
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 1000 ლარს მიიღებენ – ყველაზე უხუცესი 110 წლის დავითაძე ნაქიფე და დიასამიძე ფატყუმეა

Covid-ის ახალი ვარიანტი JN.1 – რა რეკომენდაციები აქვს გიორგი ფხაკაძეს ?
მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი – ვირუსით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.
მაგრამ დეკემბრიდან მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩინა ომიკრონის ახალმა ქვეშტამმა – JN.1, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, მათ შორის – აშშ-ში. ზოგიერთ შტატში, კლინიკებში, პირბადეების ტარების სავალდებულო წესიც დააბრუნეს.
რა მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში და როგორ დავიცვათ თავი ამ ვირუსებისგან? ამის გასგებად „ვერსია“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექპერტ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა
საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.
ქარიანი ამინდი საბაგირო გზის ერთადერთი დაბრკოლებაა.
საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. გახსნის დღიდან მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერის და არქიტექტორის შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება.
მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1000 მ. ხულოდან 7 კმ-ში.სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია რკინის ზოდები. ვარაუდობენ, რომ აქ რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო.
„არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ყველა ოჯახს, სადაც ყავთ სამი და მეტი შვილიდა არიან მძიმე პირობებში ან არ აქვთ საცხოვრებელი, მთავრობის გადაწყვეტილებით 2024-2025 წლებში 1000-მდე ოჯახს საცხოვრებლიოთ ვუზრუნველყოფთ. დაახლოებით 50 მლნ ლარია ბიუჯეტი. შეიქმნება შესაბამისი კომისია და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ოჯახები დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლებით…
მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.
პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.
ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.
პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.“
„რასაკვრიველია, შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში.
ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხცეცაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევადს ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…“ – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, შემოდგომის დასაწყისში ქვეყანაში შემოიტანეს გრიპის ვაქცინა.
„ჩვენ შემოდგომის დასაწყისში ვუზრუნველყავით რომ, ქვეყანაში შემოვიტანეთ გრიპის ვაქცინა, რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები და სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები.
ქვეყენაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. გარკვეული პიკური მაჩვენებელი იქნება იანვრის ბოლოს. არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბაზალეთის ტბაზე გაიმართება “ენდურანს-დოღი”
გორის სოფელ იფნარას ტყეში დათვი ჯაჭვით დაბმული ნახეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში დათვი დააბმული ნახეს.
ცხოველთა დამცველის თამუნა გოგალაძის ინფორმაციით, დათვი ბელობის დროსაა დაბმული, ამჟამად გაიზარდა და დახმარება ესაჭიროება.
„ტყეში ჯაჭვზე დაბმულ დათვს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება,რომელიც ბელობის ასაკში დააბეს, გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე,” – განაცხადა თამუნა გოგალაძემ 2024 წლის 10 თებერვალს.
მან გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცხოველთა დამცველის ცნობით, გარემოს დამცველებმა დათვს მიაგნეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ეკარებიან.
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია..
იფნარა ტანის ხეობაში, ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. გორიდან 32 კმ მანძილზე. სოფელი მიტოვებულია, სადაც მხოლოდ ფერმერები ცხოვრობენ.
წყარო: ქართლი.გე
ექსპორტირებულია 37 ათას ტონამდე სტანდარტული და გადამუშავდა 11 ათასი ტონაზე მეტი არასტანდარტული ციტრუსი – აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია
აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით 55 ათას ტონამდე ციტრუსი იყო მოსალოდნელი.
დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია – 23 821 000 აშშ დოლარის 36 893 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს 3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 822 059 ლარი შეადგინა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი მიიღეს.
2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. ასევე რეგიონს გარეთ კიდევ რამდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.
ნარინჯისფერი რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის, თელავის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვისა და ენერგოეფექტური ღუმელების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე მონაწილეებმა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები, ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრა საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით; ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას.
პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის – გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.











