ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით“

0

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა.

ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის მენეჯერმა სეტ დევისმა მოაწერეს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმის პრეზენტაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით. ამავდროულად, შესაძლებლობა მოგვეცა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩვენს ქართველ რეინჯერებს გავუზიაროთ ამერიკული გამოცდილება; ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩავატარეთ ტრენინგები ხანძრების პრევენციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის“, – აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის სატყეო სამსახურის სიმბოლო Smokey Bear”, რომელთან ერთადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლებში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით, მათ შორის, აღსანიშნავია, ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერება დაცულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას.

ქართული ხორბლის დაცვა და პოპულარიზაცია, – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება

0

5-6 თებერვალს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ მასპინძლობს. კონფერენცია, რომელშიც 6 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი,  ბულგარეთი) 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით იმართება.

კონფერენცია  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ გახსნეს.

„აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ქართული ხორბლის გამოყენების ისტორიას და ტრადიციებს ეხება. ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველო უნიკალურია მთელს მსოფლიოში. საქართველოში ხორბლის მოშინაურებასა და მოყვანის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის, რაც ისტორიულად და მეცნიერულად დასტურდება.  ბოლო წლებში, ბევრი რამ გაკეთდა ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრის მიერ აღდგენილ ჯიშებზე მოთხოვნაც ყოველდღიურად იზრდება. დღეისთვის, აღდგენილი ჯიშების გავრცელება ფერმერულ მეურნეობებში აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ქართულ ხორბალს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში და აღნიშნული კონფერენციაც მისი პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ქართული ხორბალი დადასტურებულად უნიკალურია  თავისი ისტორიით, ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებით, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებში გამოყენების უწყვეტობით. ვფიქრობ, სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ქართული ხორბალი სათანადო აღიარებას იმსახურებს და ამ მიზნით, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სიტყვით გამოსვლისას FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ სასურსათო უსაფრთხოებაში ხორბლის, როგორც  მნიშვნელოვანი ელემენტის როლზე ისაუბრა.
„მზარდი პოპულაციის გამო, 2050 წლისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობა 9 მილიარდს მიაღწევს. შესაბამისად, ხორბლის კულტურის მოხმარება გაიზრდება. ჩვენ არ უნდა დავაკლოთ მცდელობა, რომ ხორბლის კულტურის მოყვანის მოცულობა გავზარდოთ. აღსანიშნავია, ენერგიის 20% სწორედ ხორბლიდან მოდის. ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. ხორბლის 27 სახეობიდან, 14 სწორედ ქართულია, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით უდიდესი ტრადიცია აქვს, “ – აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოში ხორბლის წარმოების ისტორია და ტრადიციები განიხილეს.  აღინიშნა, რომ ხორბალი საქართველოს უძველესი კულტურაა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხორბალი  საქართველოში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ითესებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხორბლის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. V-IV საუკუნით თარიღდება. მსოფლიო მასშტაბით, დღეისთვის, ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, საიდანაც 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, მათ შორის 5 სახეობა (მახა, კოლხური ასლი, ჩელტა ზანდური, ჰექსაპლოიდური ზანდური, დიკა) ენდემურია.

ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ჯიშების დაცვასა და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2018 წელს, „ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაწყებულია ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაში შეტანის სამუშაო პროცესები.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ პოზირებენ ცხოველები და ფრინველები ფოტო ხაფანგების წინ, ველურ ბუნებაში

0
როგორ პოზირებენ ცხოველები და ფრინველები ფოტო ხაფანგების წინ, ველურ ბუნებაში,
ცხოველების დაცულობის ხარისხმა მათ მეტი სითამამე შესძინა, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების განსაკუთრებული შრომის შედეგია,
“იმედის კვირის” მოგზაურობა ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

 რომელი ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში?

0
 რომელი ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში?
საუბრობს თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ფოტოხელოვანი ლაშა ზუბიაშვილი მეტეხიდან, რომელმაც ულამაზესი ეზო შექმნა – შინდების ჩრდილქვეშ ჩაკარგული სამოთხე

0

პროფესიონალი ფოტოგრაფი ლაშა ზუბიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ცხოვრობს, მშობ­ლებ­თან ერთად. ლაშა ამჟამად კასპში, მაჟორიტარი – დეპუტატის ბიუროში მუშაობს.

ლაშა ზუ­ბი­აშ­ვი­ლის ეზოს ფო­ტო­ებ­მა, რო­მე­ლიც “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მალე მისი ეზოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი უცხო ადა­მი­ა­ნებ­მაც გა­მოთ­ქვეს. მისი ეზო ლამაზია წლის ყველა სეზონზე.

 

ლაშა ფოტოგრაფიით შვიდი წელია დაკავებულია. უამრავი ფოტო აქვს გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი გადაღებული ფოტოები სულ სხვა თვალით დაგანახებთ საქართველოს კუთხეებსა და ბუნებას.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფლის რელიქვიადაა ქცეული

0

ხულოში, სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა 90-იანებში აიტანეს. ის ასლან აბაშიძის ე.წ. სპეცრაზმის საკუთრება იყო.

სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ლევან გობაძე ამბობს, რომ თავად იყო სპეცრაზმის წევრი.

„თავად ვიყავი სპეცრაზმის წევრი. ოცკაციანი სპეცრაზმი ვიყავით, იარაღი გვქონდა, ყველაფერი გვქონდა. ვმუშაობდით ერთად. იმ დროისთვის, ყაჩაღად იყო  ქვეყანა გადაქცეული. ვპატრულირებდით გოდერძის უღელტეხილზე, ღორჯომის გადმოსასვლელებსაც ვაკონტროლებდით, ვაქცევდით ყურადღებას, ვინმე არ შემოსულიყო.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სოფელში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე ამოვიდა და სპეცრაზმმა იარაღი მას ჩააბარა.

ამ პერესტროიკამ გააუქმა სპეცრაზმი, დავიშალეთ. სპეცრაზმის ბიჭები ახლა ოჯახებში არიან. ზოგი მუშაობს, ზოგი არ მუშაობს, გლეხურ მეურნეობას ეწევიან, როგორც მე, ისე ისინი“, – აღნიშნავს ლევან გობაძე.

იარაღის  ჩაბარების შემდეგ საბრძოლო მანქანა სოფელში დარჩა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაიცანით ქართველი ემიგრანტი ია თავაძე, რომელიც ზღვის ქვებით ხატავს…

0
xr:d:DAGBkVSA_3I:3,j:2532572829323616297,t:24040517
გაიცანით ქართველი ემიგრანტი, 53 წლის ია თავაძე, სამტრედიიდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ, საკუთარ თავში, ზღვის ქვებით ხატვის განსაკუთრებული უნარი აღმოაჩინა.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
შეიძლება იყოს heart გამოსახულება
ყველაფერი ტირენიის ზღვის სანაპიროზე, ფერადი ქვების შეგროვებით დაიწყო. “ქვა ქვას მივადე და ადამიანის გამოსახულება აღვიქვი. ამ პროცესმა ძალიან გამიტაცა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ასობით ნამუშევარი შევქმენი.” – იხსენებს ის.
იას შემოქმედება ადამიანებისადმი სიყვარულით, შვილების მონატრებითა და ემიგრაციის სევდითაა შთაგონებული.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
“ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ, მადლიერი ვარ. მინდა, დავბუნდე და ჩემი საქმიანობა სამშობლოში გავაგრძელო.”
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
გვსურს, ყველას მოგიწოდოთ, გააზიაროთ ინფორმაცია, რათა ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და იასთვის საინტერესო შესაძლებლობების კარი გაიხსნას.
აღმოაჩინე ქართული. Discover Georgian ზრუნავს ქართველ მეწარმეთა განვითარებაზე!

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ

0

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე – Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი.

Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – მას 3 000-ზე მეტი გამომფენი და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს – ქართულ პავილიონში, რომელიც 81 კვ.მ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, ექსპორტზე ორიენტირებული 8 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს.

Alimentaria 2024-ზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული პროდუქტები: მინერალური და მტკნარი წყლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები, თაფლი, თხილი და თხილის პროდუქტები, კაკალი, გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, საკვებისა და სასმლის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ვიზიტორებს და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, გააფართოონ საექსპორტო ბაზრების არეალი და დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება…“ – მედცენტრი ულოცავს ჩვენს პაციენტებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს!

0

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დირექტორი დეა ქაჯაია გილოცავთ შობა-ახალ წელს:

„კორპორაცია მედცენტრი ულოცავს ჩვენს პაციენტებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს!
ხელმისაწვდომი და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, ჩვენი თანამოქალაქეთა უზრუნველყოფა კლინიკა „მედცენტრის“ სტრატეგიული გეგმის საბაზისო ნაწილია. სწორედ ამ მიზნის სისრულეში მოყვანისა და დასავლური სტანდარტების დანერგვის პროცესის წარმატებული წარმართვისთვის მადლობად ვუხდი „მედცენტრის“ როგორც კლინიკურ, ასევე ადმინისტრაციულ სექტორს, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საერთაშორისო აკრედიტაციამდე.

კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენ მოქალაქეებს, ჯანსაღ სოციალურ გარემოში ყოფნას ვუსურვებ, პაციენტებზე ზრუნვა და საჭიროებისას მისი სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება.

მადლობას ნდობისთვის!!!“

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი – ონკოლოგიასთან ბრძოლის 60-წლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სრულ სპექტრს:
სისხლძარღვთა ქირურგია;
ონკოქირურგია;
კარდიოლოგია;
არდიოქირურგია;
ოფთალმოლოგია;
ოტორინოლარინგოლოგია;
ნევროლოგია;
ნეიროქირურგია;
ინტენსიური თერაპია;
24/7 გადაუდებელი დახმარება.
“მედცენტრი” აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და რეგულარულად მოდერნიზდება!
ინფორმაცია დანარჩენ მიმართულებებზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ინსტაგრამსა და საიტზე

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მედცენტის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს ახალ წელს ულოცავს:

„გილოცავთ…
ჩემთვის პატივია, რომ ზუსტად მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.
ზუსტად ასეთი ძლიერი და ხარისხზე ორიენტირებული კლინიკები, როგორიც არის მედცენტრი / MedCenter ირჩევენ აკრედიტაცია კანადას Accreditation Canada“.

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დამფუძნებელი მიხეილ ართმელიძე ახალ წელს გილოცავთ:

ჭურჭლის ნამტვრევებით და ქვებით შექმნილი გენიალური ნახატები…

0
ჭურჭლის ნამტვრევებით და ქვებით შექმნილი გენიალური ნახატები...
#image_title

ჭურჭლის ნამტვრევებით და ქვებით შექმნილი გენიალური ნახატები.

88 წლის თელაველი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი.

15 წლის ასაკში ელენემ მუშაობა დაიწყო ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად.

დაიწყო ელენემ ნახატების შექმნა, საღებავის და ფანქრის არქონის გამო ხატვის განსხვავებულ ხერხს მიმართა და ამისათვის ჭურჭლის ნამტვრევებს, კანფეტის ფერად ქაღალდებს და კენჭებს იყენებდა და დღესაც ასე აგრძელებს.

ამბობს, რომ სიბერეს ვერ გრძნობს და არ სჯერა, რომ 88 წლის არის. უყვარს ადამიანები და მისი სურვილია თელავის ცენტრში დაიდგას ქანდაკება „ოცნების კოშკი” სადაც ახალგაზრდა შეყვარებულები მივლენ და დაისვენებენ.

ელენე თვლის, რომ თუ ადამიანი ხელოვანია, მისი შემოქმედება, როგორც თავად ამბობს ლეიბის ქვეშ არ უნდა დამალოს და ის საზოგადოებამ უნდა გაიცნოს.

88 წლის თელაველ ელენე ლუხუტაშვილის ნახატები ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. მხატვრის ტექნიკა რადიკალურად განსხვავებული და შრომატევადია. მასში არც საღებავები და არც ფანქრებია გამოყენებული.

ელენე ლუხუტაშვილის ნახატები - Sputnik საქართველო

ის შექმნილია ჭურჭლის ნამტვრევებით, ზღვის კენჭებით და კანფეტის ფერადი ქაღალდებით. ელენე ლუხუტაშვილმა ხატვის ამ მეთოდს საღებავების და ფანქრების არქონის გამო მიმართა.

15 წლიდან მუშაობდა და თითოეულ ქმნილებაში დიდ სიყვარულს დებდა.  ელენე ლუხუტაშვილი აუდიტორიამ გადაცემა „2030″-ის მეშვეობით გაიცნო და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მისი ოცნება ახდა და ეროვნულ გალერეაში პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა უზრუნველყო.

 

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network