პარასკევი, აპრილი 24, 2026
- Advertisement -
Google search engine

იოსებ მალუძესა და მის მეგობარ იხვ ვიტოს თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით – უჩვეულო მეგობრობის ისტორია

0
იოსებ მალუძესა და მის მეგობარ იხვ ვიტოს თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით - უჩვეულო მეგობრობის ისტორია
#image_title

უჩვეულო მეგობრობის ისტორია –

გაიცანით იხვი ვიტო და მისი პატრონი იოსებ მალუძე
იოსებ მალუძესა და მის მეგობარ იხვ ვიტოს თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით.
თითქმის 8 თვეა იოსებისა და ვიტოს მეგობრობა დაიწყო და მას შემდეგ იოსების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალს.

ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

0
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა
#image_title

2024 წელს ნედლი რძის წარმოება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდა, ფასი კი გაიზარდა, რასაც სექტორში მომუშავე კომპანიები ადასტურებენ.

მათი თქმით, ბაზარზე ფალსიფიცირებული რძის პროდუქტების რაოდენობა გაიზარდა, რაც დარგს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამასთანავე, საქსტატის მონაცემებით, რძის შემცვლელი პასტის იმპორტი საქართველოში 71%-ით გაიზარდა, რაც დარგის წარმომადგენლებმა საგანგაშოდ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი მომავალში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას დააზარალებს.

„კავკასუს გენეტიკას“ დირექტორის, გიორგი ხატიაშვილის თქმით, 2024 წელს საქართველოში ევროპიდან მსხვილფეხა საქონლის იმპორტი შემცირდა, რაც ფერმებს გაფართოების საშუალებას არ აძლევს. მას მიაჩნია, რომ ნედლი რძის წარმოების შემცირების ფონზე, დამატებითი გამოწვევა გახდა იმპორტირებული რძის პასტისა და ფხვნილის გამოყენება, რამაც ადგილობრივი წარმოება დაასუსტა.

გარდა ამისა, გასულ წელს ევროპაში ცხოველებში გავრცელებული დაავადების, ბლუტანგის გამო, სანაშენე ცხოველების ექსპორტი შეჩერებულია, რაც კიდევ ერთი გამოწვევაა, რადგან ფერმებში საჭირო საქონლის დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. შედეგად, ნედლი რძის მიწოდება ვერ გაიზარდა.

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

20 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, უმეტესად თოვა და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -7 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +7 – წვიმა

მესტია -2 – უმეტესად მზიანი

ფოთი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +6 – წვიმა

ოზურგეთი +6 – წვიმა

ქუთაისი +5 – წვიმა

ამბროლაური +3 – თოვლი

ახალციხე +1 – თოვლი

ბორჯომი -3 – თოვლი

ბაკურიანი -6 -თოვლი

გორი +2 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +1 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა -3 – უმეტესად მზიანი

გუდაური -7 – მზიანი

თელავი +6 -მზიანი

რუსთავი +9 – უმეტესად მზიანი

თბილისი +6 – უმეტესად მზიანი

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

0
თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები.
#image_title

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები.

კიტრი სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა. კიტრის მრავალი ჯიში არსებობს, მათ შორისაა ჰიბრიდული ჯიშებიც, რომლებიც დაავადებების მიმართ გამძლეობით და მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება.

კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ მნიშვნელოვანი ნიადაგი იყოს განათებული და საკვები ნივთიერებებით მდიდარი (საუკეთესოდ იზრდება ჰაერის 25-30°C და ნიადაგის 20-25°C ტემპერატურის პირობებში). წინამორბედი კულტურების აღების შემდეგ, კიტრისთვის ნიადაგი მზადდება შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.

დათესეთ საღი თესლი, დიდი ზომის. ჩაალბეთ ნახევარ ჭიქა რძეში და მეორე დღეს დათესეთ. ასეთი კიტრი ამოდის ძალიან მალე, ფაქტობრივად 4-6 დღეში.
კიტრი ითესება საღამოობით კარგად გამთბარ მიწაში. არ უყვარს ქარი, ამიტომ შეარჩიეთ შეძლებისდაგვარად დაცული ადგილი, რომ ორპირ ქარში არ მოყვეს.
ძალიან უყვარს სითბო და მზის სხივები, ხშირი მორწყვა თბილი წყლით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი მოსავლისა და იმისათვის, რომ კიტრი მწარე არ იყოს.
ბევრი წყლის დასხმა არ არის საჭირო.
კიტრისთვის საჭიროა ფხვიერი და სარეველებისგან განთავისუფლებული ნიადაგი. კიტრის მავნებლებია: ფრთათეთრა, თრიფსები და ტკიპები. ხოლო დაავადებებიდან: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, ბაქტერიოზი, ფუზარიოზი და სხვა.
 ყველაფერი, რაც კიტრის შესახებ უნდა იცოდეთ
როცა კიტრს გაუჩნდება მესამე ფოთოლი (ნამდვილს ეძახიან), გამოიყენეთ ზრდის სტიმულატორი: 1 ლ თბილ რძეში გახსენით 100 გრ ცოცხალი საფუარი. გააჩერეთ სრულ გახსნამდე და ეს მასა გახსენით 10 ლ თბილ წყალში. მორწყვეთ კარგად კიტრი. თუ არ გაქვთ ცოცხალი საფუარი, გამოიყენეთ მშრალი 25 გრ. აუცილებლად აცადეთ გახსნა. ეს პროცედურა ჩაუტარეთ ზუსტად 1 თვეში განმეორებით.
კიტრებს შორის უნდა იყოს დაშორება 20-30 სმ.
როგორც კი უხვფოთლიანობა დაიწყება, არ დაგავიწყდეთ სუსტი ფოთლების მოშორება. უბრალოდ მიაჭერით (არ მოტეხოთ). თუკი შეამჩნიეთ, რომ ფოთლები იწყებს გაყვითლებას, 1 სკ ნატურალური თაფლი გახსენით 1 ლ თბილ წყალში და მიაშხურეთ ფოთლებს (თაფლი უნდა იყოს ნატურალური).
იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალი მოსავალი, რეკომენდებულია ნაყოფის ხშირი და წმინდა კრეფა. კიტრი მოკრიფეთ ყოველდღე. რაც უფრო ხშირად დაკრეფთ კიტრს- მით მეტ მოსავალს მიიღებთ!

მოსავალი იკრიფება კვირაში 2-3 ჯერ, დილის საათებში. დილით და აღებისას გასათვალისწინებელი მისი მოწყვეტის პროცესიც, რადგან ნაყოფი  არ უნდა მოვგლიჯოთ. მცენარეები უნდა გავათავისუფლოთ გაფუჭებული/დაავადებული ნაყოფებისგან.  რაც შეეხება  მოკრეფილი ნაყოფს, უნდა შევინახოთ მაგარ ყუთებში და სასურველია მოხდებს მისი დროული რეალიზაცია.
კიტრის ქვეშ ნიადაგი არ უნდა გამოშრეს! თავიდან ირწყვება კვირაში 2-3-ჯერ, თბილი წყლით, საღამოობით, შემდეგ ხშირად, მაგრამ არა დიდი რაოდენობის წყლით – მთელი ზაფხულის განმავლობაში. სასურველია გაუკეთდეს მულჩირებაც. არ უნდა ამოითოხნოს! ჰაერის მისაწოდებლად, ნიადაგი უნდა ამოეჩიჩქნოს ალაგ-ალაგ, ფრთხილად, 10-15 სმ სიღრმეზე.
თუ გსურთ კიტრისთვის დამატებითი სასუქის მიწოდება- მოასხით გარშემო მხოლოდ მზიან ამინდში.
წვიმიან ზაფხულში, დაავადებების თავისად ასაცილებლად, სეიძლება ჯიშიდან გამომდინარეც- ააკარით შპალერზე ან სარებზე.
თუ კიტრი ისხავს მარტო მამრობით ყვავილებს, ან ყვავილები სცვივა- შეაჩერეთ მორწყვა, შეაშრეთ ნიადაგი და შემდეგ შეიტანეთ ნიადაგში მინერალური სასუქები, ანდა ნაცარი,,

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

0
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად
#image_title

მოამზადეთ ღუმელში ან ორთქლზე:

„ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი, დადგით შიგნით ჯამი ან ღრმა თეფში ისე, რომ ძირი ზევით იყოს მოთავსებული. დაალაგეთ დაჭრილი გოგრა და ზემოდან დააფარეთ კალკის ქაღალდი. კარგად დაუფარეთ გვერდები, მოხარშეთ 20–30 წუთით. ამ მეთოდით გოგრა სრულად იხარშება ორთქლზე.

გოგრის თესლი
არ გაიმეტოთ გადასაყრელად. გამშრალი გოგრის თესლი ძვირფასი საკვებია, რადგან მისი ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის და სტეარინის უჯერ მჟავებს, ასევე ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, A და C ვიტიმინს. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, სპილენძს, კალიუმს. მის შემადგენლობაში 28% ცილაა.

იცით, რომ გოგრაში A ვიტამინი 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში?! შეგახსენებთ, ეს ვიტამინი აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის, მისი მხედველობის ჩამოყალიბებისათვის.

გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც უჯრედების მემბრანების ნამდვილი მცველია და იცავს მათ რადიაციისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.

K ვიტამინი, რომელიც გოგრაშია აღმოენილი, სისხლის შედედებას უზრუნველყოფს.

D ვიტამინი , რომელსაც ეს მზისფერი ბახჩეული შეიცავს, აუცილებლია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოწერსიგებისა და ადრეულ ასაკში რაქიტის პროფილაქტიკისათვის.

გოგრა მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს სპილენძს, თუთიას, რკინას, მის შემადგენლობაშია აგრეთვე ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია ფტორი, კალციუმი.
შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია და ნაწლავთა შეკრულობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა. გოგრის ნიღაბი თქვენი სალამაზისათვის.

აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს

0
დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.

 მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს.

 მხარეებმა შეხვედრაზე წარმოებებში დასაქმების, ბაზრების დივერსიფიცირების და ფასების რეგულაციების საკითხებზე იმსჯელეს.

 როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის კერძო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტია. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან, მწარმოებლებთან შეხვედრებზე განიხილება ყველა გამოწვევა და გადაწყვეტილებები შეჯერებული მოსაზრებების საფუძველზე მიიღება.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„მე არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არავისზე ფეისბუკზე არ დამიწერია ცუდი რამე, არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, რომ ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, მაყურებელს მოვუწოდო – ასე კი არა, ასეა“-ნიკოლოზ წულუკიძე

0
„მე არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არავისზე ფეისბუკზე არ დამიწერია ცუდი რამე, არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, რომ ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, მაყურებელს მოვუწოდო – ასე კი არა, ასეა“-ნიკოლოზ წულუკიძე
#image_title

ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემაში „პროექცია“ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის არასოდეს აძლევს თავს უფლებას, სოციალურ ქსელში ვინმეზე ნეგატიური განცხადება გააკეთოს ან აუდიტორიას საკუთარი აზრი თავს.

მე არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არავისზე ფეისბუკზე არ დამიწერია ცუდი რამე, არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, რომ ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, მაყურებელს მოვუწოდო – ასე კი არა, ასეა. მე არ ვაძლევ ჩემს თავს ამის უფლებას. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ჩემ ერთ ხმასაც კი,“ – აცხადებს ნიკოლოზ წულუკიძე.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ სივრცეში ნათქვამ თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, რადგან ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ პირად პოზიციას არ ეხება.

„ჩემთვის ეს არის ისეთი სადარდებელი, რომ მე ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე გავაცნობიერო, ამიტომ ეს სიფრთხილე მგონია რომ ძალიან კარგი რაღაცაა…“- აღნიშნული ინტერვიუს ამონარიდი არქივიდან გადაცემის „პროექციის“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

ტემპერატურა -20 გრადუსამდე იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

0
 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში.
#image_title

საქართველოში 18 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -15, დღისით -5, -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -7, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12, -14, დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20, დღისით -6, -8 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

„ძალიან ძლიერი ლოცვაა, ძალიან დიდი ძალა აქვს…“ – 5 ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება

0
შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა
#image_title

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება:

დამლოცე უფალო!

წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების.

უფალო შემიწყალე!

ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული.

დიდება უფალს!

ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ.

დამეხმარე, უფალო!

კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.

მადლობა უფალო!

გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.