სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

0
„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
#image_title

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითსურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, განცხადება გაავრცელა კომპანია „IDS ბორჯომმა“:

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბაკურიანი ციდას” ბოთლიდან დალეული სითხით შემდეგ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.

გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ბაკურიანი ციდას” წყლით სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „წყალი ბაკურიანი”  პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას”. 

„ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ტყის რესურსისა და მასივების დაცულობის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ტექნიკური აღჭურვილობით; ასევე, მეტყევეებისა და ტყის მცველების რაოდენობისა და კვალიფიკაციის ზრდას“

0
„ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ტყის რესურსისა და მასივების დაცულობის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ტექნიკური აღჭურვილობით; ასევე, მეტყევეებისა და ტყის მცველების რაოდენობისა და კვალიფიკაციის ზრდას“
#image_title

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმთავრესი პრიორიტეტია დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ტყის ფიზიკური დაცვაა. შესაბამისად, კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას და ტყის დაცვისა გაძლიერების მექანიზმებს; ასევე იგეგმება ბიზნესპროცესების გამარტივება და ხარჯების ოპტიმიზაცია.

„ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ტყის რესურსისა და მასივების დაცულობის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ტექნიკური აღჭურვილობით; ასევე, მეტყევეებისა და ტყის მცველების რაოდენობისა და კვალიფიკაციის ზრდას. აღსანიშნავია, რომ, რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ სფეროში დასაქმებულთა ხელფასები. პარალელურად, იგეგმება კომერციული სექტორის უფრო აქტიური ჩართულობა, საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერება და ხარჯების ოპტიმიზაცია, რათა ჩამოყალიბდეს კონკურენტული ბაზარი და ტყის რესურსი ხელმისაწვდომი გახდეს მეწარმეებისთვის”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ.

კანონპროექტით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10 – 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის არსებულ მოდელის შეცვლა. სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის დამზადებას აუქციონის გზით გამარჯვებული განახორციელებს სააგენტოს ზედამხედველობით.

გარდა ამისა, იქმნება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხე-ტყის სარგებლობის, გადაადგილებისა და პირველადი გადამუშავების სრულ აღრიცხვას. ფართოვდება ტყით სპეციალური სარგებლობის სუბიექტთა წრე და არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება ენიჭება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ მეწარმე ფიზიკურ პირებსაც.

ამასთან, კერძო საკუთრებაში არსებული ბუნებრივად გატყევებული ტერიტორიების ტყის სტატუსთან დაკავშირებული რეგულირება გადადის მოქნილ სამართლებრივ ჩარჩოში, რაც, მიწის სისტემური რეგისტრაციისა და ტყეთმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკითხს ეტაპობრივად მოაგვარებს.

საჯარო განხილვის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ტყის დაცვის მიმართულებით ადამიანური და ტექნიკური რესურსების გაძლიერება და აღნიშნეს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ტყის მდგრადი მართვისკენ. ამასთან, გამოითქვა მოსაზრებები, მათ შორის, ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ახალ მოდელთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსია მომავალშიც გაგრძელდება, რათა ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია და ინტერესი იყოს გათვალისწინებული.

ერთი შეცდომა ხორცს აფუჭებს – კულინარების საინტერესო და საჭირო რჩევა

0
ღორის ხორცი - მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის?
#image_title

ბევრი დიასახლისი წლების განმავლობაში დავობს იმაზე, თუ კონკრეტულად როდის უნდა დაეყაროს ხორცს მარილი. ზოგი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ მომზადების ბოლოს უნდა მოხდეს, სხვები კი მარილს მაშინვე ამატებენ.

თუმცა, კულინარები ხაზს უსვამენ: მარილის დამატების მომენტს შეუძლია კერძის გემო კარდინალურად შეცვალოს. სწორედ ეს მომენტი წყვეტს, იქნება ხორცი წვნიანი და ნაზი, თუ მშრალი და მაგარი. 

თუ ხორცს ზედმეტად ადრე დაამარილებთ, ის სითხეს სწრაფად დაკარგავს. ცილები იკუმშება, სტრუქტურა მკვრივდება და აპეტიტური კერძის ნაცვლად მიიღებთ მაგარ ნაჭერს. მიუხედავად ამისა, სწორი მიდგომის შემთხვევაში მარილი სულ სხვანაირად მუშაობს – ის აძლიერებს ბუნებრივ გემოს, ეხმარება ტექსტურის შენარჩუნებაში და ხორცს უფრო რბილს ხდის.

პროფესიონალი მზარეულები გვირჩევენ, რომ ხორცი მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე დავამარილოთ. ამ დროის განმავლობაში მარილი თანდათან აღწევს ბოჭკოების სიღრმეში და დელიკატურად ცვლის მათ სტრუქტურას. ეს ხერხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტეიკებისთვის. წინასწარი დამარილება მათ წვნიან, არომატულ და იდეალური ტექსტურის მქონე კერძად აქცევს.

თუ ხორცი ძალიან მაღალ ცეცხლზე იწვება, მარილი სჯობს ბოლოს დაამატოთ. ეს ეხმარება ტენიანობის შენარჩუნებასა და გამოშრობის თავიდან აცილებაში.

მოთუშული კერძებისთვის დამარილების მომენტი ასევე მნიშვნელოვანია. დასაწყისში დამატებული მარილი ბულიონის ღრმა და გაჯერებულ გემოს აყალიბებს.

ცხობისას ოპტიმალური გადაწყვეტილებაა წინასწარ მომზადებული მარინადი მარილით. სწორედ ის ხდის ხორცს ნაზს, არომატულსა და თანაბრად დამარილებულს.

კულინარები ასევე გვაფრთხილებენ – მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ხორცის სახეობა:

მაგალითად, ქათამი შეგიძლიათ მაშინვე დაამარილოთ — ის წვენს ისე სწრაფად არ კარგავს, როგორც საქონლის ხორცი.ღორის ხორცი კი ყველაზე კარგად მარინადში იხსნება. მარილი სუნელებთან კომბინაციაში მას განსაკუთრებით წვნიანსა და გემოვნებით გამოკვეთილს ხდის.

მთავარი წესია — არ გადააჭარბოთ. მარილის სიჭარბე კლავს გემოს და ხორცს აშრობს. გამოცდილი მზარეულები უპირატესობას მსხვილ ზღვის მარილს ანიჭებენ: ის უფრო ნელა დნება და უფრო რბილად მოქმედებს.

ვირის ფერმის მოწყობა-მართვა არც თუ ისე ადვილი საქმეა – სად არის გამოწვევები?

0
როგორია მოთხოვნა ძვირადღირებულ ვირის რძეზე
#image_title

ვირის ფერმის მოწყობა-მართვა არც თუ ისე ადვილი საქმეა – სად არის გამოწვევები? – აგროგარემოს AI ია

საქართველოში ვირის რძეის წარმოების მიმართ ინტერესი ნელ-ნელა იზრდება. ბევრი მას ჯანსაღა და განსაკუთრებულ პროდუქტად მიიჩნევს.

თუმცა ფერმერები ამბობენ, რომ ეს საქმიანობა მარტივი არ არის და დიდ მოთმინებას მოითხოვს.

საქმე იმაშია, რომ ერთი ვირი დღეში ძალიან ცოტა რძეს იძლევა. საშუალოდ 200-300 გრამს. მეტის მოწველა ვერ ხერხდება, რადგან ვირმა შვილს უნდა აწოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რძე საერთოდ შეუწყდება. ამიტომ წარმოება თავიდანვე შეზღუდულია.

მიუხედავად მცირე რაოდენობისა, ვირის რძე საქართველოში ძვირად იყიდება. ბაზარზე ერთი ლიტრი 50-80 ლარი ღირს, ზოგჯერ კი დეფიციტის დროს, უფრო მაღალ ფასსაც აღწევს. სწორედ ის ფასია, რაც ბევრ ადამიანს ამ საქმიანობით დაინტერესებისკენ უბიძგებს.

ვირის ყიდვა საქართველოში შედარებით იაფია – 200-500 ლარის ფარგლებში. თუმცა ამის შემდეგ იწყება ყოველდღიური ხარჯები – საკვები, სადგომი, მოვლა და ვეტერინარული მომსახურება.

მართალია, ვირი გამძლე ცხოველია, მაგრამ ყურადღებას მაინც საჭიროებს.

ფერმერები ამბობენ, რომ მცირე მეურნეობებიც კი წელიწადში 800-10200 ლიტრამდე რძის მიღებას ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი 10 ათასობით ლარს აღწევს. თუმცა მოგება ბევრ რამეზეა დამოკიდებული: რამდენი მეწველი ვირი ყავს, როგორ და ვის ყიდის პროდუქტს.

სპეციალისტების თქმით, ვირის ფერმა საქართველოში რეალურად ამართლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია იყიდება პრემიუმ სეგმენტში, წინასწარი შეკვეთებით და სტაბილურ მომხმარებლებზე…

 

ლიმონის წყლის სარგებელი: რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად?

0
ლიმონის წყლის სარგებელი: რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად?
#image_title

ლიმონის წყლის სარგებელი: რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად?

ლიმონის წყალი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა ორგანიზმის ჰიდრატაციისა და გაწმენდისთვის. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აუმჯობესებენ ჯანმრთელობას და აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
ლიმონის წყლის 7 მთავარი სარგებელი
იმუნიტეტის გაძლიერება
C ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმის დაცვას ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.
ლიმონის წყალი ამცირებს გაციების და გრიპის რისკს.
სისხლის წნევის რეგულირება
ლიმონში შემავალი კალიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას.
ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს.
ღვიძლის გაწმენდა და დეტოქსი
ლიმონი ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას.
აჩქარებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას.
კალიუმის შესანიშნავი წყარო
კალიუმი აუცილებელია გულის, ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას.
ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა
  • ლიმონი შეიცავს ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას.
  • აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაცვას და ეხმარება ორგანიზმს ვირუსებისგან გათავისუფლებაში.
სახსრების ტკივილის შემცირება
  • ლიმონი ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავას დონეს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია სახსრების ტკივილისა და ანთებების.
  • რეკომენდებულია ართრიტის, რევმატიზმისა და კუნთების ტკივილის შესამცირებლად.
საჭმლის მონელების გაუმჯობესება
  • ლიმონის მჟავა ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
  • ხელს უწყობს მუცლის შებერილობისა და გულძმარვის შემცირებას.
როგორ მოვამზადოთ ლიმონის წყალი?
1 ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ ½ ლიმონის წვენი.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი ან პიტნა გემოს გასაუმჯობესებლად.
დალიეთ დილით უზმოზე მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და დეტოქსისთვის.
პროფესორის კომენტარი – გიორგი ფხაკაძე:
„ლიმონის წყალი ყოველდღიური მოხმარებისთვის იდეალურია. ის არა მხოლოდ აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და იმუნურ სისტემას, არამედ ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში. ეს მარტივი და ეფექტური ჩვევა არის დიდი ნაბიჯი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის!“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა მეტი ადამიანი გაეცნოს ლიმონის წყლის სარგებელს!

აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს კლიმატური რისკების, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს

0
აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს კლიმატური რისკების, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ნინო ანთაძეს და საერთაშორისო ექსპერტს ქუანგ-იანგ კიმს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კორეელმა საერთაშორისო ექსპერტმა ქუანგ-იანგ კიმმა, ქართულ მხარესთან პარტნიორობით, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აპლიკაცია Georgia Climate Services for Agriculture (GECSA) შექმნა. აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს კლიმატური რისკების, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამჟამად, აპლიკაცია პილოტირების რეჟიმშია და კახეთის, შიდა ქართლის ასევე, ნაწილობრივ ქვემო ქართლის რეგიონს ფარავს.
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა UNDP-ისა და საერთაშორისო ექსპერტს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, დარგში ციფრული სერვისების დანერგვის და განვითარების მნიშვნელობას. მინისტრმა კლიმატური ცვლილებების ფონზე აგროსექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბოთლიყლაპია აპარატი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა განთავსდეს

0
ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბოთლიყლაპია აპარატი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა განთავსდეს
#image_title

„ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბოთლიყლაპია აპარატი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა განთავსდეს“. ამის შესახებ კომპანიის „ტენე“ დამფუძნებელმა, სანდრო ლილუაშვილმა განაცხადა.

კომპანია „ტენე“ 2025 წლის გაზაფხულზე გეგმავს, რომ საქართველოს მასშტაბით 200-მდე ბოთლიყლაპია აპარატი განთავსოს. ეს პროექტი კომპანია „სპარკლოს“ და „ტენეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურ ინიციატივას, ბოთლების გადამუშავებას და რეციკლირებას.

„ტენეს“ დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი, აცხადებს, რომ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით უკვე 60-ზე მეტი ბოთლიყლაპია აპარატი ფუნქციონირებს. გეგმაშია, რომ გაზაფხულზე მათი რაოდენობა 200-მდე გაიზარდოს, რის შემდეგაც დამატებით ზრდასაც აპირებენ.

ბოთლიყლაპია აპარატების ფუნქცია

„ტენე“ და „სპარკლო“ ერთობლივად ამზადებენ და აწარმოებენ ბოთლიყლაპია აპარატებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ, რომ პლასტიკური ბოთლები და სხვა შეფუთვები თავად ჩააგდონ სპეციალურ აპარატებში. თითოეული ჩადებული ბოთლი 10 „სპარკლო“ ქულას იწვევს, რომლის დახმარებით მომხმარებლები „ტენეს“ პროდუქციას მიიღებენ. რაც შეეხება ქულების გადაცვლას, „სპარკლო X ტენე“ ასევე გეგმავს თანამშრომლობას სოციალურ საწარმოთა ქსელთან, რათა მომხმარებლები ქულები სხვა პროდუქტებზეც გადაცვალონ.

ბოთლების გადამუშავება და რეციკლირება

ბოთლიყლაპია აპარატებში შეგროვებული ბოთლები თბილისის გარეუბანში, წეროვანში გადამუშავდება. იქ ისინი დაპრესილი იქნება და შემდგომ უფრო ეფექტურად გადამუშავდება, რაც გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირებას ხელს შეუწყობს.

ინვესტიცია და თანამშრომლობა

პროექტში მონაწილე კომპანიები—„ტენე“ და „სპარკლო“—პირობითი კონკურენტები იყვნენ, თუმცა ეს თანამშრომლობა მათ შესაძლებლობების გაერთიანებასა და დამატებით სინერგიას წარმოშობს. „სპარკლო“ ტექნიკურ მხარეზე, ხოლო „ტენე“ ლოგისტიკური მიმართულებით მუშაობს. საერთო ინვესტიციამ 1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კომპანია „ტენე“ და მისი ეკოლოგიური ინიციატივები

„ტენე“ ეკომეგობრული USB სადენების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მთავარი მიზანი პლასტიკური პოლიეთილენის შემცვლელი მასალების შექმნაა. გასული წლის დასაწყისში კომპანია წეროვანში საწარმოს გახსნასაც გეგმავდა, რომელიც დღიურად 600 USB სადენის წარმოებას უზრუნველყოფს. მათი ნაწილი ექსპორტზე გადის, კერძოდ, Amazon-ის მეშვეობით აშშ-ში.

კომპანია „ტენე“ და „სპარკლო“ თანამშრომლობით ეწევიან ეკოლოგიურ მოძრაობას, რათა მომავალში ბოთლების რეციკლირების პროცესი უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორ უნდა მოიქცეთ, შუქის ხანგრძლივად გათიშვის შემთხვევაში, მაცივარში პროდუქტები რომ არ გაგიფუჭდეთ

0
რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს
#image_title

უკრაინელი შეფ-მზარეული ევგენი კლოპოტენკო მომხმარებლებს ურჩევს, როგორ შეინახონ ხორცი და ბოსტნეული უსაფრთხოდ მაშინ, როცა ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის გამო მაცივარი აღარ მუშაობს, და როგორ შეიძლება მარტივი მარილისა და ძმრის ხსნარებმა პროდუქტის გაფუჭება რამდენიმე დღით ან კვირითაც კი შეაფერხოს.

მოვლენების აღწერა

უკრაინელმა რესტორატორმა და შეფ-მზარეულმა ევგენი კლოპოტენკომ სოციალურ ქსელში გააზიარა პრაქტიკული ინსტრუქცია, რომელიც ეხება საკვების შენახვას ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში. მისი თქმით, როდესაც მაცივარი ვერ მუშაობს, ყველაზე დიდი საფრთხე სწრაფად ფუჭებადი პროდუქტების — განსაკუთრებით ხორცისა და ბოსტნეულის — დაზიანებაა.

შეფ-მზარეულის რეკომენდაცია ეფუძნება მარტივ ბუნებრივ მეთოდებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სახლში, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე.

კონტექსტი და ფონი

ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვები განსაკუთრებით პრობლემურია ისეთ რეგიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა ხშირად დაზიანებულია ან ენერგომომარაგება არასტაბილურია. ასეთ პირობებში მოსახლეობა ყოველდღიურად დგას საკვების გაფუჭების, მოწამვლისა და ეკონომიკური დანაკარგის რისკის წინაშე.

სურსათის უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან არასათანადოდ შენახული ხორცი და ბოსტნეული შეიძლება გახდეს ბაქტერიული ინფექციების წყარო, მათ შორის სალმონელოზისა და სხვა საკვებით გადაცემადი დაავადებების.

დეტალები და ფაქტები

კლოპოტენკოს თქმით, ხორცის შესანახად შესაძლებელია გამოიყენოთ მარილიანი წყლის მარტივი ხსნარი.

ხორცის შენახვის მეთოდი

შეფ-მზარეული გვირჩევს:

  • მოამზადოთ წყლისა და დაახლოებით 30 გრამი მარილის ხსნარი
  • ამ ხსნარში მოათავსოთ ქათმის ხორცი
  • ასეთ პირობებში ხორცი შესაძლოა უსაფრთხოდ შეინახოთ 2–3 დღის განმავლობაში

მისი განმარტებით, მარილი ბუნებრივი კონსერვანტია, რომელიც:

  • ამკვრივებს ხორცს
  • აუმჯობესებს გემოს
  • ახანგრძლივებს შენახვის ვადას

კლოპოტენკოს თქმით, თუ ელექტროენერგია მხოლოდ რამდენიმე საათით მოდის დღეში, ასეთი მსუბუქი დამარილება საკმარისი შეიძლება იყოს ხორცის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად.

ბოსტნეულის შენახვის რეკომენდაცია

ბოსტნეულის უფრო ხანგრძლივად შესანახად შეფ-მზარეული გვთავაზობს:

  • ცხელი წყლის
  • ძმრის
  • მარილის
  • ნაზავის გამოყენებას.

მისი თქმით, ამ ხსნარით დაფარული პროდუქტები, მაგალითად:

  • კიტრი
  • წიწაკა

შეიძლება გემოსა და სტრუქტურას 3–4 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.

საერთაშორისო ან რეგიონული პერსპექტივა

საკვების კონსერვაციის მეთოდები, როგორიცაა მარილიანი ან ძმრიანი ხსნარები, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში. საერთაშორისო სურსათის უსაფრთხოების ორგანიზაციები, მათ შორის WHO და FAO, ხაზს უსვამენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფად ფუჭებადი პროდუქტების სწორად მართვა, რადგან ტემპერატურის ზრდა ბაქტერიების გამრავლების პროცესს აჩქარებს [1], [2].

მსგავსი რჩევები ხშირად ქვეყნდება საგანგებო სიტუაციების მართვის ინსტიტუტების მიერაც, განსაკუთრებით ბუნებრივი კატასტროფებისა და ენერგოკრიზისების დროს.

საქართველოს კონტექსტი

საქართველოშიც, განსაკუთრებით რეგიონებში, ზოგჯერ ფიქსირდება ელექტროენერგიის ხანმოკლე ან ხანგრძლივი გათიშვები, რაც მოსახლეობისთვის სურსათის უსაფრთხოების გამოწვევას ქმნის.

ასეთ შემთხვევებში პრაქტიკული ცოდნა საკვების სწორად შენახვის შესახებ მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს როგორც ჯანმრთელობის რისკები, ისე ფინანსური დანაკარგი. მსგავსი თემების გაშუქება საინფორმაციო სივრცეში, მათ შორის https://www.sheniambebi.ge-ზე, ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობას.

ანალიტიკური, ნეიტრალური შეჯამება

ევგენი კლოპოტენკოს რეკომენდაციები წარმოადგენს მარტივ, ხელმისაწვდომ მეთოდებს, რომლებიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში საკვების გაფუჭების რისკის შესამცირებლად. მარილი და ძმარი, როგორც ბუნებრივი კონსერვანტები, ისტორიულად გამოიყენებოდა პროდუქტის შენახვის გასახანგრძლივებლად, თუმცა სურსათის უსაფრთხოების სპეციალისტები კვლავ ხაზს უსვამენ, რომ ხორცისა და სხვა მალფუჭებადი პროდუქტების შენახვისას აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე.

წყაროები

  1. World Health Organization. Food safety and foodborne diseases. Available from: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/food-safety
  2. Food and Agriculture Organization of the United Nations. Food safety in emergencies. Available from: https://www.fao.org/food-safety/en/

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებას იწყებს

0
#image_title

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებას იწყებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, მერია „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებას იწყებს.
მოსახლეობასთან შეხვედრები11 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით გაიმართება.
პროგრამა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ფინანსდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მაცხოვრებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს სოფლისთვის პრიორიტეტული საჭიროებები.
მოქალაქეების მიერ წამოყენებული წინადადებები და იდეები შეთანხმების შემდეგ კონკრეტულ პროექტებად გარდაიქმნება.
პროექტების შერჩევის პროცესი უცვლელია — გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის გზით, ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. თითოეულ სოფელს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 79 სოფელია. შეხვედრების პერიოდში, 19 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი სრულად უზრუნველყოფს შეხვედრებისა და კენჭისყრის პროცესის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოსახლეობას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს — ,,დაესწარით სოფლის კრებებს, გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები და თანასოფლელებთან ერთად მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენი სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს.“
ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ.
დასახლებების საერთო კრებების განრიგი
11 თებერვალი – ხევის ადმინისტრაციული ერთეული
ხევი — 11 სთ — 12,000 ლარი
წაქვა — 12 სთ — 12,000 ლარი
გრიგალათი — 13 სთ — 12,000 ლარი
ციცქიური — 14 სთ — 10,000 ლარი
12 თებერვალი — ხუნევი ადმინისტრაციული ერთეული
ხუნევი — 11 სთ — 16,000 ლარი
გედსამანია — 12 სთ — 12,000 ლარი
ვერტყვიჭალა — 13 სთ — 16,000 ლარი
ბჟინევი — 14 სთ — 10,000 ლარი
ვერტყვილა — 15 სთ — 12,000 ლარი
13 თებერვალი — ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული
ნადაბური — 11 სთ — 12,000 ლარი
გოლისი — 12 სთ — 10,000 ლარი
ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული — 13 სთ — 16,000 ლარი
16 თებერვალი – ბორითის აადმინისტრაციული ერთეული
უბისა — 10 სთ — 12,000 ლარი
მაქათუბანი — 10:30 სთ — 12,000 ლარი
ბორითი — 11 სთ — 16,000 ლარი
ერეთა — 12 სთ — 10,000 ლარი
ვაშლევი — 13 სთ — 12,000 ლარი
საქასრია — 13:30 სთ — 12,000 ლარი
ციხისძირი — 14 სთ — 10,000 ლარი
კვესრევი — 15 სთ — 10,000 ლარი
ამაშუკეთი — 16 სთ — 10,000 ლარი
17 თებერვალი — სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეული
სარგვეში — 11 სთ — 12,000 ლარი
ხორითი — 12 სთ — 10,000 ლარი
საბე — 13 სთ — 10,000 ლარი
მიროწმინდა — 14 სთ — 10,000 ლარი
18 თებერვალი — ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული
წიფი — 11 სთ — 10,000 ლარი
ღარიხევი — 12 სთ — 10,000 ლარი
ქროლი — 13 სთ — 10,000 ლარი
ბაზალეთი — 14 სთ — 12,000 ლარი
19 თებერვალი — წიფის ადმინისტრაციული ერთეული
წიფა — 11 სთ — 16,000 ლარი
გოლათუბანი — 12 სთ — 10,000 ლარი
გუდათუბანი — 13 სთ — 10,000 ლარი
ფონა — 14 სთ — 10,000 ლარი
20 თებერვალი — ზვარის ადმინისტრაციული ერთეული
ზვარე — 11 სთ — 12,000 ლარი
ჩრდილი — 12 სთ — 12,000 ლარი
ნუნისი — 13 სთ — 10,000 ლარი
23 თებერვალი — მოლითის ადმინისტრაციული ერთეული
მოლითი — 11 სთ — 12,000 ლარი
ნებოძირი — 12 სთ — 12,000 ლარი
ანიულა — 12:30 სთ — 10,000 ლარი
ბეჟათუბანი — 13 სთ — 10,000 ლარი
დეისი — 14 სთ — 10,000 ლარი
ბაბი — 15 სთ — 10,000 ლარი
ჭარტალი — 15:30 სთ — 10,000 ლარი
ქვები — 16 სთ — 12,000 ლარი
24 თებერვალი — ვახანის ადმინისტრაციული ერთეული
ვახანი — 11 სთ — 12,000 ლარი
სერბაისი — 12 სთ — 10,000 ლარი
ზედუბანი — 13 სთ — 10,000 ლარი
25 თებერვალი — ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეული
ლეღვანი — 11 სთ — 16,000 ლარი
მარელისი — 12 სთ — 12,000 ლარი
დიდვაკე — 13 სთ — 10,000 ლარი
პატარა სახვლარი — 14 სთ — 10,000 ლარი
26 თებერვალი — საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული
საღანძილე — 11 სთ — 12,000 ლარი
ზარანი — 12 სთ — 10,000 ლარი
სხლითი — 13 სთ — 10,000 ლარი
ვანი — 14 სთ — 10,000 ლარი
ჩხერი — 15 სთ — 12,000 ლარი
ჯაფაროული — 16 სთ — 10,000 ლარი
27 თებერვალი — ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეული
ახალსოფელი — 10 სთ — 10,000 ლარი
ფარცხნალი — 11 სთ — 12,000 ლარი
ღუდუმექედი — 12 სთ — 10,000 ლარი
ისლარი — 13 სთ — 10,000 ლარი
2 მარტი — ლაშის ადმინისტრაციული ერთეული
ლაშე — 11 სთ — 12,000 ლარი
უჩამეთი — 12 სთ — 10,000 ლარი
ღვერკი — 13 სთ — 10,000 ლარი
ხემაღალი — 14 სთ — 10,000 ლარი
ლაშის იგორეთი — 15 სთ — 10,000 ლარი
4 მარტი — წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეული
წყალაფორეთი — 11 სთ — 12,000 ლარი
ხონი — 12 სთ — 10,000 ლარი
ლახუნდარა — 13 სთ — 12,000 ლარი
პატარა ვარძია — 14 სთ — 10,000 ლარი
ჩალხაეთი — 15 სთ — 10,000 ლარი
5 მარტი – ვარძიის ადმინისტრაციული ერთეული
ვარძია — 11 სთ — 16,000 ლარი
კიცხი — 11 სთ — 16,000 ლარი
ბორი — 12 სთ — 12,000 ლარი
ხიდარის ადმინისტრაციული ერთეული
— 13 სთ — 16,000 ლარი
6 მარტი – კიცხის ადმინისტრაციული ერთეული
საქარიქედი — 13 სთ — 12,000 ლარი
კიცხის იგორეთი — 14 სთ — 10,000 ლარი
თეთრაწყარო — 15 სთ — 12,000 ლარი
#image_title