ხერხემლის არხის სტენოზის მკურნალობა – სპინალური არხის სტენოზი ნიშნავს ხერხემლის არხის შევიწროვებას
მეღვინეობა, კულინარია, ადგილობრივი ფოლკლორი, საოჯახო მეურნეობა, ყვავილების ბაღი – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში არის თავმოყრილი
თუ გინდა გაიგო, როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი, – აუცილებლად უნდა ესტუმრო “ღვინის ეზო N1-ს”.
მეღვინეობა, კულინარია, ადგილობრივი ფოლკლორი, საოჯახო მეურნეობა, ყვავილების ბაღი – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში არის თავმოყრილი.
„ღვინის ეზო N1“ – ტურისტული ობიექტია, რომელიც მთლიანად ოჯახის კონცეფციაზეა დაფუძნებული. აქ ყველას თავისი როლი აქვს – მასპინძელი აუცილებლად კართან შეგეგებებათ და საკუთარ კარ-მიდაამოს დაგათვალიერებინებთ. აგიხსნით, თუ როგორ აყენებს ღვინოს, გაჩვენებთ მამა-პაპისეულ სამი თაობის მარანს, ქვევრიდან დაგაგემოვნებინებთ ღვინოს, თავად მიიღებთ მონაწილეობას არყის გამოხდის პროცესში, გამოაცხობთ დედას პურს და ხაჭაპურს, მოირგებთ ქართულ ნაციონალურ სამოსს, მოამზადებთ კერძებს და ოჯახის წევრებთან ერთად სუფრას მიუჯდებით. თამადობას მასპინძელი გაგიწევთ!

ეს ყველაფერი თბილისიდან 160 კილომეტრის სავალზე, ყვარლის რაიონ, სოფ. ახალსოფელში. სოფელი გარშემოტყულია კავკასიონის მთების საუცხოო ხედებით და მდინარეებით, მდიდარია ისტორიული ძეგლებით (ღვთისმშობლის ეკლესია მე – 6 საუკ.)
იდეა ამ ოჯახის მასპინძელს, – თიკა დუღაშვილს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა თბილისი მიეტოვებინა და საცხოვრებლად სოფელში გადასულიყო.

იდეა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუჩნდა და გადაწყვიტა მთელი ოჯახი ჩაერთო ამ საქმეში. მისი სახლი და ვენახები ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს.
ბუნების ყველა სიკეთე და უნიკალური მიკროკლიმატი საჩუქარად მიიღო, დანარჩენი კი საკუთარი ხელით მოაწყო, არაკომერციულად. ადამიანებთან ურთიერთობა, დღესასწაულების მოწყობა და მასპინძლობა თიკას საყვარელი საქმეა, ამ ყველაფერს კი მისი გამოცდილებაც უწყობს ხელს – პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკოსია.
„ღვინის ეზო N1“-ში ყველა ნივთს სიძველესთან აქვს კავშირი. სახლის ასაშენებლად გამოყენებული წითელი აგური და რიყის ქვა აქაურობის მშვენებაა, ეზოში ქვევრები, კრამიტი და ხის კასრებია, თონე პურს და ნაზუქს ელოდება, საოჯახო მარანში თიხის ჭურჭელი, ტრადიციული ღვინის საწური და მიწაში ჩაფლული ქვევრებია. ხის მოწნული კალათები, ჩალის ქუდი თუ გასაშრობად გამოკიდული სანელებლები აქაურობის სურნელს უფრო ამძაფრებს. მარნის თაროებზე ოჯახში დამზადებული კომპოტები და მურაბები მიმზიდველად გამოიყურება, ოჯახის ტრადიციას ბევრი რამ მოგიყვება. ძველი საკერავის მანქანა რაფაზე შემოუდევთ, ძველი აკვანიც აქვეა, არც ძველებური საანგარიშო დავიწყებიათ. სეზონის მიხედვით აქ ხილისა და ბოსტნეულის შეთავაზებებიც იცვლება, გაზაფხულის პირს არე-მარეს ყვავილები იფერება უკვე, თავს ფისოც ბედნიერად გრძნობს და მზეს ეფიცხება.

სუფრა კახური შეთავაზებებით ხშირად იშლება, აქ ხელმოცარული არც სტუმარია და ამ სოციალური ტურიზმის გემოც სწორედ ესაა. მასპინძელ-სტუმარი თათარასაც ერთად ამზადებს, ჩურჩხელასაც ერთად ამოავლებს საშემოდგომოდ, ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და აქ იწყება სტუმრების აღფრთვანება – მასტერკლასები გაუგო გემო ნამდვილ კახეთს.
„საკუთარი ხელით ვარემონტებ, არავის ვბაძავ, მჯერა ჩემი ხედვის“, – ამბობს თიკა და ამ რელობაში კონკურენტსაც ვერ ხედავს, ზუსტად იცის რა უნდა და ეს სურვილები სხვებისგან განსხვავებულია. ხშირად უყვებიან ვინ რა გააკეთა, რა სერვისი და პროდუქტი გამოიტანა, მაგრამ არ აღელვებს, საკუთარ ინტუციას მიჰყვება და უმეტესად ის არ ღალატობს.

იცის როგორიც არ უნდა იყოს მარანი, როგორი სახლიც არ უნდა გქონდეს, ადამიანი მაინც უმთავრესია, მასთან მისული უცხოელი სტუმარია და არა ტურისტი, სჯერა, რომ ეს გადამდებია…
„მინდა ნამდვილი ცხოვრება დავანახო, ხილს როგორ ვკრეფთ, პურს როგორ ვაცხობთ, რა დღესასწაულები გვაქვს და ამ დღესასწაულებს როგორ ვხვდებით. ჩემი პროფესია მეხმარება, ოდესღაც თავად ვასწავლიდი ხალხურ სიმღერებს და ჩვენს განსაკუთრებულ სერვისად კახეთის ეთნოგრაფიული ელემენტების გაცნობა ვაქციე“, – ამბობს და ამაყია, რომ უცხოელ სტუმრებთან ერთად იხტუნავა კოცონზე ჭიაკოკონობას, მათთან ერთად დააცხო ტრადიციული ქართული პასკა, მასტერკლასებშიც ჩაერთო ტრადიციული კერძების მოსამზადებლად, უყურა ტრადიციულ ჭიდაობასაც, ისტორიული ძეგლებიც დაათვალიერებინა, ქართული სიმღერაც მოასმენინა… მერე ჩამოჯდა მათთან ერთად და უამბო საქართველოზე, თავს იწონებს კახეთით, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდის გავლენა და როგორია დღეს. ეს მისთვის მნიშვნელოვანია და ამბობს, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ბოთლში ჩამოსხმული ღვინო, ღვინის ფასი კი ნამდვილად იცის – ჯერ პაპისგან, მერე მამისგან და ახლა უკვე თავადაც…

ღვინის ისტორიები უხვად აქვს: დუღაშვილების ქვევრზე დამღა შეინიშნება, ხარისხის ეს ნიშანი ქართულ მეთუნეობაში გვხვდება. თურმე დამღას თიხისგან ამზადებდნენ და ის მხოლოდ მექვევრე ოსტატს ეკუთვნოდა, მემკვიდრეობით არ გადაიცემოდა. ყოველი მექვევრე დამღის დადების უფლებას თავად შრომითა და გამოცდილებით მოიპოვებდა.

„ღვინის ეზოს” მარანში 6 ზედაშე ქვევრია, სტუმრებს სიამოვნებით უხსნიან ზედაშეს მნიშვნელობას, რას ნიშნავს ეს ქართული კულტურისთვის… „თუ მარანში ზედაშე არ არის, მას არ შეიძლება ვუწოდოთ მარანი“ – იკითხება სულხან-საბას ლექსიკონში. ზედაშე – წმინდა ადგილია ოჯახში, რომელსაც სალოცავად იყენებდნენ; ზედაშეს ქვევრში ეკლესიისთვის შესაწირი ღვინო მზადდებოდა; ხშირად ზედაშის ქვევრი წინასწარვე იყო განკუთვნილი რომელიმე დღესასწაულისათვის, მაგალითად, გიორგობისთვის, მარიამობისთვის, შობისთვის…

„ჰოლანდიის ჩრდილოეთით ვცხოვრობდი და სტერეოტიპული მოსაწევის დედაქალაქიდან, ამსტერდამისგან სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა, სულ სხვა აგროკულტურა იყო, შევხვდი გახსნილ, თავისუფალ ხალხს, ვსტუმრობდი იქაურ უბრალო ადამიანებს. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ, რა იყო მათი ტრადიცია, ეთნოსი და მივხვდი რომ ეს არის ნამდვილი ტურიზმი, ეს არის შესაძლებლობა გაიგო როგორ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა“, – ამბობს თიკა.
მხოლოდ ინტუიცია მაინც არ არისო საკმარისი, ადგა და ნიუკაზში, – გიდების სკოლაში ისწავლა. აქ კიდევ სხვა თვალით შეხედა ტურიზმს, შეისწავლა თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები და სერტიფიცირებული გიდიც გახდა. ბევრი ქვეყანა მოიარა და იცის რომელ ქვეყანაში რა უნდათ. ამ მოთხოვნბს კი საკუთარ შეთავაზებებში აუცილებლად იყენებს, ამიტომაც შეძლო მთელი კახეთის ერთ ეზოში მოქცევა და ტურისტების/სტუმრების მოზიდვა.

ახლა გეგმები აქვს, საქმეს განვითარება სჭირდება, დასაქმებაც მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ადგილობრივების ჩართვაც განიზრახა. საჯინიბოს მოწყობას გეგმავს, პროექტიც უკვე თითქმის მზად აქვს და გრანტის მოძიებას ცდილობს. მანამდე ისევ საკუთარი ხელით მოწყობილ-გალამაზებული ორი ოთახი Booking-ზე განათავსა და შრომამ დააჯილდოვა კიდეც, შეკვეთებიც უკვე მიიღო. ახლა ისევ მოლოდინშია – გააცნოს საქართველო ახალ სტუმრებს.
გარგარი – ქიმიური შემცველობით მისი ნაყოფი შეუდარებელია, ჩვენს ბაღში საპატიო ადგილი უკავია
გარგარი
საქართველოში აღრიცხულ კურკოვან კულტურათა შორის გარგარის გავრცელების არეალი არც ისე დიდია. გვხვდება: ქართლში (გორის და კასპის რაიონებსა და თბილისის გარეუბნებში), კახეთში (თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებში). დანარჩენ რაიონებში გვხვდება ცალკეული ხეების სახით. ამ ძვირფასი კულტურის გავრცელების სიმცირის მიზეზი გარემო პირობებისადმი მისი დიდი მოთხოვნილებებია. საქმე ისაა, რომ გაზაფხულის ყინვების მიმართ მეტად მგრძნობიარეა მისი ყვავილი. გაზაფხულის თბილ დღეებს შეუძლია გამოიწვიოს ადრეული ვეგეტაცია, პირველ რიგში, საყვავილე კვირტის გაშლა. თბილ ამინდებს ხშირად მოსდევს ტემპერატურის დაცემა 2-3ºჩ-მდე, რაც იწვევს ყვავილების დაღუპვას. ასეთი შემთხვევა განსაკუთრებით ხშირია დასავლეთ საქართველოში, რის გამოც გარგარის კულტურა ან საერთოდ არ იძლევა მოსავალს ან კანტიკუნტად. ამიტომაც არის გარგარი დასავლეთ საქართველოსთვის იშვიათობა.
მიუხედავად გარგარის ამგვარი „ჭირვეული“ ხასიათისა, მას, როგორც ერთ-ერთ უძვირფასეს კულტურას, ჩვენს ბაღში მაინც უკავია საპატიო ადგილი თუნდაც იმიტომ, რომ ქიმიური შემცველობით მისი ნაყოფი შეუდარებელია: შეიცავს 20%-მდე შაქრებს, 2,6%-მდე ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, პექტინს და დიდი რაოდენობით – A, B1 და B2 ვიტამინებს.
გარდა იმისა, რომ გარგარი გემრიელი ხილია, მისგან უამრავი პროდუქტი მზადდება: ხილფაფა, მურაბა, კომპოტი და საუკეთესო ჩირები, როგორც უკურკო, ისე კურკიანი.
გარგარის კურკა შეიცავს 40%-მდე ცხიმოვან ზეთს, რომელიც თავისი თვისებებით ახლოს დგას ნუშის ზეთთან. კურკის ნაჭუჭისგან ამზადებენ გააქტიურებულ ნახშირს, აგრეთვე საუკეთესო შავ საღებავს ხალიჩების წარმოებისათვის.
მრავლდება მყნობით. საძირეებად გამოიყენება: ჭერმის, ტყემლის, იშვიათად ნუშის, ქლიავის, ატმისა და ღოღნოშოს საძირეები.
გარგარი ირგვება შემოდგომით 7X5 მ-ზე. სინათლის მოყვარულია, გვალვაგამძლე. კარგად ვითარდება ფხვიერ, ნორმალურად ტენიან ნიადაგზე. მოსავალს იძლევა 30-40 წლის განმავლობაში.
საქართველოში გავრცელებული გარგარის ჯიშებია:
ალიპრიალა – ძალიან მსხვილი ნაყოფია, ზომით 6,0ხ5,8 სმ-მდე, წონა 97,8 გ
აღჯანაბადი – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 4,7ხ4,6 სმ-მდე, წონა 42 გ
აბუთალიბი (სინონიმი: აბრიკოსი) – ნაყოფი ბოლოში წაწვეტებულია
ტაბარზა – წითელლოყა ნაყოფი ნარინჯისფერია
შალახი (სინონიმი: ლიმონისებრი) – მსხვილი ნაყოფია, ზომით 5,0ხ4,5 სმ-მდე, წონა 85 გ
სპიტაკი – ძალიან წააგავს საქართველოში გავრცელებულ აღჯანაბადის ჯიშს
წითელლოყა (სინონიმი: ერევნული) – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 4,6ხ4,8 სმ-მდე, წონა 50 გ,
შირაზული – საშუალო სიდიდის ნაყოფია, ზომით 55ხ44,6 სმ-მდე
მართლაც ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პატარძალი“ – ატამი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
დეკემბერში პირდაპირ მისწრებაა მერქნიანი კულტურების დარგვა. მოსაჭრელი მოჭერით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ
ნოემბერ-დეკემბერი
დეკემბერში პირდაპირ მისწრებაა მერქნიანი კულტურების დარგვა. მოსაჭრელი მოჭერით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ. მათ ადგილას კი ახალი, თქვენთვის სასურველი საუკეთესო ჯიშის ხეხილის ნერგები დარგეთ. თუ ახლა აპირებთ ბაღის გაშენებას, გათვალისწინებულ ხეებს რომ ამოძირკვავთ, ორმო ნაკელშერეული ახალი მიწით შეავსეთ და დააცადეთ, რომ კარგად დაჯდეს. ამოთხარეთ 50 სმ სიღრმისა და 100 სმ სიგანის ორმო, წინასწარ დასარგავად მომზადებული ნერგი ისე მოათავსეთ მასში, რომ ნამყენი ადგილი მიწის ზემოთ დარჩეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, ამოთხრილი მიწის ერთი ნაწილი უკან უნდა ჩაყაროთ. დარგვამდე ორმოში მიწა კონუსისებურად შეაგროვეთ და ფესვები ზედ გადაანაწილეთ, შემდეგ დააყარეთ მიწა და კარგად მიუტკეპნეთ. ღრმად დამუშავებული ნიადაგი ხელს შეუწყობს ფესვთა სისტემის კარგად განვითარებას და, შესაბამისად, ნერგის გახარებას. მართალია, ბაღში ხეების დარგვა თუ ახლის გაშენება საქართველოს ყველა რაიონში გაზაფხულზეც და მთელი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც შეიძლება, მაგრამ უპირატესობა მაინც შემოდგომა-ზამთარს ენიჭება. ჯერ ერთი, მოსავლის დაბინავების შემდეგ შედარებით მეტი თავისუფალი დრო გვაქვს და, მეორეც, ამ დროს დარგული ნერგი მჭიდრო `კონტაქტს ამყარებს~ ნიადაგთან და გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურ ვეგეტაციას იწყებს.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დასარგავად საუკეთესოა ორწლიანი ნერგი, რომლის შტამბის სიმაღლე უნდა იყოს 60-90 სმ. მნიშვნელობა აქვს ტოტების თანაბარ განლაგებასაც. მთავარი ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ ფესვთა სისტემას. ძირითადი ფესვების სიგრძე ორწლიან ნამყენს 25-30 სმ მაინც უნდა ჰქონდეს, ხეებს შორის მანძილი კი უნდა იყოს 4X4 – 5X5 მ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
რამდენი მევენახე და ნაკვეთი დარეგისტრირდა კადასტრში?
დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ვენახების კადასტრში შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ. სააგენტოში განმარტავენ, რომ ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ხორციელდება.
ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენება/ამოძირკვის, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია, ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ.
ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის.

