ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
- Advertisement -
Google search engine

პასკის რეცეპტი – სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა

0
მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 5 მაისს აღნიშნავს.
მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრისტე აღსდგა!“.
სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა.
გთავაზობთ პასკის რეცეპტს.
ინგრედიენტები
კვერცხი – 8  ცალი

რძე – 500   მლ/ლ

კარაქი – 500  გრამი

შაქარი – 500   გრამი

არაჟანი – 2   ს/კ

ქიშმიში- 300 გრ

მარილი – 1  ჩ/კ

ფქვილი – 2  კგ.

მშრალი საფუარი – 2 ს.კ

დაფქული ჯავზი/მუსკატი – 1  ს/კ

დაფქული ილი(კარდამონი) – 1  ს/კ

დაფქული კოჭა – 14  ს/კ

ზეთი – 160 გრ

  • პირველ რიგში, რამოდენიმე დღით ადრე გაამზადე არომატული ბაზა: მიხაკს, მუსკატს და დარიჩინს დაასხი 2 ს.კ. კონიაკი, შედგი გრილ და ბნელ ადგილას.
  • აურიეთ ცოტაოდენი ფქვილი საფუართან ერთად, შეურიეთ თბილი რძე (რომელშიც 2 ჩ/კ შაქარი იქნება გახსნილი). თანდათანობით შეათქვიფეთ ფქვილი ისე, რომ მიიღოთ დაახლოებით არაჟნის სისქის ცომი. დააფარეთ და გადადგით.
  • ათქვიფეთ კარაქი, მარილი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხები, არაჟანი და სანელებლები.
  • როცა ცომი ამოვა, შეურიეთ კარაქის ნაზავი, დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი.
  • მოზელვის შემდეგ, თბილად შეფუთეთ, თბილ ადგილას მოათავსეთ, დაელოდეთ აფუებას. როდესაც ამოვა, ხელები ზეთით დაისველეთ, ორჯერ ჩაზილეთ და დააცადეთ კვლავ ამოვიდეს.
  • როდესაც მესამეჯერ აფუვდება, დაუმატეთ ქიშმიში.
  • გადაიტანე ფორმაში და გააჩერე 6 საათი
  • შემდეგ, შედგი 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვით
  • 1 საათის ( ან 1.5 საათის, ღუმელს გააჩნია)  შემდეგ გამოიღე და დაელოდე რომ გაგრილდეს

თუ გინდათ, რომ ქიშმიში თანაბრად იყოს პასკაში განაწილებული, სანამ ცომს დაუმატებთ, გარეცხეთ, გაამშრალეთ და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ.

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია?

გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სწორედ მათი ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს (ბერძნულად „არტოსი“). ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის (აღდგომის მომდევნო კვირა) განმავლობაში ტაძრებში აღსავლის კარი ღიაა და სწორედ მის წინ დევს არტოსი. შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ კი ის მორწმუნეებს ურიგდება.

დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს.

ბიბლიაში ნახსენებია თუ არა პასკა? 

რა თქმა უნდა, ბიბლიაში სააღდგომო პასკაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. ამის მიზეზი მარტივია – პასკა არის მე-19 საუკუნის კულინარიული გამოგონება. ბიბლიაში სააღდგომო პურის სახით მოიხსენიება ებრაული უსაფუარო ხმიადი.

და პასკის წინამორბედი რა იყო? 

სააღდგომო პასკის წინამორბედი იყო ბერძნული არტოსი. ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელსაც ჯვრის ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულება აქვს.

პასკა რა არის?

კანონიკური არტოსისგან განსხვავებით, პასკა არის სახლის პირობებში დამზადებული სააღდგომო პური, რომელსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის აცხობენ.

თუმცა არტოსისთვის კანონიკური სააღდგომო პურის დარქმევაც რთულია, რადგან იესო ქრისტე მოციქულებთან ტრაპეზის დროს მიირთმევდა არა არტოსს და მით უფრო პასკას, არამედ ჩვეულებრივ ებრაულ ხმიადს. შესაბამისად, ბიბლიაში არ არის ნახსენები არც არტოსი და მითუმეტეს არც პასკა. ორივე მათგანი სააღდგომო პურისა და თანამედროვე ყოფის ადაპტირებული ვერსიაა.

თანამედროვე ფორმა სააღდგომო პასკამ მხოლოდ და მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიიღო. ეს ყველაფერი კი პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშინსკის, უფრო კონკრეტულად კი მისი მზარეულის დამსახურებაა. სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა სააღდგომო პურს ეს ფორმა. სიმბოლურად პასკა აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების, ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს.

საინფორმაციო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ გახსნეს.

შეხვედრა საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნული პროექტის მიზანია, საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით. ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას.

პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის – გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia“ თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

“საქართველოს ფოსტა” მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკებს მოაწყობს

0

“საქართველოს ფოსტამ”, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას.

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად, ეწვია შემდეგი სოფლების ბაგა-ბაღებს: სტეფანწმინდა, არშა-გარბანი, გუდაური.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის მხარდაჭერით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცია ქაცაშვილმა. პროექტი ერთი წელი გრძელდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს – ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი

0
ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს
#image_title

ყაზბეგში, სოფელ სნოში, მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილს, ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი.

მერაბ ფირანიშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხელოვანია, რომელიც ქვისგან საოცრებებს ქმნის. ყაზბეგის გზაზე, სოფელ სნოში, მთის ძირას, უზარმაზარ, ქანდაკებად ქცეულ ლოდებს შეხვდებით. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ბატონმა მერაბმა საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული ადამიანების სახეები ქვაში ამოკვეთა და ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ჩვენი ქვეყნის შესახებ წარუშლელ შთაბეჭდილებებს უქმნის.

მოქანდაკე, წლის საუკეთესო მხატვარი , “სერაფიტა”-ს პრიზის , ალ. ყაზბეგის და ილია ჭავჭავაძის პრემიის მფლობელი, “იმედის გმირის “ და ბუნების ქომაგის ოქროს მედლის მფლობელი ბატონი მერაბ ფირანიშვილი

ის ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს…
ეს სანახაობა არის საოცრება..აქ ხელოვანის ხელით ქვაში გაცოცხლებულია ძალიან საინტერესო სახეები…
როგორ გააცოცხლა მერაბ ფირანიშვილმა უზარმაზარ ლოდებში საქართველოს ისტორია და რატომ აღაფრთოვანებს მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოსმერაბ ფირანიშვილის ქანდაკებები 💗🇬🇪 | TikTok

 რამდენი ადამიანი დაშავდა წელს პიროტექნიკით?

0
 რამდენი ადამიანი დაშავდა წელს პიროტექნიკით?
საუბრობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე:

გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას

0
ლმონი - გულით დაავადება

ლიმონი

მარადმწვანე ლიმონის ხის სიმაღლე 3-7 მ-ს აღწევს, აქვს ეკლებიანი ტოტები და მოგრძო დაკბილული, ტყავისებური ფოთლები. ნაყო­ფის სიგრძე 6-7 სმ-მდეა, დიამეტრი – 5-6 სმ, წონა – 120გ. ყვითელი ქერქი ეთერზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, აქვს მწარე, დამახასიათე­ბელი არომატი. მომწვანო-მოყვითა­ლო რბილობი წვნი­ანი და ძალიან მჟავეა. ნა­ყოფში და­ახლო­ებით 20 ცა­ლი ღია ფე­რის გლუ­ვი თეს­ლია მო­თავ­სებული.
ლიმონი სითბოს, სინათლისა და ტე­ნის მოყ­ვა­რული მცენარეა. მისი სამშობლოა სამ­ხრეთ-აღ­მოსავლეთი აზია.
მოშენებულია ხმე­ლ­თა­შუა­ზღვის­პირეთ­­ში, აშშ-ის, მექ­­­სი­კის, არ­გენ­ტი­­­­­ნის სუბ­ტრო­პიკულ რა­ი­ო­ნებ­ში. ღია გრუნ­ტში ლი­მონის მოშენების უმთავრესი რა­­იონებია კავ­კასიის შავი ზღვის სანაპირო, აზერბაიჯანი, შუა აზია. ლიმონის ნაყოფი დიდი რა­ოდენო­ბით შეიცავს მჟავებს (უმთავრესად ლი­მონის), ნახშირწყლებსა და ვიტამინებს, აგ­რეთვე პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მა­რი­ლებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. ნა­ყოფს იყენებენ ნედლად, წვენების წარმოებაში, ლიმონმჟავად და სხვ. ნამყენი ლიმონი მსხმო­იარობს მე-3-4 წელს. მოსავალი ერთი ხიდან 150-300 ცალი ნაყოფია.
ლიმონის ყოველი ნაწილი: ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი, ნასკვები, ახალგაზრდა ყლორ­ტები, მერქანი ძველთაგანვე გამოიყენებოდა კვების მრეწველობაში, ტექნიკაში, მედიცინასა და პარფიუმერიაში. ლიმონის ყვავილებისგან მიღებული ნეროლის ესენცია სინაზითა და არომატით მხოლოდ ვარდის ზეთს ჩამოუვარდება.
ქერქისგან გამოხდილი ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში;

ქერ­ქიდანვე მიღებული პექტინი წყალში ადვილად ხსნადი, თითქმის თეთრი, ნივთიერებაა, რომელსაც იყენებენ ზოგიერთი საკონდიტრო ნა­წარმის დასამზადებლად, ხოლო მედიცინაში კუჭის წყლულის სამკურნალოდ და სისხლდენის შესაჩერებლად.
ნაყოფის რბილობი საუკეთესო ბუნებრივი ნედლეულია ლიმონმჟავას მისაღებად, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და ტექნიკაში. ლიმონის წვენი საუკეთესო საშუალებაა ნიკრისის ქარების (პოდაგრის), სიყვითლისა და პირღებინების საწინააღმდეგოდ, პირის ღრუსა და ენის ანთების სამკურნალოდ.

გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას.

ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

იმპორტირებრა ღირს იმპორტირებული ბალიული ბალი

0
ბალი - იმპორტი

რა ღირს იმპორტირებული ბალი – პროდუქტი თურქეთიდან და სომხეთიდან შემოდის

ბალის იმპორტი 60%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვის მონაცემებით ( რეალურად, მხოლოდ აპრილ-მაისში) საქართველოში 205.1 ტონა (110.3 ათასი აშშ დოლარის ) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იანვარ-მაისში – 128.3 ტონა (49.4 ათასი აშშ დოლარი).

სტატისტიკის მიხედვით, წელს პროდუქტის იმპორტი მხოლოდ ორი ქვეყნიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. კერძოდ, თურქეთიდან 181.1 ტონა (97.8 ათასი აშშ დოლარი), 88%, ხოლო სომხეთიდან 23.9 ტონა (12.5 ათასი აშშ დოლარი) 12%.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იმპორტიორ ქვეყნებს ნიდერლანდები გამოაკლდა, საიდანაც შარშან ბალი მცირე რაოდენობით,  შემოვიდა.

წყარო

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბებოს მომზადებული კაიმაღი, მაინც სხვააა…

0
ბებოს მომზადებული კაიმაღი, მაინც სხვააა…

გია ბურჯანაძეს სასათბურე მეურნეობა

0
გია ბურჯანაძეს სასათბურე მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში აქვს.
ზამთარში მწვანილს, ზაფხულში კი ბოსტნეულს აწარმოებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli