Facebook Instagram Telegram
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს კუთხეები
  • საზოგადოება
  • სამინისტრო
  • ინტერვიუ
  • სხვა-ამბები
    • აკრედიტაცია
ძიების

Shenisofeli

Shenisofeli

პარასკევი, აპრილი 24, 2026
Facebook
Instagram
Telegram

Shenisofeli

- Advertisement -
Google search engine
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს კუთხეები
  • საზოგადოება
  • სამინისტრო
  • ინტერვიუ
  • სხვა-ამბები
    • აკრედიტაცია

Shenisofeli

  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს კუთხეები
  • საზოგადოება
  • სამინისტრო
  • ინტერვიუ
  • სხვა-ამბები
    • აკრედიტაცია
მთავარი წაკითხვა გვერდი 151

დღეს ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღეა! – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან „პარსიფალი“ თანამშრომლობით, 20 სტუდენტს ბაღის მართვის, სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა მისცა

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0
დღეს ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღეა!
#image_title

დღეს ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღეა!

2025 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან „პარსიფალი“ თანამშრომლობით, 20 სტუდენტს ბაღის მართვის, სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა მისცა.
შეიძლება იყოს 7 ადამიანი გამოსახულება
პრაქტიკული და თეორიული სწავლების მეშვეობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანში, მოხალისე სტუდენტებმა შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგებიცაა:
  • ბოსტნეულისა და ხილის უვნებელი წარმოება
  • პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური მართვა
  • ჩითილების წარმოება
  • წყლის რესურსებისა და სარწყავი სისტემების მართვა
  • სანიმუშო აგრონომიული პრაქტიკები
  • ჯანსაღი კვების პრინციპები
სხვაობა ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ წარმოებას შორის
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და ბიოდინამიური წარმოება.
მოხალისე სტუდენტებისთვის ტრენინგებსა და ინტერაქტიულ აქტივობებს FAO ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან „პარსიფალი“ თანამშრომლობით.
შეიძლება იყოს 4 ადამიანი და მწვანე კომბოსტო გამოსახულება
Today is the World Youth Skills Day!
In 2025, the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO), in collaboration with the Youth Organization Parzival, provided 20 students with the opportunity of learning about garden management, food safety, and nutrition.
Through practical and theoretical trainings conducted in the Matsevani Village of the Tetritskharo Municipality, student volunteers hence acquired knowledge about topics such as:
Safe production of fruits and vegetables
Safe and effective utilization of pesticides
Seedling production
Management of water resources and irrigation systems
Good agronomic practices
Healthy nutrition principles
he difference between biological and non-biological production
Climate-smart agriculture and biodynamic production
The trainings and interactive activities for student volunteers were implemented by FAO under ENPARD IV of the European Union and Sweden and in collaboration with the Youth Society Parzival.
#SkillsRightNow #YouthSkillsDay
წყარო: 
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze

ევროკავშირმა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0
xr:d:DAGBhznMY_s:24,j:8631572595576520455,t:24040511

ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები.

თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის მეთოდების დანერგვაში.

აღსანიშნავია, რომ, აღიარების შემდგომ, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდება ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების  ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

აღნიშნული აღიარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისი მიმართულებებით გატარებული რეფორმების შედეგია. ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით და არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. ქვეყანაში მოქმედებს  ავტორიზაციისა და კონტროლის მექანიზმები; სამინისტრომ დაამტკიცა ჭერის სერტიფიკატის ფორმა და დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის ზომები დააწესა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პროექტი „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0

პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მოთხოვნის სრულფასოვანი შესრულებისთვის, ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და მისი აღსრულების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო, რომელმაც აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს პროექტი ქვეყნისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან მისი მიზანი ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა, რაც საქართველოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის პრიორიტეტული ნაწილია“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტს „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს (WMDT) მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად (REC Caucasus), 2022 წლიდან ახორციელებს. 3 წლიანი პროექტის მიზანი, რომლის ბიუჯეტიც 1 500 000 აშშ დოლარია, ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემების გაუმჯობესება და გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების განხორციელებაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

10 სახეობის ქათამი, ფარშავანგები, იხვები, ბატები, ციცრები, ინდაურები… – ახალგაზრდა ფერმერი სენაკიდან

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0

მურმან გვასალია ახალგაზრდა ფერმერია.

მურმან გვასალიას სენაკში დიდი მეურნობა აქვს. მისი მეურნეობა ათობით სხვადასხვა სახეობის ქათამს, ინდაურს, ფარშავანგს, იხვებს, ბატებს, ციცრებს და ჰექტრობით ბაღს მოიცავს.

სხვადასხვა სახეობის ქათამი სამი სხვადასხვა სახეობის ინდაური, ფარშავანგი, იხვები, ბატები და ციცრები ყავთ. ყველა სახეობა ცალ-ცალკე გალიებშია, რათა არ შეჯვარდნენ ერთმანეთში და არ მოხდეს სისხლის არევა. ასე სუფთად თუ დაიცავენ სახეობების „სიწმინდეს“, უფრი კარგი შთამომავლობა ეყოლებათ.

 

დაახლოებით 6 ჰექტარი აქვთ, რომელზეც სხვადასხვა ჯიშის ხეხილია გაშენებული, ასევე – ფრინველების ფერმა და მეფუტკრეობასაც.

ულამაზესი ფარშავანგები ყავთ. სამომავლოდ კონტაქტური ზოოპარკის გაკეთებას აპირებს, სადაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სასტუმრო „დუენდე“ დაუვიწყარ შეგრძნებებს დაგიტოვებთ

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0

სასტუმრო ,,დუენდე’’ ლაგოდეხში. “დუენდე,” რომელიც ესპანურად ვნებას ნიშნავს, ესპანელმა წყვილმა ლაგოდეხის სოფელ ხიზაში ააშენა. ტყიანი ეზო, ნომრები ტყეში და მდინარე ნინოს პირას მდგარი კოტეჯი დაუვიწყარ შეგრძნებებს დაგიტოვებთ.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ხორციელდება

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით ახალი საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ითვალისწინებს როგორც არსებული კვლევებისა და ტექნიკური მასალების შესწავლას, ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას.

აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0

ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს. წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მშვიდად ჩაიარა. სროლები არ ყოფილა, შორიდან კი ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ჩვენი ვეტექიმი იმყოფებოდა ღამე ადგილზე და ეს მისი ინფორმაციაა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რევოლუცია ღვინის დაყენებაში…

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0

რევოლუცია ღვინის დაყენებაში

მრავალი საუკუნის განმავლობაში მევენახეებისა და ღვინით მოვაჭრეების საზრუნავი ჩვეულებრივ, ყოველდღიურად მოსახმარ ღვინოზე მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო. მაგრამ XVII საუკუნის დასასრულიდან შეძლებულ ფენას გამორჩეული გემოს მქონე ღვინით ტკბობის სურვილი გაუჩნდა.
კარგი ღვინის მოყვარული
ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში რომაელები საუკეთესო მოსავლის წლის ღვინოებს ანიჭებდნენ უპი­რა­­ტ­ე­სობას. შუა საუკუნეების მეფეები და აბატებიც საუკეთესო ღვინოს მიირთმევდნენ. ეს ახალი მოვლენა საფრანგეთსა და ინგლისში შეძლებული ფენის წარმოქმნასთან ერთად გაჩნდა. ისინი მზად იყვნენ, მაღალი ხარისხის ღვინისთვის დიდი თანხა გაეღოთ. საფრანგეთში, რეგენტობის პერიოდში, სამეფო კარის წარმომადგენლებმა (1715-1723) მოითხოვეს და მიიღეს დიდი რაოდენობის საუკეთესო ხარისხის, გაცილებით ცქრიალა შამპანური. იმავე პერიოდის ინგლისში, სამეფოს მნიშვნელოვანი ფიგურები, მათ შორის პრემიერ-მი­ნისტრი რობერტ უოლპოლი, ბორდოს საუკეთესო წითელი ღვინის მოყვარულნი გახლდნენ.
სწორედ აქედან იღებს სათავეს ცნება – მაღალი ხარისხის ღვინო. აქამდე ღვინო მთელი წელი ისმებოდა და რთველის მოახლოებასთან ერთად „ძველი“ ღვინის ფასი ეცემოდა. თუმცა, 1714 წლიდან, ერთმა პარიზელმა ვაჭარმა ბორდოდან მომწოდებელს მოსთხოვა „კარგი, უმაღლესი ხარისხის, ძველი, შავი, ხავერდოვანი ღვინო.“ ამ პერიოდიდან უკვე შეეძლოთ ღვინის ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესება.

ბორდოს დიდი ღვინოები
ღვინის ხარისხზე მოთხოვნის დამკვიდრებას მიაწერენ არნო დე პონტაკს, 1660 წელს ბორდოს პარლამენტის თავმჯდომარეს. შატო o-brionis (château Haut-Brion)  მესაკუთრემ ახა­ლი ტიპის ღვინის წარმოება წამოიწყო, ხოლო მოგვიანებით, მის მიერ გა­მო­ყე­ნებული მეთოდები მყარად დამკვიდრდა: და­ბა­ლი რენტაბელობა, ფრთხილი სელექცია, ვენახების გაშენებაზე მკაცრი კონტროლი. მიზანი, ცხადია, ხარისხი იყო, რაც ღვინოზე დაწესებულ მაღალ ფასს გაამართლებდა. ლონდონში o-brionis -ის ღვინო სხვა მაღალი ხარისხის სასმელზე სამჯერ ძვირი ღირდა. ბორდოს ახალმა მამულებმაც – ლატურმა (Latour), ლაფიტმა (Lafite) და მარგომ (Margaux) წარმოების პროცესში იმავე მეთოდების გამოყენება დაიწყეს. მათი დახვეწა გრძელდებოდა: საუკეთესო ჯიშის ვაზის შერჩევა, ვენახის დრენაჟი, გაშენებისას დიდი სიზუსტე, სარდაფში შენახვის პირობები. დაიწყო მაღალი ხარისხის ღვინის დიდი რაოდენობით წარმოება.
საშუალო ხარისხის ღვინის დიდი რაოდენობით წარმოება საფრანგეთში მხოლოდ სამრეწველო რევოლუციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ქალაქების განვითარებამ და მუშათა ფე­ნის ზრდამ, იაფფასიანი ღვინისადმი მოთხოვნა გაზარდა. რკინიგზამ ამ პრობლემის გადაჭრა გააადვილა სამხრეთის გაშლილი ზვრების საშუალებით.

ახალი ღვინოები
XVII-XVIII საუკუნეები. XVII საუკუნიდან დაწყებული, მთელი XVIII საუკუნის ჩათვლით, მევენახეობა პარიზთან ერთად ვითარდებოდა. დედაქალაქში ღვინოზე მეტი მოთხოვნა გაჩნდა და მის დასაკმაყოფილებლად ორლეანის რეგიონის ღვინოსაც დაედო ფასი. XVIII საუკუნის ბოლოს, სწორედ პარიზელებისთვის, ბოჟოლეს წარმოება გაიზარდა. მომმარა­გებლები პარიზისა და ინგლისის მოსახლეობის მოთხოვნებს ვეღარ აუდიოდნენ. მევენახეებზე მეტად ისინი მწარმოებ­ლებისგან ყიდულობდნენ ღვინოს. ამ პერიოდში ახალი ტიპის ღვინის მწარმოებლებს ვენახები არ ჰქონდათ. ისინი აგროვებდნენ, ბოთლებში ასხამდნენ შეძენილ ღვინოს და როგორც საკუთარ `სამარკოს“ , ისე ყიდდნენ.
XIX საუკუნეში. პარლამენტარებისა და მოსამართლის თანაშემწეების მდიდრულ სუფრებს ბორდოში „ბურჟუაზიული“ ღვინო ამშვენებდა. ვაჭრები გაყიდვის მე­თოდებს სულ უფრო ხვეწდნენ, კასრე­ბის ნაცვლად ახლა ღვი­ნო ბოთლებით იყიდებო­და. ინდუსტრიალი­ზა­ციამ და რკინიგზის გაყვანამ გა­ნაპირობა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრო­დუქტად ღვი­ნის ქ­­ცევა. ლანგედოკ-რუსიონის მზი­­ან ზვრებში ახა­ლი, განსხვა­ვე­­ბუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის­გან დი­დი რა­ო­დე­­­ნობით ყო-ველ­­­დღიური მოხ­მა­­რე­ბის ღვინოს ამზადე­ბ­დნენ.

ვაზის ჭირი
საფრანგეთის სამხრეთში (უფრო ზუსტად, გარდში, პუჟო­ში) 1863 წელს ვაზის გამანადგურებელი ჭირი გაჩნდა. ფი­ლო­ქსერა (Phylloxéra vastatrix) ქინძისთავისხელა ტილია, რო­მელიც ვაზის ფესვების წვენით იკვებება და მას კლავს. ის ჩრდი­ლოეთ ამერიკიდან, გემით, შემთხვევით მოხვდა ევროპაში. ამერიკიდან შემოტანილ მცენარეებს გამოყოლილი ეს პარაზიტები გადარჩნენ და მთელ ევროპას მოედვნენ: მათ ერთი ძირი ვაზიც კი არ გადაურჩა. 40-წლიანი განადგურების შემდეგ, როგორც იქნა, გამოსავალი იპოვეს, ადგილობრივი ვაზი ამერიკულზე დაამყნეს, რომელსაც ეს მწერი ვერაფერს აკლებდა.
ფილოქსერა ერთადერთი პრობლემა როდი იყო. იმავე პერიოდში ევროპულ ვაზს ორი სოკოვანი დაავადება, ოიდი­უმი (ნაცარი) და მილდიუ (ჭრაქი) შეეყარა და დააზიანა. სა­ფ­რანგეთსა და ევროპის სხვა რეგიონებში ფილოქსერათი გა­ნად­გუ­რებული ვენახები ხელახლა აღარ გაშენებულა.

იცით თუ არა, რომ… შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო

წყარო: დიდი ენციკლოპედია – ღვინო (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ…

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0

როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ

ასე შეგიძლიათ დაგეგმოთ ნაკვეთი:

თუ ამ შესანიშნავი, ყველასათვის მოსაწო­ნი საქმის დაწყებას აპირებთ, აუცილებლად გა­ით­ვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები.
მაშ ასე, თქვენ შეიძინეთ მიწის ნაკვეთი, სა­დაც მხოლოდ სარეველა ბალახი და, შე­საძ­­ლოა, თქვენთვის უსარგებლო მერქნიანი მცე­ნა­რეები დაგხვდათ. პირველ რიგში, მიწა გა­ათა­ვისუფლეთ ამ ზედმეტი `ბარგისგან~; მერქნიანები ძირიანად ამოთხარეთ, დაწვით და ნაცარი შეინახეთ, სასუქად გამოგადგებათ. თუ საშუალება გექნებათ და მოხნავთ, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, რაც შეიძლება, ღრმად დაბარეთ, სარეველების ფესვები (განსაკუთრებით, შალაფის, ჭანგასა და გლერტის ფესურები) გულდასმით შეაგროვეთ, ერთ ადგილას დაყარეთ და გახმობის შემდეგ ისიც ნაცრად აქციეთ. ისე, გახსოვდეთ, რომ ჭანგასა და გლერტის ფესვები საუკეთესო შარდმდენია და შეგიძლიათ სამკურნალო მიზნისთვის შეინახოთ. ქვა და ღორღი აკრიფეთ, შორს ნუ გადაყრით, შეიძ­ლება, ისიც დაგჭირდეთ, მოხნული ან დაბარული მიწა გააფხვიერეთ. ნაკვეთი ისე დაგეგმეთ, რომ გქონდეთ ბაღიც, ბოსტანიც, ვენახიც და დეკორატიული კუთ­ხეც. ქაღალდზე დაიტანეთ ყველაფრის სქემა, მათ შორის საბაღე სახლის ან თუნდაც ქოხის მონახაზი, არც ჭიშკარი დაგავიწყდეთ. ახლა კი შეღობვაზე ვიზრუნოთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რით შეღობავთ. რა თქმა უნდა, ეს შესაძ­ლებლობებზეა დამოკიდებული. დღესდღეობით ყვე­ლაზე პოპულარულია მავთულის ბა­დე­ები და სხვადასხვა მასალისგან ნაშენები კედლები, მაგრამ ყოველივე ამას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება; ამიტომ, გირჩევთ მცენარეული მოსავლიანი ღობეებით შემოღობვას. შესანიშნავი ქართული ანდაზაა: `კა­ცი კაცითაო და ღობე ქაცვითაო~. დიახ, ეს ისეთი ღობე გახლავთ, რომელშიც ეშმაკიც ვერ გაბედავს შეძრომას. ქაცვი მშვენიერი, ნაცრისფერფოთლიანი და ნარინჯისფერნა­ყო­ფიანი მცენარეა, დეკორატიული თვალსაზ­რი­სით – მეტად ეფექტური, ხოლო მისი ნაყოფი საყოველთაოდ ცნობილი საკვები და სამკურნალწამლოა. იგივე შეიძლება ით­ქვას კუნელზე, მაყვალსა და ასკილზეც. თითოეული მათგანის დახასიათება იხილეთ ქვემოთ.
თუ თქვენი არჩევანი ცოცხალ ღობეზე შეაჩერეთ, მაშინ, პირველ რიგში, მავთულის ბადე უნდა შემოავლოთ ნაკვეთს და მერე გააშენოთ ღობისათვის გათვალისწინებული მცენარეები.

თუ სარწყავი წყალი არ გაქვთ და არც მისი შეყვანის პერსპექტივაა, ბაღის გაშენებაზე ფიქ­რიც ზედმეტია.
გთავაზობთ ნაკვეთის მოწყობის სავა­რაუდო გეგმას, მაგრამ საკუთარ ფანტაზიასაც მიეცით გა­საქანი. ნურც იმ კუ­ლტურებით დაკმაყოფილდებით, რაც გეგმაზეა მოცემული. დარგეთ თითო ძირი მაინც ის მცენარე, რომელზეც მანამდე ოცნებობდით.

გახსოვდეთ

ხეხილი დარგეთ ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში. გირჩევთ, დარგოთ ნახევრად ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნილი ვაშლის ნერგები, რომელთა შორის მანძილი 4X4მ ან 3X5მ-ზეა. მთლად ნაგალა საძირეებზე დამყნილ ნერგებს შორის მანძილი უფრო მცირეა – 3X2,5 მ-ზე ან 3X3 მ-ზე. აუცილებლად დარგეთ 1 ძირი ბალი, 2 ძირი ალუბალი, 2 ძირი ქლიავი, 1 ძირი ლეღვი, 3 ძირი ატამი, 2 ძირი მსხალი – ერთმანეთისაგან არანაკლებ 3მ-ის (ჯობია, 4 მ) დაშორებით.
ღობის გაყოლებით ერთ მხარეს გააშე­ნეთ სახეივნე ვაზი – დაცილება 2-2,5 მ. ღობის მეორე მხარეს 3 ძირი თხილი – 3X3 მ-ზე (უმჯობესია 4X4-ზე). ერთი ძირი საუკეთესო ჯიშის კაკალი ისეთ ადგილას დარგეთ, რომ არც თქვენ დაგიჩრდილოთ ბაღი და არც მეზობელს.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა

მიერ
SheniSofeli.ge
-
ივლისი 16, 2025
0
საგამოცდო ბარათები

დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ  გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა.
ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
ვრცლად: https://naec.ge/#/ge/post/3198

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

1...150151152...173გვერდი 151 of 173

ბოლო სიახლეები

„აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით“-აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო...

აპრილი 23, 2026

ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, ველური ვაზის შესწავლის ღონისძიებები გრძელდება

აპრილი 23, 2026

პრემიერი: „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება – ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება

აპრილი 23, 2026

პოპულარული ამბები

როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?

ნოემბერი 18, 2025

„აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი, ვინც ხართ სოფელში“

დეკემბერი 30, 2025

წაიკითხეთ – აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე

აგვისტო 8, 2025

კატეგორიები

  • საზოგადოება882
  • აგრო სიახლეები445
  • სხვა-ამბები356
  • სამინისტრო340
  • სიახლეები184
  • საქართველოს კუთხეები83
  • ბლოგი14
Shenisofeli

ჩვენ შესახებ

info@accreditation.ge
ჩვენ შესახებ / რეკლამა / კონტაქტი

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

Facebook
Instagram
Telegram

© SheniEkimi.ge

  • მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს კუთხეები
  • საზოგადოება
  • სამინისტრო
  • ინტერვიუ
  • სხვა-ამბები