ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

რა ოცნება ჰქონდა ილია მეორეს, სანამ პატრიარქი გახდებოდა – ემოციური ჩანაწერი

0
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. 
#image_title

მე მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, სულ პატარა სოფელში, საქართველოში ვყოფილიყავი მოძღვარი, – განაცხადა ერთ-ერთ ჩანაწერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

მისი სურვილი ახდა, მოძღვარი გახდა, თუმცა ღვთის განგებით ამ სოფლად ერთ-ერთი უძველესი სამწყსო ერგო – საქართველო.

„იყო ისეთი დღეები, თვეები და წლები, როდესაც ძალიან უჭირდა ეკლესიას, ვეღარ ვპოულობდი გზას და აი, იმ დროს დაიწერა ეს, ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, – იხსენებდა პატრიარქი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვიდეო – გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან

0
გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან
#image_title
🌲

გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო – ზღაპარი გორიდან. შორენა დათაშვილის საახალწლო დეკორაცია

 „ეს ჯადოსნობა ბავშვობაში არ მქონდა, ამიტომ ახლა ვიქმნი“ – ამბობს შორენა დათაშვილი.

„მადლობა თქვენ ამისთვისყველას გილოცავთ ახალ 2025 წელს…“
შორენა დათაშვილი

„აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი, ვინც ხართ სოფელში“

0
აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი, ვინც ხართ სოფელში.
#image_title

ღორის ხორცის კონსერვი

აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი, ვინც ხართ სოფელში.
დაჭერით ახალი ხორცი – მჭლეც და ცოტა მსუქანიც. გაამზადეთ ნახევარკილოიანი ქილები. გააშრეთ. დაჭერით ალყად ხახვი. ძირში ჩადეთ 2 დაფნის ფოთოლი. შავი პილპილის 5 ცალი მარცვალი. ერთი ჩ/კ მარილი დააყარეთ. მსუქანი ნაჭრები ძირში დაალაგეთ. ქილა „ყელამდე“ შეავსეთ ხორცით. ზემოდან მოათავსეთ 2 ნათალი ხახვი. ერთი დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის სამი ცალი მარცვალი. დააფარეთ ხუფები და მოათავსეთ ღუმელში. დააყენეთ ღუმელი ქვედა წვაზე, 200 გრადუსზე. ხორცი რომ დუღილს დაიწყებს ქილებში, დაუკელით ტემპერატურას და 150 გრადუსზე დააყენეთ. 2  საათის განმავლობაში გაასტერილეთ. გამოიღეთ და მოხუფეთ.
ინახება დიდხანს მაცივრის გარეშე.

ინდაურის საცივი – ტრადიციული რეცეპტი რაჭიდან

0
ინდაურის საცივი - ტრადიციული რეცეპტი რაჭიდან
#image_title

ინდაურის საცივი – ტრადიციული რეცეპტი | ახალი წლისთვის საუკეთესო არჩევანი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ინდაური – 1 ცალი
  • ხახვი – 400 გრ
  • ხმელი ქინძი – 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი – 1 ს.კ.
  • ნიორი – 5 კბილი
  • მწარე წიწაკა – 1 ცალი
  • დანაყილი ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) – 2 ს.კ.
  • მშრალი ნიგოზი – 500 გრ
  • ღვინის ძმარი – ნახევარი ჩაის ჭიქა
  • კვერცხი – 2 ც.
  • მარილი და მიხაკი-დარიჩინი – გემოვნებით

მომზადების პროცესი:

