სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

საქართველოში, ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში ამინდი გაუარესდა და კიდევ რამდენიმე დღე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის განმავლობაში.

კვირის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი.

“ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი,  ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.

მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე. 26 მარტიდან, კვლავ ველით გამოდარებას.

თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა”,- ამბობს სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებისთვის ახალი წესი ამოქმედდა

0
ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
#image_title

“სამედიცინო შემოწმების გარეშე რეისში ვერცერთი მძღოლი ვერ გავა,“ – აღნიშნულს გულისხმობს მგზავრთა გადაყვანის ახალი წესი, რომელიც 2025 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის პირებს 2025 წლის 1-ლი მარტიდან სპეციალური ნებართვის ვალდებულება წარმოეშობათ. საუბარია, იმ პირებზე, ვინც ახორციელებს როგორც საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, ასევე ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო.

როგორც ავტოსადგურ „ოკრიბას“ თანამშრომლები palitravideo.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ტერიტორიაზე ყველა მძღოლი ლიცენზიით მუშაობს. მათ კი ვინც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილეს „ოკრიბას“ ტერიტორიაზე შესვლა ეკრალებათ.

„ლიცენზია აღებული მაქვს 3 წლის ვადით. პირველი მარტიდან მოგვთხოვეს ნარკოლოგიური შემოწმება და ცნობა ნასამართლეობაზე. მანქანის საბუთები, ინდმეწარმის საბუთები, ეს ყველაფერი ჩავაბარეთ იუსტიციის სახლში. რაში სჭირდებათ არ ვიცი. საუბარია, სადგურების მოწესრიგებაზე, შესაძლოა, ეს სადგური საერთოდაც გააუქმონ. სადგურებს თხოვენ რეგულაციებს, ეს ჩვენ მძღოლებს არ გვეხება. როცა ამ საკითხს მოაწესრიგებენ მერე გაგვიგრძელებენ ხელშეკრულებას.

ყველას ყველაფერი გავლილი გვაქვს. ვინც არ დგას სადგურის ტერიტორიაზე, ე.ი. არ შემოუშვეს. თუ რომელიმე მძღოლმა შემოწმება არ გაიარა ან საბუთები არ აქვს მოწესრიგებული, არ უშვებენ სადგურის ტერიტორიაზე. სამედიცინო შემოწმებაც გავიარეთ და მერე იდება ხელშეკრულება ავტოსადგურთან,“ – აცხადებენ მძღოლები.

ცნობისთვის, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. ამ რეგლამენტებს შორის არის ავტოსადგურების მოწესრიგების ვალდებულებაც, რომლის შესრულებაც ზოგიერთ სადგურში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 2025 წელს უნდა დასრულდეს. კერძოდ, ავტოსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის მოსასვენებელი სივრცით, სამედიცინო პუნქტით, საპირფარეშოებით, მგზავრების მოსაცდელი სივრცით, ბაქნებითა და ა.შ. მოთხოვნები ყველა სადგურისთვის მისი ზომისა და ტიპის მიხედვით ინდივიდუალურად არის ფორმულირებული.

რჩევები პომიდვრის მოვლა-მოყვანის შესახებ

0
რატომ არის პომიდორი სინამდვილეში ხილი, მაგრამ ამავე დროს ბოსტნეულიც
#image_title

მანამ, სანამ პომიდვრის მოვლისა და მოყვანის შესახებ დავიწყებთ უშუალო საუბარს, პირველ რიგში, გამოვყოთ და განვიხილოთ პომიდვრის ვეგეტატიური ზრდის ეტაპები, ესენია:

ინდეტერმინანტული – მაღალმოზარდი მცენარე, გამოიყენება სათბურებში, ნაყოფები თანდათან მწიფდებიან, რაც იძლევა მოსავლის ეტაპობრივად აღების საშუალებას.

დეტერმინანტული – დაბალმოზარდი მცენარე, იყენებენ ღია გრუნტზე მოსაყვანად, ნაყოფი მწიფდება ერთდროულად და მოსავლის აღებაც შესაბამისად ერთბაშად ხდება.
ზრდის ფაზები შეგვიძლია გავაერთიანოთ 6 ძირითად პერიოდში:

1. თესვიდან აღმოცენებამდე
2. აღმოცენებიდან ჩითილის გადარგვამდე
3. გადარგვიდან ბუტონების წარმოქმნამდე
4. ბუტონების წარმოქმნიდან ყვავილობამდე
5. ყვავილობიდან ნაყოფების ფორმირებამდე
6. ნაყოფების ფორმირებიდან სიმწიფემდე

*თავის მხრივ ამ პერიოდებში საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაც განსხვავებულია
თითოეული ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰიბრიდის ან ჯიშის მახასიათებლებზე და ასევე გარემო პირობებზე.


ნიადაგის შერჩევა

პომიდორი მოყავთ როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტზე. უმჯობესია მსუბუქი თიხნარი და თიხნარი ნიადაგები. ოპტიმალური pH 6.0-6.5. უფრო მაღალ ან დაბალ pH – ის შემთხვევაში, საკვები ელემენტების ათვისების კოეფიციენტი მცირდება.

ტემპერატურა

პომიდვრის ზრდისთვის საჭირო ტემპერატურა, აღმოცენებიდან სიმწიფემდე, არის 10 ℃ – 30 ℃.
ტემპერატურასთან ერთად მნიშვნელოვანია სინათლის ინტენსივობა, რაც განაპირობებს ფოტოსინთეზის მიმდინარეობასა და შაქრების დაგროვებას მცენარეში. კარგი განათების პირობებში მცენარე ენერგიულია და შესაბამისად, მსხმოიარობაც იმატებს.

ირიგაცია

პომიდორი სითბოს მოყვარული მცენარეა და გამძლეა მსუბუქი გვალვებისადმი თუმცა წყლით უზრუნველყოფა აუცილებელია. განსაკუთრებული მოთხოვნილება მცენარეს ყვავილობის წინ უჩნდება.
ღია გრუნტზე პომიდვრის მოთხოვნილება წყლის მიმართ მერყეობს 4000-6000 მ3/ჰა-ზე, სათბურში 10000 მ3/ჰა- მდე. ფესვთა სისტემის 70% ნიადაგის 20 სმ ფენამდეა განვითარებული. საწყავი სისტემებიდან საუკეთესოა წვეთოვანი ტიპის საწყავი სისტემის გამოყენება. დაწვიმებითი მორწყვის შემთხვევაში, საგრძნობლად იზრდება სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკი. რწყვის რეჟიმი აგრეთვე დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზეც. იმ შემთხვევაში თუკი ნიადაგი ან წყალი არის დამლაშებული საჭიროა წყლის რაოდენობის გაზრდა 20%-30%-ით, ან სპეციალური პრეპარატების გამოყენება, რომელიც დამლაშებას ამცირებს.

მცენარეთა დაცვა

მავნებელ-დაავადებათა კომპლექსი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ფერმერისთვის, განურჩევლად სასოფლო-სამეურნეო კულტურისა. პომიდვრის შემთხვევაშიც ეს პრობლემა ხშირია და საჭიროა დროული და გონივრული ღონისძიებების ჩატარება. სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება კონტაქტური, კონტაქტურ-სისტემური და სისტემური პრეპარატები.

გამოკვება

მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მცენარის სწორი გამოკვება. ძირითადი N-აზოტი P-ფოსფორი K-კალიუმი მაკროელემნების გარდა, საჭიროა მეორადი მაკრო და მიკროელემენტები, როგორიცა Mg-მაგნიუმი, Ca-კალციუმი, Fe-რკინა და სხვა. სასუქების და მათი დოზების შერჩევა ხდება ნიადაგის ანალიზის საფუძველზე. გამოკვება ხორციელდება ნიადაგიდან და ფოთლიდან ვეგეტაციის სხვადასხვა ეტაპზე.

კომპანია ბარაქა გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის სათესლე მასალას, ნიადაგში და ფოთლიდან შესატან სასუქებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, პროფესიონალი აგრონომების ჩართულობას მცენარის თესვიდან მოსავლის მიღებამდე და სხვა აუცილებელ მომსახურებას, რომელიც ფერმერს შესაძლებლობას მისცემს, რომ მიიღოს ჯანსაღი და ბარაქიანი მოსავალი.
წყარო: WWW.BARAKA.GE

მახრა, ბოსტანა – მტრად ქცეული ბოსტნის მეგობარი

0
მახრა, ბოსტანა - მტრად ქცეული ბოსტნის მეგობარი
#image_title

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

0
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?
#image_title

 

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის რეგისტრაცია 2 აპრილის 18:00 საათამდე მიმდინარეობს:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის;
  • მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ:
20 მარტს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამართავს ონლაინ ღია კარის დღეს აბიტურიენტებისათვის.

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

0
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართულ სამდღიან გამოფენაზე, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამოფენაში ProWein Dusseldorf საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე, სააგენტოს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენის Prowein-ის დირექტორს, პეტერ შმიტცს შეხვდნენ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 25-წლიანი ორმხრივი თანამშრომლობა, მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

გამოფენის ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის Meininger-ის კონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოეწყო ქართული ღვინის ბრენდირებული სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის 300-მდე ბოთლი ღვინო, გაიმართა პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.

ProWein Dusseldorf-ზე გამართულ ქართული ღვინის კიდევ სამ დეგუსტაციას ცნობილი გერმანელი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა.

გამოფენის ფარგლებში, ლევან მეხუზლამ შეხვედრები გამართა ღვინის პროფესიონალებთან, სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიის, პარტნიორი ორგანიზაციისა და მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებთან.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

რჩევები, რომლის წყალობითაც თქვენი ბარაქის ხე აყვავდება

0
#image_title

ფულის ხე შეგიძლიათ იხილოთ თითქმის ყველგან, როგორც ბინებში, ისე ოფისებში. ფულის ხე ანუ კრასულა იზიდავს სიმდიდრეს. მცენარე სწრაფად იზრდება, მაგრამ ის ყვავის, ძალიან იშვიათად.

შემოდგომაზე და ზამთარში, მცენარე ისვენებს, ამიტომ უყვარს მშვიდი ატმოსფერო: ტემპერატურა არ უნდა იყოს 15 გრადუსზე მეტი და მორწყვა მხოლოდ საჭიროებისამებრ.ბარაქის ხე მოამზადეთ ასაყვავებლად, ეს მარტიდან დაიწყეთ.

1. მას სჭირდება ძალიან კარგი განათება.
სადაც კი ყინვები დასრულდა შეგიძლიათ გაიტნოთ გარეთ. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.
2. შეუცვალეთ ნიადაგი. თუ კი ფიქრობთ, რომ საკვები ნივთიერებები აღარ არის, უკვე გასწავლეთ როგორ ამოიცნოთ.
ზოგადად სუკულენტებს ორ სამ წელიწადში სჭირდება ნიადაგის გამოცვლა.
თუ სუკულენტების ნიადაგს შეიძენთ ეს ფუფუნაბაა ბარაქის ხისთვის.
3. გადარგეთ დაბალ, ქოთანში, რადგან მას ძალიან პატარა ფესვთა სისტემა აქვს.
ქოთანს უნდა ჰქონდეს კარგი დრენაჟი.
მას არ უყვარს წყლის დაგუბება.
მორწყეთ მაშინ, როცა ნახავთ, ნიადაგი 3 სმ გამომშრალი აქვს.
გაწმინდეთ ფოთოლი. მტვერი არ უყვარს.
 
მიეცით თვეში ერთხელ ასკორბინისმჟავა. C ვიტამინი.
დაიმახსოვრეთ!!!
ოთხი რამ მის ასაყვავებლად.
ადრე გაზაფხულიდანვე ბევრი შუქი, განათება.
მორწყვა დაბალანსებული.
შესაფერისი ქოთანი და ნიადაგი.
კვება c ვიტამინით.
 
ვიტამინი იხსნება ერთი ამპულა ერთ ლიტრ წყალში.
მორწყეთ სხვა სუკულენტებიც და კალანჰოე არ გამოგრჩეთ.
შეგიძლიათ შუშხუნა c ვიტამინის გამოყენებაც.
მცენარე ძალიან უყვარს ახალმოსახლეობა. თუ გსურთ ყვავილობის მიღწევა, თქვენ უნდა გადანერგოთ ხე მხოლოდ გარკვეულ დროს. ეს ჯობია ადრე გაზაფხულზე – ბარაქის ხის აქტივობის პერიოდში. ქოთნის ძირში საჭიროა დრენაჟის გაშენება, ხოლო გადანერგვისას, ფესვის ირგვლივ მიწის ფსკერი შეინახეთ ისე, რომ არ დააზიანოთ ფესვები. კარგი იქნება ნიადაგში დაამატოთ ნეშომპალა და ქვიშა. პროცესი მეორდება სამ წელიწადში ერთხელ.სრულფასოვანი განვითარებისა და აყვავების მიზნით, ბარაქის ხეს სჭირდება სამი სავალდებულო დელიკატესი: კალიუმი, ფოსფორი და კალციუმი.პირველ და მეორე კომპონენტების ყიდვა შეიძლება ონლაინ მაღაზიაში და კალციუმის დამზადება შეიძლება კვერცხის ნაჭუჭისგან.

კრასულა ანუ ბარაქის ხე არის ძალიან სისუფთავის მოყვარული მცენარე. კვირაში ერთხელ უნდა გაწმინდოთ მარლით ხის ყველა ფოთოლი.

 

image 

კიდევ ერრთი რჩევაც, ნებისმიერი გამოცდილი ფლორისტი დაადასტურებს, რომ ყვავილები არის ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც აქტიურად რეაგირებენ ყველაფერზე, რაც გარშემო ხდება.სწორედ ამიტომ, თუ გსურთ თქვენს ხეზე დაინახოთ დელიკატური ყვავილები, თქვენ არ უნდა აუწიოთ ხმას მის გვერდით, ჩხუბი და კამათი არ შეიძლება მის გვერდით. უკეთსია, ელაპარაკოთ მას. სანამ ფოთლების წმენდას, ან მორწყვას დაიწყებთ ყოველ დილით, უთხარით: ”დილა მშვიდობისა! როგორ გეძინა? ”

შემოდგომაზე თუ დაიცავთ ამ რჩევებს, ნახავთ, რომ სასწაულები ხდება და თქვენი ფულის ხე ნამდვილად აყვავდება. სხვათა შორის, ის არამარტო იზიდავს სიმდიდრეს, არამედ ასრულებს სურვილებს ყვავილობის პერიოდში, რომ დარწმუნდეთ, სცადეთ!

 

მახრას წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის რამოდენიმე მეთოდი

0
მახრას წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის რამოდენიმე მეთოდი
#image_title

მახრა, იგივე ბოსტანა, ძალიან საშიში მავნებელია: მას შეუძლია მცენარეთა ფესვები დაღრღნას და ფერმერულ მეურნეობებს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენოს.

მახრა საქართველოში გავრცელებული პოლიფაგი მავნებელია, ის აზიანებს მცენარის მიწისქვეშა ორგანოებს: ფესვთა სისტემას, ფესვის ყელს, ნორჩ ყლორტებს.
მახრა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ღია გრუნტში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მწარმოებლებისათვის, ასევე მესათბურე ფერმერებისთვის რომლებსაც მოყავთ ბოსტნეული კულტურები, ყვავილები და სხვადასხვა დეკორატიული მცენარეები. მახრა მავნეობას იწყებს 10-120C ტემპერატურაზე, რაც ემთხვევა სათბურებში ჩითილების გადარგვის პერიოდს. მავნებელი აზიანებს ახალ გადარგულ ჩითილებს, მათ ფესვთა სისტემას და ჭრის ღეროს, რაც იწვევს გადარგული ჩითილების ხმობას, შედეგად ნათესი მეჩხერდება და საჭირო ხდება გაცდენილი ადგილების შევსება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან და დამატებით ხარჯებთან.
მახრას წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის რამოდენიმე მეთოდი: მექანიკური – ნიადაგის დამუშავებით, გათოხვნით მახრის ბუდეების დაშლა. მორწყვა – ფერმერები მიმართავენ ნიადაგის მორწყვასაც ჭარბი წყლის რაოდენობით; ქიმიური – მახრას წინააღმდეგ მიმართავენ კორმაში(ქატოში) ინსექტიციდების შერევას სხვადასხვა სურნელოვან ნივთიერებებთან (მაგ: მზესუმზირის ზეთი) ერთად, კარგ შედეგს იძლევა ფოსფორორგანული (დიმევიტი , ნურელ დ და ქლორპრივიტ აგრო ) ან პირეტროიდული ჯგუფის პრეპარატების გამოყენება. ქიმიური მეთოდი ასევე გულისხმობს ნიადაგში შესატანი გრანულირებული ინსექტიციდების გამოყენებას (ფორსი – სინგენტა), რომლებიც ეფექტურია ჩითილების გადარგვის დროს. ინსექტიციდების შეტანა ხდება კვლებში ან ჩითილის ჩასარგავ ორმოში. აღნიშნული ინსექტიციდები გამოიყენება ყვავილების გადარგვის დროსაც, მათი ეფექტურობა მახრას წინააღმდეგ ნაჩვენებია გეორგინების ტუბერების გადარგვის დროსაც.

იმ შემთხვევაში, თუ მათთან ბრძოლის ქიმიური საშუალებების გამოყენების მომხრე არა ხართ, არსებობს კარგად აპრობირებული, ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები. მათი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია მავნებლების რაოდენობის შემცირება ან საერთოდ გაქრობა.

საპნის ხსნარი

ეს ყველაზე მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი მეთოდი არის. როგორც კი დაინახავთ ბოსტანას სოროს შესასვლელს, მოამზადეთ საპნის ხსნარი და წვრილ ნაკადად, პირდაპირ ხვრელში ჩაასხით! სულ 1-2 ლ. წყალი და მწერები მაშინვე გამოცვივდებიან სოროდან. ამის შემდეგ, მხოლოდ მათი დაჭერაღა იქნება საჭირო.
imageშენიშვნა: ზოგიერთ სპეციალურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ მწერების სოროებიდან გამოსადევნად, «ნებისმიერი» საპნის და ასევე, სარეცხი ფხვნილის გამოყენება შეიძლება. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ფხვნილი ფოსფატებს, ოპტიკურ გამათეთრებლებს, სინთეთიკურ არომატიზატორებს და ბევრ სხვა დანამატს შეიცავს, რომლის ადგილი ნამდვილად არ არის ბაღ-ბოსტნების ნიადაგში! ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საპონი ბევრად უფრო იაფია. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ საპნიანი ხსნარის ნაცვლად, სუფთა წყლის ჩასხმის შემდეგაც, გამოდიან მწერები სოროებიდან.

ხაფანგები

ხაფანგების დადება ცოტა შრომატევადია, მაგრამ, ამავდროულად, მოსახერხებელიც არის: დადგავთ ხაფანგებს ნაკვეთშუ და შეგიძლიათ სხვა საქმე აკეთოთ. ხაფანგი კი, 1-2 კვირა დამოუკიდებლად «იმუშავებს».

I. ჩასაფრება მინით

image

ამ ხაფანგის პრინციი იმაში მდგომარეობს, რომ ბოსტანა მიწის ქვეშ მხოლოდ გათხრილ გვირაბებში მოძრაობს. თუ ამ გვირაბებთან 0, 5-0, 7 ლ–იან ქილებს ჩადგავთ, მავნებლები ადრე თუ გვიან, შიგნით მოხვდებიან.

image

image

ქილაში შეგიძლიათ წყალი ჩაასხათ (ნახევარზე). ამ შემთხვევაში, ტენის სახით, დამატებითი «ცდუნების» ეფექტი შეიქმნება.

II. თაფლიანი ხაფანგი

image

ჩადგით მიწაში მინის ქილა და ზედა ნაწილში, დაახლოებით, სიმაღლის 1/4-ზე თაფლი წაუცვით სუნისთვის. ქილას ზემოდან რკინის ფირფიტა გადაფარეთ და თივა დააყარეთ. ბოსტანასთვის კარგი სატყუარაა როგორც თაფლის სუნუ, ისე სითბო.

image

image

III. ხაფანგი ლუდით

image

0, 5 ლიტრიან მინის ბოთლში ჩაასხით 100 მლ. ახალი ლუდი და მიწაში ჩამარხეთ, დახრილ მდგომარეობაში (როგორც სურათზეა). ამასთან, ბოთლის თავი არ უნდა ეხებოდეს ნიადაგს. ნიადაგი ჩაღრმავება უნდა მორწყათ და ზემოდან რკინის ფირფიტა, კრამიტი ან სქელი მუყაო გადააფაროთ. 7-10 დღის შემდეგ, ბოთლი უნდა ამოიღოთ.

image

image

ხაფანგი-სატყუარების დადგმა რეკომენდირებულია, დამუშავებული მიწის ნაკვეთის, ყოველ 4-5 კვ. მ-ზე.

image

«მსუბუქი ქიმია»

არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც სახლის მცენარეების მწერებთან ბრძოლისას გამოიყენება და შედარებით დიდი მწერების მოსაგერიებლადაც გამოდგება. აქ საუბარია ასანთის თავებზე, რომელიც შეიძლება მწერების მოწამვლა, მცენარეებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ფოსფორს და გოგირდს, რომლებსაც ასანთის თავი შეიცავს, შეუძლია მომაბეზრებელი მავნებლები სამუდამოდ მოაცილოს ნათესებს:

დაასველეთ პური და მისგან კაკლის ხელა გუნდა გააკეთეთ > ჩაარჭეთ მასში 10–12 ასანთი > როდესაც ასანთის თავები დასველდება და პურს შეერევა, ღეროები ამოიღეთ > პურის გუნდა კარგად აზილეთ, რომ მასში ფოსფორი და გოგირდი თანაბრად გადანაწილდეს.

გაყავით პური პატარ-პატარა ნაწილებად და მისგან ბარდისოდენა ბურთულები გააკეთეთ > მოათავსეთ ეს ბურთულები მწერის სოროებში, ერთმანეთისგან 0, 5–0, 7 მ-ის დაშორებით.

ამრიგად, მწერებისგან მოსავლის დასაცავად, სპეციალური ქიმიური საშუაქლების შეძენა საჭირო არ არის. გარდა იმისა, რომ ქიმიკატებით ბრძოლის მეთოდი, გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ჯანმრთელობისთვის საზიანო არის.

პროდუქციას ხშირად ეტიკეტზე აწერია „თაფლი“, რაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას იწვევს – “აწერია თაფლი, მაგრამ თაფლი არაა..“

0
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი
#image_title

ტურისტულ ობიექტებზე და არასისტემურ სავაჭრო სივრცეებში გავრცელებულია თაფლის გაყალბების შემთხვევები, რაც როგორც მომხმარებლებს, ისე ადგილობრივ მეფუტკრეებს აზარალებს.

ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოვლენა ლაბორატორიული კვლევის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო არსებული კონტროლის მექანიზმები ამ მიმართულებით საკმარისად ეფექტიანი არ არის.

მოვლენების აღწერა

ქვეყანაში თაფლის ფალსიფიცირების პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტურისტულ ობიექტებზე, სადაც ხშირად იყიდება პროდუქტი, რომელიც რეალურად ნატურალურ თაფლს არ წარმოადგენს. მისი თქმით, გაყალბება ხდება როგორც მეფუტკრეების, ასევე მოვაჭრეების მხრიდან, თუმცა ყველაზე პრობლემურია სწორედ სავაჭრო ქსელების გარეთ არსებული არარეგულირებადი ბაზარი.

ბაზარზე წარმოდგენილია პროდუქტი, რომელიც დამზადებულია შაქრის ან ინვერსირებული სიროფისგან და შემდეგ მიიყვანება თაფლის მსგავსი კონსისტენციის მდგომარეობამდე. ასეთ პროდუქციას ხშირად ეტიკეტზე აწერია „თაფლი“, რაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას იწვევს.

ექსპორტისთვის განკუთვნილი თაფლი შედარებით დაცულია, რადგან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყველა პარტია ლაბორატორიულ შემოწმებას გადის და ფალსიფიკაციის შემთხვევები მარტივად გამოვლენადია.

კონტექსტი და ფონი

თაფლის წარმოება საქართველოში ტრადიციულად ერთ-ერთ მნიშვნელოვანი აგროსექტორია, რომელიც როგორც შიდა ბაზარზე, ისე ექსპორტზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებს. ადგილობრივი მეფუტკრეები ხშირად მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს წარმოადგენენ, რომელთა კონკურენტუნარიანობა დიდწილად დამოკიდებულია პროდუქტის ხარისხსა და სანდოობაზე.

ფალსიფიცირებული პროდუქციის გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ მომხმარებლის ინტერესებს, არამედ მთლიანად სექტორის რეპუტაციას. მსგავსი პრობლემები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება, თუმცა ბევრ შემთხვევაში რეგულირების მექანიზმები უფრო მკაცრია და კონტროლი — სისტემური.

საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ პერიოდულად იწერება სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმაზე, მათ შორის https://www.sheniambebi.ge, სადაც ყურადღება გამახვილებულია აგროსექტორში არსებული სტრუქტურული პრობლემების შესახებ.

დეტალები და ფაქტები

თაფლის ფალსიფიცირების ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია ფუტკრებისთვის შაქრიანი სითხის მიწოდება. ამ პროცესში მეფუტკრეები შაქარს აზავებენ წყალში და აძლევენ ფუტკრებს, რომლებიც მას ნაწილობრივ ამუშავებენ და ფიჭაში ათავსებენ. შედეგად მიღებული პროდუქტი ვიზუალურად ჰგავს თაფლს, თუმცა მისი კვებითი და ბიოლოგიური თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ნატურალური თაფლისგან.

მეორე მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევა, არის სრულად ხელოვნური პროდუქტის წარმოება. ამ შემთხვევაში შაქრის ხსნარს ამატებენ სხვადასხვა ნივთიერებებს — მაგალითად, მჟავებსა და ფერმენტებს — და ქმნიან მასას, რომელიც გარეგნულად თაფლს ჰგავს. აღნიშნული პროდუქტი ზოგჯერ საერთოდ არ შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს.

ნატურალური თაფლისა და ფალსიფიცირებული პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზით არის შესაძლებელი. მისი თქმით, გავრცელებული „სახლში შემოწმების“ მეთოდები — მაგალითად, დაწვის ან სქელობის შეფასება — არ არის მეცნიერულად დასაბუთებული და მომხმარებელს შეცდომაში შეჰყავს.

ბაზარზე არსებული პროდუქციის ნაწილი საერთოდ არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რადგან არარეგისტრირებული მოვაჭრეების საქმიანობის შემოწმება შესაბამის უწყებებს არ შეუძლიათ. ამ გარემოებას მეფუტკრეთა გაერთიანება ერთ-ერთ მთავარ სისტემურ პრობლემად მიიჩნევს.

საერთაშორისო ან რეგიონული პერსპექტივა

თაფლის ფალსიფიცირების პრობლემა საერთაშორისო მასშტაბითაც აქტუალურია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ბაზარზე არსებული თაფლის ნაწილი შეიცავს დამატებულ შაქრებს ან სხვა არანატურალურ კომპონენტებს, რაც პროდუქტის ხარისხს ამცირებს და მომხმარებლის ნდობას აზიანებს.

ევროპის ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაში მოქმედებს მკაცრი რეგულაციები, რომლებიც მოითხოვს პროდუქტის ლაბორატორიულ შემოწმებას და ეტიკეტირების მკაფიო წესებს. ასეთ სისტემებში კონტროლის მექანიზმები მოიცავს როგორც მწარმოებლებს, ისე გამყიდველებს, რაც ფალსიფიცირებული პროდუქციის გავრცელების რისკს ამცირებს.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეფექტიანი რეგულაცია ეფუძნება როგორც სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბაზრის მუდმივ მონიტორინგს.

საქართველოს კონტექსტი

საქართველოში თაფლის ბაზარი ნაწილობრივ რეგულირდება სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ, რომელიც ძირითადად იმ პროდუქციას ამოწმებს, რომელიც ოფიციალურად შედის სავაჭრო ქსელებში. თუმცა, როგორც ალეკო პაპავა აღნიშნავს, პრობლემის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება არარეგისტრირებულ მოვაჭრეებს, რომლებიც ტურისტულ და სხვა არაფორმალურ ობიექტებზე ოპერირებენ.

ამ პირობებში, ადგილობრივი მეფუტკრეები კონკურენციის არათანაბარ გარემოში აღმოჩნდებიან. ფალსიფიცირებული პროდუქცია ხშირად იგივე ფასად იყიდება, რაც ნატურალური თაფლი, რაც მომხმარებლის არჩევანზე გავლენას ახდენს და ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებლებს ზარალს აყენებს.

გარდა ეკონომიკური ზიანისა, აღნიშნული პრაქტიკა მომხმარებელთა ინფორმირებულობის პრობლემასაც აჩენს. მომხმარებლები ხშირად ვერ ახერხებენ პროდუქტის ხარისხის დამოუკიდებლად შეფასებას და ეყრდნობიან ვიზუალურ ან არამეცნიერულ ნიშნებს.

ანალიტიკური, ნეიტრალური შეჯამება

მეფუტკრეობის სექტორში არსებული გამოწვევები მიუთითებს, რომ თაფლის ფალსიფიცირების პრობლემა მრავალფაქტორულია და მოიცავს როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის ეტაპებს. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მოწყვლადია ის სეგმენტი, რომელიც არ ექვემდებარება სისტემურ კონტროლს.

ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ლაბორატორიული კონტროლი რჩება ერთადერთ სანდო მეთოდად პროდუქტის ავთენტურობის დასადგენად, თუმცა მისი გამოყენება ძირითადად ექსპორტზე ან ორგანიზებულ ბაზარზეა კონცენტრირებული. შესაბამისად, შიდა ბაზარზე არსებული არარეგულირებადი სივრცეები კვლავ რჩება გამოწვევად.

მომავალი განვითარების პერსპექტივა დამოკიდებულია რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, ბაზრის მონიტორინგის გაფართოებაზე და მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდაზე, რაც შესაძლოა გავლენას ახდენდეს როგორც სექტორის ეკონომიკურ მდგრადობაზე, ისე პროდუქტის ხარისხის სტანდარტებზე.

წყაროები

  1. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება. ალეკო პაპავას განცხადება.
  2. National Honey Board. Honey Authenticity and Adulteration. Available from: https://www.honey.com
  3. European Commission. Honey authenticity and traceability. Available from: https://ec.europa.eu
  4. Food and Agriculture Organization (FAO). Honey quality and safety guidelines. Available from: https://www.fao.org