„ქართული წარმოების ხელშეწყობა რჩება მთავარ პრიორიტეტად – სახელმწიფო არაერთ პროექტს და პროგრამას ახორციელებს, რომელთა ფარგლებში ფერმერებისა და მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი…“-დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) მესაქონლეობის ფერმა, ცხოველთა საკვების საწარმო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მინისტრი თანამედროვე სტანდარტების ფერმაში ცხოველთა კვების სისტემის მუშაობის პრინციპებს გაეცნო, მოისმინა ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების წესებისა და ვეტერინარული კონტროლის მექანიზმის შესახებ, ასევე, დაათვალიერა მშენებარე ობიექტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კომპანია წარმოების სიმძლავრეების გაზრდას შეძლებს. ცხოველის საკვების საწარმოში ყურადღება გამახვილდა მარცვლეულის მიღების, ხარისხის კონტროლისა და შენახვის საკითხებზე.
დავით სონღულაშვილმა ქართული წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არაერთ პროექტს და პროგრამას ახორციელებს, რომელთა ფარგლებში ფერმერებისა და მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, ბაღების გაშენება, თანამედროვე სარწყავი სისტემების მოწყობა და კიდევ არაერთი მიზნობრივი მხარდაჭერა.
აღინიშნა, რომ მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება შიდა ქართლის რეგიონს, აქ წარმოდგენილია მაღალპროდუქტიული ფერმების ნაწილი, სადაც იწარმოება მეცხოველეობის პროდუქტების მნიშვნელოვანი წილი, რომლებიც განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
კომპანიები Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარი კომპანიებია. შპს „ფემილი ფარმმა“ „შეღავათინი აგროკრედიტის“ პროექტითა და „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამით ისარგებლა. კომპანიამ „ფფფ ჯორჯია“ შემნახველი საწარმოს შექმნისათვის 500,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით კომპანიამ მარცვლოვნების შემნახველ საწარმოში სურსათის უვნებლობის სტანდარტი HACCP დანერგა.
შპს „ფემილი ფარმში“ დღიურად 16 ტონა ნედლი რძე იწარმოება, რომელიც სრულად რეალიზდება ადგილობრივ ბაზარზე. მომავალი წლიდან, წარმოების სრული ციკლის ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია რძის ყოველდღიური გამომუშავების 30 ტონამდე გაზრდა.
დავით სონღულაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარი კომპანიის მეღორეობის ფერმაშიც – „ახალი ფერმა“ იმყოფებოდა; დღეისათვის, ფერმაში წარმადობა 6,000 სულია.
მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ვახუშტი მენაბდის მეურნეობა გურიაში – ჩხავერის ვენახი გააშენა და ტურისტებს საგვარეულო მიწაზე ეპატიჟება
ვახუშტი მენაბდის მეურნეობა გურიაში.
გურიისა და ღვინის სიყვარულმა ის სოფელ შემოქმედში დააბრუნა, სადაც ჩხავერის ვენახი გააშენა და ტურისტებს საგვარეულო მიწაზე ეპატიჟება.
ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში – ტიტულოვან მოჭიდავეს და დეპუტატს მამა გარდაეცვალა.
სპარტაკ პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელად 2014 წლიდან მუშაობდა.
ფოტო: Geowrestling
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi











