ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

ქართული მრავალფეროვანი თაფლი – ქართული თაფლის ისტორიული წარსული

0

თაფლის წარმოებას და, ზოგადად, მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიული წყაროების თანახმად, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში კოლხეთის სამეფოში მეფუტკრეობის განვითარებული კულტურა არსებობდა.

არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითის თანახმად მეფე აიეტის სასახლეშიც კი ვხვდებით თაფლის მდინარეების არსებობას.

ქართული თაფლის ისტორიული წარსული

შესაძლოა, მალე საქართველო თაფლის სამშობლოდაც აღიარონ. არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლიანი ჭურჭელი აღმოაჩინეს. ის ეგვიპტეში, ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილ თაფლზე 2 ათასი წლით ძველია. 

ხობის წყლის ხეობა სამეგრელოში ქართული ფუტკრის ჯიშის – მუხურის ფუტკრის სამშობლოა. მსოფლიომ ის ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაიცნო, როგორც ყველაზე გრძელხორთუმიანი და პროდუქტიული.  

ქართული მრავალფეროვანი თაფლი

საქართველო ფლორით მდიდარი ქვეყანაა და აქ თაფლიც მრავალფეროვანი გვაქვს: აკაციისა და ციტრუსის – ცრემლივით წკრიალა, ცაცხვისა და მინდვრის ყვავილების – ქარვისფერი, წაბლის – მუქი და ასევე, სპეციფიკური გემოსიც. ყველა მათგანი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

აჭარული ჯარას თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აგროვებს. ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. ცნობილია მაჭახელას თაფლი – ეკოლოგიურად სუფთა, უგემრიელესი პროდუქტი. 

გამორჩეულია რაჭული, წალკისა და ბედიანის თაფლი, რომელიც ბუნებრივი პირობების, მათ შორის სუფთა მდინარეებისა და ნაკლებად დაბინძურებული ჟანგბადის გამო, განსაკუთრებით გემრიელი და ნატურალურია.

საქართველოში კარგადაა განვითარებული მეფუტკრეობის სამივე სახეობა – ველური, ნახევრად ველური და შინამეფუტკრეობა. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია იპოვო თაფლი, რომელსაც როგორც საკვებ პროდუქტად, ისე არყის გამოსახდელად, სამკურნალოდ და კოსმეტიკურ საშუალებადაც კი იყენებდნენ და იყენებენ.

წყარო

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რანჩო კურდღელაურში – აგროსაქმიანობა და ტურიზმი საინტერესოდ არის შერწყმული

0

ბალნეოლოგიური კურორტი – სასმელად და აბაზანებისთვის

0
სამკურნალო წყლები
ნასაკირალი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძიმითის თემში. მდებარეობს მდინარეების სუფსისა და ბახვისწყლის შესარავთან, ზღვის დონიდან 105 მ., ოზურგეთიდან 8 კმ, ქვედა ძიმითიდან 3 კმ. ადგილობრივი მნიშვნელობი კურორტი.
ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცლებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები. წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ). სეზონი იწყება ივნისიდან.ნასაკირალის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისტორიულად ძიმითელ მემამულე მესუ გოგელიას ეკუთვნოდა გაშენდა ნასაკირალის სამკურნალო წყლების კურორტი. გადმოცემის თანახმად გლეხმა ნახა, რომ პირუტყვი ხარბას სვამდა მლაშე წყალს. მან წყალი გასასინჯად მიუტანა დვაბზუელ მღვდელ მჟავანაძეს, რომლმაც გაგზავნა წყალი შესაფასებლად ოდესის ლაბორატორიაში. კურორტის მოწყობა 1927-29 წლებში დაიწყო. 1970 წლისთვის კურორტი წელიწადში 3200 დამსვენებელს იღებდა.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური სუბთერმული და ჰიპოთერმული წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8 – 7,8 გ/დმ3;

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სიტემისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები. კუჭის ქრონიკულ დაავადებებისას რეკომენდებულია წყლის სასმელად გამოყენება.

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაიცანით 27 წლის გურული ფერმერი, რომელმაც მოცვის პლანტაციები გააშენა და თავის კუთხეში, სწორედ ამ კულტურის განვითარებაზე ზრუნავს

0
გაიცანით 27 წლის გურული ფერმერი, რომელმაც მოცვის პლანტაციები გააშენა და თავის კუთხეში, სწორედ ამ კულტურის განვითარებაზე ზრუნავს
#image_title

27 წლის გურული ფერმერი, რომელმაც მოცვის პლანტაციები გააშენა

გაიცანით 27 წლის გურული ფერმერი – გია გობრონიძე, რომელმაც სულ რამდენიმე წელია, რაც მოცვის პლანტაციები გააშენა და თავის კუთხეში, სწორედ ამ კულტურის განვითარებაზე ზრუნავს

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

0
ქართველი ფერმერი ამუშავებს ბაღს მცენარეთა დაცვის საშუალებებით
მცენარეთა დაცვის სწორი დრო და საშუალებები განსაზღვრავს მოსავლის წარმატებას. ბუნების რიტმი და სეზონური საჭიროებები მოითხოვს სისტემატურ მიდგომას.

მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

კვირტის გაშლამდე. ალბათ უკვე ჩატარებუ­ლი გაქვთ ის უპირველესი და აუცილებელი სა­მუშაოები, რასაც მამულის სანიტარიული დამუშავება ჰქვია: გამხმარი და დაავადებული ხე-ბუჩ­ქების ამოძირკვა, ხმელი და დამტვრეული ტოტების მოხერხვა და მავნებელთა ბუდეებიანად დაწვა. თუ აქამდე ვერ მოასწარით, არც ახლაა დაგვიანებული, ოღონდ დააჩქარეთ, რა­დ­­განაც ბაღის ქიმიური დამუშავების დროა. რო­ცა საშუალო დღიური ტემპერატურა +5ºჩ-ია, შე­წამლეთ ნიტროფენითა და ოლეოკუპრიტით, შე­ძლება მათი შემცვლელების გამო­ყენებაც. ეს ღო­ნისძიება თავიდან აგაცილებთ მოზამთრე მავნებლების კვერცხების, ტკი­პებისა და ბუგრების გამოღვიძების საშიშროებას. ამ საშუალებებით მცენარეები იწამლება 2-3 წელიწადში ერთხელ.
კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე. კვირ­ტების გაშლისთანავე ხეების ქვეშ დააფინეთ ცელოფანი, ჩამობერტყეთ გრძელცხვირას ხოჭოები და გაანადგურეთ. ეს პროცედურა ტარდება, როცა ჰაერის ტემპერატურა + 10ºჩ-ია, სასურველია _ 2-3-ჯერ.
შეწამლეთ ხეხილი ქვემოთ ჩამოთვლილი პრე­პარატებიდან ერთ-ერთით: ბენზოფოსფატით, კარ­ბოფოსით, კილზარით, რევიკურტით ან პერ­მეტრინით და დაზღვეული იქნებით ვაშლის ყვავილჭამიას მავნე მოქმედებისაგან.
ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ სა­უკეთესო საშუალებაა ბორდოს 3%-იანი ხსნა­რი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ გამოგიყენებიათ ნიტროფენი.
ყვავილობის დასაწყისიდან მისი დამთავ­რების შემდეგ. თუ კვირტის გაშლამდე ხეები არ ჩამოგირეცხავთ ბორდოს 3%-იანი ხსნარით, ყვავილობის დასაწყისშივე შეწამლეთ ბორდოს 1%-იანი ხსნარით.
ტკიპების, ბუგრებისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ბორდოს ხსნარის შემცვლელ პოლიქრომს ჩაამატეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ნივ­თიერებათაგან ერთ-ერთი: პერმეტრინი, ბე­ნ­ზო­ფოს­ფატი, კარბოფოსი, კილზარი.
მუხლუხების წინააღმდეგ მეტად ეფექტურია: ბიტოქსიბაცილინი, ლეპიდოციდი ან დენდრობაცილინი.
ყვავილობის დამთავრებისთანავე ხეების ძი­რ­ში დაფენილ ცელოფანზე ჩამობერტყეთ ვაშლის მხერ­ხავათი დაზიანებული ნაყოფი და გა­ანადგურეთ. ქეცის წინააღმდეგ შეწამლეთ 1%-იანი ბორდოს ხსნარით. მსხლის ხეები ტკიპე­ბის წინააღმდეგ დაამუშავეთ გოგირდოვანი პრე­პარატით.
ყვავილობის დამთავრებიდან 15-20 დღის შემ­დეგ ვაშლისა და მსხლის ხეები შეწამლეთ კარბოფოსით, ბენზოფოსფატით, რევიკურტით, პერმეტრინით ან ბიოპრეპარატებით – ბიტოქსიბაცილინით, დენდრობაცილინით ან ლეპიდოციდით. შეიძლება ჩამოთ­ვლილი პრეპარატები შეცვალოთ უახლესი, უფრო ეფექტური საშუალებებით.
ხეების შტამბებს შემოახვიეთ გოფრირებული შესაფუთი ქაღალდი ან ჯვალო, გა­სინჯეთ ყოველ 7-10 დღეში ერთხელ, საღამო ხანს, და შიგ დაგროვილი ნაყოფჭამიას მუხლუხები გაანადგურეთ. ეს გახლავთ ერთ-ერთი მეტად ეფექტური ღონისძიება, რომელიც ტარდება ყვავილობის დამთავრებიდან 25 დღის შემდეგ. ამავე პერიოდში ტარდება ნაყოფჭამიას წინააღმდეგ მეორე წამლობა პერმეტრინით, კარბოფოსით, კილზარით ან რევიკურტით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ბენზოფოსფატით.
ფოთოლცვენის შემდეგ შტამბზე ნახვევები შეხსენით და მწერები გაანადგურეთ. ჩამოცვენილი ფოთლები მოფოცხეთ, დაწვით ან ღრმად ჩამარხეთ. გაფხიკეთ შტამბისა და ტოტების დაზიანებული ნაწილები და შეათეთრეთ კირით: 2კგ ჩამქრალ და გაცრილ კირს დაამატეთ 1კგ თიხამიწა ან ახალი ნაკელი, გახსენით 10 ლ წყალ­ში და წაუსვით ფუნჯით.
რა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილი სამუშაოები ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ამგვარი შრომა ყოველთვის ფასდება უხვი და ჯანსაღი მოსავლით.

საგაზაფხულო სამუშაოები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მკვდარი სოფელი ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი პირიქითა ხევსურეთში,  ისტორიული ცნობები ხევსურთა თავგანწირვაზე, რომლებმაც ხეობა ჩაკეტეს და საქართველო შავი ჭირის მძიმე ეპიდემიისგან იხსნეს

0
მკვდარი სოფელი ანატორი - აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი პირიქითა ხევსურეთში,  ისტორიული ცნობები ხევსურთა თავგანწირვაზე, რომლებმაც ხეობა ჩაკეტეს და საქართველო შავი ჭირის მძიმე ეპიდემიისგან იხსნეს
#image_title

მკვდარი სოფელი ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი პირიქითა ხევსურეთში

 ისტორიული ცნობები ხევსურთა თავგანწირვაზე, რომლებმაც ხეობა ჩაკეტეს და საქართველო შავი ჭირის მძიმე ეპიდემიისგან იხსნეს

ანატორი – საქართველოში, პირიქითა ხევსურეთის მთებში, შატილიდან მხოლოდ 3 კილომეტრში, მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ტრაგიკული ადგილი – ანატორი. დღეს უკვე მიტოვებული სოფელი, თავის დროზე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული და კულტურული ცენტრი იყო, სადაც წარსული საუკუნეების უჩვეულო და შემაძრწუნებელი ისტორიები მკაფიოდ იკვეთება.

სოფელი, რომელიც ეპიდემიამ გაანადგურა

ლეგენდის თანახმად, ანატორში მე-18 საუკუნეში მომხდარმა მძვინვარე ეპიდემიამ – რომელსაც ადგილობრივები “ჟამს” უწოდებდნენ – სრულიად გაანადგურა მოსახლეობა. ავადმყოფობის გავრცელების შემდეგ, მაცხოვრებლები თვითონ მიდიოდნენ სოფლის გარეთ მდებარე აკლდამაში და ელოდნენ სიკვდილს. ისინი, ვინც აქამდე დაიღუპნენ, აკლდამის თაროებიდან ძირს ჩამოყრიდნენ, რათა ადგილი ახალ მიცვალებულებს დაეთმოთ.

უნიკალური აკლდამური დაკრძალვის წესი

ანატორის აკლდამები ქვისგან ნაშენები პატარა ნაგებობებია, შიგნით ორ-სამ იარუსად თაროებია მოწყობილი. სწორედ აქ ასვენებდნენ გარდაცვლილებს. ათწლეულების განმავლობაში აკლდამებში დაგროვდა არაერთი ადამიანის ნეშტი. არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილია ხის ჭურჭელი, შუა საუკუნეების მონეტები, სამკაულები და საბრძოლო ინვენტარი, რაც ანატორის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ანატორის ჯვარი – ლეგენდა რისხვაზე და სასჯელზე

ადგილობრივი გადმოცემები ამ ტრაგედიას მხოლოდ ეპიდემიას კი არა, ღვთის რისხვასაც უკავშირებენ. სოფლის ზემოთ, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდებარეობდა ხევსურეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალოცავი – ანატორის ჯვარი. თქმულების თანახმად, ერთმა მაცხოვრებელმა ხატს ისარი ესროლა. ამის შემდეგ თემი დაისაჯა და მრავალი კაცი მოულოდნელად დაავადდა და გარდაიცვალა.

კიდევ ერთი ლეგენდა გვიყვება, რომ ანატორის ჯვარი ალავერდიდან იყო გადმოსული და სოფელში ბინადრობდა. ერთ მჭედელს, თურმე, მისი დაბმა და ლურსმნის ჩაჭედება განუზრახავს. ხატს ეს შეურაცხყოფად აღუქვამს და “ჟამი” გაუჩენია, რომელმაც სოფელი გაანადგურა.

დღემდე შემორჩენილია ხატის ნიში და ე.წ. ხატის ტყე, სადაც ადგილობრივები ყოველ ამაღლებას სალოცავად იკრიბებიან.

ანატორი – გზაჯვარედინი ჩრდილო კავკასიისკენ

გარდა თავისი მისტიკური წარსულისა, ანატორი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს. აქ კვეთს ერთმანეთზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა: ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან და ქართლ-კახეთიდან წამოსული ბილიკები. ეს მას რეგიონულ გადაკვეთის წერტილად აქცევდა, რაც სავაჭრო და სამხედრო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.


დაასკვნა: ანატორი – მიტოვებული სოფელი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ

ანატორი არის ადგილი, სადაც წარსულის ხმა ჯერ კიდევ ისმის. მისი ტრაგიკული ისტორია, არქიტექტურული მემკვიდრეობა და უნიკალური რწმენა-მართვის ტრადიციები საქართველოს კულტურულ რუკაზე უნიკალურ ადგილად აქცევს. თუ გსურს, იპოვო სიჩუმე, შეიგრძნო ხევსურეთის სული და შეეხო იდუმალ წარსულს – ანატორი აუცილებლად უნდა მოინახულო.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

აჭარული შაირის მოსმენისას, რთულია არ აცეკვდე…

0
აჭარული შაირი და ტრადიციული სოფლური ცეკვა ღონისძიებაზე
აჭარული შაირის პირველივე აკორდების მოსმენისას, თითქოს მთელი სხეული იღვიძებს და ფეხები თავისთავად იწყებს ცეკვას. ეს ინსტრუმენტი ჩვენი სოფლური მემკვიდრეობის ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებს თაობებს.
აჭარული შაირის მოსმენისას, რთულია არ აცეკვდე…
ჰოდა, ჩვენც ავცეკვდით
შუამთობის მოლოდინში

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ნიკოლოზ ნონიაშვილი – მცენარეებზე და ცხოველებზე შეყვარებული თვითნასწავლი მხატვარი დუშეთიდან…

0
ნიკოლოზ ნონიაშვილი – მცენარეებზე და ცხოველებზე შეყვარებული თვითნასწავლი მხატვარი დუშეთიდან…

სეს: 2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12 %-ს შეადგენს

0

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის მონიტორინგის შედეგების შეჯამება დაასრულა. გასული წლის განმავლობაში, მონიტორინგის ფარგლებში აღებული და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილია სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტი ნიმუში. გამოვლინდა 624 შეუსაბამობა და დარღვევების მაჩვენებელმა 12% შეადგინა (2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო).

კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში; კალიუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში.

რაც შეეხება დარღვევებს – ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ერთ ნიმუშში; სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში, დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/474

https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/483).

ადამიანის ჯანმრთელობისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები იზრდება; წლიური მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად.

2023 წლის მონიტორინგის შედეგები იხილეთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფატიმა წოტოიძე – ქალი, რომელსაც „შატილის ასულო“ მიეძღვნა

0
ფატიმა წოტოიძე - ქალი, რომელსაც „შატილის ასულო“ მიეძღვნა
#image_title

იქ დარჩა ჩემი ლამაზი, ტანაშოლტილი ქალია. პირიმზის ეშხი,სიტურფე, მის ღიმილს დაუფარია, სხვამ არ წამართვას ლამაზი, მთებო გეჭიროთ თვალია.

იქ დამრჩა ტიალი გული სადაც გოროზი მთებია…“- ეს არის იოსებ ლონგიშვილის ლექსი (1962 წ), რომელიც მეუღლეს, ფატიმა წოტოიძეს მიუძღვნა. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.