაასაჩუქრა: მისი ტოტები მორთო ტკბილეულით, ფერადი სათამაშოებით და დაადგა ვარსკვლავი. ამ ვარსკვლავს შობის ვარსკვლავს უწოდებენ, რომელიც დღემდე ვხვდება ნაძვის ხის წვერზე.
ნაძვის ხე და ქრისტიანული სიმბოლიკა
ამ ტრადიციას სხვა ლეგენდაც უკავშირდება, რომელიც XI საუკუნის ინგლისში დაიწყო. იქ მღვდელმა ნაძვის ხის წმინდა სამების მნიშვნელობა ახსნა (მამა, ძე, სულიწმინდა), რამაც ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ აქცია.
გერმანიასა და წმინდა ბონიფაცის კავშირი
ნაძვის ხის შობის სიმბოლოდ წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია წმინდა ბონიფაცის სახელს უკავშირდება. VI საუკუნეში, როდესაც ის გერმანიაში ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა, ერთ-ერთი პოპულარული წარმართული ღვთაების ხის, მუხის, მოჭრა გადაწყვიტა. ნაძვი, რომელიც გადარჩა, გახდა შობის სიმბოლო.
ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია
სხვადასხვა ქვეყნებში ადრე ნაძვის ხის ნაცვლად მუხის ან სხვა ხეების მორთვის ტრადიციაც არსებობდა. განსაკუთრებით საინტერესოა პალმის მორთვის ტრადიცია ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც ნაძვი არ ხარობს. თუმცა დღესდღეობით, ხელოვნური ნაძვის ხე ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
მორთვის ისტორია
ნაძვის ხის მორთვა სხვადასხვა ტიპის დეკორაციებით, როგორიცაა თხილი, კანფეტები, მოხატული კვერცხები და მინის ბურთულები, XVII საუკუნიდან დაიწყო. სწორედ გერმანიაში შეიქმნა პირველი მინის ბურთულები, რომლებიც სწრაფად გახდა საახალწლო ტრადიციის ნაწილები.
დასკვნა
ნაძვის ხე თანამედროვე საახალწლო და შობის ტრადიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი გამოყენება არა მხოლოდ როგორც დეკორატიული ელემენტი, არამედ როგორც ქრისტიანული სიმბოლო, მთელი მსოფლიო მასშტაბით გავრცელდა. ამისი მიზეზი მრავალფეროვანი ლეგენდებია, რომლებიც ღვთიური აღსრულების, კეთილგანწყობის და ნათლის სიბრძნის როლს გამოხატავენ.
ფორთოხლის წვენი – უზმოზე კუჭში მოხვედრისას მას არც თუ ისე კარგი რეაქცია ექნება, რადგანაც ხილის წვენი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს. ახალგაღვიძებულ ორგანიზმს, პანკრეასსა და ღვიძლს ძალიან უჭირს მისი გადამუშავება. უმჯობესია, ის მას შემდეგ დალიოთ, როცა უკვე სხვა რაღასაც მიირთმევთ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღის განმავლობაში ერთ ფორთოხალზე მეტი არ არის რეკომენდებული.
ცოცხალი ბოსტნეულით დამზადებული სალათები – უზმოზე უმი ბოსტნეული არც თუ ისე კარგი არჩევანია. მთელი ღამის დასვენების შემდეგ ორგანიზმს უხეში უჯრედისის დამუშავება უჭირს. ამიტომ, თუ დისკომფორტის თავიდან აცილება გსურთ, სალათები ცოტა მოგვიანებით მიირთვით.
ცხარე საკვები – ეს კუჭ-ნაწლავს გააღიზიანებს და შესაძლოა, გულძმარვა მთელი დღე გაგყვეთ. მაგალითად, თუ საუზმეზე კვერცხს შეარჩევთ, უმჯობესია, რომ მას ცხარე სოუსი არ მოასხათ.
იოგურტი – ის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა თუ დილით რომელიმე ფერმენტირებული პროდუქტის ჭამა მოისურვეთ, მანამდე აუცილებლად სხვა საკვები უნდა მიირთვათ, რადგან უზმოზე იოგურტის მიღებამ შესაძლოა, კუჭში მეგობარი ბაქტერიების ბალანსი დაარღვიოს. ეს არ ეხება ყველს. ყველი თავისუფლად შეგიძლიათ დილით მიირთვათ, რადგან მას კუჭი კარგად და მარტივად გადაამუშავებს.
ყოველი დილა, უზმოზე 1 ჭიქა წყლით უნდა დაიწყოთ. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ასევე არ შეიძლება ცხელი სითხის მიღება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.
ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის.
იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში ორგანიზმი დავიცვათ გაციებითი დაავადებებისგან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან, ექსპერტები გვთავაზობენ, რეჰანი (გამხმარი და დაფქული) შევურიოთ კრისტალურ შაქარს და ყოველდღე მივიღოთ.
მცენარე ამცირებს ტკივილის (მათ შორის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით პროვოცირებული), ღებინების შეგრძნებას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
დემონსტრანტები იყენებენ ტრაქტორებსა და სატვირთო მანქანებს ავტომაგისტრალებისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გადასაკეტად.
ევროკავშირის სუბსიდიების გადახდის შეფერხება ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამოძიებამ გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ზოგიერთი ფერმერი სახელმწიფო მოხელეების დახმარებით მიწის საკუთრების უფლებას აყალბებდა. აუდიტის გამო შეყოვნდა შემდგომი დახმარების გამოყოფა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ან უკვე მიმართული აქვს და მიმდინარეობს წარმოება, ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სწორედ სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს მომსახურებას როგორც აზომვის, ისე რეგისტრაციის და ეს იქნება მოსახლეობისთვის სრულიად უფასო“, – განაცხადა დევიძემ.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi