კვირა, ივლისი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

„სიცოცხლის პირველ წლებში რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად იქნება ცნობიერებაში შენახული“

0
„სიცოცხლის პირველ წლებში რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად იქნება ცნობიერებაში შენახული“
საუბრობს პედიატრი ყარამან ფაღავა:

„ღვინის ეროვნული სააგენტო“: სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ქართული ღვინო ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

0

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2023 წელს სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 59 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 286 ნიმუშში დარღვევა 49-ში აღმოჩნდა.

„საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 66 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 1 332 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 51-ში. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება 74 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 601 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 27-ში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 289 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 1 3091 ნიმუში; აქედან, 12 584 ნიმუში შეფასდა დადებითად, 507 – უარყოფითად.

ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ. 2023 წელს ადგილობრივი ბაზრისთვის გაცემულია 7 874 სერტიფიკატი. 2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე, სარეალიზაციო პუნქტებში, ინსპექტირების პროცესი კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფერმერი თემურ გოგიძე დევნილია – ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენიდან

0
ფერმერი თემურ გოგიძე დევნილია – ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენიდან.
ღორების ფერმა 2017 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ლამოვანში გააშენა.
ფერმაში სამი ჯიშის, დიუროკის, იორკშირისა და ლანდრას ჯიშის ღორები ჰყავთ. ამ ჯიშის ღორის ხორცი ნაკლები ცხიმიანობით გამოირჩევა. ფერმერის თქმით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა სწორედ ნაკლებცხიმიან ხორცზეა.
ამჟამად ადგილზე ერთი კილოგრამი ხორცის ფასი 10 ლარია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

0

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„მუკუზანის ჩამოყალიბებამ დაასწრო რუსული წყობილების შემოსვლას საქართველოში. მუკუზანის ღვინო ჯერ კიდევ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც წინანდლის მამულები და ვენახები ჭავჭავაძეების ხელში იყო და ფრანგი მეღვინეები კონსულტაციას უწევდნენ გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეებს, თუ როგორ უნდა გაშენებულიყო ვენახები, რა მნიშვნელობა ჰქონდა სწორ დეკორაციას, ინჟინერიას და ა. შ. წინანდლის მამულის პარალელურად, იგივე პროექტით გაშენდა ღვინის მარნები მიმდებარე სოფლებში და, მათ შორის, მუკუზანში.

1888 წელს ჩამოისხა ღვინო „მუკუზანი“. სულ რამდენიმე წელიწადში კი ღვინის წარმოება გადავიდა რუსეთის დაქვემდებარებაში, მათ შორის, მუკუზანიც.

მეორე მსოფლიო ომი უკვე კარგა ხნის დამთავრებული იყო, როდესაც „სამტრესტის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ქართული ღვინოების უნიფიცირება. 1950 წელს მოიწვიეს 11 ცნობილი მეღვინე, შექმნეს სადეგუსტაციო კომისია და ჩაატარეს საფუძვლიანი სამუშაოები. შეაფასეს ღვინოები და გამოარჩიეს 30 დასახელების სუფრის ღვინო. ამ სიაში მოხვდა „მუკუზანი“. აღიარებამ ღვინოს მეტი პოპულარობა შესძინა, მთელ საბჭოთა კავშირში გაითქვა მან სახელი და დაიმსახურა 13 საერთაშორისო მედალი. მათ შორის, 8 ოქრო და 4 ვერცხლი.

დღესდღეობით, ადგილწარმოშობის დასახელების სახით რეგისტრირებული „მუკუზანი“ ერთ-ერთი საუკეთესოა წითელ ღვინოებს შორის.

„მუკუზანი“ წითელი მშრალი ღვინოა. აქვს მუქი ბროწეულისფერი, მუქი წითელი შეფერილობა. უზადო, გემოზე სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო, გეოგრაფიული ადგილის ჯიშური არომატი და დავარგების დროს განვითარებული ბუკეტი მკვეთრად გამოხატული ხილის ტონებით.

ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აჭარბებდეს 15%-ს, ხოლო შაქრიანობა არ უნდა სცდებოდეს 4 გ/ლ-ს.

რამდენადაც გამორჩეულია ღვინო „მუკუზანი“, იმდენად ვიწროა მისი მიკროზონის არეალი და ლავირების საშუალება დამზადების დროს.

„მუკუზანის“ დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენი და დაუშვებელია მასში სხვა ჯიშების შერევა. ნაყოფი აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, არანაკლებ 19%-იანი შაქრის შემცველობით. საღვინე ყურძენი კი აუცილებლად უნდა იყოს დაკრეფილი კონკრეტულ მიკროზონაში, რომელიც მოიცავს რამდენიმე სოფელს: ჩუმლაყს, ახაშენს, ზეგაანს, მუკუზანს, ველისციხეს, ვაზისუბანს, შაშიანს, კალაურას, ვაჩნაძიანს და კახიფარს.

ამ სოფლებში არის თიხნარიანი ნიადაგი, საფარს აქვს რელიეფური, დახრილი ფორმები, ქანები გაჯერებულია კარბონატების მაღალი შემცველობით და საერთო კლიმატურ პირობებთან ერთად, ეს თვისებები განაპირობებს „მუკუზანის“ მაღალ ხარისხს.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2005 წლის 30 აგვისტოს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#“, – აცხადებენ საქპატნტში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პირველი ქართული კომპანია, რომელმაც წარმოებაში ჩაუშვა ქართული “ჩირის ბოქსები“

0
მედიაჰოლდინგი “შენი” განაგრძობს ქართული სტარტაპის მხარდაჭერას.

ამჯერად წარმოგიდგენთ  კიდევ ერთ წარმატებულ ქართულ სტარტაპს – ,,იმერეთნო’’, რომელმაც ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და ნაბიჯ-ნაბიჯ განგრძობს ზრდასა და გავნითარებას.

“იმერეთნო” ძირითადად ნატურალურ, 100 %-ით უშაქრო სხვადასხვა ხილის ტყლაპს და ჩირს აწარმოებს. ის გახლავთ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც წარმოებაში ჩაუშვა ქართული “ჩირის ბოქსები.” 

კითხვის გაგრძელება

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ

0
საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge, აბიტურიენტებისათვის სისტემატიურად ქვეყნდება კონკრეტულ საგანთან დაკავშირებული რეკომენდაციები. რუბრიკა „რჩევები აბიტურიენტებს“ გათვალისწინებულია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც სურთ დეტალურად გაეცნონ ჩასაბარებელს საგანთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. რაც შეეხება საგამოცდო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ წესებსა და ინსტრუქციებს, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ცნობარში. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
დეტალურად: https://naec.ge/#/ge/post/3181

85 წლის ქალის მიერ ოთხსართულიანი კორპუსის ეზოში გაშენებული მშვენიერი ბაღი…

0
85 წლის ქალის მიერ ოთხსართულიანი კორპუსის ეზოში გაშენებული მშვენიერი ბაღი…
აფხაზეთიდან დევნილი, პროფესიით მედდა ნუნუ გოგოხიას ყველა ყვავილოვანი და დეკორატიული მცენარე საკუთარი სახსრებით აქვს შეძენილი

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში – ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი

0

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) – დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მდებაორებს კახეთში, ქალაქ თელავში.

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

0

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

საბაღე ნაკვეთი დაიგეგმება, პირ­ველ რიგში, თქვენი ტერიტო­რიის ლან­დშაფტის გა­თ­ვა­ლის­წი­ნებით. პა­ლოებით მონიშნეთ ორმოს ამო­საღები ადგილები, წინასწარ გააბით ლარი, მას­ზე მონიშნეთ ნერგიდან ნერგამდე მანძილი და მონიშნულ ადგილზე დასვით პალოები, შემდეგ ამოთხარეთ თესლოვნებისთვის (ვაშლი, მსხა­ლი) 60 სმ სიღრმისა და 80სმ სიგანის ორმოები.
გამზადებული ორმოს ფსკერი კარ­­გად გა­აფ­­­ხვიერეთ, თუ საშუალება გაქვთ, გადამწვარ ნა­კელს (ან კომპ­ოსტს) მიწა შეუ­რი­­­ეთ და ჩაყარეთ ორ­მოში. ნერგი ჩარ­­­­გეთ ფესვის ყე­ლა­­­-მ­­­დე. ნაყოფ­მ­ს­ხმო­იარების და­საჩ­ქა­­-რებ­ლად ნერ­გი 48-72 საათის გან­მავლობაში უნ­და მო­თავსდეს „ბიო­რა­გის“ (იხ.თა­ვი: „ის, რაც მემამულეს აინ­ტერესებს“) ხსნარში.­ კარ­გად მიუტკეპნეთ მიწა და დაასხით ერთი ვე­დრო წყა­ლი.
რაც შეეხება ბუჩქოვან კულტურას (თხი­ლი, ლეღვი, ხურტკმელი, ჟოლო, მოცხარი, აგრეთვე ვაზი), იგი შეიძლება დაირგოს უფრო ღრმად.
გირჩევთ ბაღის გაშენებას ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნობილი ვაშლისა და მსხლის ნერგებით. ცნობილია, რომ ძლიერ საძირეზე დამყნობილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითა­რებს, ამიტომაც ირგვება დიდ კვების არეზე (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე) და ნაყოფს 3-4 წელიწადში იძლევა. თუ ვარჯი მოცულობით პატარაა, მაშინ 3X4 მ-ზე ირგვება. სიმაღლეში 3 მ-მდე იზრდება და მოსავლელადაც ადვილია, ნაკლები სასუქი და შხამქიმიკატი სჭირდება, მოსავალს კი არანაკლებ ბარაქიანს იძლევა.

ბარვასაც ცოდნა უნდა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

0

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

“აჭარელი ქალისთვის, ქარგვა ერთგვარი სიტყვის გამოხატულებაა”
საუკუნეებია თეთრ ტილოზე ფერადი ორნამენტებით აჭარელი ქალები საკუთარ სათქმელს ამბობენ.
ღორჯომელი ქალები,რომლებმაც მივიწყებული ხელსაქმე გაცოცხლეს და აჭარულ ნაქარგობებს ახალი სიცოცხლე შესძინეს.

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli