ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

ვაზის გასხვლა

0

ვაზის გასხვლა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„15, 16 და 17 მარტს გარდენიაში აჭარული, ფერადი დღეები გვექნება“ – Gardenia shevardnadze

0
მთელი ზამთრის ნაშრომს ჩამოიტანენ.
არც აქ მოცდებიან, ჩვენს თვალ წინ დაქარგავენ, დაართავენ, გაჩეჩავენ და მოქსოვენ..
15, 16 და 17 მარტს გარდენიაში აჭარული, ფერადი დღეები გვექნება.
ეს ქალები ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები არიან, მშვიდად, წყნარად, უჩუმრისპირად რომ შრომობენ და ინახავენ საფერებელ ტრადიციას.
ღონისძიების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1126334032043265

2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

0

კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა.

რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი აჭარაში იყო და 137%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 136%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 98%-ით სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 85-85%-ით ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას შინამეურნეობების 72% მოიხმარდა. 66-66%-ით იყო წარმოდგენილი კახეთი და იმერეთი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 58%-ს, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი – 19%-ს უტოლდებოდა.

2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3 385 სოფელია, საიდანაც 2 541-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 31 სოფლით მეტია.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ოთარ შამუგია: „ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა“

0
ნარჩენების სეპარირებული შეგროვება სოფლის გარემოში საქართველოში ევროპული სტანდარტები
ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოში ჩამოყალიბდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა. 2023 წელს შეგროვდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს მიერ 2023 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, ქვეყანაში მოქმედებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემა ოთხი სპეციფიკური ნარჩენის: 1. საბურავების, 2. ზეთების, 3. ბატარეებისა და აკუმულატორების, 4. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვასთან დაკავშირებით. ავტორიზებულია ოთხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებენ ამ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და დამუშავებას. ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი.

 

„დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 12 800 მწარმოებელი;  მგვ-ის ორგანიზაციების მიერ 2023 წლის განმავლობაში შეგროვდა და დამუშავდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა და გაფართოვდეს სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ შეგროვებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს დარიშხანის შემცველი ნარჩენებით ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორიების სისტემური მართვის ღონისძიებები. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სრულად მოწესრიგების მიზნით, მომზადდა საცავის მშენებლობის პროექტი. 2024 წელს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მომავალ წელს დასრულდება.

ხულოს თეატრის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 09.02.2021 წლის №02/5 ბრძანებით, ხულოს დრამატულ  თეატრის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შენობა დაბა ხულოში  მდებარეობს. იგი 1930-იან წლებშია აგებული და მისი დაარსება ცნობილი ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება. XX საუკუნის ათიან წლებში ხულოს რაიონში სიკო დოლიძის თაოსნობით პირველი თეატრალური წარმოდგენები დაიდგა, ხოლო თეატრისათვის შენობის აგება 1931 წელს დაიწყო. 1937 წელს რეჟისორ მ. ქორელის სპექტაკლით „ანზორი“  გაიხსნა ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი. ამ დადგმას მოჰყვა  მომდევნო წლებში სხვა ქართველი კლასიკოსი დრამატურგების ნაწარმოებები: „ყვარყვარე თუთაბერი“, „სამშობლო“, „დარისპანის გასაჭირი“ და სხვები.

1952 წელს თეატრი დაიხურა და სამოციანი წლების ბოლოდან თეატრმა სახალხო თეატრის სტატუსით დაიწყო ფუნქციონირება. 1992 წელს თეატრს კვლავ მიენიჭა სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი“

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

The New York Times აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს აქვეყნებს

0
“… ყველაზე ცნობილი ხაჭაპური არის აჭარიდან, საქართველოს შავ ზღვის კურორტიდან. ეს არის ღია სახის, ნავის ფორმის პური, რომელსაც ხშირად მიირთმევენ კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად…” – წერს გამოცემა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

0

ჩვენი სხეული პაწაწინა სამშენებლო ბლოკებისგან შედგება — ესენია უჯრედები. უჯრედების შიგნით კიდევ უფრო მცირე ნაწილებია, რომელსაც ორგანელები ეწოდება. ისევე როგორც ჩვენი ორგანოები, როგორიცაა გული ან ფილტვები, ხელს უწყობენ ჩვენს ჯანმრთელობას, ორგანელები თამაშობენ გადამწყვეტ როლს უჯრედების ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

მაგალითად, მიტოქონდრია მოქმედებს როგორც უჯრედის ენერგიის წყარო, ხოლო ლიზოსომები ხელს უწყობენ უჯრედების სისუფთავეს შენარჩუნებას. როდესაც ორგანელები ზიანდება, ეს იწვევს პრობლემებს, როგორიცაა დაბერება, დაავადებები ან უჯრედების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მარტოკაცი რაჭაში

0
ცარიელი სოფლის სახლები რაჭის მთიან პეიზაჟში ღია ცის ქვეშ
რაჭის მთიან სოფელში მარტო მცხოვრები ნიკო მაისურაძის ისტორია ასახავს საქართველოს მთიანი რეგიონების რეალობას. სოფლების დაცარიელება და ერთი ადამიანის ბრძოლა ტრადიციული ცხოვრების შესანარჩუნებლად.

სიმწვანეში ჩაფლულ ფერადი კრამიტებით გადახურულ ამ სახლებში ახლა არავინ ცხოვრობს. ეს უბანი ნელ-ნელა დროსთან ერთად დაიცალა. მხოლოდ ზაფხულში ცოტა ხნით არდადეგებზე ჩამოსული ადამიანების ხმაური თუ ისმის.

სამი წლის წინ მხოლოდ ამ ლამაზ ოდა-სახლს დაუბრუნდა პატრონი – ნიკო მაისურაძე.

„აქ იყო საბჭო, ფოსტა, ბიბლიოთეკა, კლუბი, მაღაზიები, პოლიკლინიკა, მაგრამ ეს ყველაფერი აღარ არის…“

 

 

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

 „შეღავათიანი აგროკრედიტის“ 10 წელი

0
 „შეღავათიანი აგროკრედიტის“ 10 წელი;
₾6 მილიარდის კრედიტი ₾879 მილიონით დასუბსიდირდა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო…“-ოთარ შამუგია

0
ქართველი ფერმერი მუშაობს მესაქონლეობის ფერმაში მსხვილფეხა პირუტყვთან ერთად
საქართველოს მთავრობა მესაქონლეობის მიმართულებით ახალი მხარდაჭერის მექანიზმების განხორციელებას იწყებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლებში სტიქიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის ბევრი სამუშაო არის ჩატარებული, მაგრამ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი, გარემოს დამცველებთან და გეოლოგებთან ერთად, სამომავლო პრევენციულ ღონისძიებებს განიხილავს.

„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა პროგნოზირების, მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კუთხით, გარემოს ეროვნული სააგენტო წლებია ამ პროცესებზე აქტიურად მუშაობს, თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, ამ პროცესში კი ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ექსპერტის, დარგის სპეციალისტის მონაწილეობა“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის შეფასებით, სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებული იყო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან. როგორც ვიზუალურ საინჟინრო – გეოდინამიკურ ანგარიშშია აღნიშნული, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli