ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ქართული ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა.
ერთწუთიან ვიდეორგოლებში, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15-დან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება.
ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ქართული ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა.
ერთწუთიან ვიდეორგოლებში, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15-დან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს მასშტაბით ფერმერებისათვის მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ.
„სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე ტრენინგების მიზანია, დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს მეთხილე ფერმერებს, რათა მათ შეძლონ მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, სწავლების პროცესში 10 ათასობით ფერმერია ჩართული, რომლებიც თხილის ბაღებში შესაბამისი ვადების გათვალისწინებით გასატარებელი აგროტექნიკური სამუშაოების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას და რეკომენდაციას იღებენ.
„ფერმერებს ინფორმაციას ვაწვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამლობების აგროვადებში ჩატარება. მოსავლის აღების პროცესში, ფერმერმა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აიღოს მოსავალი, სათანადოდ გააშროს და დაასაწყობოს. ამ ნაბიჯების გათვალისწინება, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის პროდუქციას მოგვცემს“, – განაცხადა გიორგი თოდუამ.
„ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მდგრად ალტერნატივებზე გადასვლის გზამკვლევი“ ჩარჩო დოკუმენტია, რომელიც ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების შემცირების და აღმოფხვრისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობას მოიცავს. გზამკვლევი ითვალისწინებს აღნიშნული მიმართულების ევროკავშირის დირექტივების მიღებას, ალტერნატივებზე გადასვლაში ბიზნესის ხელშეწყობას, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვას და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას. გზამკვლევის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.
შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი გზამკვლევი წარადგინეს, პროექტის შედეგები შეაჯამეს და შემდგომ აქტივობებზე იმსჯელეს. პროექტი „ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ფინანსურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობა“ მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მისი განმახორციელებელია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მეშვეობით.
„ერთჯერადი პლასტიკის შემცირება და ხმარებიდან ამოღება მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი კომპონენტია. მწვანე ტრანსფორმაცია ძალიან კომპლექსური და ფართო ცნებაა, ის მოიცავს ახალი ენერგიების გამოყენებას, წყლის რესურსების მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას, ნარჩენების მართვას, ენერგოეფექტურობას და სხვა უამრავ საკითხს. საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, გაუმჯობესებული შედეგები აქვს; ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზებას. იმპლემენტაციის ნაწილში, რაღა თქმა უნდა, არსებობს სირთულეები, თუმცა, სამინისტრო, როგორც პოლიტიკის გამტარებელი, უდიდეს ძალისხმევას დებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება და არსებული რეგულაციების სრულყოფა. UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელის, გიგი ბრეგაძის განცხადებით, გზამკვლევში აღნიშნული აქტივობების განხორციელება, ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
„ხორცს როგორ ინახავდნენ ჩვენი წინაპრები? ყოველ სახლში არსებობდა ე. წ. საცივე კუთხე. ეს კუთხე ისე იყო მისადაგებული ლანდშაფტს და გარემო პირობებს, რომ იქ მზის სხივი ვერასდროს აღწევდა და მუდამ სიცივე და სიგრილე იყო.
გუდის ყველის დამზადების ტრადიცია თუშეთში
Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.
„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“.
Madrid Fusión-ის მეორე Facebook-პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება.
Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი ნუნუკა წარადგენენ.
https://www.facebook.com/story.php?story_fbid=788816716615809&id=100064624636255&mibextid=WC7FNe
https://www.facebook.com/story.php?story_fbid=788762046621276&id=100064624636255&mibextid=WC7FNe







„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 176 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 9875 ჰა. მათ შორის, ასპინძა – 3, ახალციხე – 1, ნინოწმინდა – 14, ბორჯომი – 9, დმანისი – 20, წალკა – 2, მარნეული – 5, დედოფლისწყარო – 29, საგარეჯო – 4, თელავი – 3, სიღნაღი – 14, ყვარელი – 5, ახმეტა – 4, გურჯაანი – 3, ლაგოდეხი – 3, მცხეთა – 4, ყაზბეგი – 2, დუშეთი – 1, გორი – 9, კასპი – 2, ქარელი – 2, ხაშური – 4, წყალტუბო – 13, ბაღდათი – 1, ვანი – 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა – 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი – 2, ონი – 2, ლანჩხუთი – 3.
პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 10 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 45 726 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 13 446 ჰექტარი საძოვარი.
მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge).
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.