დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა
საუკეთესო დრო დამყნობისთვის – ივლისში შუა სიცხის პიკზე, რომელი მცენარეები კალმდება
ივლისის შუა პერიოდში კალმების გადარგვის სეზონი: საუკეთესო დრო დამყნობისთვის
ივლისის ცხელი დღეები იდეალურია მცენარეთა კალმებით გამრავლებისთვის. ამ დროს მცენარეთა ქსოვილები აქტიურად იზრდება და იოლად ფესვიანდება. სწორად შერჩეული დრო, პირობები და მოვლის წესები მნიშვნელოვნად ზრდის კალმების დაფესვიანების წარმატებას.
🌿 ხილის ჯიშებიდან საუკეთესოა კალმებისთვის:
-
ლეღვი
-
თუთა
-
ფეიხოა
-
ბროწეული
🌸 დეკორატიული მცენარეებიდან შეგიძლიათ დაამყნოთ:
-
ჰორტენზია
-
ვარდი
-
ლუგუსტრუმი
-
კვდიო
📏 დამუშავება და მომზადება:
აჭერით ნახევრადგამერქნებული ტოტები, 15 სმ სიგრძის,
🪴 ნიადაგი და დარგვის პირობები:
-
გამოიყენეთ მსუბუქი და გამტარი სუბსტრატი
-
დარგეთ კალმები ჩრდილოვან, მზისგან დაცულ ადგილზე
-
მორწყვა რეგულარულად შეასრულეთ, რომ ნიადაგი მუდამ ოდნავ ტენიანი იყოს
🌱 ბუნებრივი ფესვგამოწვევის სტიმულატორი (DIY):
გჭირდებათ:
-
200 გრამი ტირიფის ტოტი (ახალგაზრდა, მწვანე)
-
3 ლიტრი წყალი
აჭერით ტირიფის ტოტები, დააქუცმაცეთ, დაასხით 200 გრ. სამი ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ მინიმუმ 12 საათით. შემდეგ ამ ხსნარში ჩაალბეთ კალმები დარგვამდე – ეს ბუნებრივი ჰორმონი ხელს უწყობს ფესვების სწრაფ და ძლიერ განვითარებას.
✅ რჩევა: კალმების დაფესვიანება წარმატებით წარიმართება, თუ ტენიანობას და სითბოს ერთდროულად შეუნარჩუნებთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ მინი-სათბური ან პლასტმასის ბოთლი მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
დღეს ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღეა! – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან „პარსიფალი“ თანამშრომლობით, 20 სტუდენტს ბაღის მართვის, სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა მისცა
დღეს ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღეა!

- ბოსტნეულისა და ხილის უვნებელი წარმოება
- პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური მართვა
- ჩითილების წარმოება
- წყლის რესურსებისა და სარწყავი სისტემების მართვა
- სანიმუშო აგრონომიული პრაქტიკები
- ჯანსაღი კვების პრინციპები

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

საქართველოში დღეს პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა. ინფორმაციას USAID-ი ავრცელებს.
„საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. შედეგად, აგრო იმპექსის ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.
216 კვტ მოტივტივე მზის ელექტროსადგური სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ეკვივალენტით შეამცირებს.
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 177 000 აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა 48%, ანუ 85 000 აშშ დოლარი გახლდათ, ხოლო აგრო იმპექსის მიერ, თიბისი ბანკის აგროსესხის მეშვეობით, დაფინანსდა პროექტის 52%, რაც 92 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია. აღნიშნული წარმოადგენს თიბისი ბანკის მიერ აგრო იმპექსის ზრდისა და განვითარების 9 წლიანი მხარდაჭერის წარმატებულ, მაგალითს. რომელიც ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისადმი, სტრატეგიულად პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერას გამოხატავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ჯონ პენელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი; თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი გიორგი დარჩიაშვილი და შპს აგრო იმპექსის თანადამფუძნებელი ლაშა ჯინჭარაძე.
მცენარეებთან სიახლოვე აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას
დატვირთული ყოველდღურობიდან გამომდინარე ნაკლებად ვახერხებთ ბუნებაში სეირნობას და მცენარეებთან ურთიერთობას.
იმისათვის, რომ ბუნებასთან კონტაქტი და სიახლოვე შევინარჩუნოთ, შეგვიძლია ჩვენთვის სასარგებლო და სასიამოვნო მცენარეები ჩვენს სივრცეში მოვათავსოთ, იქნება ეს ოფისი, სახლი, საძინებელი ოთახი თუ სამუშაო მაგიდა.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რატომ არის მცერეებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და როგორ შევრჩიოთ ისინი ჩვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცისთვის.
რაში დაგვეხმარება მცენარეების ჩვენ სივრცეში დამატება და მათი მოვლა:
მცენარეებთან სიახლოვე აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას – ბიოფილიის ჰიპოთეზის მიხედვით (რომელიც ბიოლოგ ედვარდ ო. ნილსონს ეკუთვნის), მცენარეებთან, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ერთ-ერთ სახეობასთან სიახლოვე ისეთივე საჭირო და დადებითი ეფექტის მქონეა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, როგორც შინაურ ცხოველთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ასევე, არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მცენარეების სიახლოვეს ყოფნა ამცირებს სტრესის დონეს, აუმჯობესებს ჩვენს განწყობას და ზრდის კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის ხარისხს.
მცენარეების მოვლა აუმჯობესებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობას – მცენარეებზე ზრუნვა – გაწმენდა, მორწყვა, გადარგვა, სასიამოვნო პროცესია, რომელსაც ჩვენს ემოციურ მდგომარებაზე თერაპიული ეფექტი აქვს. იმ ენერგიას, რომელსაც მცენარეების მოვლისას გავცემთ, გვივსებს კიდევაც, რადგან ზრუნვის შედეგად მცენარე, რომელიც გაიხარებს, ჩვენში კმაყოფილების განცდას იწვევს, ხოლო მიწასთან შეხებისას ტაქტილური გზით ვიღებთ სიამოვნების შეგრძნებას.
მცენარეებით გარემო უფრო სუფთა და ლამაზია – მცენარეებს მნიშვნელოვანი ესთეტიკური დატვირთვა აქვთ, რადგან ნებისმიერი დახურული სივრცე უფრო სასიამოვნოა, თუ დეკორაციის ნაწილს მცენარე წარმოადგენს. თუმცა ვიზუალური უპირატესობის გარდა, მცენარეებს შიდა სივრცეში არსებული ჰაერის გაუმჯობესების უნარიც აქვთ, რადგან იწოვენ ტოქსინებს და გამოყოფენ ჟანგბადს, ამიტომ მათი სასარგებლო თვისებები ჩვენს სასუნთქ სისტემაზეც აისახება.
როგორ შევარჩიოთ მცენარე:
მოვიძიოთ და ავარჩიოთ მცენარის ის სახეობა/სახეობები, რომელიც მოერგება ჩვენს რეჟიმს და გარემოს – თუ ხშირად გვიწევს მოგზაურობა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მარტივად მოსავლელი მცენარე შევარჩიოთ. ასევე, შიდა სივრცის გათვალისწინებით, თუ ფანჯარასთან არ გვაქვს ადგილი, სჯობს შევარჩიოთ ისეთი მცენარე, რომლის გასახარებლად არაპირდაპირი მზის სხივიც საკმარისი იქნება, მაგალითად: კაქტუსი, ალოე, პეპერომია, ობობა მცენარე.
გავეცნოთ ინფორმაციას შერჩეული მცენარის სახეობ(ებ)ის მოვლის შესახებ – მცენარის ზოგიერთ სახეობას მორწყვა მხოლოდ თვეში ერთხელ სჭირდება, ხოლო სხვებს კვირაში ერთხელ, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ სწორად მცენარეს, იმისათვის რომ გაიზარდოს და გაიხაროს. ასევე, ზოგიერთ მცენარეს პერიოდულად გადაადგილება ან რაიმე დანამატი ესაჭიროება, ამის შესახებაც მოვიძიოთ ინფორმაცია და მოვინიშნოთ მოვლის წესებში.
ოთახის მცენარეები, რომლებიც მარტივი მოსავლელია და სტატიაში ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებიც გააჩნიათ: კაქტუსი, ალოე, პეპერომია, ქლოროფიტუმი (ობობა მცენარე), სანსევიერია (გველი მცენარე), სპატიფილუმი, ფიკუსი, დრაცენა…
მიღებული ინფორმაცია თხილის მწარმოებლებს საქმიანობის ეფექტურობის, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება
18 ივლისს, ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში, საქართველოს თხილის სექტორისთვის ტექნიკის სადემონსტრაციო დღე (დემო დღე) გაიმართება!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ…

როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ
ასე შეგიძლიათ დაგეგმოთ ნაკვეთი:
თუ ამ შესანიშნავი, ყველასათვის მოსაწონი საქმის დაწყებას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები.
მაშ ასე, თქვენ შეიძინეთ მიწის ნაკვეთი, სადაც მხოლოდ სარეველა ბალახი და, შესაძლოა, თქვენთვის უსარგებლო მერქნიანი მცენარეები დაგხვდათ. პირველ რიგში, მიწა გაათავისუფლეთ ამ ზედმეტი `ბარგისგან~; მერქნიანები ძირიანად ამოთხარეთ, დაწვით და ნაცარი შეინახეთ, სასუქად გამოგადგებათ. თუ საშუალება გექნებათ და მოხნავთ, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, რაც შეიძლება, ღრმად დაბარეთ, სარეველების ფესვები (განსაკუთრებით, შალაფის, ჭანგასა და გლერტის ფესურები) გულდასმით შეაგროვეთ, ერთ ადგილას დაყარეთ და გახმობის შემდეგ ისიც ნაცრად აქციეთ. ისე, გახსოვდეთ, რომ ჭანგასა და გლერტის ფესვები საუკეთესო შარდმდენია და შეგიძლიათ სამკურნალო მიზნისთვის შეინახოთ. ქვა და ღორღი აკრიფეთ, შორს ნუ გადაყრით, შეიძლება, ისიც დაგჭირდეთ, მოხნული ან დაბარული მიწა გააფხვიერეთ. ნაკვეთი ისე დაგეგმეთ, რომ გქონდეთ ბაღიც, ბოსტანიც, ვენახიც და დეკორატიული კუთხეც. ქაღალდზე დაიტანეთ ყველაფრის სქემა, მათ შორის საბაღე სახლის ან თუნდაც ქოხის მონახაზი, არც ჭიშკარი დაგავიწყდეთ. ახლა კი შეღობვაზე ვიზრუნოთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რით შეღობავთ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია მავთულის ბადეები და სხვადასხვა მასალისგან ნაშენები კედლები, მაგრამ ყოველივე ამას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება; ამიტომ, გირჩევთ მცენარეული მოსავლიანი ღობეებით შემოღობვას. შესანიშნავი ქართული ანდაზაა: `კაცი კაცითაო და ღობე ქაცვითაო~. დიახ, ეს ისეთი ღობე გახლავთ, რომელშიც ეშმაკიც ვერ გაბედავს შეძრომას. ქაცვი მშვენიერი, ნაცრისფერფოთლიანი და ნარინჯისფერნაყოფიანი მცენარეა, დეკორატიული თვალსაზრისით – მეტად ეფექტური, ხოლო მისი ნაყოფი საყოველთაოდ ცნობილი საკვები და სამკურნალწამლოა. იგივე შეიძლება ითქვას კუნელზე, მაყვალსა და ასკილზეც. თითოეული მათგანის დახასიათება იხილეთ ქვემოთ.
თუ თქვენი არჩევანი ცოცხალ ღობეზე შეაჩერეთ, მაშინ, პირველ რიგში, მავთულის ბადე უნდა შემოავლოთ ნაკვეთს და მერე გააშენოთ ღობისათვის გათვალისწინებული მცენარეები.
თუ სარწყავი წყალი არ გაქვთ და არც მისი შეყვანის პერსპექტივაა, ბაღის გაშენებაზე ფიქრიც ზედმეტია.
გთავაზობთ ნაკვეთის მოწყობის სავარაუდო გეგმას, მაგრამ საკუთარ ფანტაზიასაც მიეცით გასაქანი. ნურც იმ კულტურებით დაკმაყოფილდებით, რაც გეგმაზეა მოცემული. დარგეთ თითო ძირი მაინც ის მცენარე, რომელზეც მანამდე ოცნებობდით.
გახსოვდეთ
ხეხილი დარგეთ ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში. გირჩევთ, დარგოთ ნახევრად ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნილი ვაშლის ნერგები, რომელთა შორის მანძილი 4X4მ ან 3X5მ-ზეა. მთლად ნაგალა საძირეებზე დამყნილ ნერგებს შორის მანძილი უფრო მცირეა – 3X2,5 მ-ზე ან 3X3 მ-ზე. აუცილებლად დარგეთ 1 ძირი ბალი, 2 ძირი ალუბალი, 2 ძირი ქლიავი, 1 ძირი ლეღვი, 3 ძირი ატამი, 2 ძირი მსხალი – ერთმანეთისაგან არანაკლებ 3მ-ის (ჯობია, 4 მ) დაშორებით.
ღობის გაყოლებით ერთ მხარეს გააშენეთ სახეივნე ვაზი – დაცილება 2-2,5 მ. ღობის მეორე მხარეს 3 ძირი თხილი – 3X3 მ-ზე (უმჯობესია 4X4-ზე). ერთი ძირი საუკეთესო ჯიშის კაკალი ისეთ ადგილას დარგეთ, რომ არც თქვენ დაგიჩრდილოთ ბაღი და არც მეზობელს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
კურკოვან კულტურებში ქლიავი ერთ-ერთი საუკეთესოა – მისი ნაყოფი მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს
ქლიავი
კურკოვან კულტურებში ქლიავი ერთ-ერთი საუკეთესოა.
მისი ნაყოფი მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: შაქრებს, მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, A, ჩ, P ჯგუფის ვიტამინებს. კურკა შეიცავს 42% ცხიმოვან ზეთებს. ქლიავის ბაღი საუკეთესოა მეფუტკრეობისთვის თაფლის მაღალი გამოსავლიანობის გამო (37კგ-მდე 1ჰა-ზე). ნაყოფი გამოიყენება მურაბის, ხილფაფის, ჩირის, კომპოტის, საწებლის, მარმელადის, წვენის, ღვინისა და არყის ნედლეულად. საუკეთესო საძირეა ატმის, გარგარისა და ნუშისთვის. საქართველოში 30 ჯიშის ქლიავი ხარობს. მრავლდება მყნობით. საძირედ გამოიყენება ტყემალი. ირგვება 10ხ10, 8ხ8 მ-ის დაშორებით. თქვენს ნაკვეთში, მცირე ფართობის გამო, შეგიძლიათ დარგოთ ერთეული ეგზემპლარის სახით. ყინვაგამძლეა. საუკეთესო ნიადაგად ქლიავისთვის ითვლება ღრმა ნეშომპალა-კარბონატული და მუქი ნაცრისფერი ნიადაგები. მოითხოვს ტენის დიდ რაოდენობას, თუმცა არც გადაჭარბებული რწყვა სჭირდება.
დაავადებებიდან ყველაზე ხშირია ფოთლის ლაქიანობა. ნაყოფი ავადდება სოკოვანი დაავადებებით, რომელთა თავიდან ასაცილებლად საუკეთესო ღონისძიებაა კვირტის დაბერვამდე 2-3%-იანი ბორდოს ხსნარით ჩამორეცხვა, ხოლო ნაყოფის გამონასკვის შემდეგ 1%-იანი ბორდოს ხსნარის შესხურება. თუ 2 კვირის შემდეგ შესხურებას გაიმეორებთ, ზემოთ ნახსენებ დაავადებებს საბოლოოდ აიცილებთ თავიდან. ჩვენში შავი ქლიავის სახელით მოიხსენიება ჯიში „იტალიური ვენგერკა“, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში ცნობილ კალიფორნიულ „შავ ქლიავს“.
საქართველოში გავრცელებული ქლიავის ჯიშებია: ატმისებრი (სინონიმები: წითელი ნექტარინი, ალიბუხარა), ონტარიო, ეკატერინე, ჭრელი პერდრიგონი, ნამდვილი ადრეული უნგრულა, ჩვეულებრივი უნგრულა, აჟანის უნგრულა, იტალიური უნგრულა (სინონიმები: ფელენბერგი, ფრანგული შავი ქლიავი), დიდი ჰერცოგი, კირკე, ღოღნოშო, ჭანჭური, ალტანის რენკლოდი (სინონიმი: გრაფი ალტანი), მწვანე რენკლოდი (სინონიმი: ინგლისური ქლიავი), ბუმბერაზი (სინონიმები: ჯაიენტი, პრიუნი), კვერცხისებრი ყვითელი (სინონიმი: დამ ობერი) და სხვ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
10 სახეობის ქათამი, ფარშავანგები, იხვები, ბატები, ციცრები, ინდაურები… – ახალგაზრდა ფერმერი სენაკიდან
მურმან გვასალია ახალგაზრდა ფერმერია.
მურმან გვასალიას სენაკში დიდი მეურნობა აქვს. მისი მეურნეობა ათობით სხვადასხვა სახეობის ქათამს, ინდაურს, ფარშავანგს, იხვებს, ბატებს, ციცრებს და ჰექტრობით ბაღს მოიცავს.

სხვადასხვა სახეობის ქათამი სამი სხვადასხვა სახეობის ინდაური, ფარშავანგი, იხვები, ბატები და ციცრები ყავთ. ყველა სახეობა ცალ-ცალკე გალიებშია, რათა არ შეჯვარდნენ ერთმანეთში და არ მოხდეს სისხლის არევა. ასე სუფთად თუ დაიცავენ სახეობების „სიწმინდეს“, უფრი კარგი შთამომავლობა ეყოლებათ.

დაახლოებით 6 ჰექტარი აქვთ, რომელზეც სხვადასხვა ჯიშის ხეხილია გაშენებული, ასევე – ფრინველების ფერმა და მეფუტკრეობასაც.

ულამაზესი ფარშავანგები ყავთ. სამომავლოდ კონტაქტური ზოოპარკის გაკეთებას აპირებს, სადაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება.









