ოთხშაბათი, ნოემბერი 26, 2025
- Advertisement -spot_img

საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

0
საქსტატი - 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა
#image_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 429.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 7.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 8.1 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10 308.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

0
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ
#image_title

დუტი საკმაოდ კომფორტული და თბილია, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა გაჩნდეს ლაქები, განსაკუთრებით მკლავებსა და საყელოზე. ჩვეულებრივ ქურთუკს რეცხავენ მანქანაში, თუმცა შესაძლოა ნივთი დაზიანდეს. ჩვენ გეტყვით, როგორ გაწმინდოთ გარეცხვის გარეშე.

დადეთ ქურთუკი ჰორიზონტალურ ზედაპირზე.

დაგჭირდებათ:
ჭურჭლის საწმენდი ღრუბელი;
მიკროფიბერის ქსოვილი;
ბამბის დისკი;

ჭურჭლის საწმენდი ღრუბელი შეიძლება შეიცვალოს სილიკონის ღრუბლით. ის შესანიშნავად მოაშორებს ლაქებს. იმისთვის, რომ ქურთუკს მოაშოროთ ზეთოვანი ლაქები, ყველაზე ეფექტური გზაა მარილისა და სოდის ნარევის გამოყენება. 150 მლ ცხელი წყალი, ერთი სუფრის კოვზი მარილი და ამდენივე სოდა განაზავეთ. დაასველეთ ამ ხსნარში ბამბის დისკი და შემდეგ რამდენჯერმე გაწმინდეთ კონკრეტული ადგილი. არ დაგავიწყდეთ მიკროფიბერის ქსოვილით კარგად გაშრობა.

წყალბადის ზეჟანგი ალბათ ყველა სახლშია. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ლაქების მოსაშორებლად. ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ნახევარი ჭიქა სოდა და ნახევარი ჭიქა პეროქსიდი განაზავეთ. შემდეგ მიღებული ხსნარი ჩაასხით სპრეის ბოთლში. წაუსვით ლაქაზე და გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გაწმინდეთ წყლით კონკრეტული ადგილი.

როგორ გავწმინდოთ ქურთუკის სახელოები გარეცხვის გარეშე

მკლავები, ისევე როგორც ქვედა ქურთუკის საყელო, ყველაზე ხშირად ჭუჭყიანდება ზეთოვანი ლაქებისგან. მათი გაწმენდა შეგიძლიათ გარეცხვის გარეშე, ხელთ არსებული პროდუქტების გამოყენებით, როგორიცაა ამიაკი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება.

როგორ გავწმინდოთ ქურთუკი ამიაკით:

შეურიეთ 1 ჭიქა წყალი, 1 ჩაის კოვზი ამიაკი და ამდენივე ჭურჭლის სარეცხი საშუალება;
წაუსვით ხსნარი ლაქებზე ღრუბლის გამოყენებით, მაგრამ არ დაასველოთ მასალა ზედმეტად;
გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები და დატოვეთ პროდუქტი 30 წუთის განმავლობაში;
მოაშორეთ დარჩენილი წყალი ქსოვილით.

თუ ქურთუკის საყელოზე ტონალურის ლაქებია დარჩენილი, არ გარეცხოთ მთლიანად. დაგჭირდებათ მიცელარული წყალი. ბამბის დისკი დაასველეთ და წაუსვით დალაქავებულ ადგილას.

რა მოსწონს და რას ვერ იტანს კაკალი – კაკლის ნერგის გახარება-ზრდა-განვითარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას

0
რა მოსწონს და რას ვერ იტანს კაკალი
#image_title

რა მოსწონს და რას ვერ იტანს კაკალი

კაკლის ნერგის გახარება-ზრდა-განვითარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. მათ შორის გასათვალისწინებელია: სიმაღლე ზღვის დონიდან, ნიადაგის ტიპი, გრუნტის წყლის სიახლოვე ნიადაგის ზედაპირთან და ა.შ.

ჩემი რჩევაა, თქვენივე სოფელში მოიძიოთ ნერგი. ვისაც საუკეთესო ჯიშის კაკალი უდგას, მის ეზოში უეჭველად თესლნერგიც უნდა იზრდებოდეს. ამოიღეთ ფესვის დაუ­ზიანებლად, გაუკეთეთ ღრმა (50-60 სმ სიღრმის) ორმო, შე­ურიეთ ერთმანეთში ტყის მიწა და გადამწვარი ნაკელი, ჩაყარეთ ჯერ იმდენი მიწა, რომ ზედ ფესვი შეეხოს, დარგეთ იმ სიღრმეზე, რამდენზეც იყო ამოღებამდე და შეავსეთ ორმო. მიაყარეთ მიწა ნელ-ნელა ისე, რომ ყველა ფესვს­ შეეხოს, კარგად მიუტკეპნეთ და 1-2 ვედრო წყა­ლი დაასხით. მონარწყავზე მოაყარეთ მშრალი მიწა. ცოტა რომ შეშრება ნიადაგი, აუცი­ლებლად და­უსვით ნერგზე ოდნავ მაღალი სარი და ნერგი ზედ დაამაგრეთ.
შეგიძლიათ საუკეთესო კაკლის დათესვაც. ითე­სება შემოდგომით და ადრე გაზაფხულზე, შემოდგომით თუ დათესავთ, თესლს სტრატიფიკა­ცია არ დასჭირდება. გააკეთეთ 10-15 სმ-იანი ბუდნები, ჩადეთ კაკლები, დააყენეთ წიბოზე, და­აყარეთ მიწა და მიუტკეპნეთ.
კაკლის პლანტაციის გაშენების ძირითადი ხერ­­ხია ნაყოფის თესვა ნიადაგში, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოცენებულმა ხემ უნდა მოისხას დათესილის ანალოგიური ნაყოფი.
ითესება ახალი, იმავე წელს მიღებული, სა­გულ­დაგულოდ გადარჩეული მსხვილი და ჯანსა­ღი ნაყოფი. საუკეთესო აღმოცენების უნარს ავ­­ლენს სტრატიფიცირებული თესლი. ამი­სათ­­ვის ჭურჭელი, რომელშიც სტრატიფიკა­ცი­ას უტა­­რებთ ნაყოფს, ფსკერზე რამდენიმე ად­გი­ლ­­­­ზე გახვრი­ტეთ 1-1,5 სმ დიამეტრზე, ჩაყა­რეთ შიგ მდინარის გარეცხილი ქვიშა, ჩათესეთ 10-­1­5სმ-ის სიღრმეზე კაკლები დაწვენილ მდგო­­მარეობაში, ისე, რომ წიბო (ამოზნექილი ნა­­წი­ლი) მოექცეს ქვემოთ, მიაყარეთ ქვიშა და დად­­გით სარდაფში, სადაც ჩათესვის პერიოდში (იან­ვარ-თებერვალში) ტემპერატურა 5-6ºჩ-ია, მარ­ტში ტემპერატურა 8-10ºC-ს მიაღწევს და ფეს­­ვის განვითარებაც დაიწყება.
როცა გაღივებული, გახსნილი ნაყოფიდან ფესვის წვერი გამოჩნდება, რაც აპრილის დასაწყისშია მოსალოდნელი, ნაყოფი გადაიტანეთ ღია გრუნტში და იმავე სიღრმეზე, ი­მავე მდგო­მარეობაში ჩათესეთ. ჩათესილი ადგილები მონიშნეთ პალოებით.

გახსოვდეთ!

1. კაკლის ნერგი ყველაზე კარგად ხარობს ალუვიურ (მდინარის მოტა­ნილ), მდელოს ყავისფერ, საშუალო თიხ­ნარ, სქელჰუმუსიან, მთა-ტყის ყა­ვის­ფერ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე. არადამაკმაყოფილებელია კაკ­ლის ნარგავების ზრდა-განვითა­რე­ბა წითელმიწა (მხოლოდ და­სავ­ლეთ საქართველოში) და ყვითელ­მი­წა ნიადაგებზე. ვერ ეგუება თიხ­ნარ, ჭა­ობიან, მლაშე, მჟავე და ყველა მცი­რე სისქის ხირხატ ნიადაგებს;
2. კაკალი ვერ იტანს ზედმეტ ტენს, ტენის ცუდგამტარიანობას, გრუნტის წყლი­ს სი­ახლოვეს მიწის ზედაპირთან. თუ გრუ­ნ­ტის წყალი 3-5 მეტრზე ახლოსაა მი­წის ზე­დაპირიდან, იქ ნერგი დაიწყებს ხმობას.

ეს დალოცვილი კაკალი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

0
ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა
#image_title

ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

დავიწყოთ იმით, რომ ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა. სასარგებლო დანიშნულებისაა არა მარტო ნა­ყო­ფი, რომელიც შეიცავს შაქრებს (15%-მდე); ორგანულ მჟავებს (1,5-2,4%); ვიტამინებს – B1, B2, P, PP, ჩ, კაროტინს, პექტინებს (11%-მდე); მინერალურ მარილებს; მთრიმლავ ნივთიერებებს (0,2%). ყუნწები, თავის მხრივ, შეიცავს ტანინს, ფოთლები: ვიტამინ ჩ-ს, კვერციტრინს, კუმარინებს, ლიმონის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს. კურკა: ცხიმოვან ზეთს (25-35%), ეთერზეთს, გლიკოზიდ ამიგდალინს. ალუბლის ნაყოფს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კვებაში.
სამკურნალოდ გამოიყენება: ნაყოფი, კურ­კა, ფოთოლი, ტოტები, ნაყოფის ყუნწები და ფესვები.
მიუხედავად ალუბლის კულტურის ამდენი სასიკეთო თვისებისა, საქართველოში არასო­დეს ყოფილა მისი ნარგაობის საკმარისი რა­ოდენო­ბა. არადა, ერთ-ერთი ყველაზე ადვი­ლად გასამრავლებელი ხეხილია. მრავლდება ფესვის ამო­ნაყარებით, ირგვება 4ხ4 ან 5ხ5მ-ის დაცილე­ბით ერთმანე­თისგან.
ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ად­გი­­­­ლობრივი ჯიში, რომელიც განსხვავებულ ნი­ადა­გურ და კლიმატურ პირობებში სხვადასხვა სისხოსი და შემცველობის ნა­ყოფს იძ­ლევა. გვხვდება აგრეთვე `შპანკას~ სახელწოდებით გავრცელებული ჰიბრიდული ჯიშები ბალსა და ალუბალს შორის.
ალუბალი კარგად გვარობს მსუბუქ ნიადაგებზე, უძლებს სიმშრალეს და ვერ იტანს ზედმეტ ტენიანობას.
ნაყოფი უმთავრესად გამოიყენება სამურა­ბედ, წვენების დასამზადებლად, კერკად და ე.წ. „ვიშნოვკის“ დასაყენებლად.
წვენისაგან უძვირფასესი ალკოჰოლური სას­მლის დაყენებაც შეიძლება. კურკაგამოცლილი ნაყოფისგან აყენებენ ე.წ. ალუბლის ღვინოს.
საქართველოში გავრცელებული ალუბლის ჯიშებია: ჰორტენზია, ესპანურა (შპანკა), ორმაგი შუშისებრი და სხვ.

ქლიავი – კურკოვან კულტურებში ქლიავი ერთ-ერთი საუკეთესოა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

0
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ - სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს
#image_title

ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას. თუ თქვენ ჯერ ისევ არ იცით სად გაატაროთ ახალი წელი ზღაპრულად, გაეცანით ჩვენს სტატიას,- ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ.

ძველით ახალი წლის ტრადიცია საქართველოში წლებია არსებობს. ძველით ახალ წელს საქართველოში 14 იანვარს აღნიშნავენ.

ბავშვებიც თოვლის ბაბუას წლიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან. “მეორე ახალ წელს” თავისებური სახელწოდებაც გამოარჩევს – ძველით ახალი წელი.

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ. კალანდა ძირითადად, გურულ ტრადიციად მიიჩნევა, თუმცა დღესასწაული საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება და ის გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება.

14 იანვარს, გურიაში, მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბედებს.”

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით.

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს და ამბობს, რომ კარი გააღონ, რადგან მოაქვს ღვთის წყალობა.

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.
თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და დალოცავს ოჯახს.

ხევსურები ახალ წელს “წელწადს” უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს.
ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
ძველით ახლი წელი 13 იანვრიას ღამეს შემოდის.

საქართველო სხვა დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებული ტრადიციითა და საახალწლო სამზადისით გამოირჩევა.

საქართველოში 193 384 გიორგია რეგისტრირებული – საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები – იხილეთ ჩამონათვალი

0
საქართველოში 193 384 გიორგია რეგისტრირებული
#image_title

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის, კი, ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს.

კაცი:

სახელი/რაოდენობა

გიორგი – 193 384;

დავით – 68 184;

ალექსანდრე – 46 188;

ლუკა – 44 842;

ნიკოლოზ – 39 740;

ირაკლი – 36 106;

ზურაბ – 29 396;

საბა – 29 360;

ლევან -27 589;

დავითი – 26 034.

ქალი:

სახელი/რაოდენობა

ნინო – 115 717;

მარიამ – 71 430;

ანა – 49 693;

თამარ – 48 275;

მარიამი – 48 016;

მაია – 46 975;

ნანა – 42 238;

ელენე – 39 245;

ნათია – 38 368;

მანანა – 32 877.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა. ქვეყანაში 30 034 ბერიძეა რეგისტრირებული.

ბერიძე – 30 034;

კაპანაძე – 19 260;

გელაშვილი – 18 338;

მაისურაძე – 16 053;

მამედოვი – 15 273;

გიორგაძე – 14 189;

მამედოვა – 13 528;

ბოლქვაძე – 13 152;

ლომიძე – 13 113;

წიკლაური – 12947.

შემწვარი ღორის ხორცი ნივრისა და ჯანჯაფილის მარინადში

0
შემწვარი ღორის ხორცი ნივრისა და ჯანჯაფილის მარინადში
#image_title

ხორცი უფრო სურნელოვანი რომ იყოს, მისი წინასწარ მომზადებაა საჭირო.  ერთ-ერთი მთავარი კულინარიული ხრიკია მწნილი, რომელიც ხელს უწყობს ღორის ხორცს შებოლილი გემოს, სინაზის და განსაკუთრებული არომატის მიცემას.

დაგვჭირდება ღორის მკერდის ნაჭერი, 2 ცალი. ძმარი, მარილი და წიწაკა ავურიოთ. ჯანჯაფილი და ნიორი გავხეხოთ და დავუმატოთ მარინადს. მარინადე ოდნავ მლაშე უნდა იყოს, რომ ხორცს კარგად გაუჯდეს.

ხორცის ნაჭრებს კარგად შევაზილოთ მარინადი, წავუსვათ ზეთი და ზეთწასმულ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ.

ხორცი შევდგათ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ, სანამ არ დაიბრაწება. სუფრაზე სალათის ფოთლებთან ერთად გავიტანოთ.

რჩევა: ბრინჯის ძმარი აზიურ სამზარეულოსი გამოიყენება. მისი შეძენა სუპერმარკეტებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში შეგვიძლია. თუ არ გვექნება, შეგვიძლია ვაშლის ან ჩვეულებრივი ღვინის ძმრით ჩავანაცვლოთ.

როგორ ვიკვებოთ მარხვის შემდეგ – რჩევები

0
როგორ ვიკვებოთ მარხვის შემდეგ – რჩევები
#image_title

კვების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ გართულდეს, დიეტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ.

ზომიერების პრინციპის დაცვა, გარდა იმისა, რომ წმინდა ზნეობრივი კუთხით არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია მარხვის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოც.

თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, რათა ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს.

ავადმყოფებს ადაპტაციისთვის 2-3 კვირა სჭირდებათ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საკვები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული.

იდეალურ შემთხვევაში ცხოველური სურსათის მიღება რძის ნაწარმით უნდა დავიწყოთ.

ამ მხრივ საუკეთესოა მაწონი – რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველიც.

შებოლილი სულგუნი და თუშური ყველი მარხვის შემდეგ პირველ დღეებში უფრო მძიმე მოსანელებელი იქნება.

როდესაც სააღდგომო სუფრაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით კვერცხს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

არაერთხელ გვსმენია და თავადაც გამოგვიცდია, რომ სააღდგომო კვერცხს განსაკუთრებული გემო აქვს.

მიუხედავად ამისა, მარხვის შემდეგ მისი მიღება უნდა შეიზღუდოს – ხსნილის პირველ დღეებში თითო კვერცხზე მეტი არ უნდა მივირთვათ, ვინაიდან კარგად მოხარშული კვერცხი საკმაოდ ძნელი მოსანელებელია.

არამც და არამც არ შეიძლება მარხვის დასრულებისთანავე ცხიმიანი ხორცის (შემწვარი გოჭის, ღორის ხორცის, ლორის, ცხვრის ხორცის) მიღება.

უმჯობესია, დავიწყოთ ქათმის, ინდაურის ან საქონლის მჭლე მოხარშული ხორცის პატარა ნაჭრით. არც ცხიმიანი თევზია სასურველი.

საზოგადოდ, უმჯობესია, ხსნილის პირველ დღეებში არასამარხვოკერძებიდან მხოლოდ კვერცხი, კულიჩი და პასკა მივირთვათ, ისიც ზომიერად.

მხოლოდ მესამე დღეს შეიძლება, თავს ხორცის მიღების უფლება მივცეთ. მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

ეს რჩევა განსაკუთრებით ხანში შესულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის ადაპტაციის უნარი ქვეითდება. კატეგორიულად არის აკრძალული ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

0
შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა
#image_title

ხვალ, 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. გთავაზობთ შობის დადგომისას წასაკითხ ლოცვას.

„მოწყალე ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულსა და სხეულს, ჩემს გრძნობებსა და ფიქრებს, ყველა ჩემს საქმიანობას. ჩემს რწმენას, საცხოვრებელ ადგილს, ჩემი სუნთქვის თითოეულ საათსა თუ დღეს, ჩემს წარმოდგენებს, სულისა და სხეულის სიმშვიდეს. შენ ხარ უფალი, რომელიც მოწყალების კალთას აფარებს ცოდვილ სამყაროს.

ჩემო ღმერთო, შეიწყალე ყველა ცოდვილი, დაიცავი და გაათავისუფლე ყოველგვარი ბოროტებისგან. ნუ გამირისხდები, თუ კაცთმოყვარეობისთვის გაგკიცხავ. შემიწყალე ჩემი სისუსტეების გამო, დამიფარე ვნებების,დემონებისა და ბოროტი ადამიანებისგან. ხილულ თუ უხილავ მტრებს ნუ მისცემ უფლებას, გადარჩენის გზაზე გადამეღობონ. მომიყვანე შენამდე. გლოცავ საუკუნოდ შენ, ჩემს შემქმნელს. ამინ”…

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

0
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
#image_title

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მისი უსაზღვროდ მზრუნველი ხელი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.

სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, გაძლიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია. 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

საშობაო ტრადიციები

ქრისტეს შობის დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავდნენ, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც მარხვის, როგორც სულიერი განწმენდის დასრულებითა და ახალი ცხოვრების დასაწყისად წარმოსახავდნენ და მას სიხარულით უნდა შეგებებოდნენ.
ამ დღესასწაულს საწესჩვეულებო რიტუალი ახლდა თან. ფაქტობრივად, სამზადისი იწყებოდა შობის წინა დღეს.
24 დეკემბერს სამეგრელოში ქირსე საღამოს (ქრისტე საღამოს) უწოდებდნენ; გურიაში – მრავალწლობას; იმერეთში – კორკოტობას; რაჭაში – კორკოტობას ან ჭანტილობას; ლეჩხუმსა და სვანეთში – ჭანტილობას; ზემო სვანეთში – შობ-ს; ქართლში – ქრისტეს კორკოტობას და ა.შ. ეს საღამო დიდ უქმედ ითვლებოდა, განსაკუთრებით ქალებისთვის; არ შეიძლებოდა კერვა, ქსოვა და სხვა ხელსაქმე.
ამ დღეს მთელ საქართველოში ხორბლისგან იხარშებოდა ფაფა, რომელსაც ეწოდებოდა: ჭანტილი (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი); კორკოტი (იმერეთი, გურია, სამეგრელო); ქრისტეს კორკოტი (ქართლი, თუშეთი); ცხრაწვენა (ქართლი, კახეთი) და სხვ.
ჭანტილის ანუ კორკოტის მოსამზადებლად ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა გაერჩიათ ხორბალი და ჩაედგათ მოსახარშად. იგი იკაზმებოდა ხახვით, მარილითა და ნიგვზით.
გურიაში შობისთვის მზადების მთავარი რიტუალი ღვეზლის (საწესო პურის) გამოცხობა იყო. ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელი ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველსა და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელი ან შუაზე გაჭრილი იდებოდა. ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში, უფროსებისთვის უფრო დიდი ზომის, პატარებისთვის მომცრო. ღვეზლის გამოცხობა მიცვალებულისთვისაც იცოდნენ.
ჩვეულებრივ, შობის წინა საღამოს (ზემო სვანეთში), იკვლებოდა საშობაო ღორი. ღორის დაკვლის შემდეგ მოდიოდნენ მეალილოეები, მგალობლები, ქრისტეს მახარობლები – სამი-ოთხი მამაკაცის ან ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს შობას ულოცავდნენ.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ოჯახის უფროსი ქალი ან მამაკაცი მეალილოეებს გამოუტანდა ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს (ამ უკანასკნელს იმერეთში საციქველი ეწოდება); სამეგრელოში ასე ამბობდნენ, – ალილოზე კაცი რომ მოვა და გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახსო.
როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოშიც, ქართლსა და კახეთში იკვლებოდა ღორი, რომელსაც ნოემბრიდან ასუქებდნენ. ამ დღეს საუკეთესო ხორბლის ფქვილისგან ცხვებოდა ქადა, რომელსაც იმდენ ნაწილად ყოფდნენ, რამდენი ოჯახის წევრიც იყო, ანთებდნენ სანთლებს. საშობაო სუფრაზე უნდა ყოფილიყო: პური, ყველი, ქათამი, ინდაური, საკლავის ხორცი, თხილ-კაკალი, ღვინო და ყველაფერი, რის საშუალებაც ოჯახს ჰქონდა. სუფრასთან რომ დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი დაილოცებოდა: “ღმერთო, მშვიდობის ზაფხული მოგვეცი, ბარაქიანი წელიწადი მოგვეცი! ღმერთო, უშველე ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს!”
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ძირითადი საწესჩვეულებო რიტუალები ხატში სრულდებოდა. მზადდებოდა მთის ყოფაში დამკვიდრებული კერძები და სასმელი, ხინკალი, შეთქმული საკლავის ხორცი, ფაფა, მოხარშული ბრინჯი და სხვ.