  1. ინდაურის მომზადება:
    • მოათავსეთ ინდაური დიდ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ მთლიანად დაფაროს. დატოვეთ ქვაბი თავახდილი და ადუღებისას მოაცილეთ ქაფი.
    • მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ ინდაური ემალის სინზე, მოაყარეთ მარილი და განათავსეთ ანთებულ ქურაში.
  2. ბულიონის მომზადება:
    • ბულიონიდან ცხიმი მოაშორეთ. 1 ჭიქა ბულიონი ამოიღეთ და დაასხით ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ.
    • შემდეგ დააბრუნეთ ბულიონში და ადუღეთ 10 წუთი.
  3. სპეციალური სუნელებისა და ნიგოზის შერწყმა:
    • ცალკე აურიეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა და ორჯერ გაწურული ნიგოზი, ძმარი ნახევარი საათით ადრე ჭიქა ძმარში გახსენით.
    • მიღებული მასა გაწმინდეთ საცერში და დაამატეთ ბულიონს.
  4. შერწყმა და დაადუღება:
    • ადუღეთ 20 წუთი და თან ურიეთ ხის კოვზით.
    • გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და შემდეგ დაამატეთ 1 ს.კ. ძმარი და კვერცხის გული. კარგად აურიეთ, კვერცხი რომ არ აიჭრას.
  5. ინდაურის და საცივის შერწყმა:
    • ინდაური დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ მზა საცივში. ზევიდან მოასხით ნიგოზის ზეთი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

შეფუთვისა და შენახვის რჩევები:

  • საცივი საუკეთესოა, როდესაც 1-2 საათი გადის, რადგან სუნელების და ინგრედიენტების გემო კარგად მერყეობს.
  • შეინახეთ მაცივარში რამდენიმე დღე და გაათბეთ სუფრაზე მიტანის წინ

როგორ მოამზადოთ ინდაურის საცივი ტრადიციული რეცეპტით?

ამ რეცეპტით მზადდება ინდაურის საცივი. ეს კერძი თქვენს ოჯახში ნამდვილად დააგვირგვინებს სადღესასწაულო სადილს. ინდაური, ნიგოზი და სუნელები სრულად აავსებენ თქვენს სუფრას განსაკუთრებული გემოთი.

მნიშვნელოვანი რჩევები:

  • თბილი ძმარი ხელს უწყობს იმას, რომ კვერცხის გული არ აიჭრას.

საცივის უნიკალური რეცეპტი რაჭიდან

0
ინდაურის საცივი - ტრადიციული რეცეპტი რაჭიდან
#image_title

ახალი წელის ახლოვდება და ვეცდებით ახალბედა დიასახლისებს საცივის მომზადების საუკეთესო რეცეპტების მომზადებაში დავეხმაროთ:

თუმცა ეს რეცეპტი გამოცდილ დიასახლისებსაც დააინტერესებთ:

საჭირო მასალა:

ინდაური – 1 ცალი.
ხახვი – 400 გრ.
ხმელი ქინძი – 1 ს.კ.
უცხო სუნელი – 1 ს.კ.
ნიორი – 5 კბილი
მქარე წიწაკა – 1 ცალი
დანაყილი ყვითელი ყვავილი – 2 ს.კ.
მშრალი ნიგოზი – 500 გრ.
ღვინის ძმარი – ნახევარი ჩაის ჭიქა
კვერცხი – 2 ც.
მარილი და მიხაკ-დარიჩინი – გემოვნებით

მომზადება:

მოათავსეთ დიდი ზომის ქვაბში ინდაური და დაასხით იმდენი წყალი, რომ ზემოდან დაფაროს. ქვაბი დატოვეთ თავახდილი და ადუღებისას რამდენიმეჯერ მოაცილეთ ქაფი. მოხარშვის მერე ინდაური გადაიტანეთ ემალის სინზე და მოაყარეთ მარილი. მოათავსეთ შემდეგ ანთებულ ქურაში და აცალეთ სანა კანი კარგად არ გაწითლდება.

ბულიონს მოაშორეთ ცხიმი. ამოიღეთ დაახლოებით ერთი ჭიქა და დაასხით ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ, გავარდისფერებამდე.
შემდეგ დააბრუნეთ ბულიონში და ადუღეთ 10 წუთი.

ცალკე აურიეთ ერთმანეთში ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა და მანქანაში ორჯერ გატარებული ნიგოზი, რომელსაც მანამდე გახსნით ნახევარ ჭიქა ძმარში. მასა გაცერით საცერში და დაუმატეთ ბულიონს.

ადუღეთ 20 წუთი და თან ურიეთ. გადმოდგით შემდეგ ქურიდან და გააციეთ. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში გახსნილი კვერცხის გული და კარგად აურიეთ რომ არ აიჭრას.

ინდაური დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ მზა საცივში, ზევიდან მოასხით ნიგოზის ზეთი. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რამდენ ხანს შეიძლება მაიონეზიანი კერძების შენახვა მაცივარში – რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტისგან

0
რამდენ ხანს შეიძლება მაიონეზიანი კერძების შენახვა მაცივარში - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტისგან
#image_title

 ხშირად კერძს, რომელიც სადღესასწაულო სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში გვიდევს, ისევ მაცივარში ვინახავთ ხოლმე და რამდენიმე დღე მივირთმევთ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რეალურად, რამდენ ხანს ინარჩუნებს საკვები უვნებლობას და როგორ უნდა დავიცვათ თავი მოწამვლისაგან.

გადაცემაში “დღის პოსტი” სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული, საკვების უვნებლობის შესახებ საუბრობს და სადღესასწაულო დღეების წინ, მოსახლეობას რეკომენდაციებს უზიარებს:

– საახალწლო სუფრის უვნებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის პროდუქტი, რომელიც სუფრაზეა და რასაც ვამზადებთ, ჩვენი ჯანმრთელობისათვის უვნებელი უნდა იყოს.

საცივი ახალ წელს, ალბათ, ყველას აქვს. როდესაც საცივს სუფრაზე მოვათავსებთ, 2 საათის განმავლობაში შეგვიძლია, სუფრაზე დავტოვოთ. შემდეგ კი მაცივარში შევინახოთ. თუ 4 საათის განმავლობაშია სუფრაზე, შეგვიძლია, მივირთვათ. მაცივარში შენახვა აღარ შეიძლება. თუ სუფრაზე 6 საათის განმავლობაშია გაჩერებული, არც საცივის და არც სხვა კერძების მირთმევა უკვე აღარ შეიძლება. 

2 საათის შემდეგ ბაქტერიები ოთახის ტემპერატურაზე გამრავლებას იწყებენ. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, უფრო მარტივად ხდება მათი გამრავლება. ამიტომ, 2 საათია ის ზღვარი, რა დროშიც ბაქტერიები არ მრავლდებიან. ბაქტერიების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში გახდეს. რაც უფრო მეტი დრო გადის, რაოდენობაში მით მეტად იზრდება. შესაბამისად, დიდი რაოდენობით ბაქტერიები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

თუ საცივი სუფრაზე 6 საათი და მეტი გვაქვს დაყოვნებული, აღარ უნდა გამოვიყენოთ

მაიონეზიანი კერძები, ასევე ნიგვზიანი პროდუქტები, მალფუჭებადი კერძების კატეგორიაში გადის. აქაც 2-4-6 საათის პრინციპი მოქმედებს. უბრალოდ, მაცივარში შეიძლება, შენახვის უფრო ნაკლები ვადა ჰქონდეს. მაიონეზიანი საკვები მაქსიმუმ 48 საათი შეგვიძლია, მაცივარში შევინახოთ. ნიგვზიანზეც 48 საათია მაქსიმუმი. ნებისმიერ კერძს, რომლებსაც სახლის პირობებში ვამზადებთ, მაცივარში შენახვის მაქსიმალური ვადა შეიძლება, 72 საათი ჰქონდეს. 72 საათიდან არის ნაწილი, რომლებსაც შენახვის ვადა 24, 36 ან 48 საათი აქვს. ყოველ შემთხვევაში, 3 დღეზე მეტი პლიუს-განყოფილებიან მაცივარში კერძები არ უნდა შევინახოთ.

გოზინაყი შედარებით მარტივი პროდუქტია, მით უმეტეს, თხილითა და თაფლითაა. ოთახის ტემპერატურაზე 2-3 კვირა თავისუფლად შეგვიძლია, დავტოვოთ. გოზინაყს მაცივარში შენახვა არ სჭირდება.

სუფრაზე დადებული საკვების მაცივარში შენახულ კონტეინერში ჩაბრუნებით რისკს ვქმნით. როგორც ვთქვით, შესაძლოა, კერძში ბაქტერიები გამრავლდეს და შესაძლოა, ის პროდუქტი, რომელიც მაცივარშია, დავაბინძუროთ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ან პორციებად დავაფასოოთ ან უკან, მთლიან შეფუთვაში აღარ ჩავაბრუნოთ.

გაყინვა ერთ-ერთი სწორი მეთოდია. გაყინვის დროს ბაქტერიები ვერ მრავლდებიან. ამიტომ, თუ გვსურს, რომელიმე კერძს უფრო ხანგრძლივი ვადა შევუნარჩუნოთ, გაყინვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში შეგვიძლია, გამოვიყენოთ.

უმჯობესია, ისეთი კერძები გავყინოთ, რომლებიც შემდგომ თერმულ დამუშავებას გადის. რომ გავაცხელებთ, გემოვნური თვისებები შეენახება. სალათების გაყინვა რეკომენდებული არ არის. როდესაც გალღვება, გემოვნური თვისებები დაეკარგება.

კერძის გაცხელება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არ არის აუცილებელი, რომ ავადუღოთ და ხელახლა ვხარშოთ. რაც უფრო ხშირად გავაცხელებთ, სასარგებლო კომპონენტები, უფრო და უფრო დაიკლებს.

სოკოს ჩაქაფულის გაცხელება შეიძლება. უბრალოდ, სოკოს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ სოკოს სახეობაში, რადგან შეიძლება, ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. შემოდგომაზე სოკოზე “ბუმი” იყო. ყველა ტყეში მიდიოდა, კრეფდა. წელს ყველაზე მეტი კვებითი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა იმიტომ, რომ სოკოს გარჩევა ყველას არ შეუძლია. სოკოს სახეობასა და უვნებლობაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.

არის კერძები, რომლებსაც უმად მივირთმევთ და ის არანაირ თერმულ დამუშავებას არ გადის. შეიძლება, დამარილებული იყოს, მაგრამ დამარილება უბრალოდ ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის. მაგრამ, თუ დაბინძურებულია, ვერ კლავს. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ

როდესაც კერძი ან ინგრედიენტი გაფუჭებულია, სუნი აქვს, იქ ბაქტერიების გამრავლების პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია. თავიდან ეს საერთოდ არ ეტყობა. შეიძლება, კერძი ძალიან კარგად გამოიყურებოდეს და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერიებით იყოს დაბინძურებული. რასაც ეტყობა, იქ უკვე ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და საშიშ ზღვარზეა.

რატომღაც, საახალწლოდ ძალიან ბევრ რამეს ვყიდულობთ, ძალიან ბევრ კერძს ვაკეთებთ და მათგან უმეტესობას ნაგავში ვყრით. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ შესაბამისი რაოდენობის მოვამზადოთ და პორციებად შევინახოთ. ერთხელ გამოტანილი პროდუქტი უკან იმავე კონტეინერში არ დავაბრუნოთ და თუ გვინდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში შევინახოთ, საყინულეში მოვათავსოთ, რომ ვადა გავუხანგრძლივოთ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პენსია იზრდება – ნახეთ, დეტალური ინფორმაცია

0
პენსია იზრდება - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
#image_title

2025 წელს 70 წლამდე პენსიონერებისთვის ასაკობრივი პენსია 350 ლარი გახდება – ამის შესახებ ცვლილებები 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახება. აღსანიშნავია, რომ პროექტის თავდაპირველ ვერსიაში, ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის პენსიის 20 ლარით, 335 ლარამდე გაზრდა იყო ჩადებული.

ამასთან ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 400 ლარს მიიღებენ.

რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.

გარდა ასაკობრივი პენსიისა, მომავალ წელს გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

„ყელის ჩასაკოკლოზინებელი“ – გოზინაყი ქართულ გასტრონომიულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარი

0
„ყელის ჩასაკოკლოზინებელი“ - გოზინაყი ქართულ გასტრონომიულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარი
#image_title

გოზინაყი ქართულ გასტრონომიულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარია და ის არა მარტო საახალწლოდაა აუცილებელი, არამედ საჩუქრადაც მშვენიერია. ამასთანავე, უძველესი დროიდან გოზინაყი მეომრებს ბრძოლებში თან მიჰქონდათ, რადგან ნოყიერი იყო და კარგად ინახებოდა.

ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდეა – გაფრთხილება მოსახლეობას

0
ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდეა - გაფრთხილება მოსახლეობას
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს.

“აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება”, – განმარტავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.