შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

0
სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს
#image_title

თბილისის ზოოპარკში უნიკალური აღმოჩენა — მეცნიერებმა ამფიბიის ქვირითი აღმოაჩინეს, რომელიც 34 მილიონი წლის წინ, ოლიგოცენის ეპოქაში არსებობდა. აღმოჩენილ ქვირითს ინკუბაციის შემდეგ სიცოცხლე შთაბერეს და ზოოპარკის ლაბორატორიაში შვიდი ლარვა წარმატებით გამოიჩეკა.

მცირე ზომის, ჟელესებურ წარმონაქმნებს ზოოპარკის ტერიტორიაზე, ჰიპოპოტამის ტბორის ფსკერზე, წყლის ამოტუმბვისას წააწყდნენ. თავდაპირველად ისინი პინგ-პონგის ბურთებს წააგავდნენ, თუმცა შემდგომ ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქმე ამფიბიის ქვირითთანგვქონდა.

ინკუბაციისთვის გამოყენებულ იქნა Gugul Bu-De 1962 მოდელის პროფესიული აპარატი, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია ამფიბიებისა და ქვეწარმავლების ქვირითის გამოჩეკისთვის. შესაბამისი ტემპერატურული და ტენიანობის პირობების შექმნის შემდეგ, ქვირითიდან ლარვები გამოიჩეკა.

გენეტიკური ანალიზის შედეგი სენსაციურია:

გამოჩეკილი ლარვები მიეკუთვნებიან გადაშენებულ სახეობას — ფოჩიანი გველკუა (Cheloserpentus pochii), რომელიც ცნობილია მეცნიერი ოლივიე ბლომანჟეს მიერ. ანალიზი ესპანეთში, ვალენსიის სამეფო პალეობიოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარდა.

მეცნიერების ვარაუდით, ქვირითი ოლიგოცენის ეპოქაში კლიმატური პირობების შედეგად ყინულის ფენაში ჩაიყინა და ანაბიოზურ მდგომარეობაში გადავიდა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დნობის შედეგად, ქვირითი სავარაუდოდ არაგვში აღმოჩნდა, შემდეგ — თბილისის ზღვაში, და იქიდან ფრინველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე გადმოიტანეს.

გადარჩენილი ლარვები ამჟამად ზოოპარკის სპეციალურ გარემოში, მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
მათი კვება მწყრის კვერცხის გულის, ფეტვის ჭიებისა და არაჟნის სპეციალური ნაზავით ხდება.

„მოგეხსენებათ, რომ ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ჰიპოპოტამის ტბორი, რომლის მოცულობაც 3000 კუბური მეტრია.
ამასწინათ რომ მოთოვა, ხომ გახსოვთ? თოვლის დადნობის შემდეგ საგაზაფხულო სამუშაოები წამოვიწყეთ და ტბორის დასუფთავება გადავწყვიტეთ. წყლის ამოტუმბვის შემდეგ ფსკერზე, ტალახში პინგ-პონგის ბურთები შევნიშნეთ. ცოტა კი გაგვიკვირდა. ბურთები? ტბორში? ან რანაირად ჩაიძირა? ამოსაღებად რომ მივუახლოვდით აღმოჩნდა, რომ ეს მოთეთრო სფეროები არა ბურთები, არამედ ჭაობისფერ ხავსისმაგვარ მასაში ჩაფლული გაურკვეველი ჟელესებური წარმონაქმნი იყო. ცხადია, დავინტერესდით, ფრთხილად ამოვკრიფეთ და სტერილური ჭურჭლით ჩვენს ლაბორატორიაში გავაქანეთ. ულტრაიისფერი სხივებით ქენდელიზაციამ დაგვანახა, რომ „ბურთების“ ეპიდერმისის ქვეშ, ყვითრში, რაღაცა ზანტად ფუთფუთებდა. ჭაობისფერი სუბსტანცია კი, რომელშიც სფეროები იყო მოთავსებული, დანაწევრების შემდეგ ცენტრისკენული ძალებით კვლავ ერთიანდებოდა.
მივხვდით, რომ ეს უჩვეულო ბურთულები სხვა არაფერი იყო, თუ არა ქვირითი. გადავწყვიტეთ, რომ შესაბამისი პირობები შეგვექმნა და სასწრაფოდ Gugul Bu-De 1962 ინკუბატორში გადავიტანეთ, სადაც არა მხოლოდ ფრინველებისა და ქვეწარმავლების კვერცხების, არამედ ამფიბიებისა და თევზების ქვირითის გამოჩეკაცაა შესაძლებელი. ქვირითისთვის სათანადო აბიოტური პირობები უზრუნველვყავით, კერძოდ: მაღალი ტენიანობა (87 %) და ტემპერატურა (23 °C). ინკუბაციის პერიოდმა 13 დღე გასტანა და 3 მარტს, გამთენიისას ლარვებიც გამოიჩეკნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ 7 მათგანი გადარჩა, დანარჩენი კი გალაყდა. გალაყებული მასალა ვალენსიაში (ესპანეთი), „ვესტ და ისტ პარათეტისის კვლევის სამეფო ინსტიტუტში“ გადავგზავნეთ. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე აწ უკვე გადაშენებულ სახეობასთან გვქონდა, რომელიც დედამიწაზე 34 მილიონი წლის წინ, ოლიგოცენის ეპოქაში ბინადრობდა და ე.წ. პარათეტისის აღმოსავლეთ სანაპიროებთან იყო გავრცელებული. მთათწარმოქმნის პროცესის დროს სწორედ ამ პარათეტისის წიაღიდან ამოიზვირთა კავკასიონის ბუმბერაზი, მკაცრი, ამაყი და სპეტაკი თოვლით დაფარული მთათა სისტემა.
კავკასიონი ოლიგოცენში, 25 მილიონი წლის წინ, არაბეთისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების სუბდიქციის შედეგად წარმოიქმნა. როგორც ჩანს, ეს ქვირითი კავკასიონის ამოზვირთვას ამოჰყვა, ამ ჭაობისფერ სუბსტანციაში ინცისტირდა და კრიოლიპოლიზის შედეგად ყინულის ფენაში ჩაიყინა. განადგურებისგან ქვირითი სწორედ ამ მწვანე სუბსტანციამ დაიცვა, შეუწყო რა ხელი მის ანაბიოზში გადასვლას. აშკარაა, რომ კლიმატის ცვლილებით განპირობებული მყინვარების დნობის შედეგად ქვირითი დანალექ ქანებს ჩამოჰყვა და, სავარაუდოდ, არაგვში მოხვდა, საიდანაც თბილისის ზღვაში აღმოჩნდა. თბილისის ზღვიდან კი, დიდი ალბათობით, ჩხიკვებმა და კაჭკაჭებმა გადმოიტანეს, რომლებიც მრავლად ბუდობენ ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე (მოგეხსენებათ, რომ ეს ფრინველები საკვების მარაგს მიწაში მალავენ). სავარაუდოდ, თოვლის დნობისას მიწის ზედაპირზე დაფლული ქვირითი დამდნარი თოვლის ნაკადმა ჰიპოპოტამის ტბორში გადაანთხია და ლარვებმაც იქ გააგრძელეს ზრდა-განვითარება.
გალაყებული ქვირითის გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ეს სახეობა ფოჩიანი გველკუაა (Cheloserpentus pochii), რომელიც ფრანგმა პალეობიოლოგმა ოლივიე ბლომანჟემ აღწერა. ცნობილია, რომ მეცნიერი და ნატურალისტი იოჰან გიულდენშტედტი, თავის ნაწარმოებში „კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კავკასია“ მოიხსენიებდა ცხოველს, რომელიც არც ქვეწარმავალი იყო, არც თევზი და გუდამაყრელი მენახირეების აღწერით კისრიდან ფოჩები ჰქონდა გამოზრდილი. ვფიქრობთ, რომ გიულდენშტედტის წიგნში ნახსენები არსება ბლომანჟეს მიერ აღწერილი სახეობა გახლდათ და ჩვენი ქვირითიც მასვე ეკუთვნის. ამ თეორიას ეთანხმება ცნობილი ესპანელი პალეობიოლოგი ბეატრის უპოჩოც. ეს ცხოველები პერიოდულად მართლაც ჩნდებოდნენ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და, ჩვენი ვარაუდით, სწორედ ამ სახეობამ დაუდო საფუძველი ქართულ ზეპირსიტყვიერებაში დღემდე შემორჩენილ ლეგენდებს გველკუას შესახებ.
გადარჩენილი ლარვები ამჟამად ზოოპარკის დირექტორის მოადგილის (სამეცნიერო დარგში), დავით თაქთაქიშვილის, მზრუნველ კალთას ებარებიან. რადგან დაზუსტებით არ ვიცით, თუ რით იკვებებიან ეს არსებები, სპეციალურ პასტას ვამზადებთ და პატარებს მწყრის კვერცხის გულის, ფეტვის ჭიებისა და დაბალცხიმიანი არაჟნის ნაზავით ვკვებავთ. საკვებს ინსულინის შპრიცით ვასხამთ ციცქნა პირებში ყოველ 3 საათში ერთხელ. მათი განვითარების დინამიკით დ. თაქთაქიშვილი ფრიად კმაყოფილია.“

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

,,გემრიელი რეკომენდაციები” –  ირაკლი არაბულის რეკომენდაციები კარაქთან დაკავშირებით

0
„მომხმარებელმა უნდა იცოდეს - ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება“
#image_title

„გემრიელი რეკომენდაციები“

სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები კარაქთან დაკავშირებით:

ეს არის პროდუქტი, რომელიც ერთი ინგრედიენტისგან მზადდება – რძის ცხიმისგან, თუმცა მასში შედის უამრავი კომპონენტი, რისი დამსახურებითაც ეს პროდუქტი არის გამორჩეულად გამრიელი. ეს ააქტიურებს ენის რეცეპტორებს და სწორედ ამიტომ საჭიროა დოზების კონტროლი…

ბალის მოვლა-მოყვანა – დასარგავად ყველაზე შესაფერისი დრო

0
ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა
#image_title

ბალი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ხეხილოვანი კულტურაა, რომლის სწორად გაშენება და მოვლა განსაზღვრავს როგორც მოსავლიანობას, ისე ნაყოფის ხარისხს.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ბლის დარგვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ადრე გაზაფხული ან შემოდგომა, ხოლო ნიადაგის მომზადება, სასუქის მართვა, მორწყვა და გასხვლა გადამწყვეტ როლს ასრულებს მცენარის ჯანმრთელობასა და დაავადებების პრევენციაში.

მოვლენების აღწერა

აგრონომიული რეკომენდაციების თანახმად, ბლის ბაღის გაშენებისას მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დრო, ორმოს მომზადება და ნიადაგის ნაყოფიერების შეფასება. პრაქტიკაში მიღებულია, რომ ნერგის დასარგავად ორმო უნდა იყოს დაახლოებით 2–3 მეტრის სიღრმის, რაც უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის თავისუფალ განვითარებას და ნიადაგის საკვები ელემენტებით გამდიდრებას.

ბალი კარგად რეაგირებს მინერალურ და ორგანულ სასუქებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. თუმცა სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ სასუქის რაოდენობა უნდა განისაზღვროს ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერების და წინა წლებში შეტანილი სასუქების გათვალისწინებით. გამოფიტულ ნიადაგში რეკომენდებულია ერთ კვადრატულ მეტრზე 3–8 კილოგრამი ნაკელის შეტანა, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის – დაახლოებით 18 გრამი.

თუ მიწის ნაყოფიერება ზუსტად არ არის განსაზღვრული, ქიმიური სასუქების თვითნებური გამოყენება რეკომენდებული არ არის. ასეთ შემთხვევაში სასურველია ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი.

მორწყვა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. ბალი ცუდად ეგუება ჭარბ ტენიანობას, თუმცა ნაყოფის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წყლის სწორ რეჟიმზე, განსაკუთრებით ნაყოფის ფორმირების ეტაპზე. პრაქტიკაში მორწყვა ორ ძირითად ეტაპად იყოფა: მაისი–ივნისის დასაწყისში და ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე. აუცილებელია მორწყვის შეწყვეტა მოსავლის აღებამდე 20–30 დღით ადრე, რადგან ჭარბმა ტენიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის ლპობა.

კონტექსტი და ფონი

ბალი საქართველოს აგრარულ სექტორში მნიშვნელოვანი კულტურაა. იგი ფართოდ არის გავრცელებული როგორც საოჯახო ნაკვეთებში, ისე კომერციულ ბაღებში. კლიმატური პირობების მრავალფეროვნება სხვადასხვა რეგიონში ქმნის შესაძლებლობას სხვადასხვა ჯიშის წარმატებით მოყვანისთვის.

ბლის ბაღების მართვის თანამედროვე მიდგომები ეფუძნება აგრონომიულ ცოდნას, რომელიც მოიცავს გვირგვინის ფორმირებას, გასხვლის ტექნიკას და დაავადებების ინტეგრირებულ მართვას. ტრადიციულ ბაღებში გვხვდება ორი ძირითადი ფორმა: ბუჩქისებური და ხისებური. ბუჩქისებური ფორმირებისას მცენარეს უტოვებენ 9–11 ტოტს, ხოლო ხისებური ფორმირებისას – 7–9 ძირითად ტოტს. ტოტები განლაგებულია სამ იარუსად, სქემით 4–5, 2–3 და 2 ტოტი, იარუსებს შორის 40–60 სანტიმეტრიანი დაშორებით.

გვირგვინის სწორი ფორმირება უზრუნველყოფს სინათლის უკეთ განაწილებას, ჰაერის ცირკულაციას და დაავადებების შემცირებულ რისკს. მას შემდეგ, რაც მცენარე შეწყვეტს აქტიურ ზრდას, რეკომენდებულია გამახალგაზრდავებელი გასხვლა. ამ დროს ტოტების სიგრძე დაახლოებით 25 სანტიმეტრამდე მცირდება, რაც ხელს უწყობს ახალი ნაზარდის განვითარებას.

დეტალები და ფაქტები

ბლის ნიადაგის გამოკვება უნდა იყოს ბალანსირებული. აზოტი ხელს უწყობს ვეგეტატიურ ზრდას, ფოსფორი მნიშვნელოვანია ფესვთა სისტემისთვის, ხოლო კალიუმი გავლენას ახდენს ნაყოფის ხარისხსა და სიმკვრივეზე. ზედმეტი აზოტი, განსაკუთრებით დაავადების გავრცელების პერიოდში, ზრდის სოკოვანი ინფექციების რისკს, რის გამოც დაავადების გამოვლენისას რეკომენდებულია აზოტიანი სასუქების მიწოდების შეწყვეტა.

ბლისთვის საფრთხეს წარმოადგენს რამდენიმე მავნებელი და დაავადება. გავრცელებულ მავნებლებს შორის აღინიშნება ალუბლის ბუზი, ალუბლის ჩრჩილი, ალუბლის ხერხია, ალუბლის რინქიტი და ალუბლის ბუგრი. დაავადებებიდან ხშირია კოკომიკოზი, კლესტეროსპორიოზი (ხვრელოვანი ლაქიანობა), კამედეტეცება და მონილიოზი.

მონილიოზი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად ითვლება. იგი ვლინდება ყვავილების გამოშრობით, ფოთლების დამწვრობითა და ტოტების გახმობით. გამხმარი ფოთლები ხანგრძლივად არ სცვივა და ნესტიან ამინდში მათ ზედაპირზე ვითარდება ნაცრისფერი ბალიშები, რაც სოკოს სპორების არსებობაზე მიუთითებს. დაავადების კონტროლის მიზნით საჭიროა ყველა დაზიანებული ტოტის მოჭრა დაავადებული უბნიდან 15–20 სანტიმეტრით ქვემოთ და მათი დაწვა.

აგრონომიული პრაქტიკის თანახმად, ბლის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც მოიცავს სანიტარულ ღონისძიებებს, ნიადაგის მოვლას და საჭიროების შემთხვევაში დამტკიცებული მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებას.

საერთაშორისო ან რეგიონული პერსპექტივა

ბალი ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის ქვეყნებში. საერთაშორისო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, ბლის წარმოება მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს წარმოადგენს მრავალი ქვეყნისთვის [1]. დაავადებების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა ეფუძნება სოკოვანი დაავადებების პრევენციას, დროულ გასხვლას და მავნებლების მონიტორინგს.

ევროპის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში ხაზგასმულია სანიტარული ღონისძიებების მნიშვნელობა, მათ შორის ინფიცირებული მცენარეული მასალის დროული მოცილება და ბაღის ჰიგიენის დაცვა [2]. მსგავსი მიდგომები შეესაბამება საქართველოში გავრცელებულ პრაქტიკასაც.

კლიმატური ცვლილებები ასევე გავლენას ახდენს ბლის წარმოებაზე. ტემპერატურის მატება და ნალექების რეჟიმის ცვლილება ზრდის სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკს, რაც დამატებით ყურადღებას მოითხოვს წყლის მართვისა და დროული გასხვლის მიმართულებით.

საქართველოს კონტექსტი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბლის მოყვანა განსხვავებული აგროტექნიკური მიდგომების საჭიროებას იწვევს. აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით მშრალი კლიმატი ნაკლებად ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას, თუმცა მორწყვა აუცილებელია. დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენიანობა მაღალია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დრენაჟს და სანიტარულ ღონისძიებებს.

ბლის წარმოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი ბაზრის მომარაგებაში და მცირე ფერმერული მეურნეობების ეკონომიკურ მდგრადობაში. აგრონომიული რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის ნიადაგის ანალიზზე დაფუძნებული სასუქის გამოყენება და დაავადებების პრევენცია, ზრდის მოსავლიანობას და ამცირებს დანაკარგებს. დამატებითი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის თემებზე ხელმისაწვდომია საინფორმაციო პლატფორმაზე https://www.sheniambebi.ge.

ანალიტიკური, ნეიტრალური შეჯამება

ბლის წარმატებული მოყვანა ეფუძნება რამდენიმე საკვანძო ფაქტორს: სწორ დროს დარგვას, ნიადაგის ნაყოფიერების შეფასებას, დაბალანსებულ სასუქის გამოყენებას, მორწყვის მართვას და დაავადებების დროულ კონტროლს. ჭარბი ტენიანობა და არასწორი კვება ზრდის სოკოვანი დაავადებების რისკს, ხოლო სანიტარული ღონისძიებების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავალს.

თანამედროვე აგრონომიული მიდგომები, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და ადგილობრივ გამოცდილებას, ქმნის შესაძლებლობას ბლის ბაღების უფრო მდგრადი მართვისთვის. კლიმატური პირობების გათვალისწინება და ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებების გამოყენება რჩება მოსავლიანობისა და ნაყოფის ხარისხის განსაზღვრის მთავარ წინაპირობად.

წყაროები

  1. Food and Agriculture Organization of the United Nations. FAOSTAT Crops Data. Rome: FAO; 2023. ხელმისაწვდომია: https://www.fao.org/faostat/en/#data/QCL
  2. European and Mediterranean Plant Protection Organization. Monilinia spp. on stone fruits. EPPO; 2022. ხელმისაწვდომია: https://gd.eppo.int/taxon/MONLFR
  3. წყარო:

შეიძლება თუ არა თევზის ქონის და ვიტამინების მიღება მარხვის დარღვევის გარეშე?

0
შეიძლება თუ არა თევზის ქონის და ვიტამინების მიღება მარხვის დარღვევის გარეშე?
#image_title

მარხვის დროს ბევრი ადამიანი კითხულობს: შეიძლება თუ არა თევზის ქონის და ვიტამინების მიღება მარხვის დარღვევის გარეშე?

მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა განმარტა, თუ როგორ უნდა მიუდგეს მორწმუნე მედიკამენტებს და პრევენციულ ზომებს ამ მკაცრი შეზღუდვების პერიოდში.

მისი თქმით, მარხვა მოითხოვს გარკვეული საკვებისგან თავის შეკავებას, მაგრამ მედიკამენტები არ არის აკრძალული მარხვის არცერთი ფორმის დროს.

მედიკამენტების მიღება შესაძლებელია ლიტურგიკული მარხვის დროსაც კი. ლიტურგიკული მარხვა არის ის, როდესაც ადამიანი სრულად თავს იკავებს საკვებისა და წყლისგან დილით, ზიარების მიღებამდე. ეს არის მარხვის ყველაზე მკაცრი ფორმა, რომელიც მოითხოვს სრულ თავშეკავებას. ამ შემთხვევაშიც კი, ადამიანს აქვს უფლება მიიღოს აბი და დალიოს წყლით – ეს არც ცოდვაა და არც მარხვის დარღვევა.

მღვდელმა დასძინა, რომ იგივე ლოგიკა ვრცელდება თევზის ზეთზე და სხვა ომეგას შემცველ დანამატებზე.

გახსოვდეთ: თუ ვიტამინები მეტ ენერგიას გაძლევთ, მაშინ მეტი ენერგია დაგრჩებათ ეკლესიაში სიარულისთვის, ლოცვისთვის და კეთილი საქმეების კეთებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

0
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!
#image_title

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე

იცოდით, რომ თქვენი სამზარეულოს ღრუბელი შეიძლება უფრო ბინძური იყოს, ვიდრე ტუალეტის ნიჟარა?

კვლევები აჩვენებს, რომ სამზარეულოს ღრუბელი ერთ-ერთი ყველაზე ბაქტერიებით სავსე ნივთია სახლში.

მიკრობიოლოგების შეფასებით:

ღრუბელზე ბაქტერიების კონცენტრაცია ისეთივე მაღალია, როგორც ადამიანის ფეკალიებში!

მასში გვხვდება E. coli, სალმონელა და სტაფილოკოკი, რაც შეიძლება მძიმე ინფექციების გამომწვევი გახდეს.

ღრუბლის დასუფთავება მიკროტალღურ ღუმელში ან მდუღარე წყალში ჩადება მხოლოდ მცირე ხნით კლავს ბაქტერიებს – ისინი ისევ სწრაფად მრავლდებიან!

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე?

  • ყოველ 5-7 დღეში ერთხელ შეცვალეთ სამზარეულოს ღრუბელი.
  • გამოიყენეთ ჭურჭლის ჯაგრისები, რომლებიც ადვილად ირეცხება და ნაკლებ ბაქტერიას შეიცავს.
  • ღრუბელი დეზინფექციის შემდეგაც ხშირად გამოიცვალეთ, რადგან ბაქტერიების ნაწილი მაინც რჩება.
  • იდეალური ალტერნატივაა უჟანგავი ფოლადის ქსოვილები და ეკოლოგიური ბამბუკის ღრუბლები, რომლებიც ნაკლებად ინახავს ბაქტერიებს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის  რეკომენდაცია:

  • „ღრუბელი არ უნდა გახდეს ბაქტერიების ბუდე!
  • ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე ღრუბელს კვირების განმავლობაში – ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია!
  • დაბინძურებული ღრუბელი შეიძლება გახდეს ნაწლავური ინფექციებისა და საკვების მოწამვლის მიზეზი.
  • სამზარეულოს ჰიგიენის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხელების დაბანა!“

წყაროები:

შენი სუფრა – სამზარეულოს ჰიგიენა და კვების უსაფრთხოება: shenisupra.ge

შენი ამბები – ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი: sheniambebi.ge

BBC Health – “How Dirty is Your Kitchen Sponge?” https://bbc.in/4b86MwG

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი;

WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა სხვებმაც გაიგონ, რატომ უნდა შეცვალონ სამზარეულოს ღრუბელი რეგულარულად!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ჰიგიენა #სამზარეულოსუსაფრთხოება #ბაქტერიები #საკვებისუსაფრთხოება #სისუფთავე #ჯანმრთელობათავიდან

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

SheniSupra.ge

 

შეიძლება იყოს text გამოსახულება

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება

0
თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება
#image_title

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

„ქართული ხორცი აღარაა!“

0
„ქართული ხორცი აღარაა!“
#image_title

„ქართული ხორცი აღარაა!“

Irakli Arabuli’s Blog

7 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა სურსათის უვნებლობაში

0
7 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა სურსათის უვნებლობაში
#image_title

7 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა სურსათის უვნებლობაში

სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები:

ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე წელს, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს

0
ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე წელს, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს
#image_title

ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები კომპანიებთან „Colangelo & Partners“ და „Glodow Nead Communication“ გააფორმა.

აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

„Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს. აღნიშნულ კომპანიასთან ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.

კომპანიასთან „Glodow Nead Communication“ თანამშრომლობას სააგენტო მიმდინარე წლიდან იწყებს. „Glodow Nead Communication“ 1974 წელს კალიფორნიაში დაარსდა და ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პრემიალურ PR სააგენტოდ ითვლება, რომლის ძირითადი სერვისებია სტრატეგიული ბრენდინგი, PR, ბრენდის კონტენტის შექმნა და დამკვიდრება ყველა მნიშვნელოვანი მედია პლატფორმის საშუალებით.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

„უფრო მეტს მოველოდი საკუთარი თავისგან, მაგრამ ისეთი რთული დროება დამიდგა მაინც ვეცადე გამომსვლოდა …“ – “ა&ლ ფლორა”-ს დამფუძნებელი ნიკა წულუკიძე

0
#image_title

მცირე ბიზნესის გამოწვევები, გამოწვევები ყვავილების ბიზნესში

მცირე ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელი ნიკა წულუკიძე

ნიკა წულუკიძე საკმაოდ რთულ და შრომატევად საქმიანობას არის შეჭიდებული. 

წარმატებულია თუ არა ყვავილების ბიზნესი და რით არის წარმატება განპირობებული.

„დღეს არსებული რეალიზატორები ვინც ვართ, ვისარგებლეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამით და გავაკეთე 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე სასათბურე მეურნეობა. საკმაოდ დიდი სირთულეები გავიარე. პირველ ეტაპზე ვიყავით მწარმოებლები. შემდეგ უკვე განვითარების მიჯნაზე პროგრამური სარგებლობით ევროსტანდარტების გათვალისწინებით 4 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით ჰოლანდიურ ვარდებს. ამისკენ გვიბიძგა იმან, რომ ადგილობრივი პროდუქციის დაუფასებლობა აღინიშნა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ვერ იყიდებოდა შესაბამის ფასად. ადგილობრივი პროდუქციის დაუფასებლობაა.

ძირითადად სომხეთიდან შემოდის ყვავილები და ამ ბაზის საფუძველზე ჩვენი პროდუქტის თვითღირებულება იკლებს. ხარჯების უთანასწორობა იწვევს ბიზნესის ჩავარდნას“, – განაცხადა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ

როგორ შეიძლება იმპორტირებული პროდუქცია ღირდეს უფრო  იაფი იმის გათვალისწინებით, რომ მისი წარმოება ხდება სხვა ქვეყანაში, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები და ბუნებრივია, ადგილზეც ფასნამატი ჩნდება.

რატომ ვერ ახერხებს ადგილობრივი წარმოება, რომ კონკურენტული ფასი ქონდეს?

ნიკა წულუკიძე ამბობს, რომ მის საქმიანობაში ხედავს ხარვეზებს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამ ყველაფერს სწავლის ეტაპზე გადასცემენ მომავალ თაობას, უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება, ვგულისხმობ საგადასახადო პროცედურებს.

მე უშუალოდ ჩემს საქმიანობაში დავინახე ხარვეზი. ვერ ვიპოვე ისეთი კადრი, რომელიც  ინფორმაციას მომაწვდიდა გადახდისუნარიანობათან, თუნდაც საშემოსავლო მიმართულებით. ამიტომ ყველა პუნქტზე ახალ გამოწვევას კიდევ ახალი გამოწვევა მოსდევდა, რომ თავად მე შემესწავლა და ამის შემდეგ უნდა დამეწყო კადრების ძიება.

რაც შეეხება შემოტანილი პროდუქციის ვერდაბალანსებას, ეს გამოიახატება იმით, რომ ვისაც შემოაქვს, ფასებს განკარგავენ და ამის მოცემულობა არის ის, რომ არ გვაქვს ისეთი ბაზები, სადაც დიდი ხნის განმავლობაში შეინახება პროდუქტი. სამწუხაროდ  საქართველოში არ გვაქვს შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების პირობები, რომ იგივე ბაზა მოვაწყოთ, გლეხებს საგრანტო მიმართულები მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი დახვეწონ და ევროსტანდარტებს შეუსაბამონ. არ ვამბობ იმას, რომ სახელმწიფოსგან არ მოდის ეს ბერკეტები. სახელმწიფოსგან ყველა ბერკეტი მოდის, მაგრამ სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად ინფორმირებული არ არის, როგორიც შეიძლება იყოს განათლების ამაღლება, თუნდაც ყვავილების მიმართულებით. სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხაში უნდა იქნას თითოეული პუნქტი მიზნობრივად დატანილი, თუნდაც ის ხარჯვითი ნაწილი, რა პრობლემის წინაშეც მე აღმოვჩნდი. მწარმოებელი ვიყავი, მაგრამ არ მქონდა ამის შესაძლებლობა“ – აღნიშნა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ.

მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქცია არ დაფასდა.

„სამწუხაროდ, ადგილობრივი პროდუქცია არ დაფასდა. ვაბარებდი 1-1.5 ლარად,  უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია გაცილებით დაბალ ნიშნულზე იყო – 3-3,5-4 ლარი ღირდა, სადღესასწაულო დღეებში კი კატასტროფულად იმატებს ფასი.

ჩემთვის ფასების ცვლილება მომხმარებლების დაკარგვას ნიშნავს. ამას ყოველდღიური განვითარება ჭირდება. ოჯახის წევრებისგან ამ მიმართულებით დიდი ხელშეწყობა მაქვს.

დღესდღეოსობით ჩვენ მუდმივი მომხმარებლები გვყავს და ფულადი ნაკადის გათვლა შეგვიძლია, რითაც ვარსებობთ და ვითარდებით, სოციალური ქსელების ჩართულობით დღევანდელი მოცემულობოთ მარკეტინგის დახმარებით

აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოს“ დამწყები მეწარმეებისთვის აქვს 10 000- ლარიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს გაციფრულებას, ასევე მარკეტინგის ამაღლებას. შესაძლებელია, რომ გადაამზადოს პერსონალი, რომელიც ბიზნესში დაგვეხმარება. ამ მხრივ ეტაპობრივი ზრდა გვაქვს“ – “ – აღნიშნა ნიკა წულუკიძემ.

რამდენად მომთხოვნია მომხმარებელი ხარისხთან მიმართებაში და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ვერ დააკმაყოფილეთ შემკვეთის მოთხოვნები და ამის გამო დაკარგეთ კლიენტი?

ამის პასუხად “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც არ ქონდათ ისეთი ხარისხი, რაც მაღალი მოთხოვნების კატეგორიის მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა.

„მოგეხსენებათ, ბათუმი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და ამისი ერთ-ერთი გამოხატულება არის ტურიზმი. ხელის შეწყობა აქვს ბიზნესს. მთავარია, „მოინდომოს“ ადამიანმა, ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყონ…

ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ არ გვქონდა ისეთი ხარისხი, რაც მაღალი მოთხოვნების კატეგორიის მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა. დღევანდელი მოცემულობით იმ კატეგორიას, რომლებსაც წლების წინ ვერ ვაკმაყოფილებდით, დღეს საშუალოზე მაღალ ნიშნულზე ვაკმაყოფილებთ და კიდევ გვაქვს ყველაფრის განვითარების პოტენციალი“ – განაცხადა ნიკა წულუკიძემ.

რა არის მთავარი გამოწვევა? რა გიშლით ხელს, რომ სწრაფად განვითარდეთ?

ნიკა წულუკიძე აღნიშნავს, რომ უფრო მეტი შრომაა საჭირო. უფრო მეტს მოელოდა საკუთარი თავისგან …

„უფრო მეტი შრომა გჭირდება. ქვეყანაში და გლობალურ დონეზე მშვიდობა და სახელმწოფოს ბერკეტების მომართვა დამწყები ბიზნესისკენ. ბევრი შრომითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩვენს პროდუქტთან მისადაგებით დავძლევთ ყველაფერს და მივაღწევთ იმ მიზანს, რაც გათვლილი გვაქვს.

უფრო მეტს მოველოდი საკუთარი თავისგან, მაგრამ ისეთი რთული დროება დამიდგა მაინც ვეცადე გამომსვლოდა …“ – განაცხადა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