სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორი იყო 2023 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის?

0
როგორი იყო 2023 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის?
ზაზა ლომინაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე;
ლადო კახაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

0

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

“აჭარელი ქალისთვის, ქარგვა ერთგვარი სიტყვის გამოხატულებაა”
საუკუნეებია თეთრ ტილოზე ფერადი ორნამენტებით აჭარელი ქალები საკუთარ სათქმელს ამბობენ.
ღორჯომელი ქალები,რომლებმაც მივიწყებული ხელსაქმე გაცოცხლეს და აჭარულ ნაქარგობებს ახალი სიცოცხლე შესძინეს.

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

 მებაღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან…

0
 მებაღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან…
ვარდების ბაღი და წინაპრების სიყვარულით გაშენებული ვენახი მეჯვრისხევში…

წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს

0

ეროვნული პოლიტიკის დიალოგი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წყლის პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას და, შესაბამისად, ეროვნული მიზნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა.

„წყლის რესურსების მართვა, არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. წყალი არის მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა სექტორის განვითარებისთვის. შესაბამისად, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით სექტორულ რეფორმაზე მუშაობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ კანონის მიღებით დასრულდა. აღნიშნული კანონი სრულ თანხვედრაშია როგორც ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებითა და ასოცირების დღის წესრიგით. აღნიშნული კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში  2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა, რის შედეგადაც ქვეყანაში  მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა მოხდება. ამასთან, ჩვენ გავაძლიერეთ წყლის მონიტორინგის ეროვნული სისტემა, რაც გვეხმარება ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში, ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროკავშირი, ევროკომისია, რისთვისაც მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა   გადავუხადო. დღეს, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა შევასრულოთ’’, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, რომ  საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ,  გასული წელს მიღებული კანონის საფუძველზე, წყლის სექტორში რეფორმები უნდა განახორციელოს.
„გვჯერა, რომ ეს რეფორმები  ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით წარმატებით  განხორციელდება“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.

ევროკავშირის პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორების სახელით საუბრისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმის პროექტის ლიდერმა, ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ზინკემ აღნიშნა, რომ საქართველო აუმჯობესებს გარემოს მართვას. ამასთან, წყლის შესახებ კანონის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ. საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების კუთხით.

როგორც სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინ მახლმა განაცხადა, გაერო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობებში, მათ შორის, წყლის სექტორის რეფორმის პროცესში.

წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მონაწილეებმა განიხილეს წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა წყალთან დაკავშირებული სხვადასხვა დირექტივის შესრულებასა და სექტორული მიმართულებით კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე.

ღონისძიების ფარგლებში, მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს’’ თავმჯდომარემ,  ნინო ჩხობაძემ. პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია.
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მე-10 სხდომა  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, სახელმწიფო უწყებების,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კახეთში დამატებით 1015 ჰა სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება

0

კახეთში დამატებით 1015 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება.

ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.

სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.7 მლნ ლარით ფინანსდება.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის საშუალებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოდალოს, არაშენდასა და დარჩეთის სავარგულები მოირწყვება. სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაშიაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ…

0

ოქტომბერი

ძირითადი მოსავალი ალბათ უკვე დაბინავებული გაქვთ და აქა-იქ შემორჩენილ ვაშლისა და კომშის ნაყოფს აგროვებთ. თუ ზღმარტლი გიდგათ, ისიც მოკრიფეთ და გაშალეთ ხახალზე. ნურც ხურმასა და კარალიოკს დატოვებთ დიდხანს, თორემ შეიძლება ფრინველის კერძი გახდეს.
გარდა ამისა, დროა, მომავალი წლისთვისაც დაიწყოთ ფიქრი. თუ ბოლო ორი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, ახლა მაინც შეიტანეთ. ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ. ამობარვა აუცილებელია 25-30 სმ-ზე. ამით, გარდა ნიადაგის გაფხვიერებისა, ხელს ვუწყობთ მავნებლების განადგურებას.
ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ფო­თოლცვენის შემდეგ მცენარესა და შტამბის გარ­შემო ნიადაგს შეასხურეთ შარდოვანას 5%-იანი, ხოლო ახალგაზრდა ხეებს – 4%-იანი ხსნარი.
მოზამთრე მავნებელთა გასანადგურებლად, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაე­რის ტემპე­რატურა 5ºჩ-ზე მაღალია და 20ºჩ-ზე დაბალი, უმ­ჯობესია, მცენარეს შევას­ხუროთ 1%-იანი დნო­კის ხსნარი. შეწამვლა რეკომენდებულია 2-3 წე­ლიწადში ერთხელ.
მამულ-დედულის პატრონს არასოდეს აქვს დასვენების დრო, მას მხოლოდ შესვე­ნება შეუძ­ლია ერთი საქმის დამთავრებიდან მეორეზე გადასვლის შუალედში.
ოქტომბერში ყველა სახის ხილ-ბოსტნეულის საგვიანო ჯიშების მოსავლის აღება-დაბი­ნა­ვების დროა: ცივი ზამთრის მოლოდინში თა­დარიგიანი მემამულე მო­საკრეფს მოკრეფს, ძირ­ხვენებს ამოთხრის, სა­თანადოდ დააბინავებს და მერე შეუდგება ნარ­გაობის მო­ვ­ლა-პატრონობას, ნიადაგის დამუ­შავებას, სასუქების შეტანას და, თუ საჭიროა, ბა­ღის საშემოდგომო მორწყვასაც. დიახ, შემოდ­გომით ბა­ღის მორწყვა გაზაფხულზე კარგი ყვავილობისა და უხვი მოსავლის საწინდარია.
მაინც რით დავიწყოთ სამუშაოები? – რა თქმა უნდა, საგვიანო ხილის კრეფით.
მაშ ასე, კიბეზე ისე უნდა იდგეთ, რომ ორივე ხელით მუშაობა შეგეძლოთ; ვაშლის მოსაწყვეტად ჩაიდეთ იგი მუჭში და საჩვენებელი თითით მიაწექით ყუნწს, ნაყოფი ფრთხილად ჩაუშვით ვედროში. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ვედროს არ გაავსებთ. არავითარ შემთხვევაში არ მოწყვიტოთ ორი ნაყოფი ერთი ხელით, ასე ორივეს დააზიანებთ. დაუზიანებლად მოკრეფილი ხილი მეორე მოსავლამდე ინახება. ასეთივე წესი დაიცავით მსხლისა და კომშის მოკრეფისას. ხილის მოკრეფის დამთავრებისთანავე ტოტებს საყრდენად შედგმული ორკაპები მოაცილეთ და სადმე ბაღის ერთ კუთხეში ააყუდეთ.
კარგად დასუფთავების შემდეგ აუცილებელია სარდაფში გოგირდის დაბოლება (1მ2-ზე – 60გ გოგირდი). შებოლებიდან 24 სა­ათის განმავლობაში სარდაფის კარ-ფანჯარა დაგმანეთ, ხოლო შემდეგ კარგად გაანიავეთ, სარდაფში ტემპერატურა უნდა იყოს 0-დან +1º-მდე, ხოლო ტენიანობა 85-95%. ტენიანობის შენარჩუნების მიზნით სარდაფში დგამენ ქვიშით სავსე ყუთს და რეგულარულად ასველებენ. ამგვარ პირობებში ინახება ბოსტნეულიც. შენახული ხილის მარაგი თვეში ერთხელ უნდა გაისინჯოს, თუ ყუთში 5% დაზიანებულია, იგი მთლიანად უნდა გადაირჩეს.

სექტემბერი – მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გემრიელი ხავიწი…

0

გემრიელი ხავიწი!

| მის მოსამზადებლად სულ რაღაც 10-15 წუთიც არ დაგვჭირდებათ….
ხულო…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

0

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

საბაღე ნაკვეთი დაიგეგმება, პირ­ველ რიგში, თქვენი ტერიტო­რიის ლან­დშაფტის გა­თ­ვა­ლის­წი­ნებით. პა­ლოებით მონიშნეთ ორმოს ამო­საღები ადგილები, წინასწარ გააბით ლარი, მას­ზე მონიშნეთ ნერგიდან ნერგამდე მანძილი და მონიშნულ ადგილზე დასვით პალოები, შემდეგ ამოთხარეთ თესლოვნებისთვის (ვაშლი, მსხა­ლი) 60 სმ სიღრმისა და 80სმ სიგანის ორმოები.
გამზადებული ორმოს ფსკერი კარ­­გად გა­აფ­­­ხვიერეთ, თუ საშუალება გაქვთ, გადამწვარ ნა­კელს (ან კომპ­ოსტს) მიწა შეუ­რი­­­ეთ და ჩაყარეთ ორ­მოში. ნერგი ჩარ­­­­გეთ ფესვის ყე­ლა­­­-მ­­­დე. ნაყოფ­მ­ს­ხმო­იარების და­საჩ­ქა­­-რებ­ლად ნერ­გი 48-72 საათის გან­მავლობაში უნ­და მო­თავსდეს „ბიო­რა­გის“ (იხ.თა­ვი: „ის, რაც მემამულეს აინ­ტერესებს“) ხსნარში.­ კარ­გად მიუტკეპნეთ მიწა და დაასხით ერთი ვე­დრო წყა­ლი.
რაც შეეხება ბუჩქოვან კულტურას (თხი­ლი, ლეღვი, ხურტკმელი, ჟოლო, მოცხარი, აგრეთვე ვაზი), იგი შეიძლება დაირგოს უფრო ღრმად.
გირჩევთ ბაღის გაშენებას ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნობილი ვაშლისა და მსხლის ნერგებით. ცნობილია, რომ ძლიერ საძირეზე დამყნობილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითა­რებს, ამიტომაც ირგვება დიდ კვების არეზე (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე) და ნაყოფს 3-4 წელიწადში იძლევა. თუ ვარჯი მოცულობით პატარაა, მაშინ 3X4 მ-ზე ირგვება. სიმაღლეში 3 მ-მდე იზრდება და მოსავლელადაც ადვილია, ნაკლები სასუქი და შხამქიმიკატი სჭირდება, მოსავალს კი არანაკლებ ბარაქიანს იძლევა.

ბარვასაც ცოდნა უნდა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია – ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი

0
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესს გაეცნო.

ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია.

დღეს გურჯაანში ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, 16 მილიონ დოლარზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ფასი სტაბილურია. საკმაოდ მაღალი საშუალო ფასია საექსპორტო პროდუქციაზეც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომელიც სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი, ერთობლიობაში ქმნის პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს და შესაძლებლობას იძლევა, რომ შენარჩუნდეს საშუალო მაღალი ფასი და, აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე, იყოს კმაყოფილი, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ფერმერებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

0

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.