ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

საძოვრების იჯარით გაცემის მე-15 ეტაპის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო

0
საძოვრების იჯარით გაცემის მე-15 ეტაპის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო
#image_title

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია 8,573.15 ჰა(150 ერთეული) საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩიონ მათთვის სასურველი საძოვარი: კახეთის მხარეში – 4,329.61 ჰა; სამცხე-ჯავახეთის მხარეში – 2,009.88 ჰა; ქვემო ქართლის მხარეში – 1,297.03 ჰა; მცხეთა-მთიანეთის მხარეში – 216.10 ჰა; შიდა ქართლის მხარეში – 113.19 ჰა; იმერეთის მხარეში – 573.12 ჰა; სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში – 25.21 ჰა; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში – 9.01 ჰა.

სახელმწიფო პროგრამის თოთხმეტი ეტაპის ფარგლებში, 2021 წლიდან დღემდე, აქტიური იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 222 საძოვარზე (21,140 ჰა), მათ შორის: პირდაპირი გადაცემის გზით 13,155 ჰა – 165 საძოვარი, ხოლო აუქციონის გზით 7,985 ჰა – 57 საძოვარი.

მე-15 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge; www.mepa.gov.ge;).

სახელმწიფო აღნიშნულ პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა, აუქციონის მეშვეობით მიიღონ სასურველი საძოვრები და განკარგონ ისინი სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების პირობებით. აღნიშნული პროგრამა, საძოვრებზე კერძო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამკვიდრების გზით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციის პრევენციას და ეხმარება მეცხოველეობის დარგის მდგრად განვითარებას.

იჯარით გასაცემი საძოვრები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013

წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის (ვაშლი, ვაზი, პომიდორი, ხორბალი, კარტოფილი და სხვა) კლიმატის ცვლილების გავლენის სამომავლო სცენარების შეფასება, რომელიც განხორციელდა თანამედროვე პროგრამული პროდუქტების (Aquacrop) გამოყენებით

0
კლიმატის ცვლილებისა და აგროეკონომიკური შეფასების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
#image_title

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ქვეკომპონენტის „კლიმატის ცვლილების საადაპტაციო და შემარბილებელი ღონისძიებების აგროეკონომიკური შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა-სემინარები გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები – პროფესორები ტიმ ჰესი და ჯო მორისი, ასევე, პროექტის ადგილობრივი კონსულტანტები. მათ მიერ წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის (ვაშლი, ვაზი, პომიდორი, ხორბალი, კარტოფილი და სხვა) კლიმატის ცვლილების გავლენის სამომავლო სცენარების შეფასება, რომელიც განხორციელდა თანამედროვე პროგრამული პროდუქტების (Aquacrop) გამოყენებით.

გარდა ამისა, განხილული იყო გვალვის უარყოფითი ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების (მორწყვა, ქარსაფრები, მულჩირება და სხვა) ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი. სპეციალისტებმა ასევე იმსჯელეს აგროეკონომიკური მეთოდოლოგიის საფუძვლებზე, სამიზნე კულტურების მიხედვით მოდელირებულ შედეგებზე და ზარალისა და ზიანის GIS რუკების წინასწარ ვერსიებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დარგობრივი ექსპერტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელიც შეეხებოდა გამოყენებული მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების პრაქტიკულ დანერგვას, აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი კვლევების ინიცირებას და სპეციალისტების გადამზადების აუცილებლობას.

აღნიშნული პროექტი ქმნის მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საფუძველს და ხელს უწყობს კლიმატთან გამკლავების ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებას საქართველოში.

გამოცდის ჩაბარების შანსები მნიშვნელოვნად მცირდება – მკვლევრებმა დაასახელეს დღის მონაკვეთი, როცა გამოცდის ჩაბარება საუკეთესოა

0
სტუდენტი სოფლის გარემოში მზადდება გამოცდისთვის დილის საათებში
კვლევა აჩვენებს, რომ გამოცდის დრო გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. სოფლის ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ცოდნის გამოყენება.

მკვლევრებმა იტალიის უნივერსიტეტში ჩატარებული 100 000-ზე მეტი ზეპირი გამოცდის შედეგები გააანალიზეს და გამსვლელი მაჩვენებლებით აღმოაჩინეს, რომ სტუდენტები გამოცდას შუადღისით აბარებდნენ ყველაზე მეტად, მიუხედავად მათი ბიოლოგიური საათისა, ანუ ბუები იყვნენ, ტოროლები თუ სხვა…

საუკეთესო პერიოდად დილის 11 საათიდან პირველ საათამდე პერიოდს ასახელებენ, რადგან უფრო ადრე ან გვიან გამოცდის ჩაბარების შანსები მნიშვნელოვნად მცირდება. 

და რატომ ხდება ასე? — სავარაუდოდ, იმიტომ, რომ სწორედ ამ პერიოდში უმჯობესდება თქვენი კოგნიტიური უნარები, თუმცა აქ გარკვეულ როლს ენერგიის დონეებიც თამაშობს. მაგალითისთვის, თუ გამოცდა შუადღეს მოგვიანებით გაქვთ დანიშნული, სავარაუდოდ, დღის მანძილზე ინერვიულებთ, სტრესი კი ნაკლებ პროდუქტიულობას მოგცემთ შედეგად.

მეცნიერები გვეუბნებიან:

„შესაძლოა, შუადღისას გამოცდების ჩაბარების მაჩვენებლის პროგრესული კლება ეგოს გამოფიტვით იყოს გამოწვეული, რადგან სტუდენტებისა და შემფასებლების კოგნიტიური რესურსები ცვდება, თვითკონტროლის უნარს აფერხებს და საბოლოოდ გამოცდების ჩაბარების შემცირებულ მაჩვენებლებს გვთავაზობს.

კონკრეტულად, გამოფიტვამ ან მოქნილობის შემცირებამ, რაც კოგნიტიური რესურსების დაქვეითებას უკავშირდება, შესაძლოა, შემფასებლები უარყოფისკენ მიდრეკილნი გახადოს, რაც ესადაგება დასკვნას, რომ ეგოს გამოფიტვის მდგომარეობაში მყოფი მოსამართლეები უფრო მეტად იღებენ ბრალდებულებისთვის ნაკლებად ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს.

ზემოთ მოცემული განმარტებების თანახმად, შუადღისას გამოცდის ჩაბარების მაჩვენებლის პიკი, შესაძლოა, ქრონოტიპის შესაბამისობასა და გონებრივ გამოფიტვას შორის ოპტიმალურ ბალანსს წარმოადგენდეს“.

ამგვარად, თუ შანსი გაქვთ, თავადვე შეარჩიოთ გამოცდის, შეხვედრისა თუ მნიშვნელოვანი სამსახურებრივი ინტერვიუს დრო, ჯობს ამისთვის 11-დან 1 საათამდე პერიოდს მიანიჭოთ უპირატესობა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სახლში ჩრჩილი შემომესია. რა ვქნა? – როგორ აღწევს ჩრჩილი ჩემს სახლში?

0
სახლში ჩრჩილი შემომესია. რა ვქნა? - როგორ აღწევს ჩრჩილი ჩემს სახლში?
#image_title

ჩრჩილი – პატარა პეპლების რამდენიმე ასეული სახეობის კრებითი სახელწოდებაა. ის სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს. ნაწილი სოფლის მეურნეობის კულტურას აზიანებს, სხვები – ქურქს (Tinea pellionella) ან ტანსაცმელს (Tineola bisselliella).

მიუხედავად იმისა, რომ ჩრჩილისთვის ყველაზე ხელსაყრელი ბუნებრივი გარემო ის ადგილია, სადაც ის მკვდარი ცხოველების ქსოვილით, მატყლით თუ ბეწვით იკვებება, ეს პეპლები ჩვენს კარადებში ხშირად ბინადრობენ. საიდან ჩნდება ჩრჩილი ჩვენს საძინებელში და როგორ უნდა დავიცვათ მისგან ტანსაცმელი?

როგორ აღწევს ჩრჩილი ჩემს სახლში?

ჩრჩილს შეუძლია თქვენს სახლში ფანჯრიდან შეფრინდეს ან ვენტილაციის სისტემის მეშვეობით შეაღწიოს. თუმცა ყველაზე ხშირად ადამიანს თავად მიჰყავს ეს მწერი სახლში – ტანსაცმლით ან მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტებით. ჩრჩილი, შესაძლოა, ქუჩაში სეირნობიდან დაბრუნებულ ძაღლსაც მოჰყვეს.

ჩრჩილი ყველაფერს ჭამს?

ეს ჩრჩილის სახეობაზეა დამოკიდებული. ბუნებრივ პირობებში ეს პატარა პეპლები სოკოებით და მცენარეებით იკვებებიან ან სხვა მწერებზე ნადირობენ. სახლის ჩრჩილი კი ნატურალურ ქსოვილს ამჯობინებს. ეს არის შალი, ბამბა ან სელი, ასევე პროდუქტები: პური, ფქვილი, თხილი და ა.შ.

სისტემატურად ვხოცავ ჩრჩილებს, მაგრამ ამაოდ. რას არ ვაკეთებ სწორად?

ყველა მფრინავ ჩრჩილს თქვენ მაინც ვერ დახოცავთ. მას ადამიანის თვალი ყველგან ვერ შეამჩნევს. გარდა ამისა, უნდა განადგურდეს პეპლის ჭუპრიც, რადგან სწორედ მისგან წარმოქმნილი მატლი აზიანებს ქსოვილს.

მატლის თავიდან მოცილება რთულია?

კი, ეს არც ისე ადვილია. ჭუპრის ზედაპირი კარგად იცავს მას ქიმიკატებისგან, ამიტომაც ჩრჩილის წინააღმდეგ მიმართული საშუალება ძალიან ძლიერი უნდა იყოს. მომწამლავი საკვები ნივთიერებები ამ პატარა პეპლის წინააღმდეგ არ გამოიყენება, რადგან ტარაკნებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ კონკრეტული ნივთიერებებით იკვებებიან.

და რა გავაკეთო?

მოწამლეთ. ჩრჩილის მომწამვლელი საშუალებების ორი ჯგუფი არსებობს: რეპელენტები და ინსექტიციდები. პირველი მწერებს სუნით აფრთხობს, მაგრამ არ კლავს, ამიტომაც მას პროფილაქტიკის მიზნით ხშირად იყენებენ. ინსექტიციდები კი შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჩრჩილს კლავს – როგორც ზრდასრულ პეპელას, ასევე ჭუპრს. მათი შერჩევისას ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ამა თუ იმ საშუალების შემადგენლობა და დასახელება.

ეს ნივთიერებები მთელ ბინაში ვასხურო?

არ არის აუცილებელი. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებებს სხვადასხვა ფორმით აწარმოებენ. იქნება ეს აეროზოლი, ფირფიტასა თუ ტომსიკაში განთავსებული წამალი. ყველა მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. აეროზოლი მწერს სწრაფად კლავს, მაგრამ სუნს ტოვებს და თუ ინსტრუქციას სწორად არ შეასრულებთ, ტანსაცმელზე, შესაძლოა, ლაქა დატოვოს. თანაც თუ სათანადო მოცულობით არ შეასხურებთ კარადაში, შეიძლება ჩრჩილი გადარჩეს. ყუთები და ტომსიკები კი კვალს არ ტოვებს, მაგრამ უფრო ნელი ეფექტი აქვს.

ეს საშუალებები ჩემთვის სახიფათოა?

არა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებები სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. ჩვეულებრივ გამოიყენება ინსექტიციდები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, საშიშ ნივთიერებათა მეორე კლასს განეკუთვნება. ისინი ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას არ აზიანებს, თუ ინსქტრუქციის მიხედვით მოიხმართ. მთავარია, მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების ნორმები დაიცვათ. მაგალითისთვის, ინსექტიციდების უმრავლესობა ადამიანის ლორწოვან გარსში არ უნდა მოხვდეს!

 

2025 წლის აგვისტო-სექტემბერში ექსპორტირებული თხილის საშუალო ფასი 39%-ით გაიზარდა

0
საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 2.9 ათასი ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24.7 მილიონი აშშ დოლარი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 36 %-ით, 6.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 8.46 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 39 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიდა და 1.0 ათასი ტონა შეადგინა. ევროკავშირის ბაზრებიდან ასევე მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია (302.1 ტონა), ესპანეთი (197.0 ტონა) და ჩეხეთი (119.4 ტონა). გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ქართული თხილი გაიყიდა სომხეთში (119.7 ტონა), რუსეთში (117.5 ტონა), თურქეთში (111.2 ტონა) და სხვა ბაზრებზე“, – აღნიშნავენ უწყებაში.

შეხვედრის და ტრენინგის მიზანს სხვადასხვა პერიოდის სატელიტური გამოსახულებების შედარება, მეწყრების იდენტიფიცირება, გადაადგილების სიჩქარის და სხვა მახასიათებლების დადგენა წარმოადგენდა

0
შეხვედრის და ტრენინგის მიზანს სხვადასხვა პერიოდის სატელიტური გამოსახულებების შედარება, მეწყრების იდენტიფიცირება, გადაადგილების სიჩქარის და სხვა მახასიათებლების დადგენა წარმოადგენდა
#image_title

გარემოს ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტის (UNIFI) და იტალიური კომპანიის TRE Altamira ექსპერტები იმყოფებოდნენ. სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის ექსპერტებმა ტრენინგი თემაზე – „მოწინავე დისტანციური ზონდირების (სატელიტური) ტექნიკის გამოყენება გეოლოგიური საფრთხეების იდენტიფიკაციისთვის“ გამართეს.

სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრის და ტრენინგის მიზანს სხვადასხვა პერიოდის სატელიტური გამოსახულებების შედარება, მეწყრების იდენტიფიცირება, გადაადგილების სიჩქარის და სხვა მახასიათებლების დადგენა წარმოადგენდა.

მსგავსი ტიპის ტრენინგებში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მონაწილეობა ქვეყანაში გეოლოგიური საფრთხეების შეფასების და მონიტორინგის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ შევინახოთ სულგუნი 

0
როგორ შევინახოთ სულგუნი 
#image_title

გადაცემათა ციკლი “ყველაფერი ყველის შესახებ”

როგორ შევინახოთ სულგუნი 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი? რომელ პროდუქტებში გხვდება? რა საფრთხეებს შეიცავს?

0
რა არის ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი? რომელ პროდუქტებში გხვდება? რა საფრთხეებს შეიცავს?
#image_title

რა არის ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი?

რომელ პროდუქტებში გხვდება?

რა საფრთხეებს შეიცავს?

მექანიკურად განცალკევებული ხორცი აწერია სოსისებს – ეს არის ქათმის ნარჩენები – ძვლები, კანი და ა.შ.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, რატომ აწერია ზოგიერთ ნახევარ ფაბრიკატს შეფუთვაზე, რომ მექანიკურად განცალკევებული ხორცისგან შედგება და რას ნიშნავს ეს.

„მექანიკურად განცალკევებული ხორცი ბევრ პროდუქტში გვხვდება. გვგონია, რომ ხორცი გამოაცალკევეს, მაგრამ ეს არის ქათამი, რომელსაც ღირებული ნაწილები: ფრთა, ბარკალი, ფილე მოსცილდა და დარჩა ძვლები, კანი, ნარჩენები. ეს გადამუშავდება. მიიღება პასტისებური მასა და ესაა მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელსაც ბევრ პროდუქტში ვხვდებით. აკრძალული არ არის არც საქართველოში, არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში.

უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რასაც შეიძენს და მიირთმევს, ის რა ინგრედიენტებით არის შექმნილი. ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ნატრიუმის ნიტრიტი სწორედ ამაში ეხმარება პროდუქტს, რომ რაიმე ბაქტერია არ გამრავლდეს და ფერი შეინარჩუნოს.

ეს ნაგეცის უმეტესობის შემადგენლობაშიც არის და ზოგიერთი ნახევარფაბრიკატების შემადგენლობაშიც“, – ამბობს არაბული.

ვრცლად ↓

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს – ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება“

0
„მომხმარებელმა უნდა იცოდეს - ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება“
#image_title

მექანიკურად განცალკევებული ხორცი აწერია სოსისებს – ეს არის ქათმის ნარჩენები – ძვლები, კანი და ა.შ.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, რატომ აწერია ზოგიერთ ნახევარ ფაბრიკატს შეფუთვაზე, რომ მექანიკურად განცალკევებული ხორცისგან შედგება და რას ნიშნავს ეს.

„მექანიკურად განცალკევებული ხორცი ბევრ პროდუქტში გვხვდება. გვგონია, რომ ხორცი გამოაცალკევეს, მაგრამ ეს არის ქათამი, რომელსაც ღირებული ნაწილები: ფრთა, ბარკალი, ფილე მოსცილდა და დარჩა ძვლები, კანი, ნარჩენები. ეს გადამუშავდება. მიიღება პასტისებური მასა და ესაა მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელსაც ბევრ პროდუქტში ვხვდებით. აკრძალული არ არის არც საქართველოში, არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში.

უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რასაც შეიძენს და მიირთმევს, ის რა ინგრედიენტებით არის შექმნილი. ასეთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ნატრიუმის ნიტრიტი სწორედ ამაში ეხმარება პროდუქტს, რომ რაიმე ბაქტერია არ გამრავლდეს და ფერი შეინარჩუნოს.

ეს ნაგეცის უმეტესობის შემადგენლობაშიც არის და ზოგიერთი ნახევარფაბრიკატების შემადგენლობაშიც“, – ამბობს არაბული.

ვრცლად ↓

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჩრჩილი სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს – როგორ უნდა დავიცვათ მისგან ტანსაცმელი? როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი ბინიდან, როგორ ვებრძოლოთ

0
ჩრჩილი სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს - როგორ უნდა დავიცვათ მისგან ტანსაცმელი? როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი ბინიდან, როგორ ვებრძოლოთ
#image_title

ჩრჩილი – პატარა პეპლების რამდენიმე ასეული სახეობის კრებითი სახელწოდებაა. ის სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს. ნაწილი სოფლის მეურნეობის კულტურას აზიანებს, სხვები – ქურქს (Tinea pellionella) ან ტანსაცმელს (Tineola bisselliella). მიუხედავად იმისა, რომ ჩრჩილისთვის ყველაზე ხელსაყრელი ბუნებრივი გარემო ის ადგილია, სადაც ის მკვდარი ცხოველების ქსოვილით, მატყლით თუ ბეწვით იკვებება, ეს პეპლები ჩვენს კარადებში ხშირად ბინადრობენ. საიდან ჩნდება ჩრჩილი ჩვენს საძინებელში და როგორ უნდა დავიცვათ მისგან ტანსაცმელი? როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი ბინიდან, როგორ ვებრძოლოთ

როგორ აღწევს ჩრჩილი ჩემს სახლში?

ჩრჩილს შეუძლია თქვენს სახლში ფანჯრიდან შეფრინდეს ან ვენტილაციის სისტემის მეშვეობით შეაღწიოს. თუმცა ყველაზე ხშირად ადამიანს თავად მიჰყავს ეს მწერი სახლში – ტანსაცმლით ან მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტებით. ჩრჩილი, შესაძლოა, ქუჩაში სეირნობიდან დაბრუნებულ ძაღლსაც მოჰყვეს.

ჩრჩილი ყველაფერს ჭამს?

ეს ჩრჩილის სახეობაზეა დამოკიდებული. ბუნებრივ პირობებში ეს პატარა პეპლები სოკოებით და მცენარეებით იკვებებიან ან სხვა მწერებზე ნადირობენ. სახლის ჩრჩილი კი ნატურალურ ქსოვილს ამჯობინებს. ეს არის შალი, ბამბა ან სელი, ასევე პროდუქტები: პური, ფქვილი, თხილი და ა.შ.

მატლის თავიდან მოცილება რთულია?

კი, ეს არც ისე ადვილია. ჭუპრის ზედაპირი კარგად იცავს მას ქიმიკატებისგან, ამიტომაც ჩრჩილის წინააღმდეგ მიმართული საშუალება ძალიან ძლიერი უნდა იყოს. მომწამლავი საკვები ნივთიერებები ამ პატარა პეპლის წინააღმდეგ არ გამოიყენება, რადგან ტარაკნებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ კონკრეტული ნივთიერებებით იკვებებიან.

და რა გავაკეთო?

მოწამლეთ. ჩრჩილის მომწამვლელი საშუალებების ორი ჯგუფი არსებობს: რეპელენტები და ინსექტიციდები. პირველი მწერებს სუნით აფრთხობს, მაგრამ არ კლავს, ამიტომაც მას პროფილაქტიკის მიზნით ხშირად იყენებენ. ინსექტიციდები კი შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჩრჩილს კლავს – როგორც ზრდასრულ პეპელას, ასევე ჭუპრს. მათი შერჩევისას ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ამა თუ იმ საშუალების შემადგენლობა და დასახელება.

ეს ნივთიერებები მთელ ბინაში ვასხურო?

არ არის აუცილებელი. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებებს სხვადასხვა ფორმით აწარმოებენ. იქნება ეს აეროზოლი, ფირფიტასა თუ ტომსიკაში განთავსებული წამალი. ყველა მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. აეროზოლი მწერს სწრაფად კლავს, მაგრამ სუნს ტოვებს და თუ ინსტრუქციას სწორად არ შეასრულებთ, ტანსაცმელზე, შესაძლოა, ლაქა დატოვოს. თანაც თუ სათანადო მოცულობით არ შეასხურებთ კარადაში, შეიძლება ჩრჩილი გადარჩეს. ყუთები და ტომსიკები კი კვალს არ ტოვებს, მაგრამ უფრო ნელი ეფექტი აქვს.

ეს საშუალებები ჩემთვის სახიფათოა?

არა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებები სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. ჩვეულებრივ გამოიყენება ინსექტიციდები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, საშიშ ნივთიერებათა მეორე კლასს განეკუთვნება. ისინი ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას არ აზიანებს, თუ ინსქტრუქციის მიხედვით მოიხმართ. მთავარია, მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების ნორმები დაიცვათ. მაგალითისთვის, ინსექტიციდების უმრავლესობა ადამიანის ლორწოვან გარსში არ უნდა მოხვდეს!

პროფილაქტიკა: ხშირად გავიტანოთ მზეზე ტანსაცმელი, რადგან ისინი ვერ იტანენ მკვეთრ სინათლეს და მზის სხივებს, ხოლო სანამ ზამთრისებს შევინახავთ აუცილებლად დავფერთოთ, გავანიავოთ და გავრეცხოთ, რადგან მატლები ჭამენ დალაქავებულ ან გასარეცხ ადგილებს.

თავიდან მოსაშორებლად საეჭვო ადგილები დავამუშავოთ დიხლოფოსის ხსნარით. ის კლავს როგორც მატლებს, ასევე პეპლებს.

ჩრიჩილის საწინააღმდეგო პრეპარატები: როგორც ამბობენ ისინი უხვადაა, დაწყებული ნაფტალინის აბებიდან, დამთავრებული სხვადასხვა ფირფიტებამდე, თუმცა ისინი ჯანმრთელობისთვის არც ისე უსაფრთხოა, თან აქვს რამდენიმე თვიანი ვადა. ყველაზე ცივილიზებული ფორმაა ბადეები, რომლებიც ძირითადად ბავშვების ტანსაცმლის გასახვევად გამოიყენება. ასევე შეგვიძლია გავჭიმოთ კარადის კარის შიგნით.

გახსოვდეთ!

ზამთრის ტანსაცმელი არასოდეს შეინახოთ გაურეცხავი, რადგანაც ჩრჩილი ძირითადად აზიანებს იმ ადგილებს, რომლებიც ოფლითა და ცხიმით არის დასვრილი. კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.

როგორ ვებრძოლოთ:

  • კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტერები, ქურქები და ქუდები მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კრაზანას ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია პერიოდულად დაცვის მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება.
  • კარგად დაგვეხმარება ჩრჩილთან ბრძოლაში კაკლის ტოტები, ფიჭვის ფისიანი ნაფოტები, მიხაკის ყვავილები და წაბლიც კი. წაბლს აგროვებენ შემოდგომაზე, ახმობენ და ათავსებენ ტანსაცმლის კარადაში.
  • ჩრჩილი ვერ იტანს ახალი საპნის სუნს.
  • საკვები პროდუქტების დასაცავად იყენებენ ნიორს. ბურღულეული, ჩირი უნდა შევინახოთ კარგად თავდახურულ ქილებში ერთ კბილ ნიორთან ერთად.
  • ჩრჩილი იშვიათად ჩნდება იმ სახლში სადაც ნემსიწვერა იზრდება. მისი ფოთლები და ღერო დაზიანებისას გამოყოფს საკმაოდ მკვეთრ სუნს, რომელიც აფრთხობს ჩრჩილს.ჩრჩილი უფრო სწრაფად მრავლდება წელიწადის თბილ დროს, ამიტომ უმჯობესია, თუ ნივთებსა და პროდუქტებს შევინახავთ გრილ, მშრალ ადგილზე.

სხვათა შორის, ჩრჩილი შეიძლება გაჩნდეს არამარტო სვიტერებსა და ქურქებში, არამედ, ანტიკვარულ ავეჯში, შალის ნოხებში, ნატურალურ ბეწვში, ფორტეპიანოს შიდა ნაწილში, ცხოველების ფიტულებსა და ძველებური თოჯინების თმაშიც კი.