ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებას იწყებს


არაერთი პროგრამა, რომელიც ფერმერებსა და კომპანიებს ეხმარება, სოფლის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. სააგენტომ კაკლოვანი კულტურის განვითარებისთვის ათობით მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. შეღავათიანი აგრო კრედიტის, დანერგე მომავლის და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის არსებული პროექტები გრძელდება და მოქალაქეებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომია.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოდან კაკლის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 4-ჯერ, ხოლო ნუშის ექსპორტის 140%-ით გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებს შორისაა იტალია, თურქეთი, უზბეკეთი, რუსეთი და ალბანეთი. დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომდევნო წლებში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფუტკრები სკის გარეთ რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე დროს ატარებენ საკვების მოპოვებისთვის.
ძველი მონაცემებით, ფუტკრები 28 დღე ცოცხლობენ, თუმცა კვლევამ მეცნიერებს სხვა მონაცემები მოუტანა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ფუტკრები საკვებს ექვსი კვირის განმავლობაში ეძებენ. ისინი საკვების მოპოვებას იწყებენ ორი კვირის ასაკიდან, ამიტომ ისინი ბევრად დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჩვენ აქამდე გვეგონა“, – განაცხადა დარგის მეცნიერმა და სტატიის თანაავტორმა რობინ ანდერვუდმა.
მეცნიერებმა კვლევისთვის 32 ათასი ფუტკარი გამოიყენეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პითონი, რომლის ხორცშიც ცილების მაღალი კონცენტრაცია და გაჯერებული ცხიმების დაბალი შემცველობაა, კომერციული ფერმების მოთხოვნებს კარგად ერგება. ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან, მომწიფებულობას სულ რაღაც 3 წელში აღწევენ და საკმაოდ ფერტილურები არიან, რადგან წელიწადში 100-მდე კვერცხს დებენ.
ბადისებრ და ბირმულ პითონებს აზიის ზოგიერთ რეგიონში საკვებად ისედაც აქტიურად იყენებენ. იმის გასაგებად, თუ რამდენად პრაქტიკულია მათი მოშენება, მკვლევრებმა ტაილანდსა და ვიეტნამში მდებარე 2 ასეთ ფერმაში მყოფი 4 600-ზე მეტი პითონი შეისწავლეს.
ისინი დიდი ზომის ფერმებში არიან, რომლებიც ნახევრად ღიაა, რათა გველები მათთვის ბუნებრივ ტემპერატურულ პირობებში იყვნენ. მათ ველურ გარემოში დაჭერილი მღრღნელებითა და სამეურნეო მარაგების ნარჩენებით კვებავენ. ზოგან ამ ცილოვანი ნარჩენებით ქვეწარმავლებისთვის სოსისებსაც კი ამზადებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გველებს კვირაში ერთხელ აჭმევენ, ისინი ყოველდღიურად 46 გრამამდე იმატებენ. როცა ისინი 20-127 დღის განმავლობაში არაფერს იღებენ, რაც 61%-ში ხდება, მაინც ძალიან მცირე წონა აკლდებათ. ბირმული პითონებისთვის საკვებად მიცემული ყოველი 4.1 გრამის მეშვეობით მათი 1 გრამი ხორცი მიიღება, რაც ფერმის სხვა ცხოველების მაჩვენებელზე ბევრად ეფექტიანი შედეგია.
ამასთან, ცივსისხლიანი პითონების საშენებიდან ნაკლები სათბურის აირი იფრქვევა, ვიდრე თბილსისხლიანი ძროხების, ღორებისა და ქათმების ფერმებიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეწარმავლები ძალიან ცოტა წყალს სვამენ.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო პითონების კომერციული ფერმები შედარებით ეკომეგობრული და შედეგიანია. მეცნიერთა აზრით, ეს ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის შესაძლოა, ხორცის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს და საკვების კრიზისი შეარბილოს. ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში ასეთი მასშტაბური ფერმები, სავარაუდოდ, ვერ მოეწყობა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საპროექტო წინადადებების მიღებასა და მათი შემუშავების პროცესში მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
„2026 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 662 000 ლარი გამოიყო.
შეხვედრების განრიგისა და სოფლებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://gardabani.gov.ge/2026-tslis-sophlis-mkhardatcheris-programa-itsqheba/“, – გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
შედეგი განპირობებულია წარმოების ზრდით, შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რამაც უზრუნველყო ხარისხი და უწყვეტი მიწოდება.
ქართული ვაშლისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულ ბაზრებად განიხილება ახლო აღმოსავლეთი (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ჩრდილოეთ აფრიკა (ეგვიპტე), ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნის.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედება – ტექნოლოგიების განვითარება, ხარისხის სტანდარტების დაცვა და ახალი ბაზრების ათვისება ქმნის მყარ საფუძველს ქართული ვაშლის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირებისთვის.
წაიკითხეთ სრულად: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/55536
სელის თესლი ხშირად გამოიყენება კვებაში, მედიცინასა და კოსმეტიკაში. მოდით, გავიგოთ, რას გვაძლევს სელის თესლის მიღება, ვის შეუძლია მისი მოხმარება და როგორ უნდა მივიღოთ სწორად.
მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებითსელის თესლი შეიცავს B1 ვიტამინს (თიამინი), სპილენძს, ფოსფორსა და მოლიბდენს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის, კანის, ძვლებისა და მეტაბოლიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
სელის თესლის რეგულარული მოხმარება ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონეს 9-18%-ით. ეს ეფექტი უჯრედისისა და ლიგნანების შემცველობით არის განპირობებული.
შეიცავს ომეგა-3 და ალფა-ლინოლენის მჟავებს (ALA), რომლებიც ხელს უწყობენ ანთების შემცირებას და ამცირებენ გულის დაავადებების რისკს.
გამოაქვს ტოქსინები და ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.
არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს კვლევების მიხედვით, 10-20 გრ დაფქვილი სელის თესლის ყოველდღიური მიღება 1-2 თვის განმავლობაში ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის 19.7%-ით შემცირებას.
გაითვალისწინეთ რომ არასასურველია ორსულობისას – სელის თესლის ზოგიერთი კომპონენტი ესტროგენს ჰგავს და შეიძლება, არ იყოს უსაფრთხო ორსულებისთვის. გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.