ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

შეხვედრაზე მხარეებმა კორეის რესპუბლიკაში ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

0
შეხვედრაზე მხარეებმა კორეის რესპუბლიკაში ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან (Hyon Du Kim) გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კორეის რესპუბლიკაში ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით, ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად და აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. კორეის რესპუბლიკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia ავრცელებს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მადისაღმძვრელი ელარჯი, იწელება ჭერამდე! – ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია

0

ელარჯს ისე ვერსად ამზადებენ, როგორც სამეგრელოში.

ადვილად ჟღერს რეცეპტების წიგნში ამოკითხული სიტყვები ” ადუღებულ წყალში გახსენით სიმინდის ფქვილი, ჩაყარეთ ჭყინტი სულგუნი. მოურიეთ ღომის კონსისტენციის მიღებამდე”.

საგანგებოდ შერჩეულ სულგუნსა და სიმინდის ფქვილში. არანაკლებ როლს თამაშობს გამოყენებული ჭურჭელი. ქვაბი აუცილებლად თუჯის უნდა იყოს, მოსაზელი საშუალება კი ხის ფართო კოვზი.

ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია, ამიტომ ნებისმიერი ქართველი ვალდებულია ერთხელ მაინც დააგემოვნოს იგი.

მადისაღმძვრელი ელარჯი, იწელება ჭერამდე!

როგორ მოვამზადოთ მეგრული ელარჯი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

იცით, როგორ ინახავდნენ ხორცს ჩვენი წინაპრები?

0

„ხორცს როგორ ინახავდნენ ჩვენი წინაპრები? ყოველ სახლში არსებობდა ე. წ. საცივე კუთხე. ეს კუთხე ისე იყო მისადაგებული ლანდშაფტს და გარემო პირობებს, რომ იქ მზის სხივი ვერასდროს აღწევდა და მუდამ სიცივე და სიგრილე იყო.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კავკასიური ყველის პოპულარიზაცია

0
კავკასიური ყველის პოპულარიზაცია
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

Madrid Fusión: საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით

0

Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.

„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“.

Madrid Fusión-ის მეორე Facebook-პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება.

Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი ნუნუკა წარადგენენ.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=788816716615809&id=100064624636255&mibextid=WC7FNe

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=788762046621276&id=100064624636255&mibextid=WC7FNe

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი

0

ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა მზოვრეთის მონასტრის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. მონასტერში ბერებმა ნამდვილი წალკოტი გააშენეს.

“წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს.
ახლა აქ 3 ტაძარია. ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.
მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.
მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს. აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.

მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა”, – წერს გოგა ჩანადირი და მისსავე ფოტოებს აქვეყნებს.“

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ისტორიაში პირველად – გულის პირველი ნაწილობრივი ტრანსპლანტი, პაციენტი ბავშვის ორგანიზმთან ერთად იზრდება

0

ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში გადანერგილი ქსოვილი მის სხეულთან ერთად იზრდება და ფუნქციას ინარჩუნებს.

2022 წლის გაზაფხულზე, ისტორიაში პირველად, ბავშვს გულის ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა.

„ეს პუბლიკაცია არის იმის დასტური, რომ ეს ტექნოლოგია მუშაობს, ეს იდეა მუშაობს და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ბავშვების დასახმარებლად”, – ამბობს დოქტორი ჯოზეფ ტურეკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პროცედურას.

ოუენ მონრო 18 დღის იყო, როცა დონორის გულის ქსოვილი გადაუნერგეს. დაბადებამდე ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი გულის მანკი, ექიმებმა გამოავლინეს, რომ ბავშვს მხოლოდ ერთი დიდი სისხლძარღვი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც გულიდან სისხლი გამოედინებოდა, წესით კი ორი მომცრო სადინარი უნდა განვითარებოდა.

პროცედურის შემდეგ, ოუენის გადანერგილი სარქველები ზომით გაიზარდა მის გულთან ერთად და მათი ფუნქცია შესანიშნავი იყო, იტყობინება მისი ექიმები JAMA-ში. მზარდი ბავშვი ხვდება განვითარების ყველა ეტაპს, როგორიცაა სეირნობა, დგომა, გარშემო საგნების ძებნა და ბგერების გამოცემა.

ამ დროს ფილტვებს დიდი ოდენობით სისხლი მიეწოდება, რაც სუნთქვას ართულებს და სხეულის დანარჩენ ნაწილებში სისხლის სათანადოდ მიწოდებას აფერხებს. ოუენის სხეულში ან მთლიანი გული უნდა გადაენერგათ, რაც პრობლემური იქნებოდა, ან სარქველი, რომელიც ხშირად უნდა შეცვლილიყო. სპეციალისტებმა მესამე გზა აირჩიეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ღორებზე იყო ნაცადი.

მათ პაციენტის ორგანიზმში დაღუპული ჩვილის სარქვლებისა და არტერიების ტრანსპლანტაცია გადაწყვიტეს, ამის განხორციელებას კი 8 საათი დასჭირდა. ბიჭი საავადმყოფოდან 30 დღეში გაწერეს და იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების შედარებით მცირე დოზა დაუნიშნეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მეწყერსაშიში ადგილები თბილისში

0

“რუკა დევს მე­რი­ის სა­იტ­ზე, სა­დაც ვაშ­ლი­ჯვრის ზონა მთლი­ა­ნად სა­ხი­ფა­თოდ არის მიჩ­ნე­უ­ლი“, – ამის შე­სა­ხებ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ სე­ის­მო­ლოგ­მა ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც სე­ის­მო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, რუკა 2017 წელს შე­იქ­მნა. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში საფრ­თხე­ე­ბის წი­ნას­წარ აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს.

“სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა უნდა იყოს. დევ­დო­რა­კი­დან 10 წელი გა­ვი­და, იყო თბი­ლი­სის ვე­რეს ხე­ო­ბა, მეს­ტი­ა­ჭა­ლა ორ­ჯერ და­მარ­ხა, შო­ვის მერე იყო გუ­რია, 2 დღის წინ იყო აჭა­რა – ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, აქამ­დე არ მომ­ხდა­რა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თეთრყვავილას ბოლქვის მოპოვებისთვის 5-წლიანი ლიცენზია გაიცა

0

მთავრობის 4 ივნისის განკარგულებით, თეთრყვავილას მოპოვებისთვის აუქციონის საწყისი ფასი 400 000 ლარით განისაზღვრა.

როგორც მთავრობის განკარგულებაში წერია, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრა ხუთი წლის ვადით, 25 მილიონი თეთრყვავილას (Galanthus Woronovii) ბოლქვის მოპოვებისთვის, რომლის ყოველწლიური კვოტა უნდა იყოს 5 მლნ ბოლქვი, არაუმეტეს 25 000 კილოგრამისა.

შეგახსენებთ, თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად.

ცნობისთვის, ამ დრომდე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია სამწლიანი ვადით 2021 წელს იყო გაცემული. ამჟამად კი ლიცენზიის ვადად ხუთი წელი განისაზღვრა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გასულ წელს საშუალოდ ერთმა მოქალაქემ 204 კგ რძე და რძის პროდუქტები მოიხმარა

0
რძის პროდუქტები და რძე

საქართველოში გასულ წელს საშუალოდ ერთმა მოქალაქემ 204 კგ რძე და რძის პროდუქტები მოიხმარა.

ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სოფლის მეურნეობის პუბლიკაციაშია აღნიშნული. მოხმარების მაჩვენებელი 2022 წელს 191 კგ იყო წელიწადში, 2021 წელს – 192 კგ, ხოლო 2020 წელს 183 კგ.

რაც შეეხება წარმოებას, გასულ წელს, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 584 ათასი ტონა რძე და რძის ნაწარმი იწარმოა, იმპორტის მოცულობამ 197 ათასი ტონა შეადგინა. წარმოებული და იმპორტირებული რძისა და რძის ნაწარმის უდიდესი ნაწილი – 756 ათასი ტონა – სასურსათო მიზნით იქნა მოხმარებული, მცირედი კი პირუტყვის საკვებად. ამასთან ექსპორტის მოცულობამ 5 000 ტონა შეადგინა, დანაკარგი კი 9000 ტონა იყო.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli