ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

იცოდით, რომ მარკეტში ნაყიდი ანანასის გამრავლება შეგვიძლია?

0
იცოდით, რომ მარკეტში ნაყიდი ანანასის გამრავლება შეგვიძლია?
თუ გიყვართ ეგზოტიკური მცენარეები, აუცილებლად ნახეთ 👇

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები

0

მეორე წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადის“ მხარდამჭერია. ამასთან ერთად, ის სტუდენტის კატეგორიის გამარჯვებულებსაც აჯილდოებს და ასაჩუქრებს. პრიზებს, რომლებსაც „აგროსფერო“ მათ გადასცემს, საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, რადგან კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობების მიცემაა. წლევანდელ გამარჯვებულებს „აგროსფერომ“ საზომი ხელსაწყოებით დაკომპლექტებული სპეციალური ჩემოდანი გადასცა, რომელშიც 3000 ლარის ღირებულების პროდუქცია მოათავსა.

სტუდენტები, რომლებმაც 2023 წლის აგროოლიმპიადის საპრიზო ადგილები მოიპოვეს გიორგი ვენგო ღლონტი, თეა იმნაძე და ბექა ფანგანია. გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო ახალგაზრდები, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულების დაგროვება და უპირატესობის მოპოვება ასობით კონკურსანტს შორის შეძლეს.

გიორგი, როგორც ვიცით, თქვენ უკვე მესამედ მიიღეთ მონაწილეობა აგროოლიმპიადაში. როგორი იყო თქვენი შედეგები წინა მცდელობებზე?

გიორგი ვენგო ღლონტი: აგროოლიმპიადაში მონაწილეობას მისი დაარსების დღიდან ვიღებ. პირველ წელს შეგეძლო, რამდენიმე მიმართულებაში გეცადა ბედი. მაშინ სატყეო საქმეში – მე-2, ხოლო მექანიზაციაში მე-3 ადგილი დავიკავე. შემდეგი წლიდან პირობები შეიცვალა და მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევის შესაძლებლობა მქონდა. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევანი აგრონომიაზე შევაჩერე, ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ფინალურ ტურზე გასვლა ვეღარ მოვახერხე. წელს მესამედ ვცადე ბედი და დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის საშუალებით პირველი ადგილის მოპოვებაც შევძელი.

რამდენად რთული იყო აგროოლიმპიადის ტესტები?

ბექა ფანგანი: აგრონომია, ზოგადად, საკმაოდ რთული მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ფიტოპათოლოგია, აგროქიმია, ენტომოლოგია და სხვა. კითხვები მაქსიმალურად ფარავდა ყველა საკითხს, შესაბამისად, ტესტებიც საკმაოდ რთული იყო.

გიორგი ვენგო ღლონტი: ვფიქრობ, რომ ტესტი მოითხოვდა ყველა მიმართულების არა ზოგად, არამედ სიღრმისეულ ცოდნას. ამასთან ერთად, იყო კითხვები ისეთ ქვედარგებზეც, რომლებიც უნივერსიტეტში ან არ ისწავლება, ან მხოლოდ ზედაპირულად. ამიტომ ტესტის კარგად დასაწერად, საჭირო იყო უნივერსიტეტს გარეთ დაგროვებული ცოდნაც.

თეა იმნაძე: მეც შემხვდა ისეთი საკითხები, რომლებიც უნივერსიტეტში ჯერ გავლილი არ მაქვს, თუმცა პასუხების გაცემისას ჩემს ლოგიკასა და ზოგად აგრონომიულ ცოდნას ვენდე. პირველი ცდის კვალობაზე ჩემი შედეგით უკმაყოფილო არ ვარ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აგროოლიმპიადები?

გიორგი ვენგო ღლონტი: ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში პროფესიონალების დიდი დეფიციტია. ეს ოლიმპიადა კი მნიშვნელოვანია იმით, რომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს დამატებით მოტივაციას აძლევს, რათა განვითარდნენ, გაიფართოონ ცოდნა და შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.

თეა იმნაძე: როცა ამ ოლიმპიადის შესახებ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მოუთმენლად ველოდი პირველ ტურს, რადგან ეს საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და გამოცდის ძალიან კარგი საშუალებაა. აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა.

რამდენად მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა ამ ტიპის ღონისძიებებში?

ბექა ფანგანი: ზოგადად, ვფიქრობ, კერძო კომპანიებისგან განათლების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით სტუდენტებს არა მხოლოდ ჯილდოების მოპოვების საშუალება ეძლევათ, არამედ იძენენ ინფორმაციას ბაზარზე არსებული კომპანიების შესახებ. მაგალითად, „აგროსფეროსთან“ გვქონდა ვიზიტიც, რა დროსაც უკეთ გავიცანი მისი საქმიანობა და პროცესებიც ბევრად ხელშესახები გახდა. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ჩაერთვება კერძო სექტორი სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაში, მით უკეთესი პროფესიონალები ეყოლება მომავალ თაობას.

უკვე გამოცადეთ თუ არა „აგროსფეროს“ მიერ გადმოცემული საზომი ხელსაწყოები პრაქტიკაში?

თეა იმნაძე: დიახ, უკვე აქტიურად ვიყენებ ციფრულ მიკროსკოპს, რომლის დანახვაც, ვერ აღგიწერთ, რამდენად სასიხარულო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით მცენარეების მავნებელ-დაავადებები მაინტერესებს და ციფრული მიკროსკოპის დახმარებით უკვე შევისწავლე გარკვეული მავნებლები ჩემი სახლის ციტრუსზე. დანარჩენ ხელსაწყოებს, ვფიქრობ, უნივერსიტეტის პრაქტიკული საგნის, „აგროპროექტის“ ფარგლებში უფრო აქტიურად გამოვიყენებ.

გიორგი ვენგო ღლონტი: აგრონომიაში პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული, ცალკეული ფაქტორი ან გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა. პრობლემის გადასაჭრელად ყოველთვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის პოვნა, რაც ხშირ შემთხვევაში დამატებითი ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საზომ ხელსაწყოებს შეგვიძლია აგრონომიის მარჯვენა ხელი ვუწოდოთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, სამსახურში უკვე გამოვიყენე მარილიანობის და ph პარამეტრების მზომელები. დანარჩენს კი ეტაპობრივად მოვსინჯავ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ „აგროსფეროს“ მიერ დაწესებული პრიზი ზუსტად ემთხვევა აგროოლომპიადის მიზნებს. ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც, როგორც აღვნიშნე, აგრონომიის მარჯვენა ხელია, გაძლევს შესაძლებლობას მეტი ინფორმაცია დააგროვო, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარო და განვითარდე.

აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც ორეტაპიანი ტესტირების შედეგად 39 გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზიორები ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე) და ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია და სატყეო საქმე) დასახელდნენ.

აგრარული ეროვნული ოლიმპიადა 2021 წლიდან ტარდება, „აგროსფერო“ კი მეორე წელია მას პარტნიორობას უწევს. გასულ წელს კომპანიამ 9 გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა და მათ აუდიო და ელექტრონული წიგნები, ონლაინ კურსი, JBL-ის უსადენო ყურსასმენები, Amazon Kindle და Samsung Galaxy Tab გადასცა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

იონჯას მოყვანა და მნიშვნელობა

0

იონჯა (Medicago) პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი, უმთავრესად მრავალწლოვანი (საშუალოდ 5-7 წელი) ბალახოვანი მცენარეა. აქვს 60—90 სმ (იშვიათად 140 სმ) სიგრძის ღეროები, რომლებიც ბუჩქს ქმნიან.

ფოთოლი სამყურაა, ყვავილედი-მტევანი 15—20 კაშკაშა ყვავილით. ნაყოფი სპირალისებურად დახვეული პარკია. ფესვთა სისტემა მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილია, ნიადაგში ღრმად (5—10 მ-მდე) ჩადის.

იონჯის ოჯახი (Medicago) 60-მდე სახეობას მოიცავს, სამეურნეო-საწარმოო დანიშნულებით ძირითადად იყენებენ: ლურჯს (Medicago sativa L.) და ყვითელს (Medicago falcata L).

იონჯა (ყვითელი – Medicago falcata L) მრავალწლიანი თაფლოვანი მცენარეა. მისი ღერო სიმაღლე 60 სმ-ს აღწევს, ამ ტიპის იონჯის ყვავილები დამტვერიანებას კარგად არის მისადაგებული.

ფერმერებისთვის იონჯის თივის წარმოება საუკეთესო საშუალებაა, იგი შეიცავს ყუათიან ნივთიერებებს და ცილების დიდ რაოდენობას. იონჯა გამოიყენება როგორც მწვანე საკვები და თივა — მონელებადი საკვები ნივთიერებების შემცველობის მიხედვით, იონჯას ვერ შეედრება ვერცერთი სხვა ბალახეული.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაყალბებული „არიელისა“ და „დომესტოსის“ გაყიდვის ფაქტი

0
დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების ბრენდული სასაქონლო ნიშნით გაყიდვის ფატზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით“.

რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა თბილისსა და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებში.

საგამოძიებოს ცნობით, ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების, საერთო ჯამში 16 982 ლიტრი და 5 457 კგ სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქვევრის აშენება და გამოწვა – ქართული ტრადიციული უძველესი ღვინის ჭურჭელი

0

ქართული ტრადიციული ქვევრი ღვინის უნიკალური და უძველესი ჭურჭელია. არქეოლოგიური გათხრებისას თიხის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. პირველი თიხის ნაკეთობები ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება და მათი უდიდესი ნაწილი სწორედ მეღვინეობას უკავშირდება. ესენია: ქვევრი, კულა, ხელადა, აზარფეშა, ჭინჭილა, დოქი, ფიალა, სურა. ძველისძველ ჭურჭელს ეს სახელები მათი ფორმისა და დანიშნულების შესაბამისად დაერქვა. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოში ქვევრს ჭურს ეძახიან. ზოგი ვერსიით, ჭური მხოლოდ დიდ ქვევრს ჰქვია, რომელშიც ადამიანს შეუძლია ჩასვლა, თუმცა დღეს ისინი სინონიმებია და ერთნაირი მნიშვნელობით იხმარება.

არქეოლოგიური აღმოჩენები ისტორიკოსებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მეთუნეობა, იგივე გამომწვარი თიხისგან საგნების დამზადების კულტურა საქართველოში ნეოლითის ხანიდან იწყება. ძვ. წელთაღრიცხვის ბოლოს კი საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეთუნეო დარგი, რომელიც დღემდე უწყვეტად ვითარდება.

2013 წელს ქართულმა ქვევრმა მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა – UNESCO-მ ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ  მეთოდს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ორგანიზაციის შესაბამის დოკუმენტში ქვევრის ღვინის დამზადების უნიკალური ტექნოლოგია აღწერილია ასეთი ფრაზით: „მარტივი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ყურძნის საწნახელში დაწურვისგან, ყურძნის ტკბილის, კანის, ყუნწების და წიპწის ქვევრში ჩასხმისგან, ქვევრის დალუქვისგან და ამ ნაერთის 5-6 თვის განმავლობაში დაძველებისგან შედგება“.

ქვევრის აგებულება

  • ქვევრის თავი – ასე ეწოდება ქვევრის იმ ნაწილს, რომელსაც მიწის ზემოთ ტოვებენ და თავისივე ზომის თავსახურს ახურავენ;
  • ქვევრის პირი – ეს ქვევრის ზედა ნაწილია, რომელიც მიწის ზემოთ რჩება, სანამ დაკირავენ;
  • ქვევრის ყელი – ეს არის ქვევრის ზედა ნაწილი, სადაც ფორმა წვრილდება;
  • ქვევრის მუცელი – ქვევრის მუცელი ქვევრის შუა წელია, ჭურჭლის ყველაზე გამობერილი ნაწილი;
  • ქვევრის ძირი – ეს უკვე ქვევრის ქვედა ნაწილია, ფსკერი.
  • ქვევრის ქუსლი – ქვევრის უკიდურესი ქვედა ნაწილი, რომელიც ქვევრის საყრდენია, ძირითადად 10-15 სანტიმეტრის დიამეტრისაა.

მიუხედავად ქვევრის არსებობის მრავალათასწლოვანი ისტორიისა, ქვევრის დამზადების ტრადიციული წესი არ შეიცვალა.

წყარო

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„1100-ზე მეტი პაციენტი მიღებას ელოდება – ყველაზე ცუდი მდგომარეობაა რომში“

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ იტალიაში პედიატრიული გამნყოფილებები, სასწრაფო დახმარების ოთახები სავსეა ბავშვებით.

პედიატრია და სასწრაფო დახმარების ოთახები სავსეა.
გრიპი და RSV, რომლებიც პასუხისმგებელია ბრონქიოლიტზე, მძიმედ მოქმედებს ბავშვებზე, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის პირებზე, იტალიის მასშტაბით.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 1000 ლარს მიიღებენ – ყველაზე უხუცესი 110 წლის დავითაძე ნაქიფე და დიასამიძე ფატყუმეა

0
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის 5 კაცი, 30 კი ქალია. ყველაზე უხუცესი შუახევსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 110 წლის დავითაძე ნაქიფე და დიასამიძე ფატყუმეა.
სამინისტროს ცნობით, 2024 წლის ბოლომდე აჭარაში 100 წელი კიდევ 12 მოქალაქეს შეუსრულდება. “100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების” პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მცხოვრები 100 წელს გადაცილებული მოქალაქეები, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 1000 ლარს მიიღებენ.
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

Covid-ის ახალი ვარიანტი JN.1 – რა რეკომენდაციები აქვს გიორგი ფხაკაძეს ?

0

მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი – ვირუსით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.

მაგრამ დეკემბრიდან მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩინა ომიკრონის ახალმა ქვეშტამმა – JN.1, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, მათ შორის – აშშ-ში. ზოგიერთ შტატში, კლინიკებში, პირბადეების ტარების სავალდებულო წესიც დააბრუნეს.

რა მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში და როგორ დავიცვათ თავი ამ ვირუსებისგან? ამის გასგებად „ვერსია“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექპერტ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა:

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა

0
დაბა ხულოში, ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.
სოფელი თაგო ცენტრისგან მოშორებულ მთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს, დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.

ქარიანი ამინდი საბაგირო გზის ერთადერთი დაბრკოლებაა.

საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. გახსნის დღიდან მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერის და არქიტექტორის შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება.

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1000 მ. ხულოდან 7 კმ-ში.სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია რკინის ზოდები. ვარაუდობენ, რომ აქ რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – ზურაბ აზარაშვილი

0

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„ყველა ოჯახს, სადაც ყავთ სამი და მეტი შვილიდა არიან მძიმე პირობებში ან არ აქვთ საცხოვრებელი, მთავრობის გადაწყვეტილებით 2024-2025 წლებში 1000-მდე ოჯახს საცხოვრებლიოთ ვუზრუნველყოფთ. დაახლოებით 50 მლნ ლარია ბიუჯეტი. შეიქმნება შესაბამისი კომისია და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ოჯახები დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლებით…

მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.“

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 

„რასაკვრიველია, შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში.

ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო  გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხცეცაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევადს ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…“ – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, შემოდგომის დასაწყისში ქვეყანაში შემოიტანეს გრიპის ვაქცინა.

„ჩვენ შემოდგომის დასაწყისში ვუზრუნველყავით რომ, ქვეყანაში შემოვიტანეთ გრიპის ვაქცინა, რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები და სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები.

ქვეყენაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. გარკვეული პიკური მაჩვენებელი იქნება იანვრის ბოლოს. არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi