ჩიხა – დიდი ისტორიის მქონე სოფელი, უძველესი ციხე-გალავნების ნაშთებითა და ტაძრებით

ჩიხა – დიდი ისტორიის მქონე სოფელი, უძველესი ციხე-გალავნების ნაშთებითა და ტაძრებით.

საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

0

უამინდობის გამო, საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

გუდაური-კობის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვები მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე, ავტოტრანსპორტისათვის. მოძრაობას  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აკონტროლებს. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით,  უღელტეხილზე მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რამაც შეზღუდვების დაწესება გამოიწვია. გზა მძიმე ტექნიკით გაიწმინდა და დაიყარა ტექნიკური მარილი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვესტომთა – თუშეთში, ულამაზესი სოფელი

ვესტომთა – თუშეთში, გომეწრის ხეობაში მდებარე ულამაზესი სოფელი.

თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი, რომელიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს.

თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთლია და მასზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება

0

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა, – ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა. წინა აღწერა ჩატარდა ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის ნოემბერში.

აღწერა ტარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მეორე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით. ამ პროცესს წარმართავენ „საქსტატის“ ინტერვიურები კარდაკარის პრინციპით“, – აღნიშნა თოდრაძემ.

პირველი აგრონომი ქართველი ქალი – ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები

0
ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა.
ქალებს არაერთი აღმოჩენა ეკუთვნით, რომელმაც შეცვალა როგორც სამყარო, ასევე მეცნიეერება.
11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამიტომ აუცილებელია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წარსული დროის ის ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მეცნიერების განვითარებაში.
ქალი, რომელმაც 1898 წელს მეუღლესთან პიერ კიურისთან ერთად ქიმიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი აღმოაჩინა, პოლონელი მარია კიური იყო.
პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მეცნიერების ორ დარგში, – ფიზიკასა და ქიმიაში.
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი როზალინდ ფრანკლინი მამის პროტესტის მიუხედავად მეცნიერი გახდა და მთელი მისი ცხოვრება ადამიანის სიცოცხლის შესწავლას მიუძღვნა. მისი მიღწევები საკმაოდ დიდი იყო როგორც ქიმიაში, ასევე ვირუსების სტრუქტურის კვლევაში. განსაკუთრებით ცნობილი კი დეენემის კვლევით გახდა. მან ქრომოსომების  შემადგენელი ნაწილი აღმოაჩინა, რაც გენეტიკურ ინფორმაციას შიფრავს. თუმცა იმის გამო, რომ ის ქალი იყო, პატრიარქალურ გარემოში მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები.
გრეის ჰოპერი კი ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი ქალი გახლდათ, რომლის ამბავიც ყველაზე კარგად აღწერს 60-იანი წლებში ტექნოლოგიებში მყოფი ქალების მდგომარეობას.
1969 წელს მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ ჰოპერის წვლილი კომპიუტერული მეცნიერი მამაკაცის კატეგორიის ქვეშ აღიარა. რადგან იმ დროს ქალებისთვის ცალკე კატეგორია არ არსებობდა. გრეის დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე კომპიუტერული ენის ჩამოყალიბებაში. ის პირველი ადამიანი იყო, რომელმაც კომპიტერულ პრობლემას ბაგი უწოდა.
ლიზა მაიტნერი ოტო ჰანთან ერთად ხელმძღვანელობდა მეცნიერების მცირე ჯგუფს,, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ურანის ბირთვული დაშლის პროცესი. მათ აღმოაჩინეს, რომ ურანის ატომბირთვის ორ მცირე ბირთვად გაყოფისას დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა. აღნიშნული საფუძვლად დაედო ბირთვულ რეაქტორებში სითბოს და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავებას. ისევე როგორც ბირთვული იარაღის შექმნას.
სიცოცხლის განმავლობაში მაიტნერმა არაერთი ჯილდო და წოდება მოიპოვა. თუმცა 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიაში ბირთვული დაშლის აღმოჩენისთვის მხოლოდ მის კოლეგას ოტო ჰანთს მიენიჭა.
მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ მეცნიერ ქალებსაც. ერთ-ერთი მათგანი კი ბარბარე ყიფიანია.
პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა და ამის შესახებ არაერთი ევროპული გამოცემაც წერდა. ის იყო აკაკი შანიძის თანაშემწე და საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრი.
ეკატრინე ჯანდიერი-მაჭავარიანი აგრონომი იყო, რომელმაც შვეიცარიიდან არაერთი ტექნიკა ჩამოიტანა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
1907 წელს ეკატერინემ ლონდონის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საკუთარი სახსრებით ააშენა ბიბლიოთეკა, დაარსა სკოლა, შექმნა საგლეხო ბანკი, მოაწყო ლაბორატორია.
ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები. ლექციებს კითხულობდა თბილისში, საიმპერატორო სასოფლო-სალეურნეო საზოგადოებაში.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი.
ბუნებრივია, ქალი მეცნიერების სია უსასრულოა. დღემდე არაერთი მათგანი ქმნის სასწაულებს და ცვლიან სამყაროს უკეთესობისაკენ…
ლუკა ვადაჭკორიას სიუჟეტი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

0
20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება.
2024 წლის ფუტკრის მსოფლიო დღის თემა ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების როლზე მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და დაცვის ხელშესაწყობად.
ფუტკრის მსოფლიო დღე 2018 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჯანსაღი პლანეტის არსებობისთვის.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეების გადამზადება-სწავლებაში. 2023 წელს ცენტრის მიერ 1000-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა. მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამზადება 4 ფაზას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ფერმერები გაეცნენ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უწყობს თაფლის ხარისხის გაუმჯობესებას და ფერმერების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, დაავადებებთან ბრძოლას და დარგში თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს“, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

2 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის ანგარიში” წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ სადაზღვევო შემთხვევების სრული და ზუსტი აღრიცხვის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. კერძოდ, აუდიტით გამოვლინდა, რომ სააგენტოს მიერ წარმოებული 2014-2021 წლების ზარალების ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის 22% არასრულია.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სოფლის განვითარების სააგენტო მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე უკვე მუშაობს.

“სადაზღვევო ბაზარი, არა მხოლოდ აგროსექტორის მიმართულებით, განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. ჩვენ შემთხვევაშიც არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც უნდა ამაღლდეს ცნობიერება, რათა დაიხვეწოს სერვისები და ამ ძალიან ეფექტური პროგრამის მოცვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაიზარდოს.

რაც შეეხება აუდიტის პირველ რეკომენდაციას, რომელიც ადმინისტრირების პროცესს ეხება და ის უშუალოდ აგროდაზღვევის გავრცელებასთან არ არის დაკავშირებული. ეს არის საკითხი, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, რათა აღრიცხვის პროცესი სისტემურად მოწესრიგდეს და კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ მეტად ინფორმირებული ვიყოთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, და დასკვნაშიც წერია, რომ არასრული ინფორმაცია, რაც გადამოწმდა უშუალოდ სადაზღვევო კომპანიებშიც, მათ მიერ წარმოდგენილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია ერთმანეთთან თავსებადია, თუმცა არასრულყოფილი. ვმუშაობთ ამ საკითხზეც და მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად, პროგრამულად ახალ პროდუქტს შევქმნით”, – ამბობს თენგიზ ნასარიძე.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაშიც კი, როდესაც სახელმწიფო აგროდაზღვევის 70%-ს აფინანსებს, 30%-ს კი ფერმერი ფარავს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტით მაინც არ სარგებლობენ, რის გამოც იგეგმება სადაზღვევო პაკეტების დივერსიფიცირება.

“აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილი ციფრებიდან ჩანს ტენდენცია, რომ იმ არეალში, სადაც სადაზღვევო შემთხვევების დადგომის მაღალი რისკი არსებობს, აგროდაზღვევა საკმაოდ პოპულარულია, პირობითად ყვარელში, 50%-იანი მოცვაა. თუმცა დაბალი რისკის მქონე რეგიონებში დაზღვევის პოპულარობა იკლებს. ბუნებრივია, მოსახლეობის მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება, რომ ამ 30%-ის გადახდაც კი ეფექტიანად არ ითვლება.

გადავწყვიტეთ, ამ პროდუქტის დახვეწისთვის წავიდეთ მისი დივერსიფიცირების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გზა სადაზღვევო პროდუქტზე მოთხოვნის გასაზრდელად, ნაკლები რისკის მქონე არეალებში იაფი პროდუქტის შეთავაზებაა. ხოლო სადაც რისკი მაღალია, შედარებით დაბალანსებული, მაღალღირებულებიანი პროდუქტი წარვადგინოთ”, – აცხადებს ნასარიძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება“ – ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

0

„გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის განცხადებით, პაციენტები, ძირითადად, 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

„ვირუსის დაწყებიდან, დაახლოებით, 7 დღის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს აქტიური სიმპტომატიკა. უმჯობესია, მცირეწლოვნები იყვნენ პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ,” – აცხადებს სოფიო ცერცვაძე

„ძირითადი ჩივილები არის არის მაღალი ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი და შეუპოვარი ცხელება, რომელიც ზოგიერთი ვირუსის შემთხვევაში, გრძელდება 6-7 დღე.  მთელი ავადობის 25%, ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს. ამჟამად გვიწევს 6 დადასტურებული A ტიპის გრიპი, 8 პნევმონია. როდესაც ბავშვს აქვს გამოხატული ცხელება და სხვა სიმპტომები, არ გავიდეს სკოლაში, ბაღში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხეები, სიცხის დამწევი საშუალებები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით,” – აცხადებს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება.

„თუ ტემპერატურა ხუთ დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, ან გამოხატულია ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი სისუსტე, ან სუნთქვის გაძნელება, ეს არის ნიშნები, რომ შეიძლება გართულებულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ასეთ დროს აუცილებელია ნებისმიერი ასაკისა და იმუნური სტატუსის ადამიანმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. პრევენციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება. თუ ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა გვაქვს, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ლაურუსი“ წელიწადში 300 ტონამდე მშრალ დაფნას აწარმოებს

„ლაურუსი“ წელიწადში 300 ტონამდე მშრალ დაფნას აწარმოებს. ჩვენი პლანტაციის გარდა, დაფნას სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის ფერმერებისგან ვყიდულობთ.

„სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამებით ყველანაირად გვერდში გვიდგას. ამჯერად, სოფლის განვითარების სააგენტო – Rural Development Agency დახმარებით, 12 ჰექტარზე დაფნის ახალ პლანტაციას ვაშენებთ.
წარმატების მისაღწევად აუცილებელია მიზანმიმართული შრომა და პროფესიული ცოდნა“ – ამბობს „ლაურუსის“ დირექტორი ვანო ჯალაღონია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელებს, სახელმწიფო მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების შესყიდვაში დაეხმარება

0

„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელებს, სახელმწიფო მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების შესყიდვაში დაეხმარება“.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს“, – განაცხადა შამუგიამ.

მან კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის თანადაფინანსებას ეხება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ წლებია ვეხმარებით ფერმერებს, მეწარმეებს ახალი, თანამედროვე ტექნიკის შეძენაში და სწორედ ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით, 440 მილიონი ლარის ღირებულების 7 ათას ერთეულზე მეტი ტექნიკის შესყიდვა მოხდა ფერმერების მიერ და სახელმწიფო თანადაფინანსება 120 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას მიმდინარე წელსაც. კონკრეტულად, ეს ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას, თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს და სიმძლავრეების მიხედვით, 1200 ლარიდან 2500 ლარამდე იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება აღნიშნული ტექნიკის შეძენისთვის. ასევე, ძალიან მალე, აპრილში გამოცხადდება განაცხადების მიღება მოსავლის ამღებ ტექნიკაზე. წლებია ჩვენ ამ მიმართულებით ვეხმარებით ფერმერებს. ამ ნაწილში 10 მილიონი ლარია გამოყოფილი წელს ბიუჯეტით და ჩვენ 30%-იანი თანადაფინანსებით დავეხმარებით ფერმერებს. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა იქნება არაუმეტეს 150 ათასი ლარისა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა წლებისგან, მიმდინარე წელს დაფინანსდება ყურძნის ამღები ტექნიკაც“, – განაცხადა შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli