„ქალბატონმა გულნარამ, უგემრიელესი ბროკოლის და სატაცურიც სალათის რეცეპტი გაგვანდო და დაგვაგემოვნებინა…“
„ქალბატონმა გულნარამ, უგემრიელესი ბროკოლის და სატაცურიც სალათის რეცეპტი გაგვანდო და დაგვაგემოვნებინა…“
„ვაგრძელებთ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს. ვისმენთ ფერმერების საჭიროებებსა და მოსაზრებებს, ვეცნობით მიმდინარე პროცესს. ახლა მოცვის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის აქტიური სეზონია. წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის. მომავალ წლებში ეს მაჩვენებლები მზარდი იქნება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ფერმერებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
შპს „აგროველის“ დამფუძნებლის ირაკლი ფირცხალაიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო იმისათვის, რომ მათი საქმიანობა განვითარებულიყო.
შპს „აგროველი“ 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს; კომპანია 2024 წლის სეზონზე 120-130 ტონა მოსავალს ელოდება. აქტიურად მიმდინარე კრეფის პროცესის პარალელურად, მოცვი ექსპორტზე გადის სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მათ მიერ, ამ ეტაპზე, უკვე განხორციელებულია 55 ტონა მოცვის ექსპორტი. პლანტაციაში მუდმივად 20, სეზონურად კი, 300 დასაქმებულია.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ და ასევე, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 162 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 29 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 22 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 50,4 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,864 ჰექტარზე მოცვის გაშენება. მათ შორის, იმერეთის რეგიონში 581 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება თანადაფინანსებულია 10,4 მლნ ლარით.
ოჯახები საფლავზე გადიან და კვერცხს აგორებენ.
ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, აღდგომა დღეს ჯგუფად შეკრებილი მოზარდები, ყველა ოჯახთან ჩამოივლიდნენ „ჭონაზე“ და მათთვის წითელი კვერცხები უნდა მიეცათ. ამას ჭონაობას უწოდებდნენ.
მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ მართლმადიდებელ მრევლს. ეს ტრადიცია სოფლების უმეტესობაში მიივიწყეს, ნაწილში კი ბავშვების სახალისო მსვლელობდ იქცა.
მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:
“ალათასა, ბალათასა,
ჩამოვკიდებ კალათასა,
დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე
ღმერთი მოგვცემს ბარაქასა”.
ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა „მეჭონეებს“ გადასცემდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ.
ეთნოგრაფის მოკვლეულ მასალაში წერია, რომ მეჭონეებს ოჯახი სურსათით ასაჩუქრებდა. ისინი კი ძირითადად კვერცხს ითხოვდნენ. ზოგან მეჭონეებს ღამე გოდრები დაჰქონდათ, მასპინძელს მომავალ აღდგომას ულოცავდნენ და უმღეროდნენ, რის დროსაც ოჯახს ისეთ სიუხვეს უსურვებდნენ, როგორიც შიოს მარანში იყო, რომ სახლში ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. მეჭონეებს სიმღერის შემდეგ, შესაძლოა, ფერხულიც შეესრულებინათ, დაეკრათ სალამურზე, გაემართათ ჭიდაობა, ცეკვა-თამაში და სხვა.
ახალ წელს მოსახლეობამ შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოიყენა პიროტექნიკა.
თბილისში, პიროტექნიკით დაშავებული პაციენტები კლინიკებში არ მოხვედრილან.
სოციალურ ქსელში გავრცელდა არა ერთი ვიდეო, პიროტექნიკამ ავტომობილები დააზიანა, ჩაამსხვრია კორპუსის ბინაში შუშები. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში არასწორად დამონტაჟებული ფეიერვერკის გამო ცეცხლი აივანს წაეკიდა.
ქუთაისში, იროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების თქმით, პაციენტებს მტევნის ტრავმა აქვთ, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. ჩაუტარდათ გადაუდებლად ორივე პაციენტს ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ისინი იმყოფებიან განყოფილებაში, უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკა გამოიყენების დროს გაუსკდათ ხელში. ორივე დაშავებული კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია?
ბავშვებში დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორია ძალადობა. ეს შეიძლება იყოს სკოლაში ჩაგვრა ან სხვა ჯგუფური თუ ოჯახური ძალადობა (მოზარდის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პარტნიორის ძალადობაც). ოჯახურ ძალადობაში იგულისხმება არა მარტო ფიზიკური ზეწოლა, არამედ დამცირება, დაცინვა, ემოციის გამოხატვის აკრძალვა და სხვ. ეს არის ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის ფორმებია, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაზე გამოუსწორებელ გავლენას ახდენს.
თუმცა არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც. ოჯახში, სადაც ძალაუფლების დისბალანსია, ბავშვი ამ სიტუაციის ტყვეობაში ექცევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მთელ მსოფლიოში პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქალების თითქმის მესამედზე პარტნიორი ძალადობს. ასეთ სიტუაციაში ბავშვი ხშირად შეუმჩნეველი რჩება და ის შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. მსგავს მდგომარეობას სპეციალისტები „გვერდით ზიანს“ (collateral damage) უწოდებენ.
ძალადობის მოწმეს შიშისა და განგაშის შეგრძნების პაალელურად ეუფლება ის შეგრძნებები, რომლებსაც არაპირდაპირი მსხვერპლი განიცდს. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ოჯახში მიმდინარე მოვლენებში ბავშვი საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.
მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. გრიპის ვირუსს სხვადასხვა გართულებების დიდი რისკი აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი.
„სავარაუდოდ, შემდეგ პერიოდშიც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი.
ყველაზე მეტი რისკი სხვადასხვა გართულებების გრიპის ვირუსს აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. რისკში ვგულისხმობთ პირველ რიგში ფილტვების ანთებას”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ვაზი უნიკალური მცენარეა. ის მსოფლიოში ერთ–ერთ მნიშვნელოვან სასოფლო–სამეურნეო კულტურას წარმოადგენს.
„პანდემიამაც გვაჩვენა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები საშიშია ზოგადად ინფექციების გავრცელებისთვის. ზაფხულიც გარკვეულ ეპიდაფეთქებებთან ასოცირდება. კურორტებზე უფრო აქტიური ხდება ინფექციები. ზღვაზე ვინც წავიდა ყველას დიარეა აქვს, ღებინება აქვს. მე მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ გაქვთ სოფელი, ეს არის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, როგორც ჰიგიენისთვის, ასევე ბავშვის ბუნებასთან უფრო მეტი კონტაქტისთვის. ვიცით, რომ ყველას ეს ბედნიერება არ აქვს, შესაბამისად ისინი ირჩევენ კურორტებს.
აკრძალვა, რომ ბავშვი ზღვაზე წაიყვანო, არანაირ ასაკში არ არის. მთავარია, სწორად გავიყვანოთ ბავშვი მზეზე, სანაპიროზე. ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა, მაღალი ტენიანობის მქონე კურორტებზე ბავშვის გაყვანას სჯობს ბავშვი წაიყვანოთ მთაში. ზღვაზე დილით 10 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ გავიდეთ ზღვაზე. ვცდილობთ ბავშვი მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. მშობლებს ვურჩევთ, ბავშვი ზღვაზე წაიყვანონ სექტემბერში.
თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, რომელსაც სანაპიროზე ვერ გააჩერებთ, მშობლები უფრო დაღლილები ჩამოდიან. თუ ბავშვი მშვიდია, ჩვენს ნებას დაჰყვება, ქვიშაში ჩვენთან ერთად ითამაშებს, უფრო მარტივია. ქვიშაში ბავშვის მოტორიკის განვითარება უფრო კარგად ხდება. ბავშვი არ წუხდება სანაპიროზე. ქვიან სანაპიროზე ყოფნა არ არის ბავშვისთვის საინტერესო. ბავშვებისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა ქვიშა,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.