ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით გაიზრდება

0
Earthpix-ი საქართველოში

დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის 2245 ჰექტრით გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების შედეგად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი 34 280 ჰექტარი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც მეტად მნიშვნელოვანია რადგან სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია თავისი მდებარეობით ერთგვარ მაკავშირებელ დერეფანს ქმნის ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც მთლიანად ამ ვრცელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობას.

სოფელ ტბათანისთვის და მის მიმდებარე ტერიტორიისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ეფუძნება „თუშების სათემო საბჭოს“ წინადადებას და შეთანხმებულია ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან.

გაფართოებულ არეალზეც გავრცელდება დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს ორი საუკუნის განმავლობაში აქ არსებული დასახლების ისტორიული იერსახის აღდგენას, ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის წახალისებას და ეკოტურიზმის პოტენციალის გაუმჯობესებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია და მათი ფართობი 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.1%-ია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, მიმდინარე წელს განხორციელდება კვლევები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიების დაარსების და ასევე რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოების მიმართულებით. ვაგრძელებთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. წელს დასრულდება 15 დაცულ ტერიტორიაზე 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც 30 მლნ. ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ასევე წელს სულ მცირე 10 ლოკაციაზე შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა რისთვისაც 10 მლნ. ლარი იქნება მიმართული.

დაცული ტერიტორიების სწორის განვითარების პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 070 000 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

პირველი ახალშობილი წელს ბათუმში დაიბადა

0

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ცნობით, პირველი ახალშობილი 2024 წელს ბათუმში, BMC-ის  სამშობიარო განყოფილებაში დაიბადა. ახალშობილი 1-ელ იანვარს, დაახლოებით 00:06 საათზე დაიბადა, მას ილია დაარქვეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა არის, გიორგი ფხაკაძის წარმატების ფორმულა?!

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმატების ფორმულაზე საუბრობს:

„მეკითხებიან, თუ რა არის ჩემი წარმატების ფორმულა, ჩემი პასუხი:
მიყვარს და მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ;
საქმის დაჟინებით კეთების უნარი ;
სულ ვსწავლობ და ვეძებ სიახლეებს (2007 წლიდან ვარ პროფესორი David Tvildiani Medical University, მაგრამ მუდმივად ახალ რამეებსაც ვსწავლობ);
არ მეშინია სირთულეების (სომალი და ერაყგამოვლილი ვარ);
შედეგი კი არის ის, რომ ვტკბები ჩემი ცხოვრებითა და ჩემი მუშაობის შედეგებით (დილას, პარიზში, მონმარტრზე, კრუასანით და ყავით ვხვდები).
ამაზონი (Amazon.com), ალბათ, გაგიგიათ. ჩემი წიგნების კოლექციის შეგროვებაც შეგიძლიათ დაიწყოთ; ეს კი ის, რაც ვთქვი, პრაქტიკაში როგორ გამოიყურება,
წარმატებებს გისურვებთ.“
Giorgi Pkhakadze, Poverty, Migration and AIDS in South India: Theory of migration and HIV/AIDS

ცოტა ვინმე თუ იცნობს ამ მცენარის მორფოლოგიასა და ნაყოფის ქიმიურ შემცველობას, რომლითაც იგი დიდ ყურადღებას იმსახურებს

0
xr:d:DAGCAK4jeKw:49,j:4943125023244839008,t:24041012

ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა, რომლის მომჟავო-ტკბილი, ანანასის სურნელის მქონე გემრიელი ნაყოფი ბევრს გაუსინჯავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს ამ მცენარის მორფოლოგიასა და ნაყოფის ქიმიურ შემცველობას, რომლითაც იგი დიდ ყურადღებას იმსახურებს.
მცენარეს ფოთლები ტყავისებრი აქვს, ელიფსური ფორმის, გარედან მუქი მწვა­ნე, შიდა მხრიდან ქეჩისებრი შებუ­სვის გამო მოთეთროა. თეთრი ყვავილები შიგნით ვარდისფერია. ნა­ყოფი ვისაც უგემია, მისი ფორმაც ეხსომება და ფერიც. მაგრამ ის, რომ ფეიხო­ას ნაყო­ფი 0,6% წყალში ხსნად იოდს შეიცავს, რომლის დეფიციტსაც საქარ­ველოს მოსახლეობა დღეს მკვეთრად განიცდის, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. ჩიყვით დაავადებულმა წელიწადში 10 კგ-მდე ნაყოფი უნდა მიირთვას წამალთან ერთად, რომ მისი ავადმყოფობა მკურნალობას ადვილად დაემორჩილოს. პროფილაქტიკისთვის მისი მი­­­ღება ყველას­თვის სასურველია. ფეიხოას ნა­­­ყო­­­ფი­­საგან ხარშავენ მურაბას, აკეთებენ ჟელეს, კომპოტს, სხვადასხვა ნაყენს. ცოცხალი ვი­ტამინების (C, D) და იოდის მარაგის შესანარჩუ­ნებლად ყველაზე ეფექტიანია შაქარში დაკონსერვებული (1 წილი ფეიხოა, 1 წილი შაქარი) გა­ხეხილი ნა­ყო­ფი (სხვათა შორის, ზემოხსე­ნებული წყალში ხსნადი იოდი მეტად სა­ყურადღებოა, რადგან მცენარე შეიძლება შეიცავდეს იოდს, მაგ­რამ წყალში უხსნადობის გამო იგი ორგანიზ­მმა ვერ შეითვისოს).
ფეიხოა ძირითადად ხარობს დასავლეთ სა­ქართველოში, მთელი კოლხეთის დაბ­ლობზე, განსაკუთრებით ზღვის სანაპი­რო ზოლში. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ოთახის კულტურა ულამაზესია, ყვავილობს და ნაყოფსაც იძლევა.
ფეიხოა მრავლდება თესლით, გადაწვენით, ამონაყარებითა და კალმებით. ყველაზე ხელმისაწვდომია მისი გამრავლება ამონაყარებით, განსაკუთრებით, მცირე ფართობზე. თუ პლან­ტაციის გაშენებას მოისურვებთ, რა თქმა უნდა, კალმების დაფესვიანება ჯობია. ამ მიზნით ჭრიან 8-10 სმ სიგრძის კალმებს კენწერულ და შუა წელის ნაწილში, ამუშავებენ „ბიორა­გით“ (იყიდება მემამულეთა კავშირის მაღაზიაში) და რგავენ ყუთებში ნოემბერ-დეკემბერში. ფეიხოას მყნობითაც ამრავლებენ.
ორწლიან ნერგებს მარტ-აპრილში რგავენ მუდმივ ადგილზე. მცენარეთა შორის მანძილი 3-4მ-ია, რიგთაშორისებში 3-5მ. უმჯობესია 30-40სმ შტამბის გამოყვანა, ამით მცენარის მოვლაც ადვილია და მოსავალსაც მეტს იძლევა.
არავითარ განსაკუთრებულ მოვლას ფე­იხოა არ საჭიროებს. ნაყოფი მომწიფების­თა­ნავე ძირს ცვივა. ნაყოფის ცივ ადგილას მო­თავსება ძალიან აგემრიელებს მას.
ფეიხოასათვის საუკეთესო ტემპერატურაა 16-21 გრადუსი. მცენარე დაუზიანებ­ლად უძლებს 11ºჩ-მდე ყინვას, უფრო დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ეყინება ფოთლები და ნაწილობ­რივ სცვივა, რის შემდეგაც მომავალი წლის ნაყოფს აღარ უნდა ველოდოთ. სინათლისადმი დიდ მოთხოვნილებას არ ავლენს, არც მაინცდამაინც რწყვას საჭიროებს, თუმცა გვალვის დროს მორწყვა აუცილებელია. კარგად ხარობს ღრმა, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგზე. ვერ იტანს, ან ცუდად ეგუება კარბონატულ ნიადაგს.

კივი რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთი­ერებების შემცველობის მხრივ ერთ-ერთი მდი­დარი მცენარეა, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა – ამოქმედდა 1 იანვრიდან

0

საქართველოს მთავრობის დადგენილება №558 2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

„სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“. „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2 1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი შეადგენს 76 350 000 ლარს. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

საქართველო როგორც ხორბლის სამშობლო…

0

საქართველო როგორც ხორბლის სამშობლო…

საუბრობს ისტორიკოსი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი:

„ეს დღეს არ დადგენილა და ნამდვილად საქართველო არის ერთ-ერთი იმ კერათაგანი, სადაც მოხდა ხორბლის ველური ჯიშებიდან კულტივირება, გამოიყენეს კულტურულ სივრცეში, როგორ რაციონის შემადგენელი მნიშვნელოვანი პროდუქტი…“

„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცეს

0
xr:d:DAGB0EEP1sk:52,j:5408121479935992957,t:24040813

საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაიწყებს.

„ახალი პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების დაფინანსება/თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი იმართება. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინო პროდუქციის პოპულარიზაცია, მეღვინეობის დარგისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების შესავსები ფორმა განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.wine.gov.ge პროგრამის დაწყების დღეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ეთნობოტანიკის საკოლექციო ნაკვეთზე ქართული სახლის მინიატურული მოდელის მშენებლობა დასრულდა

0
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ეთნობოტანიკის საკოლექციო ნაკვეთზე ქართული სახლის მინიატურული მოდელის მშენებლობა დასრულდა.
ეროვნული ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, სახლში ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ეთნობოტანიკური კოლექციების ნიმუშები განთავსდება, რაც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურასა და ისტორიას.

„24-დან 1 კოვიდინფიცირებული…“

0
სოფლის ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს რისკებზე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოფლის მოსახლეობის წინაშე არსებულ ჯანდაცვის საფრთხეებზე საუბრობს. ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და ინფექციების პიკი განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ინგლისი/შოტლანდია: 24-დან 1 კოვიდინფიცირებულია.

„ინგლისი/შოტლანდია: „
2,549,000 ინდივიდი დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით 2 კვირის განმავლობაში 2023 წლის 13 დეკემბრამდე.
« 18-დან 44 წლამდე ასაკის ინდივიდებზე პრევალენტობა უფრო მაღალი იყო »“
JN.1
England/Scotland: 1 in 24 infected with Covid
2,549,000 individuals infected with SARS-CoV-2 during the 2 weeks up to 13 December 2023.
« Prevalence was higher for individuals aged between 18 to 44 years »

„ძველი მეთოდით ვამუშავებ, თექაზე მუშაობა არის შრომატევადი…“

0
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

Shenisilamaze.ge გაგაცნობთ დაკო ჭანკვეტაძეს, რომელიც ქმნის თექის საინტერესო და ლამაზ ჩანთებს და მოსასხამებს – Teqa თექა

“ვგეგმავ, უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ნაწარმი და დაემატება კიდევ რამდენიმე სახეობა…

გააგრძელეთ კითვა: