პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა

0
იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა – მთავრობის დადგენილება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 მაისს გამოსცა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

„ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

0

თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება.

„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 50 საბავშვო ბაღში 3 100-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. მისივე თქმით, პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.

რა არის ბადურის ჩამოცლა?

0
რა არის ბადურის ჩამოცლა?
ბადურის ჩამოცლა არის თვალის მდგომარეობა, როდესაც თვალში არსებული ნეიროსენსორული ქსოვილი ჩამოეცლება თავის ბუნებრივ მდგომარეობას და ხშირ შემთხვევაში იწვევს მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას.
დაგვიანებული მკურნალობისას ბადურის ჩამოცლა შესაძლოა გახდეს სიბრმავის მიზეზი. ბადურის გარსის ჩამოცლის შესახებ ვრცლად საუბრობს ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე:

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

0
xr:d:DAGCd9ubXew:41,j:2543832841678863628,t:24041513

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

“აშშ-ში გადმოსვლა და აქაურობასთან შეგუება ძალიან სტრესული პერიოდი იყო…”

0

sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარი დუასთან, რომელსაც მომხმარებელი KeliStones-ის სახელით იცნობს… Keli საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს წავიდა და ულამაზეს სამკაულებს ქმნის ბუნებრივი ქვებისა და მინერალებისგან…

საინტერესოა მისი, როგორც ემიგრანტისა და ხელოვანის ისტორია – ერთმა უცნაურმა შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა…

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

5 ივნისი – გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

0

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელობით 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ეს არის გლობალური პლატფორმა გარემოსდაცვითი საზოგადოებისათვის და ამ დღესასწაულს მილიონობით ადამიანი ზეიმობს მსოფლიოში.

ამ დღის მიზანია ადამიანების პასუხისმგებლობის გაცნობიერება ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვა.

ყოველწლიურად დაახლოებით 16,5 მილიონი ტონა პლასტმასას ნარჩენი იყრება ოკეანეებში.

ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ზღვისა და ხმელეთის 800-ზე მეტ ბინადარზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ პლანეტაზე თითოეული ადამიანი წელიწადში 50000-ზე მეტ პლასტმასის ნაწილაკს იღებს. გადაგდებული ან დამწვარი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ბიომრავალფეროვნებას და აბინძურებს ეკოსისტემას მთის მწვერვალებიდან ოკეანის ფსკერამდე.

პლასტმასას პრობლემა პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან და ზოგადად კლიმატის ცვლილებასთან, რაც მოგეხსენებათ დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკოსისტემას და ზოგადად ადამიანთა საცხოვრებელ გარემოს.

იმისათვის, რომ ეს უდიდესი პრობლემა გადაიჭრას, საჭიროა სრული ჩართულობა მთავრობებისა და სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, რათა ხაზი გაესვას საკითხის მნიშვნელობასა და პრობლემის მასშტაბურობას.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა მარნებმა პორტუგალიაში პროდუქცია პირველად წარადგინეს

0

პორტუგალიის ქალაქ პორტოში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Simplesmente Vinho გაიხსნა, რომელზეც საქართველო წარმოდგენილია სტატუსით – ღვინის სამშობლო!

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 ქართული კომპანია მონაწილეობს.

ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის, გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის სამი მასშტაბური დეგუსტაცია იგეგმება.

ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა 25 თებერვალს დაიხურება.

შეგახსენებთ, 2013 წელს „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2021 წელს ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხები

0
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხებს.
„მოგეხსენებათ, რაჭის რეგიონი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე, რაჭაში, დაცული ტერიტორიების განვითარებით და ახალი დაცული ტერიტორიების პოტენციალის შესწავლით, ხელი შევუწყოთ უნიკალური ეკოსისტემების, ლანდშაფტების დაცვას და რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 6 წლიანი პროგრამა, „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ რომელსაც, დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს, სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტის ფარგლებში, თემის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თემების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც მოხდება თემის საჭროებების იდენტიფიცირება და მათ საჭროებებზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება.
შეხვედრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი თემებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

0
იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

0

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.

ლელობურთი ტრადიციულად სოფელ შუხუთის ცენტრში, ისტორიულ ცაცხვებთან ტარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.

ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. აღდგომის დღეს, შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა ლელობურთს ჰაერში აგდებს და დიდი შერკინებაც იწყება. შეჯიბრების წესების მიხედვით, გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ფუთიანი ბურთის გადატანას შეძლებს.

ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი სოფელ შუხუთში გაზაფხულზე, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე, იმართება.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli