ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

ვინ დააყენა პირველად ღვინო? სად გაშენდა პირველი ვენახი?

0
ღვინის ღერღილი და ღვინის ბოთლები საქართველოში ექსპორტისთვის მზად
2023 წელს საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა რეკორდულ 455 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს წარმატება პირდაპირ აისახება სოფლების განვითარებასა და ფერმერების კეთილდღეობაზე.

ღვინის წარმოშობა

ვინ დააყენა პირველად ღვინო? სად გაშენდა პირველი ვენახი?

ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. მიუხედავად ამისა, ღვინო 7000 წელია ჩვენი კულტურის
განუყოფელი ნაწილია.
პირველი ვენახი
ღვინის შემთხვევით დაყენება ალბათ ყველა იმ ადგილას ხდებოდა, სადაც ერთდროულად ველური ვაზიც ხარობ­და და ადამიანთა დასახლებაც არსებობდა. გაცილებით მნი­შ­ვნელოვანი ვაზის კულტურის დამკვიდრება იყო. არ­ქე­­ოლოგებმა აღმოჩენილი წიპწების მიხედვით შეძ­ლეს, გა­­­ერ­­ჩიათ ველური და კულტურული ვაზი. კულტუ­რუ­­ლი ვა­ზის წიპ­წები კავ­კა­სი­აშია ნაპოვნი, შავი ზღვის აღ­მო­სავ­ლეთით. ისინი 7000 წლი­საა. ამ­გვა­რად, პირ­ვე­ლი ვე­ნა­ხი გა­შე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა დღე­ვან­დე­ლი თურქეთის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს შორის ტერი­ტო­რი­აზე. ისიც უნდა აღი­ნიშ­­ნოს, რომ ამ რეგიონის ვაზის კულტუ­რისთვის ხელ­საყ­რელი კლიმატისა და რე­ლიეფის გამო, იქ ვაზი ადრე ველური სახითაც ხარობდა.
ღვინო, ცივილიზაციის უმთავ­რე­­­სი ელე­მენტი. ღვინოს მნიშვნე­ლოვანი ადგილი ეკავა ანტიკური ხანის ბერძნებისა და შემდეგ რომაელების ცხოვრებაში. ამ მიზეზით და უფრო მეტად მისი რელიგიური თუ რიტუალური დანიშნულებით გამოყენების გამო, ღვინო და­­სავ­­ლეთის ცივილიზაციის უმთავრესი ელემენტი გახდა. ან­ტი­კური საბერძნეთის პერიოდში ღვინო ჩინელებისთვისაც იყო ცნობილი, მაგრამ მას ფართოდ არ მოიხმარდნენ. ვაზის კულ­ტურა არც სპარსეთისა თუ ინდოეთის ქალაქებისთვის იყო უცხო, მაგრამ მას მათი კულტურისთვის ღრმა კვალი არ დაუჩნევია. რაც შეეხება ამერიკას, კოლუმბის აღმოჩენამდე, იმის მიუხედავად, რომ იქ ველური ვაზიც იზრდებოდა და დახვეწილი ცივილიზაციებიც არსებობდა, ღვინის კულტურის ნიშნები აღმოჩენილი არ არის.

დიონისე, ბახუსი და პირველი ქრისტიანების ღვინო
საბერძნეთი. ქრისტიანებში ღვინის გამოყენება უშუალოდ ბერძნული და რომაული რი­ტუალებიდან მომ­დინარეობს, ღვინით ზი­ა­რე­­ბას პირდაპირი კავშირი აქვს იუდა­იზ­­მთან. ყველაზე მჭიდროდ ღვინო მაინც უკავ­შირდება ღვინის ღმერთ დი­ონი­სესა და მის შესაბამის რომაულ ღვთა­ება ბა­ხუსს. ლეგენდის მიხედვით, დი­ონისემ ღვი­ნო საბერძნეთში მცირე აზიიდან, დღე­ვანდელი თურქეთიდან, შეიტანა. ზე­ვ­­სის შვილს ორმაგი ბუნება ჰქონდა, ადა­მიანური და ღვთიური (მითი საკმაოდ ბუნ­დოვანია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის). რო­გორც ადამიანს, მას დედა ჩვეულებრივი მო­კ­ვდავი ჰყავდა, სემელე. იგი ვაზი იყო, ხოლო ღვი­ნო კი მისი სისხლი.
რომის იმპერია. რომაელებმა ბერძნული ღმერთები თავის ღმერთებთან გააიგივეს. ამგვარად, დიონისე ბახუსი გახდა (ეს სახელი მას მცირე აზიაში, ლიდიის ბერძნულ ქალაქებში დაერქვა). ბახუსი ღმერთისგან მხსნელად იქცა. მისი კულტი ძალიან პოპულარული გახდა ქალებში, მონებსა და ღარიბებში. იმპერატორები შეეცადნენ ბახუსთან დაკავშირებული რიტუალების აკრძალვას, თუმცა, ამაოდ. ქრისტიანობამ, რომლის განვითარების გზაც განუყოფელია რომის იმპერიისგან, ბახუსთან დაკავშირებული ბევრი სიმბოლო და რიტუალი გაითავისა და პირველ ხანებში იმავე კატეგორიის ხალხს იზიდავდა. ევქარისტიას ქრისტიანობის ჩასახვისთანავე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა _ ზიარების ღვინო ისევე აუცილებელი იყო ქრისტიანთა შეკრებისთვის, როგორც ღვთისმსახური. ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, რომელიც ღვინოს რელიგიურ ცხოვრებაში ეკავა, იგი არსებობას ბარბაროსული შემოსევების იმ მძიმე პერიოდშიც აგრძელებდა, რომელიც რომის იმპერიის დაცემას მოჰყვა.
ჩრდილოეთ ევროპის დაპყრობა
ღვინო ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიის მოსახლეობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ალპების ჩრდილოეთით, სასტიკი შემოსევების დროს, მკვიდრი მოსახლეობის საქმიანობა – მევენახეობა – ჩაკვდა. მხოლოდ ეკლესიას, რომელსაც ღვინო სჭირდებოდა, შესწევდა უნარი, არ შეეწყვიტა ღვინის წარმოება. როდესაც ევროპამ ეს არეული პერიოდი გადალახა, ზვრები მხოლოდ მონასტრებისა და ტაძრების გარშემო იყო შემორჩენილი.
ბერები და ღვინო. ბერები მხოლოდ ღვინის დაყენებით არ იყვნენ დაკავებულნი. მათ მისი ხარისხიც გააუმჯობესეს. შუა საუკუნეებში ბურგუნდიის ცისტერციანელებმა პირველებ­მა შეისწავლეს კოტ-დ’ორის ნიადაგი, საუკეთესო ნერგების სელექციის შედეგად გადააკეთეს ვენახები, ატარებდნენ ცდებს ვაზის სიმაღლეზე, არჩევდნენ ადგილებს, სადაც არ იყო ყინვა და ყურძენი ყველაზე უკეთ მწიფდებოდა. საუკეთესო ვენახები მათ გალავნებით (ჩლოს) შემოსაზღვრეს: ამ მევენახე ბერების გამჭრიახობის დასტურად მარტო ამ გადარჩენილი შემოღობილების სახელები კმარა (ჩლოს Vოუგეოტ, ჩლოს დეს Pუცელლეს). კლოსტერ ებერბახის ცისტერციანელებიც იმავეს აკეთებდნენ რაინჰაუში, რომელიც დღეს გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეღვინეობის რეგიონია (იხ. ნაწ. II). მთელი ამ ძალისხმევის მიზანი არა მხოლოდ წირვისთვის განკუთვნილი ღვინის დამზადება იყო, არამედ მისი გაყიდვაც. ამგვარად, შუა საუკუნეებში ბერებმა მთავარი როლი შეასრულეს ღვინით ვაჭრობის განვითარებაში.

ვაჭრობა
როდესაც ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტს დაუბრუნდა, ვენახების რაოდენობა გაიზარდა და ვაჭრობა განახლდა, თუმცა ღვინოს არასდროს დაუკარგავს თავისი გაცვლითი ღირებულება: ადრეულ შუა საუკუნეებში (დაახლოებით V საუკუნიდან X საუკუნემდე), დასავლეთის ზღვებს მეკობრეები სერავდნენ, სავაჭრო გემები მალულად ტოვებდნენ ბორდოსა თუ რაინის შესართავს და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისკენ მიემართებოდნენ, ხან უფრო ჩრდილოეთითაც. უბრალო ბარბაროს მეთაურსაც კი დღესასწაულებზე უხვად უნდა ჰქონოდა ღვინო; ყველაზე მიყ­რუებულ ადგილებშიც კი დიდი იყო ღვინოზე მოთხოვნა.
ვაჭრობის ამგვარი აღორძინებით ღვინის დიდი ფლოტები გაჩნდა: ასობით ხომალდი მიემართებოდა ლონდონისკენ ან ჰანზის ნავსადგურებისკენ. მნიშვნელოვან სავაჭრო გზებად მდინარეები გადაიქცა – ღვინით სავსე კასრები მძიმე იყო და დიდ ადგილს იკავებდა, გემებით ტრანსპორტირება საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაიცანით, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული – გოგა ბასილაძე. ბიჭი, რომელიც მამის გზას აგრძელებს… –  “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახელოსნო, სადაც გავიზარდე ყოველთვის უნდა იყოს ღია..”

0
#image_title

 გარდაცვლილი მამისგან დატოვებული სახელოსნო…

 “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახელოსნო, სადაც გავიზარდე ყოველთვის უნდა იყოს ღია..”
გაიცანით, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული – გოგა ბასილაძე. ბიჭი, რომელიც მამის გზას აგრძელებს…

<div dir=”auto”>გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ნადიმ ვასაძე – მევენახე, აყენებს განსაკუთრებულ ღვინოს

0

ნადიმ ვასაძე – მევენახე

ცოლიკაური, ციცქა, ჩინური და მესხური ჩხავერი

– ნადიმ ვასაძე მევენახეა, ათი წელია თავად უვლის ვენახს და აყენებს განსაკუთრებულ ღვინოს.

შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

0

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი – შაუმიანი – სიონი – წერაქვის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანს და წერაქვს შორის მდებარეობს, იწყება სოფელ შაუმიანთან, გაივლის სოფელ აკულარსა და სიონს და სოფელ წერაქვთან მთავრდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7.7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კერძოდ – საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონების და გასაჩერებელი მოედნების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0

ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში.

კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში ჩატარდა.

გამარჯვებულ კომპანიებს ჯილდოები გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და კონკურსის ჟიურის სხვა წევრებმა გადასცეს.

„აღნიშნული კონკურსი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართული ღვინის ხასიათს და მეღვინეობის თანამედროვე მდგომარეობას. როგორც ჟიურის წევრი, აღვნიშნავ, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო ღვინოები. მადლობა ჟიურის თავმჯდომარეს და ყველა წევრს, რომლებმა შეაფასეს ქართული ღვინოები. აღნიშნული კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული ღვინის და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის, ასევე კონკრეტული ღვინის მწარმოებლების და მათი პროდუქციის ცნობადობის ზრდისთვის საერთაშორისო ბაზარზე“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე ექვს გამორჩეულ ღვინოს სპეციალური პრიზი „სომელიეს არჩევანი“ გადასცა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმაც.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები, საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ.

კონკურსის თავმჯდომარე იყო ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), ხოლო წევრები: ანა მარტინ ონზანი (ესპანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ქონგ ქონგ ბო (დიდი ბრიტანეთი), ბეთ ვილარდი (ავსტრალია), ჩან ჯუნ პარკი (კორეის რესპიბლიკა), ლევან მეხუზლა (ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე (საქართველო), მიხეილ მესხი (საქართველო), ანა გოდაბრელიძე (საქართველო) და გიორგი დაქიშვილი (საქართველო).

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024, თბილისში 7-9 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მინერალური სამკურნალო წყალი შუახევში

0

მინერალური სამკურნალო წყალი შუახევში, სოფელ ბუთურაულში, 8 წლის წინ აღმოაჩინეს საქართველოში. უცხოელ პარტნიორებთან ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ წყალი სასარგებლოა დიაბეტთან საბრძოლველად, თუმცა ადგილობრივი მცოხვრებლები იმასაც ამბობენ, რომ იგი სხვა დაავადებებსაც კურნავს.

მოეწყო წყალთან მისასვლელი ბილიკი და დამონტაჟდა 1 ტონიანი რეზერვუარი. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ შუახევის მინერალური წყლების რესურსი ბოლომდე შესწავლილი არ არის და ამ კუთხით მუშაობა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს.

2023 წელს საქართველომ 23.9 მლნ აშშ დოლარის რძის ფხვნილი იყიდა

0

2023 წელს საქართველომ 23.9 მლნ აშშ დოლარის 9 229 ტონა რძის ფხვნილი, გრანულები და რძის სხვა შემცვლელები იყიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რძის შემცვლელების იმპორტი თანხაში 18%-ით შემცირდა, ხოლო რაოდენობრივად 2.7%-ით გაიზარდა. 2022 წელს წელს ქვეყანაში 29.3 მლნ აშშ დოლარის 8 973 ტონა პროდუქტი შემოვიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოს რძის ფხვნილის იმპორტი გაუიაფდა.

იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი, ასე გამოიყურება:

  • ბელარუსი – 7.7 მლნ აშშ დოლარის 3 322 ტონა;
  • ნიდერლანდები – 5.01 მლნ აშშ დოლარის 1 498 ტონა;
  • ირანი – 3.1 მლნ აშშ დოლარის 1 254 ტონა;
  • რუსეთი – 2.4 მლნ აშშ დოლარის 1,363 ტონა;
  • უკრაინა – 2.4 მლნ აშშ დოლარის 826 ტონა.

გარდა ფხვნილისა, ნედლი რძის ალტერნატივად გამოიყენება რძე პასტაც, რომლის იმპორტმაც გასულ წელს სულ 145.1 ათასი აშშ დოლარის 23.4 ტონა შეადგინა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ცხოვრება პანკისის ხეობაში – როგორ მზადდება ტრადიციული ქისტური კერძები და ლუდი

0
როგორ მზადდება ტრადიციული ქისტური კერძები და ლუდი
#image_title

ცხოვრება პანკისის ხეობაში…

როგორ მზადდება ტრადიციული ქისტური კერძები და ლუდი.

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

0
ბავშვები სოფელში თამაშობენ და სწავლობენ ბუნებრივ გარემოში
შალვა ამონაშვილის განცხადება ბავშვების სოფლურ აღზრდაზე ახალი კამათის საფუძველი გახდა. ვიხილოთ მითები და რეალობა ბუნებრივ განვითარებაზე.

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა განვითარებისთვის სოფლად დასვენება.

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ბავშვმა ამოცალოს თავისი ენერგია. მან უნდა ირბინოს, უნდა იხტუნოს. ეს უნდა როგორც ორი წლის, ხუთი წლის ბავშვს, ასევე მოზარდსაც, რომელსაც 15-17 წელი შეუსრულდა. მას სადღაც განმარტოება უნდა, ბუნებაში უნდა, რომ არავინ არ იყოს მის ირგვლივ. წინანდლის ბაღში უნდა დაკარგვა ბავშვს. ეს პირობები უნდა შევუქმნათ ბავშვებს.

სოფელი არის სილაღე. რა სივრცესაც ვუყურებ, ის ცნობიერება მიყალიბდება. მთებს ვუყურებ? მწვერვალებზე ასვლა მინდა. ხეებს ვუყურებ? იქ მინდა მოვექცე მაღლა. ყვავილებს ვუყურებ? დაკრეფა მინდა და ვიღაცას მინდა მივართვა. სოფელი სხვა გასაქანს ქმნის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის. თუ სოფელში კეთილი ბებია ჰყავს ბავშვს, რომელმაც ლოცვები იცის და შეულოცავს შვილსა და შვილიშვილს საღამოობით, თუ პაპა ჰყავს ბრძენი, რომელიც გლეხურ სიტყვას ეტყვის და ბავშვს ეს სიბრძნე გაჰყვება თან, მე ვერ გეტყვით, ეს რანაირი აღზრდის მარაგია ბავშვისთვის“ – განაცხადა ამონაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო

0

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31% შეადგინა.