როგორი იყო 2023 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის?
აჭარული ტრადიციული ნაქარგობები
აჭარული ტრადიციული ნაქარგობები
აჭარული ტრადიციული ნაქარგობები
მებაღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან…
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს
ეროვნული პოლიტიკის დიალოგი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წყლის პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას და, შესაბამისად, ეროვნული მიზნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა.
„წყლის რესურსების მართვა, არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. წყალი არის მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა სექტორის განვითარებისთვის. შესაბამისად, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით სექტორულ რეფორმაზე მუშაობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ კანონის მიღებით დასრულდა. აღნიშნული კანონი სრულ თანხვედრაშია როგორც ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებითა და ასოცირების დღის წესრიგით. აღნიშნული კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა, რის შედეგადაც ქვეყანაში მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა მოხდება. ამასთან, ჩვენ გავაძლიერეთ წყლის მონიტორინგის ეროვნული სისტემა, რაც გვეხმარება ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში, ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროკავშირი, ევროკომისია, რისთვისაც მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. დღეს, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა შევასრულოთ’’, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, გასული წელს მიღებული კანონის საფუძველზე, წყლის სექტორში რეფორმები უნდა განახორციელოს.
„გვჯერა, რომ ეს რეფორმები ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.
ევროკავშირის პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორების სახელით საუბრისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმის პროექტის ლიდერმა, ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ზინკემ აღნიშნა, რომ საქართველო აუმჯობესებს გარემოს მართვას. ამასთან, წყლის შესახებ კანონის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ. საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების კუთხით.
როგორც სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინ მახლმა განაცხადა, გაერო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობებში, მათ შორის, წყლის სექტორის რეფორმის პროცესში.
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მონაწილეებმა განიხილეს წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა წყალთან დაკავშირებული სხვადასხვა დირექტივის შესრულებასა და სექტორული მიმართულებით კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე.
ღონისძიების ფარგლებში, მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს’’ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ. პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია.
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მე-10 სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ…
ოქტომბერი
ძირითადი მოსავალი ალბათ უკვე დაბინავებული გაქვთ და აქა-იქ შემორჩენილ ვაშლისა და კომშის ნაყოფს აგროვებთ. თუ ზღმარტლი გიდგათ, ისიც მოკრიფეთ და გაშალეთ ხახალზე. ნურც ხურმასა და კარალიოკს დატოვებთ დიდხანს, თორემ შეიძლება ფრინველის კერძი გახდეს.
გარდა ამისა, დროა, მომავალი წლისთვისაც დაიწყოთ ფიქრი. თუ ბოლო ორი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, ახლა მაინც შეიტანეთ. ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ. ამობარვა აუცილებელია 25-30 სმ-ზე. ამით, გარდა ნიადაგის გაფხვიერებისა, ხელს ვუწყობთ მავნებლების განადგურებას.
ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ფოთოლცვენის შემდეგ მცენარესა და შტამბის გარშემო ნიადაგს შეასხურეთ შარდოვანას 5%-იანი, ხოლო ახალგაზრდა ხეებს – 4%-იანი ხსნარი.
მოზამთრე მავნებელთა გასანადგურებლად, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა 5ºჩ-ზე მაღალია და 20ºჩ-ზე დაბალი, უმჯობესია, მცენარეს შევასხუროთ 1%-იანი დნოკის ხსნარი. შეწამვლა რეკომენდებულია 2-3 წელიწადში ერთხელ.
მამულ-დედულის პატრონს არასოდეს აქვს დასვენების დრო, მას მხოლოდ შესვენება შეუძლია ერთი საქმის დამთავრებიდან მეორეზე გადასვლის შუალედში.
ოქტომბერში ყველა სახის ხილ-ბოსტნეულის საგვიანო ჯიშების მოსავლის აღება-დაბინავების დროა: ცივი ზამთრის მოლოდინში თადარიგიანი მემამულე მოსაკრეფს მოკრეფს, ძირხვენებს ამოთხრის, სათანადოდ დააბინავებს და მერე შეუდგება ნარგაობის მოვლა-პატრონობას, ნიადაგის დამუშავებას, სასუქების შეტანას და, თუ საჭიროა, ბაღის საშემოდგომო მორწყვასაც. დიახ, შემოდგომით ბაღის მორწყვა გაზაფხულზე კარგი ყვავილობისა და უხვი მოსავლის საწინდარია.
მაინც რით დავიწყოთ სამუშაოები? – რა თქმა უნდა, საგვიანო ხილის კრეფით.
მაშ ასე, კიბეზე ისე უნდა იდგეთ, რომ ორივე ხელით მუშაობა შეგეძლოთ; ვაშლის მოსაწყვეტად ჩაიდეთ იგი მუჭში და საჩვენებელი თითით მიაწექით ყუნწს, ნაყოფი ფრთხილად ჩაუშვით ვედროში. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ვედროს არ გაავსებთ. არავითარ შემთხვევაში არ მოწყვიტოთ ორი ნაყოფი ერთი ხელით, ასე ორივეს დააზიანებთ. დაუზიანებლად მოკრეფილი ხილი მეორე მოსავლამდე ინახება. ასეთივე წესი დაიცავით მსხლისა და კომშის მოკრეფისას. ხილის მოკრეფის დამთავრებისთანავე ტოტებს საყრდენად შედგმული ორკაპები მოაცილეთ და სადმე ბაღის ერთ კუთხეში ააყუდეთ.
კარგად დასუფთავების შემდეგ აუცილებელია სარდაფში გოგირდის დაბოლება (1მ2-ზე – 60გ გოგირდი). შებოლებიდან 24 საათის განმავლობაში სარდაფის კარ-ფანჯარა დაგმანეთ, ხოლო შემდეგ კარგად გაანიავეთ, სარდაფში ტემპერატურა უნდა იყოს 0-დან +1º-მდე, ხოლო ტენიანობა 85-95%. ტენიანობის შენარჩუნების მიზნით სარდაფში დგამენ ქვიშით სავსე ყუთს და რეგულარულად ასველებენ. ამგვარ პირობებში ინახება ბოსტნეულიც. შენახული ხილის მარაგი თვეში ერთხელ უნდა გაისინჯოს, თუ ყუთში 5% დაზიანებულია, იგი მთლიანად უნდა გადაირჩეს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
გემრიელი ხავიწი…
გემრიელი ხავიწი!
როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი
როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი
საბაღე ნაკვეთი დაიგეგმება, პირველ რიგში, თქვენი ტერიტორიის ლანდშაფტის გათვალისწინებით. პალოებით მონიშნეთ ორმოს ამოსაღები ადგილები, წინასწარ გააბით ლარი, მასზე მონიშნეთ ნერგიდან ნერგამდე მანძილი და მონიშნულ ადგილზე დასვით პალოები, შემდეგ ამოთხარეთ თესლოვნებისთვის (ვაშლი, მსხალი) 60 სმ სიღრმისა და 80სმ სიგანის ორმოები.
გამზადებული ორმოს ფსკერი კარგად გააფხვიერეთ, თუ საშუალება გაქვთ, გადამწვარ ნაკელს (ან კომპოსტს) მიწა შეურიეთ და ჩაყარეთ ორმოში. ნერგი ჩარგეთ ფესვის ყელა-მდე. ნაყოფმსხმოიარების დასაჩქა-რებლად ნერგი 48-72 საათის განმავლობაში უნდა მოთავსდეს „ბიორაგის“ (იხ.თავი: „ის, რაც მემამულეს აინტერესებს“) ხსნარში. კარგად მიუტკეპნეთ მიწა და დაასხით ერთი ვედრო წყალი.
რაც შეეხება ბუჩქოვან კულტურას (თხილი, ლეღვი, ხურტკმელი, ჟოლო, მოცხარი, აგრეთვე ვაზი), იგი შეიძლება დაირგოს უფრო ღრმად.
გირჩევთ ბაღის გაშენებას ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნობილი ვაშლისა და მსხლის ნერგებით. ცნობილია, რომ ძლიერ საძირეზე დამყნობილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითარებს, ამიტომაც ირგვება დიდ კვების არეზე (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე) და ნაყოფს 3-4 წელიწადში იძლევა. თუ ვარჯი მოცულობით პატარაა, მაშინ 3X4 მ-ზე ირგვება. სიმაღლეში 3 მ-მდე იზრდება და მოსავლელადაც ადვილია, ნაკლები სასუქი და შხამქიმიკატი სჭირდება, მოსავალს კი არანაკლებ ბარაქიანს იძლევა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია – ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესს გაეცნო.
„ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია.
დღეს გურჯაანში ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, 16 მილიონ დოლარზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ფასი სტაბილურია. საკმაოდ მაღალი საშუალო ფასია საექსპორტო პროდუქციაზეც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომელიც სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი, ერთობლიობაში ქმნის პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს და შესაძლებლობას იძლევა, რომ შენარჩუნდეს საშუალო მაღალი ფასი და, აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე, იყოს კმაყოფილი, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ფერმერებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi











