ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან კონტრაქტი სამინისტროს კლინიკების დიდმა ნაწილმა წარუდგინა – „მიმდინარეობს შესაბამისი დამუშავება…“

0

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ფლობა 2025 წლის იანვრიდან სავალდებულო ხდება.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

2023 წლის ბოლომდე ჰქონდათ დრო კლინიკებს იმისთვის, რომ მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წარედგინათ, რითაც დაადასტურებენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას.

„2023 წლის ბოლომდე ჰქონდათ კლინიკებს ვალდებულება კონტრაქტის გაფორმების, 2024 წლის ბოლომდე აქვთ აკრედიტაციის ვალდებულება. კლინიკების დიდ ნაწილს უკვე წარმოდგენილი აქვს, მიმდინარეობს შესაბამისი დამუშავება და დაახლოებით ერთ კვირის პერიოდში ზუსტად გვექნება ინფორმაცია, რამდენმა კლინიკამ წარმოადგინა ასეთი კონტრაქტი. ეს იმიტომ, რომ ეტაპობრივად შემოდიოდა განაცხადები და საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა გასაანალიზებელი“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი.

საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი რამდენიმე კლინიკა უკვე ფლობს საერთაშორისო აკრედიტაციას.

წაიკითხეთ – აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე

0
წაიკითხეთ - აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე
#image_title

წაიკითხეთ – აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე

სტუმარმასპინძლობა რომ უძველესი ქართული ტრადიციაა, უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვისაა ცნობილი. საქართველო ხომ ღვინისა და სტუმარ-მასპინძლობის ქვეყანაა.
რა სჯობს – „მასპინძელოს” დაძახილზე გამოგებებულ „მობრძანდი”-ს, ნაცნობ-უცნობის უანგაროდ და უყოყმანოდ შემფარებელ ადამიანს.

ქართველი ადამიანი ყველა სტუმარში ღმერთს ხედავს და რა გასაკვირია, რომ ყველაფერი საუკეთესოც მისთვის ემეტებოდეს.

სწორედ ასეთი სტუმარ-მასპინძლობის, ძალიან თბილი, ბუნებრივი, სტუმართმოყვარე, კეთილი ოჯახის შესახებ გიამბობთ, სწორედ ისეთი, ყველა სტუმარში ღმერთს რომ ხედავს.

გთავაზობთ სარას მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.

ტურისტმა სარამ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, ველოსიპედით ტურისტულ ზონებში მოგზაურობის შემდეგ, წვიმიან დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ხცისს მიაღწია. ყველა სახლი შემოღობილი იყო. ერთი ეზოდან ორი ქალის საუბარი გაიგონა.

დაიყვირა, –  გამარჯობა! გამარჯობა!
ერთი ქალბატონი აივნის კიბეზე ავიდა, როცა დაინახა, კარი გაუღეს.
მედეას ქმარი, მევლუდი ლომიძე სახლიდან გამოვიდა და სახლში შეიპატიჟეს.
სარამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.
სარა წერს, რომ ეს იყო ნამდვილი, კეთილი სტუმართმოყვარეობა.
გაშალეს სუფრა, მედეამ სახელდახელოდ გამოაცხო ხაჭაპური, მიიტანეს ნაირ-ნაირი საჭმელი…
 
WARM WELCOME
„საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ველოსიპედით ტურისტულ ზონებში სიარულის შემდეგ, წვიმიან დღეს პატარა სოფელს, ხცისს მივაღწიე. ყველა სახლი შემოღობილი იყო. გავიგონე, ორი ქალი (მედეა და ლალი) ერთმანეთს ელაპარაკებოდა, მაგრამ ვერ დავინახე ისინი.
– “Gamarjoba! Gamarjoba! ” დავიყვირე (გამარჯობა! გამარჯობა! ). მომენტს დაველოდე.
ერთი ქალბატონი კიბეზე ავიდა და დამინახა, მერე კარებიდან გამოვიდნენ, მკითხეს, რა მჭირდებოდა. მათი გამომეტყველების და ერთმანეთთან საუბრის მანერით, მივხვდი, რომ დამეხმარებოდნენ. ქმარი, მავლადი (ესპანელი ტურისტი მევლუდის თავისებურად მავლადით იხსენიებს) სახლიდან გამოვიდა და მაშინვე თქვა – “მოდი, მოდი! ” (მოდი, მოდი! ).
და ასე შევხვდით!
როგორც კი მიმიღეს, სუფრა გაშალეს, მოიტანეს ნაირ-ნაირი საჭმელი, მათი დამზადებული წვენი და ღვინო. მედეამ უგემრიელესი ხაჭაპური გამოაცხო.
მედეამ და მავლადიმ დაურეკეს მეგობრებსა და მათ ქალიშვილს, ჩვენი შეხვედრის შესახებ უამბეს, რომ ესპანეთიდან ჰყავდათ სტუმარი. ვიდეო ზარიც მქონდა ესპანეთში მცხოვრებ მათ ქართველ მეგობართან.
მედეა ძალიან მხიარული ქალბატონია. მეკითხებოდა ყველაფრის შესახებ. მკითხა, იმ საჭმელების სახელები ესპანურად, რაც მაგიდაზე იყო. აინტერესებდა, როგორ ჟღერდა ეს.
(მათ ვუკავშირდები ხოლმე. მოგვიანებით ვკითხე, ახსოვდა თუ არა. უმეტესობა დაავიწყდა, როგორც მე დამავიწყდა ქართული სახელები…)
*****
🙂ეს იყო ნამდვილი, კეთილი სტუმართმოყვარეობა, რომელიც მომენატრა. მადლობა მედეა, მავლადი ლომიძეებს და ლალის“.
ლალი ქაფიანიძე მათი ნათესავია. მის მეუღლეს სოსო ქაფიანიძეს ფუტკრის სკები აქვს.
აქვთ ნატურალური თაფლი.“🙂
A WARM WELCOME
As soon as they received me, they started bringing all sorts of food to the table, as well as homemade juice and wine.
Medea and Mavladi called their friends and their daughter to tell them about our encounter, and to tell them they had a guest from Spain. I also had a video call with their Georgian friend who lived in Spain.
Medea was so funny, she always asked about the Spanish names of everything that was on the table. She was curious about it, she was curious about how it sounded. Later on, I tested her to see if she remembered. She forgot most of it (as I forgot the Georgian names…).
*****
After quite some time cycling through touristy areas, it was about time to cross small villages again. It was a rainy day. I reached a small village, Khtsisi. All houses were fenced. I heard two women talking to each other but I couldn’t see them.
“Gamarjoba! Gamarjoba!” I shouted (Hello! Hello!). I waited for a moment.
Medea climbed the stairs and saw me, then they came out from the door to see what I needed. Because of their expression and the way they talked to each other, I knew they were going to help me. The husband, Mavladi came out of the house and said right away “Modi, modi!” (come, come!).
And this is how we met 🙂
That was the genuine, kind hospitality I missed. Thank you Medea, Mavladi, and Lali

💉„სეზონური გრიპის და კოვიდის ვაქცინები უნდა იყოს უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის!“

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სეზონური გრიპის და კოვიდის ვაქცინები უნდა იყოს უფასო.

„სეზონური გრიპის და კოვიდის ვაქცინები უნდა იყოს უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის!

სამწუხაროდ ასე მხოლოდ მდიდარ ქვეყნებშია!

ახლა მაინც ხომ იცით, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა… სამწუხაროდ…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

0
მასწავლებლების ანაზღაურება

„37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.

„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით. ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

NASA-ს ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის ვულკანურ მთვარე იოს საოცრად დეტალური ფოტოები გადაუღო

0

თქვენ წინაშეა მზის სისტემის ყველაზე ვულკანური ობიექტი ახალი, დიდებული დეტალებით.

2023 წლის 30 დეკემბერს, NASA-ს ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის თანამგზავრ იოს მისიის განმავლობაში ყველაზე ახლოს გაუფრინა და საოცარი ფოტოებიც გადაუღო. სურათებში იო გოგირდისფრად ანათებს. მოჩანს ზედაპირიც, რომელზეც მრავლად არის ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი მახასიათებლები.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები ხილ-ბოსტნეულის მონელების უნარს კარგავენ – კვლევა

0

დასავლურ, ინდუსტრიულ კვებაში ბოჭკოვანი მცენარეების ნაკლებობაა. ამან შეიძლება ძირეულად შეცვალოს ნაწლავებისა და მონელების სისტემა.

ხილი და ბოსტნეული ადამიანის დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ის თუ როგორ ხდება მათი მონელება ცალკე კვლევის საკითხია. საუბარია ცელულოზაზე, მასალაზე, რომელიც მცენარეების უჯრედულ კედლებს ფარავს.

და, აი, ახლა მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა აქამდე უცნობი მიკრობები გამოავლინა, რომლებიც ადამიანის ნაწლავებში გვხდება და ისინი ცელულოზას დაშლას უწყობენ ხელს.

ათწლეულების მანძილზე ითვლებოდა, რომ ცელულოზას ადამიანის ორგანიზმი ისე ვერ ინელებდა, როგორც ძროხები, ცხენები, ცხვრები და სხვა ძუძუმწოვრები. მხოლოდ 2003 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინესადამიანის ნაწლავის ბაქტერია, რომელსაც ამ ბოჭკოების მონელება შეეძლო.

მკვლევრებმა იგივე ბაქტერიების გენების გაანალიზებით სხვა მსგავსი ბაქტერიების მოძიება გადაწყვიტეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ შინაურ ცხოველებთან იმაზე მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

გაირკვა, რომ ჩვენს ნაწლავებში ცელულოზას გამანადგურებელი ბევრი მიკრობია და აქამდე ამაზე არაფერი ვიცოდით. გავიგეთ, რომ მიკრობების ერთი “სახეობა” მჭიდრო კავშირშია ჩლიქოსან ძუძუმწოვრებთან, მეორე პრიმატებთან, ხოლო მესამე უშუალოდ ადამიანთანაა დაკავშირებული.

სამივე Ruminococcus-ის გვარს ეკუთვნის და ისინი ცელულოზას მონელებასთან არიან დაკავშირებული.

ანალიზმა აჩვენა, რომ 1000-დან 2000 წლის წინ მცხოვრები ადამიანების ფეკალურ ნიმუშებში სამი ტიპის მიკრობი უხვად იყო. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე, ინდუსტრიული საზოგადოებების პოპულაციებში, იგივე ნაწლავის მიკრობები შესამჩნევად იშვიათია.

“ჩვენ დავინახეთ, რომ დროსთან ერთად, ადამიანში ამ მიკრობების რაოდენობა შემცირდა. ამაზე გავლენა დასავლურ ცხოვრების წესზე გადასვლას უნდა მოეხდინა”, — თქვა კვლევის ავტორმა სარა მორაისმა.

მკვლევრების განმარტებით, ეს ყურადსაღები ფაქტია. როგორც ჩანს, თანამედროვე ადამიანი ნაკლებ მცენარეს მოიხმარს, შესაბამისად შემცირდა მისი მომნელებელი მიკრობებიც.

კვლევების თანახმად, ინდუსტრიულ საზოგადოებებში მცენარეებს სულ უფრო იშვიათად მოიხმარენ, ეს კი როგორც ვხედავთ მონელების სისტემაზეც აისახება.

კვლევები აჩვენებს, რომ ცელულოზას დანამატებს, ისევე როგორც მცენარეულ ბოჭკოებს, ჯანმრთელობისთვის დადებითი ეფექტი აქვს — მათ შორის ცვლილებები ნაწლავის მიკრობებში, იმუნურ რეაქციასა და გენის ექსპრესიაში.

ახალი კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ამით გამოვლინდა ნაწლავების აქამდე უცნობი ბაქტერიები. თავის მხრივ, ეს ბაქტერიები, შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაწლავების გამართულად ფუნქციონირებაში.

რაც საინტერესოა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ Ruminococcus-ის ბაქტერიები ჩვენში ცხოველების მოშინაურების დროს გადმოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ცხოველებთან თანაცხოვრებამ ადამიანში მცენარეების მონელების უნარი გააუმჯობესა.

თუმცა, ათასობით წლის შემდეგ, ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა. შესაძლოა, ადამიანმა დაკარგოს ის მიკრობები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად შემდეგი კვლევებია საჭირო. ამ ეტაპზე კი, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ქალაქებში ცხოვრება მცენარეების მიმართ სულ უფრო “გვაუცხოებს”.

ვარიაში არაჟნის შენახვისა და კარაქის დღვების ტრადიცია

0
ვარიაში არაჟნის შენახვისა და კარაქის დღვების ტრადიცია
| ხის მორისგან ძველებური ჭურჭლის, საგომელის დამზადების წესი
პირველი არხის არქივი

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

უნიკალური კურორტი მზეთამზე – თითოეულ სოფელს აქვს განსხვავებული სამკურნალო თვისებები

0
ბორჯომის ხეობა უნდა მოიარო და ყველა სოფლის ჰაერი ჩაისუნთქო. თითოეულ სოფელს აქვს განსხვავებული სამკურნალო თვისებები, ქვენს წინაშეა უნიკალური კურორტი მზეთამზე.
კურორტ ცემისაგან განსხვავებით აქ შედარებით მშრალი ჰავაა, წაღვერის თემში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს და ბორჯომიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. კურორტს უნიკალურობას მისი განსაკუთრებული მდებარეობისა და ბუნების გარდა, ისტორიული არტეფაქტებიც ანიჭებს.
სოფლის სახელის წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ადგილობრივების გადმოცემით, ერთ-ერთი ნადირობის დროს, მონადირეებს ტყეში გზა აებნათ და შემთხვევით გამოქვაბულს მიადგნენ, როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ, მათ იხილეს ულამაზესი ქალწული და გაოცებისგან აღმოხდათ: მზესავით ლამაზი კიარა “მზეთამზეაო”.
თუმცა ისტორიული ფაქტები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები მეორე ვერსიას ადასტურებს. 1980-იან წლებში მზეთამზეში განხორციელებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს რიტუალური სამარხები, რომლებშიც ქალები ემბრიონის პოზაში იყვნენ დამარხულნი და მუცელზე მზის ფორმის ბრინჯაოს დისკოები ჰქონდათ დამაგრებული. აღნიშნული არტეფაქტები, ამჟამად, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სპეციალისტების მოსაზრებით, სამარხები 3500 წლის წინანდელია და მზის თაყვანისცემის პერიოდს ემთხვევა.
ბორჯომისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე ასეთი 25 დისკოა აღმოჩენილი. დისკოები ეკეთათ ქურუმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებული წინასწარმეტყველების ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული. არსებობს მომსაზრება, რომ ეს დისკოები გარკვეულ ასტრონომიულ ცოდნასაც განასახიერებდნენ. კლიმატი შუამთისაა (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად რბილი და თოვლიანი, ზაფხული ზომიერად მშრალი და ზომიერად თბილი. ზემო და ქვემო მზეთამზე დაფარულია წიწვოვანი ტყეებით, გარშემორტყმულია მაღალი მთებით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადაეცა,რომლებიც 13 ლოკაციაზე გადანაწილდა

0

ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მერის ბატონი ზაზა დიასამიძის დიდი ძალისხმევის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადაეცა,რომლებიც 13 ლოკაციაზე გადანაწილდა.

მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით,რაც იმას ნიშნავს,რომ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული საჭიროებები მოუგვარდება.

ჩვენი გუნდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება.მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა,ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მებაღე საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლიდან – ულამაზესი ვარდების ბაღი და საკუთარი წარმოების ვაშლის ძმარი

0
xr:d:DAGCMF0v15g:11,j:3107908364611443483,t:24041208
მებაღე საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლიდან.
– ულამაზესი ვარდების ბაღი და საკუთარი წარმოების ვაშლის ძმარი – ტარიელ გურგენიძისგან სოფელ მეჯვრისხევიდან…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli