ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

გადის თუ არა ბაზარზე შეღებილი ხილი? – რა წერია საღებავის ანოტაციაში, რომლითაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ატამი შეღებეს

0
გადის თუ არა ბაზარზე შეღებილი ხილი? - რა წერია საღებავის ანოტაციაში, რომლითაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ატამი შეღებეს
#image_title

შეღებილი ატამი – გამოძიება დაწყებულია. გადის თუ არა ბაზარზე შეღებილი ხილი?

რა გავლენა აქვს ორგანიზმზე ქიმიურად შეღებილ საკვებ პროდუქტს?

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ღებავს მამაკაცი ატამს. იქმნება ვიზუალური ეფექტი, თითქოს ხილი დამწიფებულია. რეალურად კი საღებავით არის გაფერადებული.

პირი, რომელმაც ატამი შეღება და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა, ამტკიცებს, რომ  ხილი გადაყარა. ამ კითხვას უკვე გამოძებამ უნდა გასცეს პასუხი, – იყო თუ არა ეს ხილის შეღებვის პირველი შემთხვევა და გადის თუ არა ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი… გააგრძელეთ კითხვა

ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო ამოქმედდა

0

დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო ამოქმედდა. დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო ამოქმედდა. კომპანიამ „ესკო-ესი“ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს მოსაწყობად 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. წარმოების ახალი ხაზის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერით გაიხსნა და მის საერთო ღირებულებაში შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 1,5 მლნ ლარია, ხოლო 500,000 ლარი კომპანიამ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიიღო.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილ ახალ საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანია 5 წლიანი პროექტის ფარგლებში 33 ათასი ღუმლის დამზადებას და საქართველოს სრულად მოცვას გეგმავს.

UNDP-ისა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამების ხელშეწყობით, პროგრამის „განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობა მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის და ყოფის გაუმჯობესების მიზნით“ ფარგლებში, კომპანია „ესკო-ესი“ ახორციელებს სოციალურ პროექტს „სითბო ყველას“, რომელიც ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოეფექტიანი ღუმელების უსასყიდლო გადაცემას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საწარმოს მონახულებისას განაცხადა: “ჩვენ ამასთან ერთად GIZ-ის მხარდაჭერით გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ენერგოეფექტური ღუმელების შეძენაში ვეხმარებით და გვაქვს თანადაფინანსების კომპონენტი. ამ პროგრამით დღეისთვის 200-მდე ოჯახმა ისარგებლა და დაინტერესების გასაზრდელად უფრო მეტ მხარდაჭერაზე ვფიქრობთ”

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ენერგოეფექტური წარმოების მხარდაჭერის მიმართულებით გაცემულია გრანტი 600,000 ლარზე მეტის ოდენობით, ამავე მიზნობრიობით გაცემული „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ოდენობა 1,7 მლნ ლარს აღემატება.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური იმართება

0

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ტარდება. .

ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

„საქართველომ ორი წლის განმავლობაში წარმატებით უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს. უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი. საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საქართველო საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა, შეჯიბრი კი მათი ეგიდით ტარდება. ღონისძებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი“, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.

ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს, აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება კი წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას“, – ნათქვამია მთის ტრასების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

“საქართველოს ფოსტა” მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკებს მოაწყობს

0

“საქართველოს ფოსტამ”, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას.

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად, ეწვია შემდეგი სოფლების ბაგა-ბაღებს: სტეფანწმინდა, არშა-გარბანი, გუდაური.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის მხარდაჭერით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცია ქაცაშვილმა. პროექტი ერთი წელი გრძელდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს

0
ენერგოეფექტური ღუმელი და ალტერნატიული საწვავის პელეტები სოფლის სახლში
ტყის რესურსებისა და ალტერნატიული საწვავის შესახებ გავრცელებული მითების გაანალიზება. მდგრადი განვითარების ჭეშმარიტი სურათი მეცნიერული მტკიცებულებების საფუძველზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების, ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს.

საინფორმაციო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ გახსნეს.

შეხვედრა საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნული პროექტის მიზანია, საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით. ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას.

პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის – გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia“ თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს – ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი

0
ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს
#image_title

ყაზბეგში, სოფელ სნოში, მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილს, ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი.

მერაბ ფირანიშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხელოვანია, რომელიც ქვისგან საოცრებებს ქმნის. ყაზბეგის გზაზე, სოფელ სნოში, მთის ძირას, უზარმაზარ, ქანდაკებად ქცეულ ლოდებს შეხვდებით. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ბატონმა მერაბმა საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული ადამიანების სახეები ქვაში ამოკვეთა და ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ჩვენი ქვეყნის შესახებ წარუშლელ შთაბეჭდილებებს უქმნის.

მოქანდაკე, წლის საუკეთესო მხატვარი , “სერაფიტა”-ს პრიზის , ალ. ყაზბეგის და ილია ჭავჭავაძის პრემიის მფლობელი, “იმედის გმირის “ და ბუნების ქომაგის ოქროს მედლის მფლობელი ბატონი მერაბ ფირანიშვილი

ის ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს…
ეს სანახაობა არის საოცრება..აქ ხელოვანის ხელით ქვაში გაცოცხლებულია ძალიან საინტერესო სახეები…
როგორ გააცოცხლა მერაბ ფირანიშვილმა უზარმაზარ ლოდებში საქართველოს ისტორია და რატომ აღაფრთოვანებს მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოსმერაბ ფირანიშვილის ქანდაკებები 💗🇬🇪 | TikTok

 რამდენი ადამიანი დაშავდა წელს პიროტექნიკით?

0
 რამდენი ადამიანი დაშავდა წელს პიროტექნიკით?
საუბრობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე:

გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას

0
ლმონი - გულით დაავადება

ლიმონი

მარადმწვანე ლიმონის ხის სიმაღლე 3-7 მ-ს აღწევს, აქვს ეკლებიანი ტოტები და მოგრძო დაკბილული, ტყავისებური ფოთლები. ნაყო­ფის სიგრძე 6-7 სმ-მდეა, დიამეტრი – 5-6 სმ, წონა – 120გ. ყვითელი ქერქი ეთერზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, აქვს მწარე, დამახასიათე­ბელი არომატი. მომწვანო-მოყვითა­ლო რბილობი წვნი­ანი და ძალიან მჟავეა. ნა­ყოფში და­ახლო­ებით 20 ცა­ლი ღია ფე­რის გლუ­ვი თეს­ლია მო­თავ­სებული.
ლიმონი სითბოს, სინათლისა და ტე­ნის მოყ­ვა­რული მცენარეა. მისი სამშობლოა სამ­ხრეთ-აღ­მოსავლეთი აზია.
მოშენებულია ხმე­ლ­თა­შუა­ზღვის­პირეთ­­ში, აშშ-ის, მექ­­­სი­კის, არ­გენ­ტი­­­­­ნის სუბ­ტრო­პიკულ რა­ი­ო­ნებ­ში. ღია გრუნ­ტში ლი­მონის მოშენების უმთავრესი რა­­იონებია კავ­კასიის შავი ზღვის სანაპირო, აზერბაიჯანი, შუა აზია. ლიმონის ნაყოფი დიდი რა­ოდენო­ბით შეიცავს მჟავებს (უმთავრესად ლი­მონის), ნახშირწყლებსა და ვიტამინებს, აგ­რეთვე პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მა­რი­ლებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. ნა­ყოფს იყენებენ ნედლად, წვენების წარმოებაში, ლიმონმჟავად და სხვ. ნამყენი ლიმონი მსხმო­იარობს მე-3-4 წელს. მოსავალი ერთი ხიდან 150-300 ცალი ნაყოფია.
ლიმონის ყოველი ნაწილი: ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი, ნასკვები, ახალგაზრდა ყლორ­ტები, მერქანი ძველთაგანვე გამოიყენებოდა კვების მრეწველობაში, ტექნიკაში, მედიცინასა და პარფიუმერიაში. ლიმონის ყვავილებისგან მიღებული ნეროლის ესენცია სინაზითა და არომატით მხოლოდ ვარდის ზეთს ჩამოუვარდება.
ქერქისგან გამოხდილი ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში;

ქერ­ქიდანვე მიღებული პექტინი წყალში ადვილად ხსნადი, თითქმის თეთრი, ნივთიერებაა, რომელსაც იყენებენ ზოგიერთი საკონდიტრო ნა­წარმის დასამზადებლად, ხოლო მედიცინაში კუჭის წყლულის სამკურნალოდ და სისხლდენის შესაჩერებლად.
ნაყოფის რბილობი საუკეთესო ბუნებრივი ნედლეულია ლიმონმჟავას მისაღებად, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და ტექნიკაში. ლიმონის წვენი საუკეთესო საშუალებაა ნიკრისის ქარების (პოდაგრის), სიყვითლისა და პირღებინების საწინააღმდეგოდ, პირის ღრუსა და ენის ანთების სამკურნალოდ.

გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას.

ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

იმპორტირებრა ღირს იმპორტირებული ბალიული ბალი

0
ბალი - იმპორტი

რა ღირს იმპორტირებული ბალი – პროდუქტი თურქეთიდან და სომხეთიდან შემოდის

ბალის იმპორტი 60%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვის მონაცემებით ( რეალურად, მხოლოდ აპრილ-მაისში) საქართველოში 205.1 ტონა (110.3 ათასი აშშ დოლარის ) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იანვარ-მაისში – 128.3 ტონა (49.4 ათასი აშშ დოლარი).

სტატისტიკის მიხედვით, წელს პროდუქტის იმპორტი მხოლოდ ორი ქვეყნიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. კერძოდ, თურქეთიდან 181.1 ტონა (97.8 ათასი აშშ დოლარი), 88%, ხოლო სომხეთიდან 23.9 ტონა (12.5 ათასი აშშ დოლარი) 12%.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იმპორტიორ ქვეყნებს ნიდერლანდები გამოაკლდა, საიდანაც შარშან ბალი მცირე რაოდენობით,  შემოვიდა.

წყარო

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli