გადაცემა „იმუნიტეტი“
პიროტექნიკის ხმამ, შესაძლოა, ჩვილს სმენა დაუქვეითოს!
როდის რა გავაკეთოთ – კალენდარი – იანვარი
როდის რა გავაკეთოთ
კალენდარი
იანვარი
თვის პირველ ნახევარში შეგიძლიათ სანამყენე კალმების მომზადება, რისთვისაც აჭერით ერთწლიანი, კარგად განვითარებული 3-5-კვირტიანი კალმები, რომელთა დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 0,5 სმ-ისა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ კალმები არ უნდა იყოს დაზიანებული.
სანამ მყნობის დრო დადგება (მარტი, აპრილი, მაისი), კალმები შეინახეთ ცივ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 0ºჩ-მდეა. კალმები შეკარით კონებად, გაუკეთეთ შესაბამისი წარწერა და შეინახეთ სველ ქვიშაში.
თუ გაქვთ თბილი და ნათელი ნაგებობა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 10-15ºჩ-ია, შეგიძლიათ მთელი ზამთრის განმავლობაში მოიყვანოთ ოხრახუში, ნიახური და მწვანე ხახვი. ამ კულტურების ფესვები და ხახვის უვარგისი ბოლქვები ჩარგეთ ნაკელიანი მიწით სავსე ყუთებში და დადგით თაროებზე, ან პირდაპირ იატაკზე ისე, რომ ყუთებს კარგად ხვდებოდეს სინათლე. ნიადაგი ყუთებში მუდმივად ტენიანი უნდა იყოს (მორწყეთ თბილი წყლით).
ახლავე იზრუნეთ თესლებზე. უმჯობესია, ხარისხიან თესლებზე ზამთარშივე იზრუნოთ. რა თქმა უნდა, თქვენი ხელით გამოყვანილი სათესლე მასალა გაცილებით სჯობია ნაყიდს. მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ ძალუძს, სპეციალიზებულ მაღაზიებში თესლის შეძენა კი უფრო მოხერხებულია, ოღონდ, აუცილებლად მაღაზიებში და არა ბაზარში, კერძო პირისგან. საუკეთესო ვარიანტია თესლის (და სხვადასხვა ნერგის) შეძენა მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, სადაც ხარისხი გარანტირებულია.
ცხრილი #1

თესლის შენახვა ცივ ადგილას არ არის სასურველი, რადგანაც დათესვამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე იგი უნდა გათბეს 30ºჩ ტემპერატურაზე. ამიტომაც თესლის შესანახად საუკეთესოა ოთახის პირობები, კარადის ქვედა უჯრა – იატაკთან ახლოს.
გახსოვდეთ
რაც უფრო ძველია თესლი, მისგან აღმოცენებული მცენარე მით უფრო ნაყოფიერია, მაგრამ მისი აღმოცენების უნარი დაბალია. ნაყოფის მომცემ მცენარეთა თესლების შენახვის ნორმალური ვადაა 3-4 წელი.
ძირხვენების, ხახვისა და კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშის დასათესად საუკეთესოა წინა წელს აღებული თესლი. ქვემოთ მოგვყავს სხვადასხვა კულტურის თესლების შენახვის ვადების ცხრილი (ცხრილი #1).
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ქართული ფუტკრის პოპულაციების გენოფონდის შენარჩუნების მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტი ახალ მიდგომებს ნერგავს
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეფუტკრეობის მიმართულების სპეციალისტებმა გურიაში გამართულ დედა ფუტკრის ინტრუმენტალური ინსემინაციის თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგს გერმანიიდან მოწვეული, ევროკავშირის მკვლევარი, იაკობ ვეგენერი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეებს ფუტკრის ხელოვნურად განაყოფიერების პროცესი უჩვენა. აღნიშნული საქართველოში პირველად განხორციელდა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დაინერგება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირველად დედა ფუტკრების ხელოვნური განაყოფიერება წარმატებით განხორციელდა. დედა ფუტკრების ინსტრუმენტული განაყოფიერების შესწავლით საშუალება მოგვეცემა, შევინარჩუნოთ უნიკალური თვისებების მქონე ქართული ფუტკრის პოპულაციების გენოფონდი, შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე გვექნება შესაძლებლობა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის დედა ფუტკრები. არსებული მიდგომების დანერგვით კი, ხელს შევუწყობთ ქართული ფუტკრის პოპულაციების გავრცელებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, –განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა ნანა მაისურაძემ.
სწავლება, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშწყობით გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ინსტრუმენტალური მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს სანაშენო საქმიანობის სრულყოფილ წარმართვას.
„სწრაფად ვრცელდება – ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს:
JN.1 კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტია, რომლის გავრცელებაზეც აქტიურად წერს ამერიკული მედია.
ტაილანდი – ახალი წლის შემდეგ Covid-19-ის შემთხვევების რიცხვი იზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
როგორც The Washington Post წერს, JN.1 ახალი დომინანტური ვარიანტია, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს მათაც, ვინც იყო ვაქცინირებული და სხვა შტამებითაც ინფიცირებული.
კორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.
ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა
რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს შეიქმნა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.
რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.
სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
მაისი – ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენახის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან
მაისი
ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენახის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან. ბაღში, პირველ რიგში, ვაშლისა და მსხლის ხეებს წამლავენ ქეცის საწინააღმდეგო საშუალებებით – 0,2%-იანი კაპტანით ან 0,1%-იანი სილიტით.
ყვავილობის ფაზაში იხმარება 0,1%-იანი კაპტანი. შეწამვლა ტარდება მხოლოდ წვიმიან ამინდში. დაყვავილების შემდეგ წამლავენ 0,1%-იანი სილიტით ან 0,1%-იანი ტოპსინით. 10-14 დღის შემდეგ გამოიყენება 0,2%-იანი კაპტანი ან 0,1%-იანი ტოპსინი. შემდგომ ყოველი 4 დღის შემდეგ, წვიმიან ამინდში წამლავენ 0,2%-იანი კაპტანით ან 0,3%-იანი ხომეცინით.
კურკოვანი ხეხილის შესაწამლად ყავისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად უშუალოდ ყვავილობის წინ ხმარობენ სილიტის 0,1%-იან ხსნარს, ხოლო ყვავილობის ფაზაში ტოპსინის 0,1%-იან ხსნარს. ამ ხსნარებით ბაღის შეწამვლა შეიძლება მხოლოდ ხანგრძლივი წვიმების პერიოდში. ყვავილობის შემდეგაც იწამლება მხოლოდ წვიმიან ამინდში.
ატმის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ ხეხილი იწამლება ყვავილობის შემდეგ 0,15%-იანი კაპტანით, 0,15% -იანი კარატანით ან 0,1%-იანი ტოპსინით.
ხეხილის მავნებლების საწინააღმდეგო შეწამვლა ტარდება ყვავილობის შემდეგ 0,1%-იანი ოვადოფოსით, 0,3%-იანი ქლოროფოსით ან 0,6-1%-იანი მეტაფოსით.
შესაძლოა, ეს სიმპტომი საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი იყოს
შესაძლოა, მუცლის მუდმივი შებერილობა საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. წერს ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდნობით.
„მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს“, – განმარტეს ექსპერტებმა.
მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.
საკვერცხის კიბოს ხშირად „ჩუმ დაავადებას“ უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.











