შაბათი, აპრილი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ…

0

ოქტომბერი

ძირითადი მოსავალი ალბათ უკვე დაბინავებული გაქვთ და აქა-იქ შემორჩენილ ვაშლისა და კომშის ნაყოფს აგროვებთ. თუ ზღმარტლი გიდგათ, ისიც მოკრიფეთ და გაშალეთ ხახალზე. ნურც ხურმასა და კარალიოკს დატოვებთ დიდხანს, თორემ შეიძლება ფრინველის კერძი გახდეს.
გარდა ამისა, დროა, მომავალი წლისთვისაც დაიწყოთ ფიქრი. თუ ბოლო ორი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, ახლა მაინც შეიტანეთ. ხეებს ძირები გამოუბარეთ და 2-3 ვედრო ნაკელი დაუყარეთ. ამობარვა აუცილებელია 25-30 სმ-ზე. ამით, გარდა ნიადაგის გაფხვიერებისა, ხელს ვუწყობთ მავნებლების განადგურებას.
ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ფო­თოლცვენის შემდეგ მცენარესა და შტამბის გარ­შემო ნიადაგს შეასხურეთ შარდოვანას 5%-იანი, ხოლო ახალგაზრდა ხეებს – 4%-იანი ხსნარი.
მოზამთრე მავნებელთა გასანადგურებლად, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაე­რის ტემპე­რატურა 5ºჩ-ზე მაღალია და 20ºჩ-ზე დაბალი, უმ­ჯობესია, მცენარეს შევას­ხუროთ 1%-იანი დნო­კის ხსნარი. შეწამვლა რეკომენდებულია 2-3 წე­ლიწადში ერთხელ.
მამულ-დედულის პატრონს არასოდეს აქვს დასვენების დრო, მას მხოლოდ შესვე­ნება შეუძ­ლია ერთი საქმის დამთავრებიდან მეორეზე გადასვლის შუალედში.
ოქტომბერში ყველა სახის ხილ-ბოსტნეულის საგვიანო ჯიშების მოსავლის აღება-დაბი­ნა­ვების დროა: ცივი ზამთრის მოლოდინში თა­დარიგიანი მემამულე მო­საკრეფს მოკრეფს, ძირ­ხვენებს ამოთხრის, სა­თანადოდ დააბინავებს და მერე შეუდგება ნარ­გაობის მო­ვ­ლა-პატრონობას, ნიადაგის დამუ­შავებას, სასუქების შეტანას და, თუ საჭიროა, ბა­ღის საშემოდგომო მორწყვასაც. დიახ, შემოდ­გომით ბა­ღის მორწყვა გაზაფხულზე კარგი ყვავილობისა და უხვი მოსავლის საწინდარია.
მაინც რით დავიწყოთ სამუშაოები? – რა თქმა უნდა, საგვიანო ხილის კრეფით.
მაშ ასე, კიბეზე ისე უნდა იდგეთ, რომ ორივე ხელით მუშაობა შეგეძლოთ; ვაშლის მოსაწყვეტად ჩაიდეთ იგი მუჭში და საჩვენებელი თითით მიაწექით ყუნწს, ნაყოფი ფრთხილად ჩაუშვით ვედროში. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ვედროს არ გაავსებთ. არავითარ შემთხვევაში არ მოწყვიტოთ ორი ნაყოფი ერთი ხელით, ასე ორივეს დააზიანებთ. დაუზიანებლად მოკრეფილი ხილი მეორე მოსავლამდე ინახება. ასეთივე წესი დაიცავით მსხლისა და კომშის მოკრეფისას. ხილის მოკრეფის დამთავრებისთანავე ტოტებს საყრდენად შედგმული ორკაპები მოაცილეთ და სადმე ბაღის ერთ კუთხეში ააყუდეთ.
კარგად დასუფთავების შემდეგ აუცილებელია სარდაფში გოგირდის დაბოლება (1მ2-ზე – 60გ გოგირდი). შებოლებიდან 24 სა­ათის განმავლობაში სარდაფის კარ-ფანჯარა დაგმანეთ, ხოლო შემდეგ კარგად გაანიავეთ, სარდაფში ტემპერატურა უნდა იყოს 0-დან +1º-მდე, ხოლო ტენიანობა 85-95%. ტენიანობის შენარჩუნების მიზნით სარდაფში დგამენ ქვიშით სავსე ყუთს და რეგულარულად ასველებენ. ამგვარ პირობებში ინახება ბოსტნეულიც. შენახული ხილის მარაგი თვეში ერთხელ უნდა გაისინჯოს, თუ ყუთში 5% დაზიანებულია, იგი მთლიანად უნდა გადაირჩეს.

სექტემბერი – მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გემრიელი ხავიწი…

0

გემრიელი ხავიწი!

| მის მოსამზადებლად სულ რაღაც 10-15 წუთიც არ დაგვჭირდებათ….
ხულო…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

0

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

საბაღე ნაკვეთი დაიგეგმება, პირ­ველ რიგში, თქვენი ტერიტო­რიის ლან­დშაფტის გა­თ­ვა­ლის­წი­ნებით. პა­ლოებით მონიშნეთ ორმოს ამო­საღები ადგილები, წინასწარ გააბით ლარი, მას­ზე მონიშნეთ ნერგიდან ნერგამდე მანძილი და მონიშნულ ადგილზე დასვით პალოები, შემდეგ ამოთხარეთ თესლოვნებისთვის (ვაშლი, მსხა­ლი) 60 სმ სიღრმისა და 80სმ სიგანის ორმოები.
გამზადებული ორმოს ფსკერი კარ­­გად გა­აფ­­­ხვიერეთ, თუ საშუალება გაქვთ, გადამწვარ ნა­კელს (ან კომპ­ოსტს) მიწა შეუ­რი­­­ეთ და ჩაყარეთ ორ­მოში. ნერგი ჩარ­­­­გეთ ფესვის ყე­ლა­­­-მ­­­დე. ნაყოფ­მ­ს­ხმო­იარების და­საჩ­ქა­­-რებ­ლად ნერ­გი 48-72 საათის გან­მავლობაში უნ­და მო­თავსდეს „ბიო­რა­გის“ (იხ.თა­ვი: „ის, რაც მემამულეს აინ­ტერესებს“) ხსნარში.­ კარ­გად მიუტკეპნეთ მიწა და დაასხით ერთი ვე­დრო წყა­ლი.
რაც შეეხება ბუჩქოვან კულტურას (თხი­ლი, ლეღვი, ხურტკმელი, ჟოლო, მოცხარი, აგრეთვე ვაზი), იგი შეიძლება დაირგოს უფრო ღრმად.
გირჩევთ ბაღის გაშენებას ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნობილი ვაშლისა და მსხლის ნერგებით. ცნობილია, რომ ძლიერ საძირეზე დამყნობილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითა­რებს, ამიტომაც ირგვება დიდ კვების არეზე (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე) და ნაყოფს 3-4 წელიწადში იძლევა. თუ ვარჯი მოცულობით პატარაა, მაშინ 3X4 მ-ზე ირგვება. სიმაღლეში 3 მ-მდე იზრდება და მოსავლელადაც ადვილია, ნაკლები სასუქი და შხამქიმიკატი სჭირდება, მოსავალს კი არანაკლებ ბარაქიანს იძლევა.

ბარვასაც ცოდნა უნდა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია – ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი

0
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესს გაეცნო.

ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია.

დღეს გურჯაანში ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, 16 მილიონ დოლარზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ფასი სტაბილურია. საკმაოდ მაღალი საშუალო ფასია საექსპორტო პროდუქციაზეც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომელიც სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი, ერთობლიობაში ქმნის პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს და შესაძლებლობას იძლევა, რომ შენარჩუნდეს საშუალო მაღალი ფასი და, აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე, იყოს კმაყოფილი, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ფერმერებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

0

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მოწყობილია ბიგელის ტიპის საბაგირო, სპორტსმენები უზრუნველყოფილი არიან სათხილამურო სამოსით და აღჭურვილობით

0
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, სოფელ ქედლებში სათხილამურო ბაზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
ბაზაზე მოწყობილია ბიგელის ტიპის საბაგირო, სპორტსმენები უზრუნველყოფილი არიან სათხილამურო სამოსით და აღჭურვილობით.

კურორტი კვერეთი – სამკურნალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ

0
კვერეთი - სამკურნალო

კიდევ ერთი მიტოვებული კურორტი კვერეთი.

კურორტი კვერეთი ჯერ კიდევ XX საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. აქ სამკურნალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, პირველი სანატორიუმის მშენებლობა კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაწყებულა.
კვერეთის გოგირდის წყლები კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემისა და სახსრების სხვადასხვა დაავადების მკურნალია. აქაური გოგირდის წყალი, დალევის გარდა, აბაზანებისთვისაც უნიკალურია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კვერეთის გოგირდის წყლებს, სამკურნალოს გარდა, გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.კიდევ ერთი მიტოვებული კურორტი კვერეთი.
კურორტი კვერეთი ჯერ კიდევ XX საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. აქ სამკურნალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, პირველი სანატორიუმის მშენებლობა კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაწყებულა.
კვერეთის გოგირდის წყლები კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემისა და სახსრების სხვადასხვა დაავადების მკურნალია. აქაური გოგირდის წყალი, დალევის გარდა, აბაზანებისთვისაც უნიკალურია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კვერეთის გოგირდის წყლებს, სამკურნალოს გარდა, გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.
📷ნია ხარაძე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საუბარი კლიმატის ცვლილებაზე ახალგაზრდებთან საქართველოში

0
საუბარი კლიმატის ცვლილებაზე ახალგაზრდებთან საქართველოში
#image_title

საუბარი კლიმატის ცვლილებაზე ახალგაზრდებთან საქართველოში

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდება

0
ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდებ
#image_title

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფელ გურჯაანში, ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღში ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ გეთიაშვილმა მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით განავითარა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსება დაახლოებით 20,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 240,000 ლარს აჭარბებს. ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარისა და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდება.

მინისტრმა ფერმერისგან წარმოების პროცესებთან დაკავშირებით არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბაღების გაშენების, ასევე სამაცივრე მეურნეობების და გადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მხარდაჭერამ წარმოება გაზარდა, რაც პროპორციულად აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ატმის და ვაშლატამას ახალი ბაღების გაშენება საქართველოს მასშტაბით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, ინვესტიციის ოდენობა 4,3 მლნ ლარზე მეტია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,7 მლნ ლარს შეადგენს.

მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველო ხორბლის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მოყვანილი თოთხმეტი სახეობიდან, ხუთი თავად საქართველოდან არის წარმოშობილი. თუმცა, თუ არ მივიღებთ საჭირო ზომებს, ეს ცოცხალი მემკვიდრეობა სამუდამოდ გაქრება

0
ფერმერები და მეცნიერები ერთიანდებიან, სათესლე ჯიშებისა და მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად
#image_title

საქართველოს მინდვრებიდან ნორვეგიაში, სვალბარდის გლობალურ სათესლე საცავამდე – ფერმერები და მეცნიერები ერთიანდებიან, სათესლე ჯიშებისა და მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

საქართველო ხორბლის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მოყვანილი თოთხმეტი სახეობიდან, ხუთი თავად საქართველოდან არის წარმოშობილი. თუმცა, თუ არ მივიღებთ საჭირო ზომებს, ეს ცოცხალი მემკვიდრეობა სამუდამოდ გაქრება.
ადგილობრივი ჯიშები ქართველ ფერმერებსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უკეთესად ხარობენ საკუთარ წარმოშობის ადგილებში, სადაც თაობების განმავლობაში გარემო პირობებს მოერგნენ. მაგალითად, ქართული ხორბლის ჯიშები უფრო მდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ და უფრო პროდუქტიული – სხვა ჯიშებთან შედარებით.
FAO-სა და სარგებლის გაზიარების ფონდის (BSF) საშუალებით, ამ უძველესი ჯიშების მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს გასცდა. 200-ზე მეტი ნიმუში, მათ შორის ლაგოდეხის გრძელთავთავა და დოლის პური, რომლებიც ნათიასა და შოთას მინდვრებზე მოიძებნა, გაემგზავრა შორეული ქართული მთის სოფლიდან არქტიკის წრეზე, სადაც მსოფლიოს უდიდესი სათესლე საცავი მდებარეობს.
სვალბარდის გლობალური სათესლე საცავი მდებარეობს ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთში, დედაქალაქ ოსლოდან დაახლოებით 2 000 კილომეტრში. საცავში მუდმივად -18°C ტემპერატურაა, რაც თესლის ხანგრძლივ სიცოცხლეს უზრუნველყოფს. აქ ინახება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვებული თესლის დუბლიკატები, რაც გლობალური სურსათის მომავლის გარანტიაა.
ფოტოები: სინდი კოტე-ანდრეეტი, თომას ნიკოლონი, მაიკლ მეიორი
From fields in Georgia to the Global Seed Vault in Svalbard, Norway -Farmers and scientists unite to keep seed varieties safe and food heritage alive.
Georgia is home to remarkable wheat diversity. Of the fourteen wheat species grown in the country, five originated from Georgia itself. Yet, without action, this living heritage risks being lost forever.
Local varieties are important to Georgian farmers because they generally perform better in their place of origin, having adapted to specific conditions through generations of cultivation. For instance, native Georgian wheat varieties have higher resistance to fungal diseases and higher productivity than other varieties.
With the support from FAO and Benefit-sharing Fund (BSF), the journey of these ancient seeds didn’t end in Georgian soil. More than 200 samples of seeds of traditional Georgian varieties, such as Lagoedkhis Gdzeltavtava and Dolis Puri, the two local wheat varieties found on Natia and Shota’s fields, traveled from the remote Georgian mountain villages to the Arctic Circle, where the world’s largest seed reserve is based.
Located in northernmost Norway, about 2 000 kilometres north of the country’s capital, Oslo, the Svalbard Global Seed Vault maintains a constant temperature of -18°C to ensure long-term seed viability. This Vault holds seed duplicates from around the globe, safeguarding the world’s future food supply.
Cindy Côté-Andreetti, Thomas Nicolon, Michael Major
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.