მოზარდებში ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება შეაფერხოს ორგანიზმის განვითარების ტემპი და გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ამის მთავარი მიზეზი არასრულფასოვანი კვებაა.
სამოცი წლის წინ წინაპრების მიწაზე სახლის მშენებლობისას საძირკველში წყალი ამოვიდა
“Ღვინის აკვანი” – ქართველების როლი ვაზისა და ღვინის კულტურის შექმნასა და ჩამოყალიბებაში
გუდის ყველი უნიკალური გემოთი და დამზადების უძველესი ტექნოლოგიით ქართულ ყველეულში ერთ-ერთი გამორჩეულია
გუდის ყველი საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. ის თავისი უნიკალური გემოთი და დამზადების უძველესი ტექნოლოგიით ქართულ ყველეულში ერთ-ერთი გამორჩეულია. გუდის ყველი უხსოვარი დროიდან საქართველოს მთიანეთში – თუშეთში კეთდება.
„თუშური გუდის“ წარმოება
„თუშური გუდა“ ცხვრის, ძროხისა და ცხვრის შერეული, ნედლი, მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველია, რომელიც ცხვრის ტყავის გუდაში მწიფდება.
თუშები მეყველეს „კოდის დედას“ ან „სარქალას“ ეძახიან. გუდის ყველი კი მხოლოდ ზაფხულში მზადდება, მას შემდეგ, რაც ცხვარში „დოლი“ – ბატკნების მოგება დასრულდება.
ცხვრის ცხიმმოუხდელ რძეს სპეციალურ ბადეში ფილტრავენ, რომელშიც სამკურნალო ბალახებია ჩაფენილი. შემდეგ შემადედებელ კვეთს უმატებენ და ნაბადს აფარებენ, რათა სითბო შეინარჩუნოს. 1 საათში ამოურევენ, შედედებულ მასას დაშლიან და ისევ ნაბდით შეფუთავენ. ნახევარი საათის შემდეგ ჭურჭლიდან შრატს ამოწურავენ, ჯერ კიდევ რბილ ყველს დაჭრიან და კარგად გამოსაწურად სპეციალურ ტილოს ტომარაში გამოკრავენ. 2 საათის გასვლის შემდეგ ყველი უკვე გუდაში გადააქვთ.
გუდაში 4-5 თავ ყველს ჩადებენ, მათ შორის ფენებად ჩაყრიან მარილს, თავს მოუკრავენ, საყველე ოთახში გაიტანენ და 2 დღე ისევ ნაბადს დააფარებენ. მარილი რომ თანაბრად გაუჯდეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ყველს დღეში რამდენჯერმე აბრუნებენ და ფორმას უცვლიან. ყველი გუდაში 60 დღის განმავლობაში მწიფდება.
გუდის მომზადება ყველისთვის
კარგი ყველის მისაღებად მნიშვნელოვანია გუდის სწორად გამოყვანა. დაკლული ცხვარი ოსტატმა ისე უნდა გაატყავოს, რომ მას გუდის ფორმა შეუნარჩუნოს. ასე გატყავებას თუშები ოთხში ამოღებას – ცხვრის ფეხებიანად გატყავებას ეძახიან. ამის შემდეგ ტყავს ამარილებენ, კეცავენ და სამი დღით ინახავენ, გაშლიან და „სართხამზე“ – ორკაპა ჯოხზე გადაჭიმავენ.
კვირის თავზე მზეზე გამომშრალ ტყავს წყალში ჩაალბობენ, გაწურავენ და ბეწვს დაახლოებით ერთ სმ-ზე დაუტოვებენ, კისრის ადგილს კანაფის ძაფით შეკრავენ, ჭიპლარის ადგილს – ხარატულს, არყის ხის კოჭაკს გამოაკრავენ და ტყავს ისე აბრუნებენ, რომ ბეწვი შიგნიდან მოექცეს. წყალი რომ არ გაუვიდეს, პოლოჭიკებზე – ტყავის გახეულ ადგილებზე ხის მრგვალ ნაჭერს ამაგრებენ და კიდევ ერთხელ კარგად რეცხავენ. ამის შემდეგ გუდა მზადაა ყველის თავების ჩასალაგებლად.
თუშური გუდა მთის არაყსა და „დედას პურთან“ საუკეთესო მისაყოლებლად მიიჩნევა.
„საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა“-სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ვიდეომასალაზე
სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეომასალაზე განცხადებას ავრცელებს.
„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა. გააგრძელეთ კითვა

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სამედიცინო აქციერომელი ვიტამინების დეფიციტი აქვთ ყველაზე ხშირად მოზარდებს?ბი…
D ვიტამინი
D ვიტამინი მნიშვნელოვანია სხეულის “სამშენებლო” ფუნქციისთვის. ასევე იმუნიტეტის ამაღლებისა და ჰორმონალური სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებისთვის. დღესდღეობით ბავშვების უმეტესობა ატარებს დროს სახლში. ჭარბწონიან მოზარდებში ამ ვიტამინის დონე 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე თანატოლებში. D ვიტამინს უყვარს ცხიმის “რეზერვებში დამალვა”.
C ვიტამინი
C ვიტამინი მონაწილეობს კბილების, ძვლების, კოლაგენის სინთეზში, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ალერგიული მოქმედება. მონაწილეობს გლუკოზის სინთეზის პროცესში და ხელს უწყობს რკინის შეწოვას ორგანიზმში. ბავშვებს, რომლებიც არ მიირთმევენ ბოსტნეულს და ხილს, აქვთ C ვიტამინის დეფიციტი.
A ვიტამინი
A ვიტამინი საჭიროა, როგორც გოგონების, ისე ბიჭების იმუნიტეტისა და ჰორმონალური სისტემისთვის. უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსების დაცვას. გავლენას ახდენს ჭრილობების შეხორცებაზე. A ვიტამინის დეფიციტის მქონე მოზარდები ხშირად ავადდებიან და აქვთ კანის პრობლემები (აკნე, გამონაყარი, აკნე). გოგონებში პროგესტერონის დონე მცირდება.
B ჯგუფის ვიტამინები
ეს ვიტამინები პასუხისმგებელნი არიან ბავშვის ნერვულ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ზრდაში. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს ბავშვს შეიძლება ჰქონდეს კრუნჩხვები და ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში. შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, დეპრესია და კუნთების ტკივილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კვებითი შუქნიშანი – მედიკამენტების ურთიერთქმედება პროდუქტებთან
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
სოფელ ჩიქუნეთში ისტორიული მარანი აღდგა
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. საქართველოს 12 ქალაქში, გამოსაცდელების მისაღებად უკვე მზად არის 24 საგამოცდო ცენტრი.
გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა აპლიკანტებს შეახსენა, რომ კიდევ ერთხელ გადაამოწმონ და დააზუსტონ გამოცდის თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა.
„ხვალ, 3 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. აპლიკანტებს ვთხოვ კიდევ ერთხელ, დაკვირვებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რეგისტრაციის დაწყების საათს და საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს გამოცდის რეგისტრაციის დაწყების დროს“, – განაცხადა ნინო წერეთელმა.
წელს გამოდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
რა საფრთხეებზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე…
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია!
„ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია!
პიკი იქნება თებერვლის დასაწყისში!
მდიდრები ისევ იცრებიან, ღარიბები ვერა!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე საშაურმე შეამოწმეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.
მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს.











