პარასკევი, აგვისტო 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

„სამზარეულო საზღვრებს გარეშე” – ქართველი შეფ მზარეული დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც მთელი სტარსბურგი აღაფრთოვანა

0

ავტორი: თინათინ თავხელიძე

“სამზარეულო საზღვრებს გარეშე” – ამ სათაურით დაიბეჭდა ქართველი შეფ მზარეულის დარეჯან ფხაკაძის ინტერვიუ, ფრანგული გასტრონომიის კრიტიკოსთა წიგნში “Le guide epicure Edit“. ინტერვიუში აღფრთოვანებით საუბრობენ მის ნიჭსა და უგერმიელეს კერძებზე, რომელიც აერთიანებს სხვდასხვა კულტურის კულინარიას. დარეჯან ფხაკაძე საფრანგეთში, ოცნებებით სავსე ჩემოდანით 2011 წელს ჩავიდა. კონსერვატიულ ინდუსტრიაში თავისი ადგილის დასამკვიდრებლად უამრავ გამოწვევას შეხვდა, როგორც ემიგრანტს თავდაპირველად სკეპტიციზმითაც კი უყურებდნენ, მაგრამ გამძლეობითა და მონდომებით, მან დაიმსახურა პატივისცემა და თავისი ადგილი დაიკავა ფრანგული გასტრონომიის სივრცეში. პროფესიული ურთიერთობა კულინარიასთან 2018 წლიდან დაიწყო, ემიგრანტობის მე-7 წელს, თუმცა კულინარიის სიყვარული უფრო ბავშვური ასაკიდან ახსოვს, როგორც თავად ამბობს ბებოსგან, რომელიც საკონდიტრო მზარეული იყო. თავისი უნარების დახვეწის მიზნით, დარეჯანმა საფრანგეთში დაიწყო კულინარის შესწავლა, რომელმაც სტრასბურგის ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის შეფ-მზარეულობამდე მიიყვანა.

დარეჯანი გამოცდილი მზარეულებისგან დაეუფლა იმ ტექნიკას, რომელმაც განსაზღვრა მისი კულინარიულ სტილი. სწორედ ქართული კულინარიის დამსახურებით მოხვდა ის 100 საუკეთესო შეფ-მზარეულთა შორის “Grande-est et Luxembourge 2024/2025 100 Grandy chefs.”

— დარეჯან საიდან დაიწყებდით თქვენი კულინარიული ისტორიის თხრობას? გაგვიზიარეთ თქვენი პირველი ნაბიჯები.

— საფრანგეთში ჩამოსვლიდან დაახლოებით წელიწად ნახევარში ავიღე საბუთები, აქ უსაქმურად არავინ გაგაჩერებს და მეც,რადგან მოუსვენრად ვეძებდი სამუშაოს,წავედი 2 კვირიან სტაჟირებაზე, ფრანგული რესტორანის სამზარეულოში. ჩემი ძირითადი მოვალეობა იყო ჭურჭელის დარეცხვა, პროდუქტების გასუფთავება და ასე შემდეგ. ერთ დღეს რესტორანის მფლობელმა შემომთავაზა 2 წლიანი კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც მომეცა შესაძლებლობა მუშაობასთან ერთად მესწავლა კიდევაც. მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ოჯახის წევრები ამ პროფესიის წინააღმდეგნი იყვნენ,მეუბნებოდნენ, რომ ოჯახთან და შვილებთან ერთად ამას ვერ შევძლებდი, ამასთანავე ფრანგულად თითქმის ვერ ვსაუბრობდი, მაინც გადავწყვიტე, რომ კულინარია ჩემი საქმე უნდა გამხდარიყო და წარმატებით დავამთავრე “lycee hotelier Alexandre Dumas” სასწავლო კურსი.სადაც 100 კანდიდატურიდან მხოლოდ 12 შეგვარჩიეს. ამის შემდეგ მონაწილეობა შემომთავაზეს “Refugees food festival” -ში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში საახალწლოდ განათებულ სტრასბურგის ცენტრში, “place kleber”-ზე, ერთ დღეში 700 ხინკალი გავყიდეთ. მას შემდეგ გავიარე სხვადასხვა მასტერკლასები და ამგვარად შევდგი ფეხი კულინარიაში.

— რა ძირითად ინდივიდუალურ მახასიათებლებს გამოყოფდით ფრანგულ კულინარიაში და როგორი გემოვნება აქვთ ფრანგებს?

— ფრანგული კულინარია არის მინიმალიზმი ,სუპერ დახვეწილი, ძალიან რაფინირილებული, მაგრამ სხვა მხრივ მომზადების ტექნიკა საოცარი აქვთ. ფრანგებისთვის ვიზუალურ მხარეს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე გემოებს.

— ქართულ კერძებს შორის განსაკუთრებულ მოწონებას, რომელი კერძი იმსახურებს?

— ზოგადად ფრანგები არ არიან მიჩვეული მძიმე და არეულ საკვებს, როგორიც ჩვენია. მათთან ცალ-ცალკეა ბოსტნეული, ხორცი, ამიტომ ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს ისეთი კერძები,სადაც ქართული სუნელებია გამოყენებული. მაგალითად პირველი მახსენდება ნიგვზიანი ჩახოხბილი და ბაჟე. დაგემოვნების შემდეგ აუცილებლად მეკითხებიან თუ სად შეიძლება შეიძინონ ეს სუნელები. ეს მომენტი განსაკუთრებით მიყვარს, რომ ვეუბნები: “ვერსადაც ვერ შეიძენთ საქართველოს გარადა”.

— გიყვართ ექსპერიმენტები კერძის მომზადებისას?

— როდესაც მუშაობ ევროპის ქვეყნების სამზარეულოში და განსაკუთრებით საფრანგეთში,სადაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კერძის პრეზენტაციას უბრალოდ სხვა გზა არა გაქვს, რომ ექსპერიმენტები არ გიყვარდეს.ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც ქართველები მსტუმრობენ, შეკვეთილ კერძს მივართმევთ და გვეუბნებიან ეს ჩვენი შეკვეთა არ არისო,არადა სწორედ ის არის უბრალოდ სხვანაირად გამოიყურება,ამას მხოლოდ დაგემოვნების შემდეგ ხვდებიან. ჩაქაფულის “იმიჯის” შეცვლაც მომიწია,რადგან ფრანგებისთვის ცოტა რთული კერძი აღმოჩნდა.საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ფრანგებს შევთავაზე მათთვის უფრო მისაღები ვიზუალით იგივე გემოები. ჩაქაფულის მუსი,ჩაქაფულის სოუსი, შემწვარი ბატკნის ხორცი,ჩაქაფულის პუდრში. ამ დროს ნამდვილად ვიგრძენი სიამაყე, როცა ჩაქაფულის კერძი გემოების შეუცვლელად მეტად პრეზენტაბელური გავხადე.სხვათაშორის ერთ-ერთი მოთხოვნადი კერძი გახდა ჩვენს რესტორანში.

გააგრძელეთ კითხვა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თევზჭერისას ხელნაკეთი ელექტრო შოკის გამოყენებაზე, მის შეძენასა და დამზადებაზე სანქციები მკაცრდება

0

ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების დამზადებასა და თევზჭერის პროცესში მის გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა.

ცვლილებები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.

„განსაკუთრებით მომრავლდა ისეთი საშუალებები, როგორიცაა ელექტრო შოკური აპარატის გამოყენება, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მდინარეებში არსებული ბიომრავალფეროვნების სახეობებისთვის, არამედ სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვისაც. წარსულში არაერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა. მრავალი პრევენციული ღონისძიების და ამ თვალსაზრისით სანქციების გამკაცრების მიუხედავად, მაინც ხდება ბრაკონიერობის ფაქტები. ეს გავლენას ახდენს მდინარეებში თევზის სახეობებზე და შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს.

ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების თევზჭერის პროცესში გამოყენების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა კანონმდებლობაში ახალი სანქციების შემოტანა, რომელიც გავრცელდება ამგვარი მოწყობილობების დამზადებაზე, შენახვასა და გადატანაზე“ , – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გადაცემისა და გასხვისების შემთხვევებს და აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენას, რაც გამოიწვევს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით;

თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღების საკითხს და აწესებს ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო მე-4 ნაწილი კი განმეორებით ჩადენას რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მარცვლეული კულტურების წარმოების ინდუსტრიის კვლევა

0
მარცვლეული კულტურების მიწები და სიმინდის ველი საქართველოში
მარცვლეული კულტურების წარმოება საქართველოს სოფლის მეურნეობის ხერხემლს წარმოადგენს. 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევა ღირებული ინსტრუმენტია ამ ინდუსტრიის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შეფასებისთვის.

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ საქართველოში მარცვლეული კულტურების  წარმოების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც მომზადდა 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია მარცვლოვანი პროდუქციის  ბაზრის მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი მის წარმოებასა და ექსპორტ-იმპორტზე.

კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კვლევის ბმულს:

მარცვლეული კულტურების წარმოების ინდუსტრიის კვლევა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ინტერვიუ ჟურნალისტ სალომე გოგოხიასთან, რომლის საქმიანობა არაერთ წელს ითვლის

0

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ სალომე გოგოხიასთან, რომელიც შთამბეჭდავ და მრავალწლიან პროფესიულ ისტორიას გვიამბობს:

–  სალომე, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… როგორც ვიცი, ტელევიზიამდე იყო ბეჭდური მედია … გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

– მეორე კურსზე ვიყავი, როცა პრესაში მუშაობა დავიწყე. პირველი სამსახური იყო ყოველკვირეული ჟურნალი “რეიტინგი”, მეგობართან ერთად მივედი. ყოველგვარი რეკომენდაციების და პროტეჟეების გარეშე. რედაქციაში დავრეკე და ვუთხარი, ინტერვიუ გვაქვს ინგა გრიგოლიასთან, თუ დაბეჭდავთ- მეთქი . (რეალურად სხვა ჟურნალისთვის ჩავწერეთ მაშინ ეს ინტერვიუ, მაგრამ მოულოდნელად დაიხურა ის გამოცემა, მე კი მინდოდა ინტვერვიუ დაბეჭდილიყო და გზების მოძებნა დავიწყე. რამდენიმე ჟურნალ-გაზეთს დავურეკე, მხოლოს “რეიტინგის” რედაქცია დაინტერესდა ჩვენით. მივედით გასაუბრებაზე. მართალია ინტერვიუ  არ დაბეჭდეს, მაგრამ მუშაობა შემოგვთავაზეს. ასე დაიწყო ჩემი პროფესიაში შესვლა და ახლა რომ გადავხედე, რამხელა დრო გასულა უკვე – 20 წელი…
ვმუშაობდი ისეთ სერიოზულ და ცნობილ გამოცემებში როგორიცაა “რეზონანსი”, “პალიტრა”, “24 საათი” და სხვები… ვრცელია ჩემი სამსახურების ჩამონათვალი. მადლობა ყველა რედაქტორს, ვინც დიდი როლი ითამაშა, ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ჩამოყალიბებასა და გაზრდაში.

– საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
–  ზოგადად, გამომძიებლობა მინდოდა, პოლიციის აკადემიაში სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამაჩემმა ხელი შემიშალა. თავად 30 წელი მუშაობდა ამ სტრუქტურაში, რთული სფეროა, ურთულესი, შვილი ვერ გაიმეტა, როგორც ჩანს…

ამ პროფესიის არჩევაში ბიძამ, დედის ძმამ, ითამაშა მისდაუნებურად გარკვეული როლი, ფრიდონ დოჩიას ძველი ჟურნალისტები კარგად იცნობდნენ. აფხაზეთის ომის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ჩვენს ოჯახებს ერთად ცხოვრება მოუწია. 90-იან წლებში  ბიძა გაზეთ “ალიაში” მუშაობდა, შინ მოჰქონდა სამუშაო მასალა, დიქტოფონიდან “შიფრავდა” ( როგორც ჟურნალისტები ვუწოდებთ), წერდა შუაღამემდე. ასევე, მოჰქონდა პრესა, რომელსაც მუდმივად ვკითხულობდი. თუმცა, არც ბიძამ დაუჭირა მხარი ჩემს ჟურნალისტობას 🙂 საბოლოოდ, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩემით, დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს მიზანს თავად აღწევ, სხვისი დახმარების გარეშე, შენი შრომით. ასე ვითარდები, როგორც პიროვნება და საქმის პროფესიონალი.

–  ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მთავარ და აუცილებელ თვისებად მივიჩნევ უკომპრომისობას, მიუკერძოებლობას. ჟურნალისტი მამაციც უნდა იყოს, გაბედული. იმაზე, რომ ფაქტები მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქო, საუბარი აღარ მაქვს…

– სალომე, როგორია, იყო დედა და ჟურნალისტი? საკუთარი გამოცდილებაც მკარნახობს თქვენს პასუხს, თუმცა საინტერესოა, მკითხველმაც გაიგოს, რა სირთულეები სდევს თან ჩვენს პროფესიას, მითუმეტეს ქალისთვის…

– ეს  მხოლოდ ჟურნალისტმა დედებმა ვიცით, რაოდენ რთულია, ძალიან. ხშირად მიჭირს ოქროს შუალედის პოვნა, იმდენ დროს მართმევს ჩემი პროფესია, რომელიც  ჩემი ცხოვრების ნაწილია. მაგრამ ამავდროულად დედობა მაძლევს უდიდეს ძალას. დედობა ისეთია, შეუძლებელს შეგაძლებინებს. ორი შვილი მყავს – 14 და 1,7 წლის არიან… აბსოლუტურად განსხვავებული ყურადღება სჭირდებათ.

უფროსს ხშირად დავატარებდი რედაქციაში, სადაც ვმუშაობდი. პატარა როცა იყო,  იმის გამო, რომ მასთან ვყოფილიყავი, ერთი პერიოდი შინიდანაც ვმუშაობდი, მაგრამ  ესეც რთული იყო. ხარ და არც ხარ ამ დროს ბავშვთან. ყველაზე რთული პროფესია მაინც დედობაა. ამიტომ ქედს ვიხრი იმ ქალების წინაშე, რომლებიც შვილებს ზრდიან და მთელ დროს მათ უთმობენ.  ეს არის აუნაზღაურებელი და შეუფასებელი შრომა. დედაჩემმა თავის დროზე სამსახური მიატოვა და მთელი დრო ჩვენ – შვილებს დაგვითმო. თუმცა, გულის სიღრმეში სულ მინდოდა, რომ დედას ემუშავა. პრაქტიკულად, უარი თქვა თავის ცხოვრებაზე. მადლობა მას ამისთვის. ბევრჯერ მიფიქრია, მე ასე მოვიქცეოდი თუ არა… არ ვიცი…

 

– დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– მგონი ყველაზე რთული ბოლო კითხვაა 🙂 არ ვიცი, როდემდე ვიქნები ამ პროფესიაში, მაგრამ სადამდეც ვარ, ჩემს თავს ვუსურვებ, არასდროს მეღალატოს სიმართლისთვის, ყოველთვის დამეცვას ადამიანის უფლებები. როგორც ახლა არ მრცხვენია უკან მოხედვის, ვისურვებ, რომ წლების შემდეგაც ასე იყოს. და კიდევ, ისე არ მინდა წავიდე ამ პროფესიიდან , რომ ჩემი კუთხიდან არ გავაშუქო მოვლენები. ჩემი აფხაზეთიდან, ჩემი გალიდან , რომელიც რუსების მიერ  30 წელია ოკუპორებულია და  ვერ შევდივართ.

მინდა, ბევრი რეპორტაჟები შემოგთავაზოთ ჩემი ულამაზესი კუთხიდან, სადაც 8 წლამდე ვიცხოვრე. მინდა ჩემს შვილებს გავაცნო, ვაჩვენო ის ადგილები, სადაც ვცხოვრობდი და რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ამბებს ვყვები, ჩვენი, ომს გადარჩენილი ალბომიდან შემორჩენილი შავ-თეთრ ფოტოებით ვცდილობ, ვაჩვენო როგორ ვცხოვრობდით ომამდე…

ავტორი: თათია გოჩაძე 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა

0

ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს – „ირემი“ – საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა. ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის – „ირემი“ – ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საექსპერტო დასკვნის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საექსპერტო ლაბორატორიის პარტნიორი, თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე, მხატვრები, მათი ოჯახის წევრები, გალერისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა მოქალაქე ლაშა შენგელიამ და წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ…“ ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა – 80,5×102. ნამუშევარი რესტავრირებულია.

„საექსპერტო კვლევა მიზნად ისახავდა ნამუშევრის ავთენტიკურობის განსაზღვრას, რაც მოიცავს კომპლექსურ-სახელოვნებათმცოდნეო და ტექნოლოგიურ კვლევას. კომპლექსური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მათი შედარება ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ორიგინალების კვლევის შედეგებთან, ასევე – სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზი, ლაბორატორიის ესპანელი ექსპერტის, ენრიკე პარას პროფესიონალური კონსულტაცია და მისი აქტიური მონაწილეობა კვლევით პროცესში ადასტურებს, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრის – „ირმის“ ავტორია ნიკო ფიროსმანაშვილი. ნამუშევრის კვლევისას ასევე ჩატარდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის რამდენიმე ნამუშევრის კომპლექსური კვლევა შედეგების შესადარებლად; შესწავლილია შესაბამისი ლიტერატურული წყაროები; ნამუშევრის ფერწერული ფენის ზედაპირს ჩაუტარდა კვლევა სტერეომიკროსკოპით და მოხდა ცალკეული ფრაგმენტების ფოტოფიქსაცია; გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ფოტოგადაღების მეთოდი: ხილვადი რეჟიმით საერთო ხედისა და ფრაგმენტების მაკროფოტოგადაღება, ულტრაიისფერი დასხივებით და ინფრაწითელი კამერით გადაღება, რენტგენოგრაფირება და მიღებული მონაცემების შედარება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების არსებულ რენტგენოგრამებთან; ნამუშევრიდან აიღეს ნიმუშები და მოამზადეს ისინი საკვლევად. ნიმუშების კვლევა ჩატარდა რამანის ოპტიკური მიკროსკოპით, ლუმოსის ინფრაწითელი სპექტროსკოპით; ასევე, ჩატარდა ნიმუშების მეტალიზაცია (მოოქროვება) და კვლევა ელექტრონული მიკროსკოპით. გაიშიფრა მიკროსკოპებით კვლევის შედეგად გაზომილი სპექტრები და მოხდა მათი ინტერპრეტაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა. ლაბორატორია მოწყობილია 542 მ2 სივრცეში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით.

„ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კულტურის სამინისტროს კონსულტაციითა და უწყების უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის შექმნის იდეა გაჩნდა 2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარემ, მიხეილ ჯიქიამ, სოფო ფარჯიანის ხელშეწყობით, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით (ინფრაწითელი გამოსხივების სპექტროსკოპი, რამანის ოპტიკური მიკროსკოპი, ელექტრონული მიკროსკოპი, სტერეო, პოლარული და ბინოკულარული მიკროსკოპები, მაღალი რეზოლუციის ფოტოკამერები, ულტრაიისფერი ფლუორესცენცია, ინფრაწითელი ნათების კამერა, რენტგენოგრაფია, რენტგენოფლუორესცენტური ანალიზი, სრულად აღჭურვილი ქიმიური ლაბორატორია, 3D სკანერი და უმაღლესი რეზოლუციის ფოტოსკანერი). საქართველოში აქამდე მსგავსი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტიკურობის დადგენასა და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ბოლოს ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ესპანელმა ექსპერტმა ჩაუტარა გადამზადების კურსი. მათ შეისწავლეს ლაბორატორიაში განთავსებულ აპარატურასთან მუშაობა, ექსპერტიზის პროცესში მისი გამოყენება (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება. კადრების მომზადება-გადამზადება მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად, ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების საცდელი კვლევების ჩატარება. ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, უპირველესად კი, ფიროსმანის ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიისათვის აუცილებელი ტექნოლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნა. ამ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ესპანელი ექსპერტიც“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფუტკრის რძე – ყველაზე ეფექტიანი გამაახალგაზრდავებელი პროდუქტი

0
ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს.
#image_title

ფუტკრის რძე – ყველაზე ეფექტიანი გამაახალგაზრდავებელი პროდუქტი

 „უცხოეთში გასულ ფუტკრის რძეზე გული მწყდება, რადგან ვფიქრობ, ის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მოიხმაროს” – ფუტკრის რძის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში – ლადო ვარდოსანიძე ქართული ფუტკრის რძის სარგებლიანობის შესახებ
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რადიო “პოზიტივი” მედიაჰოლდინგ “შენის” პარტნიორი გახდა

0
xr:d:DAGB0EEP1sk:54,j:3121418770325178695,t:24040813

რადიო “პოზიტივი” მედიაჰოლდინგ “შენის” პარტნიორი გახდა. 

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც მედიაჰოლდინგ “შენის” დამფუძნებელია, რადიო “პოზიტივის” ხელმძღვანელ კონსტანტინე წივწივაძეს შეხვდა და საერთო საქმიანობის დეტალებზე ესაუბრა.

რადიო “პოზიტივი” უკვე წლებია, 104.3 სიხშირეზე მაუწყებლობს და მსმენელს გემოვნებიან მუსიკას და საინფორმაციო გადაცემებს სთავაზობს.

მედიაჰოლდინგი “შენი” კი ქართულ მედიასივრცეში ახლად დაფუძნებულია, 11 ვებგვერდს აერთიანებს და 15-ზე მეტი სოციალური ქსელით, სრულიად საქართველოს მოსახლეობას აწვდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით.

მხარეებმა შეხვედრაზე გამოხატეს კმაყოფილება პარტნიორული შეთანხმების შესახებ და იმედოვნებენ, რომ აღნიშნული სიახლე ორივე მედიასაშუალების წარმატების საწინდარი იქნება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქსტატი: იანვარში ზეთზე, ბოსტნეულსა და პურ-პროდუქტებზე ფასები შემცირდა

0

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების კლებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -15.9 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -11.3 პროცენტით გაიაფდა.

„ფასების -9.0-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი -4.1 პროცენტით გაიაფდა. ამასთან, ფასები 19.7 პროცენტით გაზრდილია ხილსა და ყურძენზე. ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.1 პროცენტით გაძვირდა. ასევე, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები -7.7 პროცენტით შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე. ამასთან, ფასები 5.6 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 3.9 პროცენტით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურება.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

წაყინვით დაზიანებული ხეხილის მოვლა

0
შრატის ნაყენის მომზადება მცენარეთა კვებისთვის სოფლის მეურნეობაში
შრატის ნაყენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა მცენარეთა კვებისა და დაცვისთვის. ეს ძველი მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული მეურნეობისთვის.

წაყინვით დაზიანებული ხეხილის მოვლა

გაზაფხულის წაყინვები, არცთუ იშვიათად, ემთხვევა ხეხილის ყვავილობის ფაზას. წაყინვა ხდება ტემპერატუ­რის 0ºC-ზე ქვემოთ დაცემისას. ამ დროს მოსავალი შე­­იძლება მთლია­ნად დაიღუპოს.
წაყინვების თავიდან ასაცილებლად სა­უკე­თესო საშუალებაა ბაღის დაბოლება. დასაბო­ლებელი მასალა (მაგალითად, ძველი საბურა­ვები) ისე უნდა მოათავსოთ, რომ ბოლმა მთელი ბაღი მოიცვას. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ ქარის მიმართულებაც. თუ საბურავები არ გაქვთ, მოუკიდეთ ჩამოცვენილ ფოთლებს, ნამჯას და ა.შ. მთავარია, ბოლავდეს.
გვიანი გაზაფხულის წაყინვებისგან თავის და­საღწევად საუკეთესო ხერხია მორ­წყვა. ამ დროს ნიადაგის ტე­­მპერატურა ეცე­­­მა და კვირტის დაბერვა ყოვ­ნდება.
თუ ხეხილის ნანა­­­­­­წილი მაინც წა­გ­ვეყინა, ხეები სათანადოდ უნდა გავსხლათ, მათი ასაკისა და წაყინვის ხარისხის მიხედვით.
სუსტად დაზიანებული ერთწლიანი ნერგები ჩვეულებრივად გაისხვლება. მოიჭრება მოყინული წვერების ნაწილები, საშუალოდ და ძლიერ დაზიანებული ნერგები ისხვლება საღ მერქნამდე.
თუ ვეგეტაციის დაწყებისთანავე შტამბის ზე­და ნაწილში განვითარებული კვირტები ჭკნობას დაიწყებს, ხოლო ქვედა კვირტები კარგად ვითარდება, მაშინ ყველა კარგად განვითარებული ყლორტი უნდა დატოვოთ და ზედა ნაწილი მოაჭრათ. შემდეგში აქედან ახალი ვარჯი განვითარდება.

გახსოვდეთ

ყველა მონაჭერ ადგილზე აუცილებლად წაუსვით ბაღის მალამო.
ადრე გაზაფხულიდანვე ბაღში უნდა შეიქმნას კარგი პირობები, რაც გულისხმობს ნიადაგის ტენით უზრუნველყოფას, სასუქების შეტანას, მავნებელთა და და­ავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებე­ბის ჩატარებას.

მერქნიანი კულტურების სხვლა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

 

 

„გაფართოება იგეგმება როგორც ღვინის სახეობების, ასევე მისი მოცულობების კუთხითაც. ღვინოების დამატებას ვაპირებთ” – „ითაბანის“ გეგმები

0

კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი და აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ რომელიც კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, მიმდინარე წელს, სერვისების გამრავალფეროვნებასა და ღვინის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ითაბანის“ დამფუძნებელი, რატი კოჭლამაზაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, გაფართოება იგეგმება როგორც ღვინის სახეობების, ასევე მისი მოცულობების კუთხითაც.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli