პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

ვინ არის გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

0
#image_title

თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ქართველი გოგო მედეა იობაშვილი ეხმარება.

ასე მოხდა 16 წლის მარიამ კოხრეიძის და პატარა იოს შემთხვევაში. 

სწორედ მედეას დახმარებით და შუამდგომლობით თურქმა ექიმმა ალტან ვაროლმა ოპერაციის ჰონორარი არ აიღო.

„ერთი რამ, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ მთელმა საქართველომ გამიცნო როგორც ექიმი. მე კი კოორდინატორი-თარჯიმანი ვარ მრავალი წარმატებული ექიმისთვის.

დიახ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ როცა ჩემს ქართველებს ასე აფასებენ და მათთვის ბევრ შეღავათს აკეთებენ, რაც არ უნდა დამღლელი იყოს, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ.ძალიან ბევრ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში, და მათ ყოველთვის ვახსოვარ როგორც ექიმი.

ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ყველა პროცედურის დროს მათ გვერდით ვარ – საოპერაციოში, გამოსაღვიძებელ ოთახში და რეანიმაციაშიც კი. მუდამ ვცდილობ, რომ მათ ნაკლები სტრესი და ტრამვა მიიღონ, არ შეშინდნენ და იცოდნენ, რომ ნემსს ვერავინ გაუკეთებს, სანამ არ დააძინებენ მაბედნიერებს ის, რომ თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მათ მდგომარეობას ამ უცხო მიწაზე, მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში. მე მიყვარს ჩემი საქმე და ის, რასაც ვაკეთებ.

როდესაც მეკითხებიან ექიმზე, ყოველთვის ვურჩევ ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრისთვის შევარჩევდი. ხშირად ვეუბნები ექიმებს: „ვიცი, რომ პაციენტები არ გჭირდებათ, მაგრამ ხალხს თქვენ სჭირდებით.“12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა და მკურნალობამ. მაშინ ასეთი შანსები არ მქონდა…ჩემო დედიკო, ვიცი, რომ შენი სული ხარობს იმით, რასაც შენთვის ვერ შევძელი, მაგრამ დღეს ჩემს ქართველებს ვუკეთებ“, – წერს მედეა იობაშვილი.

პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

0
პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“
#image_title

ვის ეკუთვნის, მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ბლის ნაყოფი? ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ნაყოფი, ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს? აქვს მას უფლება, მოკრიფოს მეზობლის ხილი, რადგან მის ნაკვეთზეა გადმოსული?

0
რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი – ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია

ვის ეკუთვნის, მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ბლის ნაყოფი? ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში გადასული ნაყოფი, ხის პატრონს თუ მიწის მფლობელს? აქვს მას უფლება, მოკრიფოს მეზობლის ხილი, რადგან მის ნაკვეთზეა გადმოსული?

სამეზობლო სამართალი – საუბრობს ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„სამოქალაქო კოდექსში ცალკე თავად არის გამოყოფილი სამეზობლო სამართალი და მსგავს შემთხვევებს 178-ე მუხლი არეგულირებს. კანონის მიხედვით, სანამ ნაყოფი ხეზეა, ის ხის მესაკუთრეს ეკუთვნის. ნაყოფი მიწაზე უნდა დავარდეს, რომ ხის მეპატრონემ მასზე მფლობელობა დაკარგოს, ხოლო მიწის მესაკუთრეს ეს უფლება გაუჩნდეს.
ნაყოფის ცვენა ბუნებრივი ფაქტპრებით უნდა მოხდეს – დამწიფებით ან ამინდის უმნიშვნელო ცვლილებით. თუ ხეს პატრონი ბერტყავს, ან წვიმამ მთელი ნაყოფი ძირს ჩამოიტანა, ცხადია, რომ მიწის მესაკუთრეს ვერ მიეცემა ნაყოფის მითვისების საშუალება. თუმცა მისის მესაკუთრეს ტოტების მოჭრა შეუძლია და არა მარტო ტოტების – შეუძლია ფესვებიც მიაყოლოს, თუ მის მხარეს არის გადასული.
თუმცა მოუწევს ახსნა, რას უშლიდა ეს ტოტები თუ ფესვები. თუ მისი მიწის ნაყოფიერებაზე ცუდად მოქმედებდა მეზობლის ხისგან შემოსული ფესვები, ან ტოტები უბნელებენ სარკმელს, გასაგებია. მაგრამ თუ მარტო იმიტომ ჭრი, რომ ბავშვები თავს ვერ იკავებენ მოკრეფისგან, მაშინ ზიანის ანაზღაურება მოუწევს და მეზობლებთანაც გაიფუჭებს ურთიერთობას. ამიტომ მეზობლობას შეთანხმება და სიამტკბილობა სჭირდება“ – ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

0
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფიზიკური პირი ზ. ტ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აფასოებდა ხიზილალას. ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და გაიარონ ყველა სავალდებულო პროცედურა საქმიანობის დაწყებამდე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – აღსარება ჩვენი სულის ცხონებისთვისაა. მას მოჰყვება ზიარება, რომელიც სულსა და სხეულს წამლობს. ამაში კი სწორად თქმული აღსარება გვეხმარება

0
შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა
#image_title

აღსარება ჩვენი სულის ცხონებისთვისაა. მას მოჰყვება ზიარება, რომელიც სულსა და სხეულს წამლობს. ამაში კი სწორად თქმული აღსარება გვეხმარება.

გთავაზობთ რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებას აღსარებასთან დაკავშირებით.

მამა თეოდორე გიგნაძე: – მოდიან და ჩამოწერილი მოაქვთ აღსარება. ვხედავ ზოგადად უწერიათ – მახასიათებს ამპარტავნება, ამაყი ვარ, უსიყვარულო ვარ…

აღსარება სულიერი პორტრეტი უნდა იყოს. აქ სად ჩანს შენი სულიერი პორტრეტი? ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. ეს დაღუპვაა ადამიანისთვის. ადამიანები ისე ბერდებიან ეკლესიაში, რომ აღსარების თქმა არ იციან. ეს არ არის აღსარება. ეს სულიერი პორტრეტი არ არის. ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. გესმით, როგორი საშიშროების წინ დგას ასეთი ადამიანი? არ გიცნობ, გეტყვის უფალი იმიტომ, რომ პიროვნულად არ გახსნილხარ არც საკუთარი თავის, არც უფლის წინაშე. ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს და ღმერთის წინაშე არ იხსნება. რომელ ცხონებაზეა ლაპარაკი?! ქრისტიანობა პრაგმატულად მოაზროვნე ხალხის რელიგიაა, რომლებმაც კონკრეტულად იციან, რა არის მათი საკეთებელი. ეს დისციპლინაში ვლინდება და ყოველი ნაბიჯის სისწორეში, სულიერი ცხოვრების რაციონალურ გადაწყვეტილებაში. ჩვენ კი გადღაბნილად ვცხოვრობთ. გაცნობიერებული უნდა მქონდეს, რას ნიშნავს ქრისტიანი.

მამა დავით ნოზაძე:  – როდესაც აღსარებაზე მივდივართ, წინა დღეს უნდა ავიღოთ ფურცელი და ჩვენი ცოდვები უნდა ჩამოვწეროთ. არ უნდა დაგჭირდეს კითხვა, კიდევ რა ჩაიდინეო, თვითონ უნდა უყვებოდე მოძღვარს ყვ

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ – ღვთისა და მოყვასის უსიყვარულობა. რაც გეხებათ, გულწრფელად უნდა შეინანოთ.

მარხვა სინანულის ღვაწლია. საჭმლის მოკლება, ლოცვის მომატება; ეს იმას ემსახურება, რომ დავფიქრდეთ, სად ვართ, რა მიზნისთვის შეგვქმნა ღმერთმა და ჩვენ როგორ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ღმერთს შეუძლია ცოდვები მოგვიტეოს, მაგრამ მათი პატიება უნდა ვთხოვოთ. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ჩვენი ლოცვა და აღსარება უფალს ესმის, ღმერთი აღიარებულ ცოდვებს გვპატიობს.

ყოველ ღამე დაფიქრდით, რომელი მცნება შეასრულე, რომელი დაამარცხე, რომელი ჩაიდინე. ყოველ ღამე რომ ასე მოიქცეთ, ცოდვების იმხელა ნუსხა დაგიგროვდებათ, რომ აღარ დაგჭირდებათ მოძღვრის შეკითხვები.

როცა შენი ცოდვა არ გახსოვს, ნიშნავს რომ არ ნანობ.

როგორც წმინდა გარდამოცემა გვეუბნება, პეტრე მოციქულს ყოველი მამლის დაყივლებაზე ახსენდებოდა საკუთარი ნათქვამი, რომ იესო ქრისტეს არ იცნობდა, ამიტომ მას მუდამ ჰქონდა სინანულის განცდა. ჩვენც ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგეს ჩვენი ცოდვები. და აღარ უნდა გავბედოთ სხვისი განკითხვა. ნებისმიერზე უნდა ფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანი ჩემზე უკეთესიაო. აი, მაშინ გვიყვარს მოყვასი. უნდა ვეცადოთ მივბაძოთ წმინდანებს, მათთან სიახლოვე უნდა გვქონდეს. განსაკუთრებით მათთან, ვისი სახელიც გვქვია. მათი ცხოვრება კარგად ვიცოდეთ.

მამა აკაკი კაჭახიძე: ვნებასა და მრუშობაზე აღსარება დაწვრილებით არ უნდა მოჰყვე. ამას რომ ჰყვები, გახსენდება, ხელახალი ბრძოლები გეწყება. უნდა თქვა, დავეცი ცოდვით და მორჩა! ამის თქმა ისედაც მძიმეა ადამიანისთვის. მღვდელი შენდობის ლოცვას რომ წაიკითხავს, უკვე ნაპატიები აქვს. საეკლესიო სწავლება და ასევე წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მღვდელმა არ უნდა დააკონკრეტებინოს აღმსარებელს ეს ცოდვა. დაწვრილებით არ უნდა მოაყოლოს.

მამა ზურაბ ცხოვრებაძე: აღსარების გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. საგულისხმოა წმინდა მამების მიერ აგებული აღსარებები, მათ შორის ეფრემ ასურის. იქ ვნახავთ, როგორ უნდა განვიკითხავდეთ საკუთარ თავს. როგორ არ უნდა ვზოგავდეთ და ვამხელდეთ ჩვენს თავს. ეს მამები არავითარ შემთხვევაში არ ზოგავდნენ თავს აღსარების დროს, მკაცრები იყვნენ საკუთარი თავის მიმართ. ამით მათ ცხონებისკენ გაიკვალეს გზა.

აი, რას წერს წმინდა ეფრემ ასური: ბოლო არ უჩანს ბოროტ დაუდევრობას. დავმონებულვარ ჩემს დამღუპველ ვნებებს, ბოროტებას, მომაკვდინებელს ჩემსას. ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე თავს ვიტყუებ ამაო დაპირებებით. ყოველთვის ვამბობ, რომ მოვინანიებ და არასოდეს ვნანობ. სიტყვით თითქოს მხურვალე მონანული ვარ, მაგრამ საქმით, შორს ვარ სინანულისგან.

ალბათ, ეს განწყობა ბევრ თქვენგანს ეცნო. დაუდევრობაში სულიერი ცხოვრებაში დაუდევრობა იგულისხმება. გადავდებთ სინანულს, ხვალ, ზეგ დავიწყებო, ვამბობთ. გადავდებთ ხოლმე. ამასობაში ეშმაკი შეგვიტყუებს დაპირებებში, ასე გადის დრო და ჩვენი ასაკი უახლოვდება იმ პერიოდს, როდესაც ჩვენი სული და ხორცი ერთმანეთისგან გაიყრება.

„რა მომელის განკითხვის დღეს? როდესაც ღმერთი სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს.”

აქვე ისღა დაგვრჩენია აქვს, ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში გული მოვულბოთ უფალს და ვთხოვოთ შენდობა, რომ არ განვისაჯოთ და სამუდამო სატანჯველში არ მოვხვდეთ.

„არ მსურს ღირსეულის პატივისცემა, ხოლო თავად უღირსი, პატივს ვითხოვ. არ მსურს თავი შევიწუხო, ხოლო თუ სხვა არ მომემსახურება, ვმრისხანებ. სხვებთან ერთად არ მსურს მუშაობა, ხოლო თუ მე არ დამეხმარებიან, ბოროტვმეტყველებ მათზე.”

ჩვენ მოგვწონს, რომ ჩვენ პატივს გვცემენ, ღირსეულად გვექცევიან, მაგრამ სხვას ვაკლებთ ამ ყველაფერს. როდესაც ჩვენ არ დაგვეხმარებიან, ვმრისხანებთ ხოლმე. ჩვენი თავის და სხვების მიმართ ტენდენციურნი ვართ. ძალიან გვიყვარს ჩვენი თავი. მისგან ვხდით კერპს.

კაცთა მოდგმის მტერი მოსვენებას არ გვაძლევს და თუ რაიმეში ოდნავი წარმატება მოგვეცა, ის მალევე წაგვერთმევა და სხვა ვნებებს გვიძლიერებს. ჩვენც უძლურად ვმარცხდებით. ერთი მცირე წარმატება სრულიად თავბრუს გვახვევს და გვგონია, რომ ღვაწლის ასპარეზზე გავედით, ცხონების გზას ვადგავართ, ამიტომ სხვა მხრივ მოვდუნდებით და დაცემაც იქვეა ჩასაფრებული.

არეულ ფიქრებს გვიჩენს, ფუჭ საკითხებზე გვაფიქრებინებს ეშმაკი, რომ მთავარზე, სულის ცხონებაზე და გადარჩენაზე არ ვიფიქროთ.

ცოდვები, რომლებიც ჩვენ წვრილმანები გვგონია, შესაძლოა სამსჯავროზე წვრილმანებად არ გამოჩნდეს. ამიტომ უფლისგან შეწევნა და გონების გახსნა უნდა ვითხოვოთ.

„ენა ჩემი ლამაზად საუბრობს, საქციელი კი საძულველია. ვაი მე, როდესაც გაცხდადდება ყოველი საიდუმლო. ფრიად მშვენიერია ჩემი სიტყვები სხვებისათვის, საქმეები კი საზიზღარია. სხვებს ვასწავლი წესიერებას, თვითონ კი საცოდავი ვეძლევი ვნებებს. როცა სხვა ცოდავს, დავცინი და აბუჩად ვიგდებ, ვაი, რომ გაცხადდებიან ჩემი უსჯულოებანი და შევრცხვები” – ამბობს ეფრემ ასური.

ასეა, ლამაზად ვაფორმებთ ჩვენს თავს, შინაგან მდგომარეობას, ვსაუბრობთ სარწმუნოებაზე, მაგრამ საქმე სულ სხვაა.

არ უნდა შევეჩვიოთ ჩვენს ცოდვებს. მსუბუქი არ უნდა გვეგონოს. ისინი უნდა ვაღიაროთ და უფალს გული მოვულბოთ…

კარგი ამბავი მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს

0
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
#image_title

საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან.საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

0
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს
#image_title

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი. 100 წელზე მეტ ხანს დაკარგული ავტოკეფალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა.

მსოფლიო საპატრიარქომ კი საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. საქართველომ ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის დროს, 1811 წელს დაკარგა.

მსოფლიო საპატრიარქომ კი საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. საქართველომ ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის დროს, 1811 წელს დაკარგა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღმდგენლები:
მეორე ფოტოზე წარმოდგენილთაგან შემდგომ სამი მათგანი მოკლეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე (საძაგლიშვილი; ტყვიით განგმირეს 1918 წლის 27 ივნისს);
თბილელი მიტროპოლიტი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე);
ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე; მოკლეს მოწამვლის შედეგად 1918 წლის 17 სექტემბერს);
არქიმანდრიტი (შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი) ნაზარი (ლეჟავა; დახვრიტეს 1924 წლის 1 სექტემბერს).

 სვანური პურის სახეობები, რომელიც სვანურ ისტორიასა და კულტურას გვაზიარებს

0
#image_title

 სვანური პურის სახეობები, რომელიც სვანურ ისტორიასა და კულტურას გვაზიარებს

 „მოდი პური გავტეხოთ“ – სარიტუალო პური ლემზირი, კუპდარი, ლეცვმარი, ლუკი, ქნაში და სხვ. და ძველი საუკუნის სარკეში ჩავიხედოთ

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

0
#image_title

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ქმედებები ტკიპის მოძრობისას და მის შემდეგ:
1. ტკიპის მოძრობა ხდება ძალიან ფრთხილად, მისი ხორთუმი ღრმად არის შეჭრილი კანის სიღრმეში, არ შეიძლება ხორთუმის კანის შიგნით დატოვება, ვინაიდან გამოიწვევს
დაინფიცირებას.
2. ტკიპის მოძრობა უნდა მოხდეს რეზინის ხელთათმნიანი ხელით ან პინცეტით. ორივე შემთხვევაში მოჭიდება ხდება ტკიპის თავის მიდამოსთან ახლოს, რის შემდეგ მას ვაძლევთ კანისადმი პერპენდიკულარულ მდებარეობას და ვატრიალებთ ღერძის ირგვლივ კანიდან მოსაძრობად;
3. აუცილებელია ამოძრობის ადგილას კანის დამუშავება ნებისმიერი სადეზინფექციო საშუალებით (700 სპირტით, იოდით, ოდეკოლონით და სხვა). შესაძლებელია კანში დარჩენილი ხორთუმის ამოსაღებათ საჭირო გახდეს ქირურგის ჩარევა;
4. ტკიპის მოცილების შემდეგ აუცილებელია ხელების ზედმიწევნით დაბანა;
5. კანიდან ამოძრობილი ტკიპა, თუ შესაძლებელია, უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, იმისათვის, რომ დადგინდეს გააჩნია თუ არა მას რომელიმე ინფექციის გამომწვევი აგენტი, თუ ლაბორატორიაში გაგზავნა ვერ ხერხდება, იგი უნდა განადგურდეს ადუღებული წყლის დასხმით ან ცეცხლში დაწვით.
ტკიპის ლაბორატორიაში გადაცემის წესები:

1. სასურველია ფეხსახსრიანი იყოს ცოცხალი;
2. არ უნდა იყოს დამუშავებული პრეპარატებით ან სხვა სითხეებით;
3. იგი უნდა იყვეს მოთავსებული სინჯარაში, ან სხვა შესაფერის მინის ჭურჭელში, რომელშიდაც სინოტივის შესაქმნელად უნდა მოვათავსოდ წყალში დასველებული ქაღალდი;
4. ფეხსახსრიანი ლაბორატორიაში უნდა მივიტანოთ გამოჭერიდან არა უმეტეს ორი დღეღამისა.

სავაჭრო ქსელში არსებული ფეხსახსრიანებზე მომქმედი საშულებები იყოფა 3 ჯგუფად
1. რეპელენტები-რომლებიც აფრთხობენ ფეხსახსრიანებს და მწერებს;
2. აკარიციდები -რომლებიც კლავენ მათ;
3. ინსექტოციდ-რეპელენტები –კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც აფრთხობენ და კლავენ მათ.
რეპელენტები
რეპელენტებს განეკუთნებიან საშუალებები, რომლებიც შეიცავენ დიეთილტოლუამიდს:
აღნიშნული პრეპარატებით იჟღინთება ტანისამოსი და შესაძლებელია ზოგიერთი მათგანის წასმა სხეულის ღია ნაწილებზე, მაგალითად მკერდზე, მუხლებზე, იდაყვებზე.
ბავშვებისათვის გამოიყენება ნაკლებად ტოქსიური კომპონენტებიანი პრეპარატები-რაც აღნიშნული უნდა იყოს პრეპარატზე

საშიში პრეპარატების გამოყენება სხეულის ღია ნაწილებზე დაუშვებელია.

აკარიციდული საშუალებები
აკარიციდულ საშუალებებში აქტიური ნივთიერებად გამოყენებულია ინსექტოაკარიციდი
ალფამეტრინი (ალფაციმეტრინი), რომელსაც გააჩნია ნერვულ-პარალიზური მოქმედება. ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ტანისამოსზე, სხეულის ღია ნაწილებზე მათი გამოყენება არ შეიძლება ტოქსიურობის გამო. აღნიშნულ ნივთიერებასთან შეხების დროს ტკიპებს ემართებათ დამბლა და ისინი ცილდებიან ტანსაცმელს. დღეისათვის ასეთი პრეპარეტების ჩამონათვალი 30-მდეა. ასეთი პრეპარატებით ადამიანის სხეულზე ჩაცმული ტანისამოსის დამუშავება დაუშვებელია.
რეპელენტებით წინასწარ დამუშავებულ ტანისამოს აშრობენ, რის შემდეგ ტანისამოსის ჩაცმა დასაშვებია და მას აკარიციდული თვისება უნარჩუნდება 14 დღეღამის განმავლობაში.
ინსექტიციდურ – რეპელენტური საშუალებები
ინსექტიციდურ-რეპელენტური პრეპარატები შეიცავენ 2 ძირითად ნივთიერებას დიეთილტოლუამიდს და ალფამეტრინს, რომელთა საშუალებითაც ისინი იცავენ ადამიანებს როგორც ტკიპებისაგან ასევე სისხლის მწოველი სხვა მწერებისაგან.
ყველა ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ტანისამოსზე.

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

კორკოტი მესხეთში – ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ

0
#image_title

კორკოტი მესხეთში

ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ
წყარო – პირველი არხი