პარასკევი, აპრილი 24, 2026
- Advertisement -
Google search engine

ძვირფასი ზეთოვანი კულტურა – ნა­­ყოფის წვნიანი რბილობი 25-40%-მდე ზეთს, ცილებს, C ვიტამინსა და კაროტინს შეიცავს, კურკაში 12%-მდე ტექნიკური ზეთია

0

ზეთისხილი

მარადმწვანე მცენარეა ზეთისხილისებ­რ­თა ოჯახიდან, ძვირფასი ზეთოვანი კულტურა. ნა­­ყოფის წვნიანი რბილობი 25-40%-მდე ზეთს, ცილებს, C ვიტამინსა და კაროტინს შეიცავს, კურკაში 12%-მდე ტექნიკური ზეთია. ნაყოფი საჭმელად გამოიყენება მწნილისა და მარინა­დის სახით. მწიფე ნაყოფის მსუბუქი დაწნეხით ხდიან უძვირფასეს ზეთს, რომელიც სალათების მოსამზადებლად და მედიცინაში გამოიყენება. უფრო ძლიერი დაწნეხით მიიღება ასევე საკვები ზეთი, რომელიც კულინარიაში იხმარება. ნაყოფის რბილობისა და კურკის ძლიერი, ცხელი დაწნეხით მიიღება შესანიშნავი ტექნიკური ზეთი, რომელიც `ხის ზეთის~ სახელით არის ცნობილი. ზეთისხილი კავკასიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემოიტანეს, მაგრამ მისი ბაღები არაერთხელ განადგურდა მტრის შემოსევების გამო.

ველური ზეთისხილის ხე არ არსებობს, გაველურებული კი გვხვდება იმ რეგიონებში, სადაც ეს კულტურა დიდი ხნის წინ გააშენეს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამო­ნაკლისი: გაველურებული ზეთისხილი და რამდენიმე ადგილობრივი ჯიში აფხაზეთის (გაგრა) ტყეებში გვხვდება.
ზეთისხილი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი მცენარეა – ცნობილია ხეები, რომელთა ასაკი 200 წელია, ოღონდ, უხვმოსავლიანია მხოლოდ 50 წლის ასაკამდე. დედამიწაზე არანაკლებ 500 ჯიშის ზეთისხილი არსებობს.
ვინც ამ შესანიშ­ნავი კულტურით და ინტერესდება, უნ­და იცოდეს, რომ თესლით გაშენებული პლანტაცია ნა­­­ყოფს მხოლოდ 10-12 წლის შემდეგ ისხამს, კალმებით გა-
­მ­რავლებული – 4-6 წლის შემდეგ. ხმელ­თაშუა ზღვის თბილი ზა­მთრის პირობებში ზე­თის­­ხი­ლის ვეგე­ტა­ცია მთე­­ლი წლის გან­მავლობაში გრძელდება. ის მშრა­­ლი სუბტროპი­კების ტიპური მცენარეა, კა­­რ­­­გად იტანს მშრალ, ცხელ ზაფხულსა და გრილ, ტე­ნიან ზამ­თარს. მაშასადამე, დასავლეთ სა­­ქარ­თველოში ზეთის­ხილისთვის შესაფერისი პირობები არსებობს. აღმოსავლეთ საქართველოს თბილ ად­გი­ლებ­შიც შეიძლება ისეთი ჯიშის გაშენება, რომელიც უძლებს 14-16º ყინვას.
ზეთისხილს თესლით, კალმებით, ფესვის ამო­ნაყარებითა და მყნობით ამრავლებენ. თეს­ლით, როგორც წესი, ზეთის საწარმოებელ ნარგაობებს აშენებენ, ვეგეტაციურად – საკონსერვო პლან­ტაციებს. ზეთისხილი გაზაფხულზე ითესება, თუმცა სტრატიფიცირებული თესლი ძალიან ნელა ღივდება და ნიადაგიდან 1,5 წლის განმავლობაში შეიძლება ვერც ამო­აღწიოს.
ზეთისხილის 1-2-წლიან მცენარეებს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ამყნობენ, კა­ლ­­­მებად კი ერთწლიან ამონაყარებსა და მრა­ვალწლოვან ტოტებს იყენებენ.
ზეთისხილის კალმები ძნელად ფესვიანდება, მაგრამ საქართველოში არსებობს შესა­ნიშნავი საშუალება „ბიორაგი“, რომლით დამუშავების შემდეგ დაფესვიანების მაღალი პროცენტი გარანტირებულია. დაკალმებულ და ნამყენ ნერგებს 2-3 წლის განმავლობაში ამყოფებენ სათბურში, რის შემდეგაც გადააქვთ ღია გრუნტში. პლანტაციის გასაშენებელი ადგილი დაცუ­ლი უნდა იყოს ცივი ქარებისაგან. მცენარეთა შორის მანძილი მწკრივში 6-8მ უნდა იყოს, მწკრივებს შორის – 8-10 მ. შემდგომში ნიადაგს მთლიანად ამუშავებენ – ხნავენ ან ბარავენ.
დასამწნილებლად და მარინადისთვის ისეთ ნაყოფს კრეფენ, რომელმაც ნორმალურ ზომას მიაღწია, მაგრამ გამუქება ჯერ არ დაუწყია (უნდა იყოს მწვანე ან ყვითელი).
ზეთის გამოსახდელად და დასამწნილებლად იკრიფება მწიფე ნაყოფი. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან დაჟეჟილი ნაყოფით გაკეთებული მწნილი ადვილად ფუჭდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არსებობს სანერგე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია წინასწარი შეკვეთით ნერგების შეძენა.

გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი გოჭკადილი, ანუ გაჭედილი მარტვილის მუნიციპალიტეტში

0

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი გოჭკადილი, ანუ გაჭედილი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპირო, ზღვის დონიდან 240 მეტრი, მარტვილიდან 8 კმ, სენაკიდან 48 კმ.

სოფელი არის კანიონი, რომელიც მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პირველი ახალშობილი წელს ბათუმში დაიბადა

0

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ცნობით, პირველი ახალშობილი 2024 წელს ბათუმში, BMC-ის  სამშობიარო განყოფილებაში დაიბადა. ახალშობილი 1-ელ იანვარს, დაახლოებით 00:06 საათზე დაიბადა, მას ილია დაარქვეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ცოტა ვინმე თუ იცნობს ამ მცენარის მორფოლოგიასა და ნაყოფის ქიმიურ შემცველობას, რომლითაც იგი დიდ ყურადღებას იმსახურებს

0
xr:d:DAGCAK4jeKw:49,j:4943125023244839008,t:24041012

ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა, რომლის მომჟავო-ტკბილი, ანანასის სურნელის მქონე გემრიელი ნაყოფი ბევრს გაუსინჯავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს ამ მცენარის მორფოლოგიასა და ნაყოფის ქიმიურ შემცველობას, რომლითაც იგი დიდ ყურადღებას იმსახურებს.
მცენარეს ფოთლები ტყავისებრი აქვს, ელიფსური ფორმის, გარედან მუქი მწვა­ნე, შიდა მხრიდან ქეჩისებრი შებუ­სვის გამო მოთეთროა. თეთრი ყვავილები შიგნით ვარდისფერია. ნა­ყოფი ვისაც უგემია, მისი ფორმაც ეხსომება და ფერიც. მაგრამ ის, რომ ფეიხო­ას ნაყო­ფი 0,6% წყალში ხსნად იოდს შეიცავს, რომლის დეფიციტსაც საქარ­ველოს მოსახლეობა დღეს მკვეთრად განიცდის, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. ჩიყვით დაავადებულმა წელიწადში 10 კგ-მდე ნაყოფი უნდა მიირთვას წამალთან ერთად, რომ მისი ავადმყოფობა მკურნალობას ადვილად დაემორჩილოს. პროფილაქტიკისთვის მისი მი­­­ღება ყველას­თვის სასურველია. ფეიხოას ნა­­­ყო­­­ფი­­საგან ხარშავენ მურაბას, აკეთებენ ჟელეს, კომპოტს, სხვადასხვა ნაყენს. ცოცხალი ვი­ტამინების (C, D) და იოდის მარაგის შესანარჩუ­ნებლად ყველაზე ეფექტიანია შაქარში დაკონსერვებული (1 წილი ფეიხოა, 1 წილი შაქარი) გა­ხეხილი ნა­ყო­ფი (სხვათა შორის, ზემოხსე­ნებული წყალში ხსნადი იოდი მეტად სა­ყურადღებოა, რადგან მცენარე შეიძლება შეიცავდეს იოდს, მაგ­რამ წყალში უხსნადობის გამო იგი ორგანიზ­მმა ვერ შეითვისოს).
ფეიხოა ძირითადად ხარობს დასავლეთ სა­ქართველოში, მთელი კოლხეთის დაბ­ლობზე, განსაკუთრებით ზღვის სანაპი­რო ზოლში. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ოთახის კულტურა ულამაზესია, ყვავილობს და ნაყოფსაც იძლევა.
ფეიხოა მრავლდება თესლით, გადაწვენით, ამონაყარებითა და კალმებით. ყველაზე ხელმისაწვდომია მისი გამრავლება ამონაყარებით, განსაკუთრებით, მცირე ფართობზე. თუ პლან­ტაციის გაშენებას მოისურვებთ, რა თქმა უნდა, კალმების დაფესვიანება ჯობია. ამ მიზნით ჭრიან 8-10 სმ სიგრძის კალმებს კენწერულ და შუა წელის ნაწილში, ამუშავებენ „ბიორა­გით“ (იყიდება მემამულეთა კავშირის მაღაზიაში) და რგავენ ყუთებში ნოემბერ-დეკემბერში. ფეიხოას მყნობითაც ამრავლებენ.
ორწლიან ნერგებს მარტ-აპრილში რგავენ მუდმივ ადგილზე. მცენარეთა შორის მანძილი 3-4მ-ია, რიგთაშორისებში 3-5მ. უმჯობესია 30-40სმ შტამბის გამოყვანა, ამით მცენარის მოვლაც ადვილია და მოსავალსაც მეტს იძლევა.
არავითარ განსაკუთრებულ მოვლას ფე­იხოა არ საჭიროებს. ნაყოფი მომწიფების­თა­ნავე ძირს ცვივა. ნაყოფის ცივ ადგილას მო­თავსება ძალიან აგემრიელებს მას.
ფეიხოასათვის საუკეთესო ტემპერატურაა 16-21 გრადუსი. მცენარე დაუზიანებ­ლად უძლებს 11ºჩ-მდე ყინვას, უფრო დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ეყინება ფოთლები და ნაწილობ­რივ სცვივა, რის შემდეგაც მომავალი წლის ნაყოფს აღარ უნდა ველოდოთ. სინათლისადმი დიდ მოთხოვნილებას არ ავლენს, არც მაინცდამაინც რწყვას საჭიროებს, თუმცა გვალვის დროს მორწყვა აუცილებელია. კარგად ხარობს ღრმა, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგზე. ვერ იტანს, ან ცუდად ეგუება კარბონატულ ნიადაგს.

კივი რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთი­ერებების შემცველობის მხრივ ერთ-ერთი მდი­დარი მცენარეა, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„დათვის ამბავი“ – დათვი დახურულ, იზოლირებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული

0
„დათვის ამბავი“
“პირველ რიგში, უხარისხო ფოტოსთვის ბოდიშს გიხდით. დათვი დახურულ, იზოლირებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული და ვცდილობთ, ზედმეტი განათებით, გადაღებითა და ხალხით არ შევაწუხოთ, რადგან ისედაც დაზაფრულია.
ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში.
ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს.
იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე” – წერს თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ეთნობოტანიკის საკოლექციო ნაკვეთზე ქართული სახლის მინიატურული მოდელის მშენებლობა დასრულდა

0
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ეთნობოტანიკის საკოლექციო ნაკვეთზე ქართული სახლის მინიატურული მოდელის მშენებლობა დასრულდა.
ეროვნული ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, სახლში ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ეთნობოტანიკური კოლექციების ნიმუშები განთავსდება, რაც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურასა და ისტორიას.

„მზის ენერგიის განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობა იქნება“

0

ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის CFD აუქციონის განაცხადების მიღების შედეგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყებამ რიგით მეორე აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, სულ 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით. სამინისტრომ მთლიანობაში 800 მეგავატის სიმძლავრეზე გამოაცხადა აუქციონი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, პირველ რიგში, დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდგომაც მოხდება გამარჯვებული წინადადებების გამოვლენა. სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ-ს შეადგენს.

განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ CFD მეორე აუქციონში მისი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიმართულებით შეიტანეს განაცხადები.

მისი თქმით, ის ვისაც ჰქონდა მაგალითად ინტერესი ქარის ელექტროსადგურების მიმართულებით დაინტერესებულია მზის ელექტროსადგურების მშენებლობითაც.

“რამდენიმე კომპანია არსებობს, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის პროექტების მიმართულებით შეიტანეს განაცხადი. კომპანიები, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ მზის მიმართულებით ახლა უკვე განაცხადი შეაქვთ, როგორც ჰიდროს მიმართულებით ასევე მზის და ქარის მიმართულებით.

წინაზე, ასეთი შემთხვევა გვქონდა: 27 პროექტი იყო, თუმცა 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა, ანუ ერთმა კომპანიამ 3 პროექტის ჭრილში გაიმარჯვა. ახლაც იქნებიან ინვესტორები, რომლებმაც რამდენიმე პროექტი წარადგინეს და შესაძლებელია, რამდენიმე პროექტის ფარგლებში მიიღონ მათ CFD აუქციონში გამარჯვება. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ინვესტორები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით და ის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებოდით და ვსაუბრობდით, რომ საქართველოს არ აქვს გარკვეულწილად გამოცდილება ჰიდროს და ქარის გარდა მზის ენერგიის მიმართულებით, ახლა უკვე კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ მაღალია სხვადასხვა განახლებადი წყაროს მიერ ელექტროენეგიის გენერაციის ობიექტების აშენების თვალსაზრისით.ერთადერთ გამოწვევას ვხედავ შემნახველებთან მიმართებით, ეს ახალია და კომპანიებს ევროპელი სპეციალისტების მოწვევა მოუწევთ, რაც საკმაოდ ძვირია,”- ამბობს მაია მელიქიძე.

მელიქიძეს უჭირს საპროგნოზო მედიანურ ტარიფზე საუბარი, თუმცა ამბობს, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობები ჩნდება მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში.

ტარიფთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ იქამდე სანამ არ შეიკრიბება კომისია და არ მოახდენს კონვერტების გახსნა/შეფასებას მანამდე რთული იქნება პასუხის გაცემა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ის შედეგები, რომლებიც იყო პირველი CFD აუქციონის შემდეგ, ეს იყო დაახლოებით 6.8; 6.7; 6.2 ცენტი. პირველ აუქციონში გამოწვევა რაც იყო ისაა, რომ გულისწყრომა იყო მზის გენერაციის ობიექტების მხრიდან, რომ მათი ტარიფი შედარებით უფრო ნაკლები იყო. ახლა შედეგები იქნება, თუმცა ჩემი პროგნოზით მომავალი 2 წელი ნამდვილად იქნება მზის ენერგიის განვითარების საკმაოდ დიდი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის,”- ამბობს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„გვყავს ხოხბები, ფარშევანგები…“ – ნინო ჩინჩალაძის ოჯახის მიერ შექმნილი ულამაზესი ეზო, რომლითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა

0

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ თელაში, ნინო ჩინჩალაძის ოჯახის მიერ შექმნილი ულამაზესი ეზო, რომლითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა. 

„ვცხოვრობთ სოფელ თელაში, ვართ ერთი უბრალო ოჯახი. ეს ჩვენი ოჯახის ნამუშევარია…

გვყავს ხოხბები, სხვადასხვა ფარშევანგები, მტრედები, კაკბები ვოლიერებში…“ – გვიამბობს ნინო ჩინჩალაძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გართულებული ეპიდემიური ვითარება ქვეყნის მასშტაბით

0

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია. მაღალია მიმართვიანობა კლინიკებში. პედიატრიული განყოფილებები თითქმის სრულად შევსებულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

რეკომენდაციაა, გაიკეთონ აცრა, ატარონ პირბადე, მოერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ კი რისკჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებენ.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შრატის ნაყენი – საუკეთესო კვება და დაცვა ფოთლიდან!

0
ხეები - ნიადაგი

შრატის ნაყენი – საუკეთესო კვება და დაცვა ფოთლიდან!

პრიორიტეტი მიანიჭეთ ყოველთვის ფოთლიდან კვებას!

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli