გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამინისტროსთვის და აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც დავნერგეთ დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების ხელშეწყობის მიზნით და უკვე გვყავს ჯამში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი, რომლებსაც 1500-ლარამდე სტიპენდიები გადაეცა. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა – მსოფლიოს უძველესი ღვინის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ორგანიზაციის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის განახლებული შეფასებით, მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.
“გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, არქეოლოგებმა ფერმენტირებული ყურძნის უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს.
ეს ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6,000–5,800 წლით (8,000 წლის წინ) თარიღდება.
ყურძნის ნარჩენების უძველეს ნიმუშებს არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში მიაკვლიეს. ნიმუშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი შეიცავდნენ მჟავებს, რომლებიც ევრაზიული წარმოშობის ყურძნის ჯიშებისთვის (Vitis vinifera) არის დამახასიათებელი,”- ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე.
ამ დრომდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი ითვლებოდა, რომელიც დაახლოებით 7,000 წლით თარიღდება.
ბუნებრივი ბიოგამაძლიერებელი მცენარეებისთვის: ხახვისა და კოკა-კოლას ნარევი 🌿🍀
თუ თქვენს მცენარეებს ფოთლები სცვივა, აღარ ყვავიან ან ნიადაგი დაბინძურებულია მავნებლებით – ეს სახლის პირობებში მარტივად დასამზადებელი ნარევი სასწაულივით იმოქმედებს.
როგორ მოვამზადოთ ნარევი:
🥄 ინგრედიენტები:
3 თავი წითელი ხახვი
300 მლ კოკა-კოლა
5 ლიტრი წყალი
ინსტრუქცია:
წვრილად დაჭერით წითელი ხახვი.
ჩაასხით ჭურჭელში და დაასხით კოკა-კოლა.
დააყენეთ ეს ნარევი 10 საათით.
შემდეგ გაფილტრეთ და გააზავეთ 5 ლიტრ წყალში.
გამოყენება:
🌱 მიღებული სითხე მცენარის ძირებთან დაისხით.
ეფექტი:
ნიადაგის გამწმენდი: კოკა-კოლა იზიდავს ნიადაგში მყოფ მავნე ნივთიერებებს, ხახვი კი ბუნებრივი ანტიბაქტერიულია და ხელს უწყობს ამ მავნე ნივთიერებების მოცილებას.
მცირე მჟავიანობის რეგულატორი: კოკა-კოლას მჟავე თვისებები აძლიერებს ნიადაგში მცენარეებისთვის საჭირო მიკროელემენტების მიღებას.
გადარჩენის შანსის გაზრდა: თუ ჰორტენზია, ვარდი ან გარდენია ჭკნება ან ფოთლები სცვივა, ეს ნარევი მათ აღდგენაში დაგეხმარებათ.
სიმჟავის მოყვარული მცენარეებისთვის: გამოიყენეთ თვეში ერთხელ ლიმონისთვის, აზალიისთვის, მაგნოლიისთვის, კუმკვატისთვის და სხვა მსგავსი მცენარეებისთვის.
რჩევა მებაღეებს:
🔍 ეს ნარევი იდეალურია ორგანული მებაღეობის მოყვარულთათვის და არ საჭიროებს ქიმიური პრეპარატების გამოყენებას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
აჭარის სამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მეწყრულ პროცესებს ებრძვის. დაიღუპა ორი ადამიანი, დაინგრა სახლები და საავტომობილო გზები.
როგორი მდგომარეობაა აჭარის მთიანეთში, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს და რა უნდა ქნან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ამ საკითხებზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.
რამდენიმე დღეა ვუყურებთ მეწყრულ პროცესებს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ვითარდება. როგორია ამჟამად სიტუაცია?
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე – Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი.
Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – მას 3 000-ზე მეტი გამომფენი და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.
საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს – ქართულ პავილიონში, რომელიც 81 კვ.მ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, ექსპორტზე ორიენტირებული 8 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს.
Alimentaria 2024-ზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული პროდუქტები: მინერალური და მტკნარი წყლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები, თაფლი, თხილი და თხილის პროდუქტები, კაკალი, გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები.
ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, საკვებისა და სასმლის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ვიზიტორებს და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, გააფართოონ საექსპორტო ბაზრების არეალი და დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.
23 მარტს ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი: ნაქარგები, მძივები, თოჯინები, სარკეები, რას აღარ ნახავდით. სხვადასხვა ასაკის ქალები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და ირგვლივ მყიდველ-დამთვალიერებლები შემოიკრიბეს.
„ქალთა და შშმ პირთა გაძლიერება“ – ეს პროექტი ხორციელდება „პური მსოფლიოსთვის“ (bread for the world) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებს. ორგანიზებას კი „მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“ უწევს, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.
„გამოფენა-გაყიდვის მიზანია, გამოვლინდეს რა შესაძლებლობები არსებობს ხელნაკეთი ნივთების სფეროში, რას ამზადებენ ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ცვლილებებს სოციალურ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ასევე გვინდა ვნახოთ, რა საჭიროებები აქვთ ამ ადამიანებს – ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია იმათი მხარდაჭერა, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. გვინდა ვიცოდეთ, რა რესურსი არსებობს ამ თვალსაზრისით. რა ტიპის ნაკეთობები იქმნება და შემდგომ უკვე ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ.
გამოფენა-გაყიდვა ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ასე ჰქვია – აჭარაში მცხოვრები ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერება და მხარდაჭერა“ – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენმა, ციალა ქათამიძესმ.
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დირექტორი დეა ქაჯაია გილოცავთ შობა-ახალ წელს:
„კორპორაცია მედცენტრი ულოცავს ჩვენს პაციენტებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს!
ხელმისაწვდომი და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, ჩვენი თანამოქალაქეთა უზრუნველყოფა კლინიკა „მედცენტრის“ სტრატეგიული გეგმის საბაზისო ნაწილია. სწორედ ამ მიზნის სისრულეში მოყვანისა და დასავლური სტანდარტების დანერგვის პროცესის წარმატებული წარმართვისთვის მადლობად ვუხდი „მედცენტრის“ როგორც კლინიკურ, ასევე ადმინისტრაციულ სექტორს, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საერთაშორისო აკრედიტაციამდე.
კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენ მოქალაქეებს, ჯანსაღ სოციალურ გარემოში ყოფნას ვუსურვებ, პაციენტებზე ზრუნვა და საჭიროებისას მისი სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება.
მადლობას ნდობისთვის!!!“
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი – ონკოლოგიასთან ბრძოლის 60-წლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სრულ სპექტრს:
სისხლძარღვთა ქირურგია;
ონკოქირურგია;
კარდიოლოგია;
არდიოქირურგია;
ოფთალმოლოგია;
ოტორინოლარინგოლოგია;
ნევროლოგია;
ნეიროქირურგია;
ინტენსიური თერაპია;
24/7 გადაუდებელი დახმარება.
“მედცენტრი” აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და რეგულარულად მოდერნიზდება!
ინფორმაცია დანარჩენ მიმართულებებზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ინსტაგრამსა და საიტზე
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მედცენტის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს ახალ წელს ულოცავს:
„გილოცავთ…
ჩემთვის პატივია, რომ ზუსტად მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, კოვიდის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
„ეს არის კოვიდის ახალი შტამი. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგივე მაჩვენებლები ახასიათებს, რაც ომიკრონს. სამწუხაროპდ, დღეს საქართველოში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე, დისტანცია, თუ ხართ ავად, უნდა იყოს სახლში. სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის შესაჩერებლად“, – განაცახდა გიორგი ფხაკაძემ.
აჭარის მთიან რეგიონში მდებარე სოფელი ბზუბზუ უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს ტრადიციული ფუტკრის მეურნეობისა. სოფლის სახელი უკავშირდება ადგილობრივ ფუტკრების ბზუილს და ისტორიულ მეურნეობრივ ტრადიციებს.
უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ბზუბზუ აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში. მახუნცეთის თემში, ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 261 კაცი. გადმოცემის თანახმად, სოფელში ბევრი ფუტკარი იყო და მათი ბზუილის გამო შეარქვეს სოფელს ბზუბზუ.
„2023 წელს თხილის ექსპორტი რაოდენობრივად 30%-იან, თანხობრივად კი 18%-იან კლებას აჩვენებს“. ამის შესახებ საქართველოს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სუბსიდირების მიუხედავად, თხილის ხარისხი არ გაუმჯობესებულა, რადგან ფერმერებმა ვაუჩერები სხვა კულტურებისთვის საჭირო წამლობებისთვის გამოიყენეს.
„2023 წლის მოსავალი შედარებით მცირე იყო, აქტიურობა ბაზარზე შემცირებულია. დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული ექსპორტი, თანხობრივად 18%-იანი კლება გვაქვს. ქართული თხილი გადის ექსპორტზე გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. ასევე მცირე რაოდენობა სომხეთში და ახალი ბაზარია ჩინეთი. ჩინეთიდან აქტიურობა უფრო მეტად იყო 2022-ში, ვიდრე 2023 თუმცა, მოლოდინები პოზიტიურია. ჩინეთი დიდი ბაზარია, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც.
გაუტეხავი თხილი ახლა ადგილობრივ ბაზარზე 5-8 ლარი ღირს, საერთაშორისოზე 7$-ია. თურქულ თხილთან შედარებით ჩვენი ფასი 0.5-იდან 1 დოლარამდე ნაკლებია“, -აცხადებს ქარდავა.
ასოციაციაში ამბობენ, რომ ქართული თხილის მთავარი პრობლემა ფაროსანა, მთავარი გამოწვევა კი არასათანადო მოვლაა.
„ქართული თხილის ნომერ პირველი მტერი ფაროსანაა, გამოწვევაა ის, რომ ფერმერები სათანადოდ ვერ ან არ ახდენენ წამლობას ფაროსანას და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მათ დაუფინანსა თხილის მოვლა თითქმის 100%-ით, ეს თანხა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ეფექტური ბრძოლა განეხორციელებინათ. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ფერმერებთან ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, რომ მათ ჰქონდეთ კონტროლი იმ მხრივ, რომ სუბსიდია გამოიყენონ თხილზე. გასულ წელს იყო იმის შემთხვევები, რომ მიღებული ვაუჩერები ფერმერებმა გადაცვალეს აგროტექნიკაში, სხვა პრეპარატებში, რაც სხვა კულტურებში გამოიყენეს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს განკუთვნილია თხილისთვის, უნდა შეიქმნას კონტროლის გარკვეული მექანიზმები.
სამინისტრო საქმის კურსშია, არაერთხელ გვისაუბრია მათთან ამაზე, წლევანდელ სეზონზე საუბარია იმაზე, რომ პროცესი ეფექტურად გაკონტროლდება რაც გაზრდის ხარისხს. ფერმერი იღებს ნაკლებ თხილს და ხარისხის გამო ნაკლებ ფასსაც, ამიტომ შემოსავალი მცირდება. სამეგრელოში 1 ჰა-ზე მოდის 700 კგ თხილი, მაშინ როცა მოვლილ ტერიტორიაზე, იგივე კახეთში 2 ტონაზეა საუბარი. კარგი მოვლის პირობებში ფერმერებს აქვთ საშუალება სამჯერ გაზარდონ მოსავალი.“ – განაცხადა ქარდავამ.