პარასკევი, ივნისი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

გიორგი ფხაკაძის ახალი პროექტები საქართველოში

0

გიორგი ფხაკაძის ახალი პროექტები საქართველოში:

www.sheniekimi.ge, www.shenidasveneba.gewww.sheniambebi.gewww.shenisofeli.gewww.sheniinterieri.gewww. shenihoroskopi.gewww.sheniganatleba.ge

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ, შექმნა ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საინფორმაციო პროექტი www.sheniekimi.ge

ეს არის პირველი დამოუკიდებელი საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 7 ვებ და facebook-გვერდებს; 3 Instagram-გვერდს; YouTube და TikTok არხებს; Twitter – სა და X პლატფორმას… ყველა ერთად კი, ყოველთვიურად 500,000-მდე ადამიანს აწვდის ქართულენოვან, დამოუკიდებელ, აპოლიტიკურ, აქტუალურ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სიახლეებზე. ასევე – მსჯელობას, ანალიზსა და ექსპერტების არგუმენტებს.

sheniekimi-ის მიზანია, გააშუქოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ინფორმაცია და გასაგებ, მისაღებ ენაზე მიაწოდოს ქართულენოვანი საზოგადოების ყველა ფენას, ასაკობრივ ჯგუფსა და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს მათთვის კომფორტულ და მისაღებ პლატფორმაზე.

  • sheniekimi.ge აშუქებს ჯანმრთელობის შესახებ ყველა საკითხს – მედიცინის სიახლეებით დაწყებული, მკურნალობითა და ჯანდაცვის სამინისტროს სიახლეებით დამთავრებული.

2023 წელს შეიქმნა პირველი პლატფორმა www.sheniekimi.ge

შემდეგ გამოვიდა www.sheniambebi.ge , სადაც საზოგადოებას ვაწვდით სიახლეებს, მათთვის საინტერესო და სახალისო ინფორმაციას…

ასევე, ჩვენი ვებგვერდებია:

www.sheniganatleba.ge

  • sheniganatleba.ge – აშუქებს ყველაფერს, რაც საქართველოს განათლების სფეროს უკავშირდება და ასევე ყურადღებას ვამახვილეთ საერთაშორისო ტენდენციაზე ამ მიმართულებით… განათლებისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ჩვენი პლატფორმის პრიორიტეტია…

www.shenisofeli.ge

  • shenisofeli.ge – აშუქებს სოფლის ცხოვრებასა, დავინტერესდებით და გავავრცელებთ საქართველოს რეგიონებისა თუ სოფლების მაცხოვრებელთა საინტერესო ამბებს, ისტორიებს, მიღწევებსა და მათთვის საჭირო ინფორმაციას…

www.shenidasveneba.ge

  • shenidasveneba.ge – საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას იმ ყველა დეტალის შესახებ, რაც დასვენებას, მოგზაურობასა და განტვირთვას შეეხება… ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ კურორტებზე, დასასვენებელ ადგილებზე, საინტერესო ტურისტულ ობიექტებზე, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ეკონიმიკის წინსვლას შეუწყობს ხელს… ამასთან ერთად, ადამიანებიც სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებენ დასვენებისა და მოგზაურობის შესახებ…

www.shenihiroskopi.ge

  • shenihiroskopi.ge შეიქმნა მათთვის, ვისაც სჯერა და სწამს, რომ მათი ცხოვრების გზას პლანეტების განლაგება განაპირობებს… ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ჰოროსკოპსა და ზოდიაქოს ნიშანთა თავისებურებებს შეეხება…

www.sheniinterieri.ge

  • sheniinterieri.ge საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ინტერიერზე, ექსტერიერზე, სახლის მოწყობასა და ყველა იმ საკითხზე, რაც კომფორტულ გარემოში ადამიანის ჯანსაღ ცხოვრების წესს უკავშირდება. ამ პლატფორმას არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ საჭირო ინფორმაციის გავრცელების დატვირთვა აქვს. მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ ერგონომიკაზე – კომფორტულ საცხოვრებელ და სამუშაო გარემოზე, რაც ჯანმრთელობის საწინდარია… ამასთან ერთად, ჩვენი აუდიტორია მუდმივად შეიტყობს ინტერიერისა და ექსტერიერის შესახებ უახლეს ტენდენციებს… რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ… ჯანსაღი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო ჩვენი პლატფორმის პრიორიტეტია… ზემოთ ხსენებული ყველა საინფორმაციო პლატფორმა ყოველდღიურად ასევე აქვეყნებს შესაბამისი აუდიტორიისთვის შესატყვის ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ.

არ ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან თამბაქოს, ბავშთა ხელოვნური კვების, იარაღის, და სათამაშო ბიზნესებთან წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან.

ასევე არ ვითანამშრომლებთ იმ ფარმაცევტულ კომპანიებთანაც, რომელთა წამლებს არ ექნება ევროკავშირის წამლის სააგენტოს სერტიფიკათი. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ეს ხდება პირველად, როდესაც თავიდანვე ვზღუდავთ საკუთარ პლატფორმას ამ მიმართულებით, რადგანაც ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ყველა ჩვენი სტატია თუ სხვა სახის საინფორმაციო კონტენტი მიმართულია საზოგადოების ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ. ჩვენი პლატფორმის თითოეული კომპონენტი ხელს შეუწყობს სიჯანსაღის პროპაგანდას და თქვენ მიიღებთ სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას.

www.sheniekimi.ge

www.shenidasveneba.ge

www.sheniambebi.ge

www.shenisofeli.ge

www.sheniinterieri.ge

www.shenihoroskopi.ge

www.sheniganatleba.ge Instagram:

https://www.instagram.com/sheniambebi.ge

https://www.instagram.com/sheniinterieri

https://www.instagram.com/drpkhakadze YouTube:

https://youtube.com/@drpkhakadze TikTok:

https://www.tiktok.com/@drpkhakadze

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რა ხდება მზის ზემოქმედებით – რატომ არის საშიში მზეზე განთავსებული გაზიანი სასმელები – კვლევა

0
რა ხდება მზის ზემოქმედებით - რატომ არის საშიში მზეზე განთავსებული გაზიანი სასმელები - კვლევა
#image_title

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ტკბილი გაზიანი სასმელები არ უყვარს. გამაგრილებელი სასმელები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. თუმცა, საკითხავია რამდენად სასარგებლოა ისინი ჯანმრთელობისათვის.

რატომ არის საშიში პირდაპირ მზის სხივების ქვეშ განთავსებული გაზიანი გამაგრილებელი სასმელები? – ამ კითხვაზე, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი რეკომენდაციას ავრცელებს:

რა ხდება მზის ზემოქმედებით:

1. ქიმიური რეაქციები იწყება

• სიცხე და ულტრაიისფერი სხივები აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს, რაც იწვევს სასმელში არსებული კომპონენტების (შაქარი, მჟავები, კონსერვანტები) დაშლას ან ურთიერთქმედებას.

• შეიძლება წარმოიქმნას არასასურველი ნივთიერებები (მაგ. ფურფუროლი), რომლებიც დიდი რაოდენობით მავნებელია.

2. გემოს და სუნის შეცვლა

• სასმელი კარგავს თავდაპირველ არომატს, ხშირად იღებს დამწვარ/მჟავე გემოს.

• განსაკუთრებით იგრძნობა არაბუნებრივი გემო გაზიანი სასმელების შემთხვევაში.

3. გაზის წნევის მომატება

• სიცხის დროს გაზიანი სასმელი (CO₂-ით გაჯერებული) შიგნიდან ემატება წნევას, რაც:

• ზრდის ბოთლის ან ქილის გაბერვის/აფეთქების რისკს;

• გახსნისას შესაძლოა ძლიერი აფეთქებით გაიხსნას და გარეთ გადმოიფრქვეს.4. პლასტმასის ბოთლის რეაქცია• მზის სხივები იწვევს პლასტმასის დეგრადაციას.

• ზოგ შემთხვევაში მიკრონაწილაკები ან ქიმიური ნივთიერებები (მაგ. ბისფენოლი A — BPA) შეიძლება გადავიდეს სასმელში

რისკები ჯანმრთელობისთვის:

• არაპირდაპირი გზით შესაძლებელია ტოქსიკური ნივთიერებების მიღება.

• ბავშვებისა და ორსულებისთვის განსაკუთრებით საზიანოა მსგავსი რეაქციებით შეცვლილი პროდუქტების მიღება.

რჩევა:

• შეინახე გამაგრილებელი სასმელები ბნელ, გრილ ადგილას, მაქსიმუმ 25°C-ზე.

• არ შეიძინო გზის პირას მყოფი სასმელები, თუ ისინი მზეზე ინახებოდა.

• თუ ბოთლი დაბერილია ან სასმელს აქვს უცნაური გემო/სუნი, ნუ დალევ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ დავიცვათ თავი შემაწუხებელი მწერებისგან – რეკომენდაციები

0
როგორ დავიცვათ თავი შემაწუხებელი მწერებისგან
#image_title

ამინდის დათბობასთან ერთად, სულ უფრო რთული ხდება ტყეში სეირნობისგან, პიკნიკისგან და ხმაურიანი ქალაქების დატოვებისგან თავის შეკავება. ბუნებასთან კავშირს უამრავი დადებითი მხარე აქვს და როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

სამწუხაროდ, ამ შესანიშნავი დროის გატარება ხშირად არასასურველ კომპანიონებთან ერთად გვიწევს. კოღოებს, ფუტკრებს, ტკიპებსა და ობობებს ყველაზე იდეალური დღის გაფუჭება და უსიამოვნო მოგონებების დატოვება შეუძლიათ.

უმეტეს შემთხვევაში, ნაკბენისა და სიწითლის მიხედვით ადვილია იმის განსაზღვრა, თუ რომელმა მწერმა გვიკბინა და ამ მინიშნებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია მკურნალობის დაგეგმვა და შემაწუხებელი სიმპტომების გაყუჩება.

ამის მიუხედავად, მაინც საჭიროა სპეციფიკური ცოდნა და სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება, რაც სწორი ნაბიჯების გადადგმითა და გადამოწმებული ინფორმაციით შეგვიძლია. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა მწერის ნაკბენები ხშირად ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მათი გარჩევა მაინც შესაძლებელია. მეტიც, ყველა მწერის ნაკბენს განსხვავებული სიმპტომი, ფორმა და მკურნალობის უნიკალური მეთოდი აქვს.

სიმპტომები და რეკომენდაციები

კოღოები
ძირითადი სიმპტომები: სიწითლე, მსუბუქი შეშუპება და ინტენსიური ქავილის შეგრძნება. კოღოს ნაკბენი, როგორც წესი ყველანაირი გართულების გარეშე თავისით იკურნება.

რეკომენდაციები: ნაკბენის არე დაიბანეთ წყლითა და საპნით და ქავილის შემთხვევაში, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიტანეთ ყინული ან ცივი წყალი.

ფუტკრები და კრაზანები
ძირითადი სიმპტომები: უეცარი ტკივილი, შეშუპება, ძლიერი წვა. ფუტკრები ნესტარს ნაკბენში ტოვებენ, კრაზანები — არა.

რეკომენდაციები: ნესტარი ამოიღეთ და არეზე დაიტანეთ ყინული. ალერგიული რეაქციის დროს მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალებები, ხოლო გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

ტკიპები
ძირითადი სიმპტომები: კბენის შემდეგ კანში ჩარჩენილი ტკიპა პატარა წითელ ნიშანს ტოვებს.

რეკომენდაციები: პინცეტით მოიშორეთ კანში ჩარჩენილი სხეული, მაგრამ არ დაატრიალოთ ან არ მოუჭიროთ მწერის სხეულს. ნაკბენის მიდამოებში ჩაიტარეთ დეზინფექცია და მომდევნო დღეებში დააკვირდით სიცხის ან გამონაყარის ნიშნებს.

რწყილები
ძირითადი სიმპტომები: პატარა წითელი ნიშნები ინტენსიური ქავილის შეგრძნებით. ჩვეულებრივ ისინი შეგხვდებათ ტერფებზე, ფეხებზე ან მაჯებზე. ქავილი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს და გაღიზიანების შემთხვევაში შეიძლება ინფექციაც გამოიწვიოს.

რეკომენდაციები: ნაკბენი არე დაიბანეთ წყლითა და საპნით. შეამოწმეთ შინაური ცხოველები და თეთრეული, რადგან უმეტესად სწორედ მათგან ვრცელდებიან.

საწოლის ბაღლინჯოები
ძირითადი სიმპტომები: ერთ არეში განლაგებული რამდენიმე ნაკბენი. ინტენსიური ქავილი, განსაკუთრებით ღამით.

რეკომენდაციები: დაიბანეთ ნაკბენი არე წყლითა და საპნით. გამოიყენეთ ადგილობრივი მოქმედების ანტიალერგიული საშუალებები. დაათვალიერეთ საძინებელი და ხშირად გამოცვალეთ საწოლის თეთრეული.

ობობები
ძირითადი სიმპტომები: ტკივილი და სიწითლე, ზოგჯერ ორი ხილული ლაქით.

რეკომენდაციები: დაიბანეთ ნაკბენი არე და დაიტანეთ ყინული. ცხელების ან სისუსტის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.

ჩვეულებრივ, ზემოთ აღწერილი ყველა შემთხვევა მხოლოდ მცირე დისკომფორტს იწვევს, რომელიც რამდენიმე დღეში ქრება, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მწერის ნაკბენი შესაძლოა უფრო მწვავე სამედიცინო პრობლემების გამომწვევი მიზეზი იყოს. უბრალო ნაკბენმა, შესაძლოა, მძიმე ალერგიულ რეაქციამდე, ინფექციამდე ან ბორელიოზამდე მიგვიყვანოს. ყველა მსგავს შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ სამედიცინო სპეციალისტს.

პრევენცია
გართულებების თავიდან აცილებისთვის, საჭიროა დაკბენამდე მოქმედება, ანუ პრევენცია. ამ მხრივ, მწერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი რეპელენტების (მწერების საწინააღმდეგო საშუალებების) გამოყენებაა. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც კრემების ისე აეროზოლის ტიპის. ორივე მათგანი შეიცავს დიეთილტოლუამიდს (DEET) ან იკარიდინს და მათი მოძიება აფთიაქებსა და სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. შესაძლოა, არჩევანის გაკეთება ზედმეტად რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ მთავარია ეტიკეტზე დაკვირვება.

შეამოწმეთ ინგრედიენტები. როგორც წესი, ყველა ძირითადი საშუალება ან დიეთილტოლუამიდს შეიცავს ან იკარიდინს. ისინი კოღოების, ტკიპების და დაავადების გადამტანი სხვა მწერების მოსაგერიებლად გამოიყენება.

დიეთილტოლუამიდი ყველაზე უკეთ შესწავლილი და ეფექტური რეპელენტია კოღოების, ტკიპებისა და ბუზების წინააღმდეგ. მისი მოქმედების ხანგრძლივობა კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, მაგალითად, 30% DEET-ის შემცველი რეპელენტი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მოქმედებს. სწორად გამოყენების შემთხვევაში, DEET უსაფრთხოა, მაგრამ შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

იკარიდინი მისი თანამედროვე, ნაკლებად გამაღიზიანებელი ალტერნატივაა, რომელიც ასევე ეფექტურია და უფრო მეტად მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ხანგრძლივობით, 20% იკარიდინის შემცველი რეპელენტი 30%-იანი DEET-ის ეკვივალენტურია. მისი მოქმედების ხანგრძლივობა, საშუალოდ 6-დან 8 საათამდე მერყეობს. კანზე უფრო ნაზი ეფექტის გამო, იკარიდინი ბავშვებისა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო არჩევანია.

სხვა მეთოდები

მწერებისგან თავის დასაცავად, რეპელენტების გარდა, სხვა ზომების მიღებაც სასარგებლოა. თუ ტყესთან ახლოს ცხოვრობთ, სრულად დაფარული ტანსაცმელი ატარეთ. ასევე, კარგი მეთოდია ფანჯრებსა და კარებზე ბადეების დაყენება.

ბუნებაში გასეირნების შემდეგ, სახლში დაბრუნებისას, აუცილებლად მთლიანი სხეული შეამოწმეთ, რადგან ტკიპები ხშირად საზარდულის, იღლიის ან ყურების მიდამოებში იმალებიან. თუ იცით, რომ რომელიმე მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია გაქვთ, ყოველთვის თან იქონიეთ ეპინეფრინი.

თუ სხეულზე მწერის ნაკბენს აღმოაჩენთ, გახსოვდეთ, რომ ეს არ არის უჩვეულო მოვლენა. მათი სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია, ამიტომ მთავარია ნაკბენების ამოცნობა და მათი სწორი მოვლა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისათვის უკვე ათეულ წელზე მეტია ხელმისაწვდომია შეღავათიანი ფინანსური რესურსი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ტექნოლოგიები, საერთაშორისო ბაზრები“-დავით სონღულაშვილი

0
დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ რძის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში იმყოფებოდა, სადაც საწარმოში „თელეთის რძის პროდუქტები“ სამუშაო პროცესს გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია შპს ,,თელეთის რძის პროდუქტები“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. რძის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით“ 350 000 ლარით არის დაფინანსებული. საწარმო, რომელიც დღიურად 5 ტონა რძეს გადაამუშავებს, სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებს. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ქსელურ რესტორნებში, სასტუმროებში და თბილისში მდებარე საწარმოს მაღაზიაში ხდება. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული.

დავით სონღულაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს და მეწარმეებსაც შეხვდა.

„ბოლო წლებში აგროწარმოების ზრდა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მიზნობრივი პროექტების შედეგია. ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისათვის უკვე ათეულ წელზე მეტია ხელმისაწვდომია შეღავათიანი ფინანსური რესურსი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ტექნოლოგიები, საერთაშორისო ბაზრები. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება, რისთვისაც მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია წარმოებაში ჩართულ ადამიანებთან და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 130 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 281 საწარმოს შექმნა, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 21 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი იმყოფებოდნენ.