ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად

0

“ფეისბუქის” მომხმარებელი, დავით დადიანი ქართული სამზარეულოს გვირგვინის – ხინკლის ჩვენს ქვეყანასთან საინტერესო იდენტიფიცირებას ახდენს. თუ რატომ აქვს ამ ცომეულს ცხრამეტი ნაოჭი, ბორჯღალოს ფორმა და რისთვის არის საჭირო ინგრედიენტი – ძირა.

მთავარი მაინც ხინკლის ფორმაა, ჩვენს დალოცვილ წინაპარს უბრალოდ კი არ მიუზელ-მოუზელია, არამედ ყველაფერში აზრი ჩაუდია;

ხინკლის ზედა მხარე ბორჯღალია – მზის სიმბოლო და უნდა ჰქონდეს ცხრამეტი ნაოჭი, რაც ყველაზე მეტად ადასტურებს მის ქართულობას, რადგან ქართულ ასომთავრულ ანბანში მე-19-ე ასონიშანი არის “რაე“ Ⴐ ბორჯღალისა და მზის ნიშანი, ზუსტად ამიტომ ჩადო ქართველმა თავის მეხსიერებაში “ხინკალი, ხინკალი, ხინკალი-ცხრამეტნაოჭიანი” და ამაში ვერავინ შეგვედავება!

მისი მეორე მხარე კი დისკოა, ანუ სავსე მთვარის სიმბოლო, ბარაქის მომტანი (ხორციელი).

ამ ორი მნათობის სიმბოლო თავსდება ქვაბში, რომელიც სამყაროს სიმბოლოა ამ მოცემულ მომენტში, წყალი კი ის პირვანდელი მყარი და ქვაბმა უნდა იბრუნოს, როგორც ცის თაღმა. (პრაქტიკული დანიშნულება: ქვაბის ტრიალი-რომ არ მიიკროს ხინკალი, ნაოჭები – რათა მათში დაგროვდეს ხორცის ქაფი).

ხინკალი ეს არის კერძი, რომელიც ასახავს მიწათმოქმედთა და მწყემსთა ერთობას, რადგან მის მოსამზადებლად საჭიროა ხორბლის ფქვილი და ხორცი, (ასევე ძირა, მარილი, პილპილი, სატევარი , წყალი და ცეცხლი.)

ხინკლის დეტალები და მათი მნიშვნელობა გვიდასტურებს, რომ ის ქრისტიანობამდელია და უდავოდ კავკასიური – ქართული.

განვიხილოთ დეტალურად: ხორბალი – მოგეხსენებათ, რომ მიწათმოქმედება (პირველად მსოფლიოში) ჩაისახა და განვითარდა კავკასიის, კერძოდ ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე 10 000 წლის წინ, G2a ჰაპლოჯგუფის მატარებელი ადამიანების მიერ, რომელთა შთამომავლობაც დღემდე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, (მეც და ესე იგი ყველა ამ G2a ჰაპლოჯგუფის წევრები ვართ, ასევეა ქართველთა უმრავლესობაც, უმეტესად მეგრელები და სვანები, მათი 80%-ია ამ გენის მატარებელი), ანუ მიწათმოქმედება საქართველოში ვითარდებოდა 100 საუკუნის განმავლობაში (კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობა 80 საუკუნე) და აქედან გავრცელდა მთელს დედამიწაზე.

ამ უძველესი და დიდი გამოცდილების შედეგია ის რომ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღეისათვის ხორბლის 27 კულტურული სახეობაა აღწერილი. აქედან, 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე ათეული სახესხვაობა და ჯიში, მათ შორის 5 სახეობა ენდემურია, რაც ნიშნავს, რომ ეს სახეობები მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული (პ. ნასყიდაშვილი, და სხვ. 1983). რაც მთავარია ჩვენი ენდემური მახა არის ყველა კულტურული ხორბლის “მამა”.

ხორცი – ცნობილია, რომ ცხოველთა მოშინაურება მოხდა მცირე აზიასა და კავკასიაში (შუმერი და მტკვარ-არაქსის კულტურა). ისიც დადასტურებულია, რომ მეტალურგიაც საქართველოს ტერიტორიიდან იღებს სათავეს (სატევარი).

აღსანიშნავია მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი “ძირა”, რომელიც ანეიტრალებს იმ სიმძიმეს რომელსაც იწვევს მოხარშული ცომისა და ხორცის ნაზავი კუჭისთვის, რაც არ გააჩნიათ სხვა ხინკლისმაგვარ კერძებს, შუააზიური “მანტი“ იქნება ეს თუ ჩინურ-მონღოლურ-რუსული მიმსგავსებული კერძები…

ეს ყველაფერი მრავალგზის ადასტურებს, რომ ხინკალი არის ქრისტიანობამდელი პერიოდის ქართული კერძი!

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გუდის ყველის დამზადების ტრადიცია თუშეთში

0

გუდის ყველის დამზადების ტრადიცია თუშეთში

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კახეთში წყალსაცავის აშენება იგეგმება

0

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ოთარ შამუგიას ინფორმაციით, სახელმწიფო კახეთში წყალსაცავის მშენებლობაზე მუშაობს, რომელიც ფერმერებისთვის წყალუზრუნველყოფის პრობლემას გადაჭრის.

ოთარ შამუგიამ პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განმარტა, რომ წყალსაცავის პროექტი, რომელიც ჯერ დაწყებით ეტაპზეა ილტოს პროექტითაა და ცნობილი და ის კახეთის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ყოველწლიურად სარწყავი წყლის დეფიციტს ვხედავთ, აქედან გამომდინარე ფერმერებს წყალუზრუნველყოფის და თავისი ფართობების მორწყვის პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად მნიშვნელოვანია, ჩვენ ავაშენოთ წყალსაცავი, სადაც წინასწარი გათვლებით, 80 მლნ კუბური მეტრის წყალსაცავზე ვსაუბრობთ, თუმცა ეს ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ უნდა განსაზღვროს.

ჩვენ ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტები დავიქირავეთ და ტექნიკური დავალება მზად არის, რომელიც მსოფლიო ბანკის ექსპერტებს გადაეცა. ალბათ, მომავალ კვირას მსოფლიო ბანკის სტრუქტურებთან შეთანხმებით ამ საკითხზე ტენდერი გამოცხადდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დეტალურ ტექნიკურ დასაბუთებას მოამზადებს, რომლის შემდეგაც კონკრეტული მონაცემები გვექნება, როგორ უნდა გავაგრძელოთ ეს პროექტი და როგორი იქნება მისი განხორციელების მიზანშეწონილობა – 80 მლნ კუბური მეტრი იქნება თუ სხვა მასშტაბია იქ საჭირო. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემდეგ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

შეხვედრაზე მხარეებმა კორეის რესპუბლიკაში ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

0
შეხვედრაზე მხარეებმა კორეის რესპუბლიკაში ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან (Hyon Du Kim) გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კორეის რესპუბლიკაში ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით, ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად და აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. კორეის რესპუბლიკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia ავრცელებს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მადისაღმძვრელი ელარჯი, იწელება ჭერამდე! – ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია

0

ელარჯს ისე ვერსად ამზადებენ, როგორც სამეგრელოში.

ადვილად ჟღერს რეცეპტების წიგნში ამოკითხული სიტყვები ” ადუღებულ წყალში გახსენით სიმინდის ფქვილი, ჩაყარეთ ჭყინტი სულგუნი. მოურიეთ ღომის კონსისტენციის მიღებამდე”.

საგანგებოდ შერჩეულ სულგუნსა და სიმინდის ფქვილში. არანაკლებ როლს თამაშობს გამოყენებული ჭურჭელი. ქვაბი აუცილებლად თუჯის უნდა იყოს, მოსაზელი საშუალება კი ხის ფართო კოვზი.

ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია, ამიტომ ნებისმიერი ქართველი ვალდებულია ერთხელ მაინც დააგემოვნოს იგი.

მადისაღმძვრელი ელარჯი, იწელება ჭერამდე!

როგორ მოვამზადოთ მეგრული ელარჯი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

იცით, როგორ ინახავდნენ ხორცს ჩვენი წინაპრები?

0

„ხორცს როგორ ინახავდნენ ჩვენი წინაპრები? ყოველ სახლში არსებობდა ე. წ. საცივე კუთხე. ეს კუთხე ისე იყო მისადაგებული ლანდშაფტს და გარემო პირობებს, რომ იქ მზის სხივი ვერასდროს აღწევდა და მუდამ სიცივე და სიგრილე იყო.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კავკასიური ყველის პოპულარიზაცია

0
კავკასიური ყველის პოპულარიზაცია
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

Madrid Fusión: საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით

0

Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.

„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“.

Madrid Fusión-ის მეორე Facebook-პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება.

Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი ნუნუკა წარადგენენ.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=788816716615809&id=100064624636255&mibextid=WC7FNe

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=788762046621276&id=100064624636255&mibextid=WC7FNe

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი

0

ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა მზოვრეთის მონასტრის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. მონასტერში ბერებმა ნამდვილი წალკოტი გააშენეს.

“წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს.
ახლა აქ 3 ტაძარია. ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.
მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.
მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს. აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.

მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა”, – წერს გოგა ჩანადირი და მისსავე ფოტოებს აქვეყნებს.“

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ისტორიაში პირველად – გულის პირველი ნაწილობრივი ტრანსპლანტი, პაციენტი ბავშვის ორგანიზმთან ერთად იზრდება

0

ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში გადანერგილი ქსოვილი მის სხეულთან ერთად იზრდება და ფუნქციას ინარჩუნებს.

2022 წლის გაზაფხულზე, ისტორიაში პირველად, ბავშვს გულის ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა.

„ეს პუბლიკაცია არის იმის დასტური, რომ ეს ტექნოლოგია მუშაობს, ეს იდეა მუშაობს და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ბავშვების დასახმარებლად”, – ამბობს დოქტორი ჯოზეფ ტურეკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პროცედურას.

ოუენ მონრო 18 დღის იყო, როცა დონორის გულის ქსოვილი გადაუნერგეს. დაბადებამდე ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი გულის მანკი, ექიმებმა გამოავლინეს, რომ ბავშვს მხოლოდ ერთი დიდი სისხლძარღვი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც გულიდან სისხლი გამოედინებოდა, წესით კი ორი მომცრო სადინარი უნდა განვითარებოდა.

პროცედურის შემდეგ, ოუენის გადანერგილი სარქველები ზომით გაიზარდა მის გულთან ერთად და მათი ფუნქცია შესანიშნავი იყო, იტყობინება მისი ექიმები JAMA-ში. მზარდი ბავშვი ხვდება განვითარების ყველა ეტაპს, როგორიცაა სეირნობა, დგომა, გარშემო საგნების ძებნა და ბგერების გამოცემა.

ამ დროს ფილტვებს დიდი ოდენობით სისხლი მიეწოდება, რაც სუნთქვას ართულებს და სხეულის დანარჩენ ნაწილებში სისხლის სათანადოდ მიწოდებას აფერხებს. ოუენის სხეულში ან მთლიანი გული უნდა გადაენერგათ, რაც პრობლემური იქნებოდა, ან სარქველი, რომელიც ხშირად უნდა შეცვლილიყო. სპეციალისტებმა მესამე გზა აირჩიეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ღორებზე იყო ნაცადი.

მათ პაციენტის ორგანიზმში დაღუპული ჩვილის სარქვლებისა და არტერიების ტრანსპლანტაცია გადაწყვიტეს, ამის განხორციელებას კი 8 საათი დასჭირდა. ბიჭი საავადმყოფოდან 30 დღეში გაწერეს და იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების შედარებით მცირე დოზა დაუნიშნეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi