შაბათი, აპრილი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის, ბროლის გამჭვირვალობის დაკარგვა

0
კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის, ბროლის გამჭვირვალობის დაკარგვა. იგი ძირითადად ასაკიან პაციენტებში გვხვდება, მაგრამ ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს კატარაქტის განვითარების რისკი.
კატარაქტის ქირურგიულ მკურნალობაში ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია ფაკოემულსიფიკაცია, რომელიც ასევე ცნობილია ფაკოს მეთოდის სახელით. ამ მეთოდით სპეციალური ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით ხდება ბროლის დანაწევრება, ქირურგიული მეთოდით მოცილება და მის ადგილას ახალი, ხელოვნური ბროლის ჩასმა.
მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის საავადმყოფოებს თავისი გამოცდილი ოფთალმოლოგებით, უახლესი აპარატურითა და თანამედროვე ქირურგიული ტექნიკით ლიდერის პოზიცია უჭირავს კატარაქტის მკურნალობის სფეროში.
დეტალური ინფორმაციისთვის და ექიმთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +90 850 460 1010, ან ელ-ფოსტის საშუალებით medicanacc@medicana.com.tr

მეცნიერებმა შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი კლასი, რომელიც რეზისტენტულ სუპერბაქტერიებს ხოცავს

0

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების სრულიად ახალი კლასი, რომელიც ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებს ანადგურებს.

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ

0
საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge, აბიტურიენტებისათვის სისტემატიურად ქვეყნდება კონკრეტულ საგანთან დაკავშირებული რეკომენდაციები. რუბრიკა „რჩევები აბიტურიენტებს“ გათვალისწინებულია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც სურთ დეტალურად გაეცნონ ჩასაბარებელს საგანთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. რაც შეეხება საგამოცდო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ წესებსა და ინსტრუქციებს, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ცნობარში. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
დეტალურად: https://naec.ge/#/ge/post/3181

პირველი ქართული კომპანია, რომელმაც წარმოებაში ჩაუშვა ქართული “ჩირის ბოქსები“

0
მედიაჰოლდინგი “შენი” განაგრძობს ქართული სტარტაპის მხარდაჭერას.

ამჯერად წარმოგიდგენთ  კიდევ ერთ წარმატებულ ქართულ სტარტაპს – ,,იმერეთნო’’, რომელმაც ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და ნაბიჯ-ნაბიჯ განგრძობს ზრდასა და გავნითარებას.

“იმერეთნო” ძირითადად ნატურალურ, 100 %-ით უშაქრო სხვადასხვა ხილის ტყლაპს და ჩირს აწარმოებს. ის გახლავთ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც წარმოებაში ჩაუშვა ქართული “ჩირის ბოქსები.” 

კითხვის გაგრძელება

გამორჩეული, საოცარი – აუცილებლად გასასინჯი კერძები საქართველოში

0

მრავალფეროვანმა ბუნებამ, ისტორიული განვითარების გზამ საქართველოს თითოეულ კუთხეში თავისებური ყოფითი კულტურის ჩამოყალიბება განაპირობა. თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული კუთხის კვების სისტემაც.

საქართველოს ნებისმიერ კუთხეს აქვს საკუთარი, სხვებისგან გამორჩეული კერძი და პროდუქტი. თუმცა, არსებობს რამდენიმე კერძი, სადაც ყველა კუთხის გზა იკვეთება.

საცივი უპირველესია, რაც ქართულ საახალწლო სუფრას უკავშირდება – მზადდება ქათმის ან ინდაურის ნაწილებისგან, რომლებიც წინასწარ მომზადებულ ბულიონში თავსდება. ბულიონის განუყრელი ნაწილი ნიგოზია.

ქართული სუფრის მსგავსად, ტოლმა არაერთი ქვეყნის სუფრას ამშვენებს. მზადდება ბრინჯისგან, ხახვისგან, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტებისგან, რომლებიც კომბოსტოში ან ვაზის ფოთოლშია გახვეული.

ფხალეულს საქართველოში ძალიან გემრიელად ამზადებენ – მთაში თუ ბარში მისი მომზადების არაერთი რეცეპტი არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფხალეულს ძალიან უხდება ნიგოზი.

ნიგვზიანი ბადრიჯნის ხვეულა კეთდება შემწვარი ბადრიჯნისგან და შეზავებული ნიგვზისგან, რომლებიც გადახვეულია ერთად.

ბაჟე – ქართული ტრადიციული სოუსი, რომლის მოსამზადებლადაც ნიგოზი, სუნელები და ნიორი გამოიყენება.

შემწვარი გოჭი ქართველებს გამორჩეულად უყვართ. სხვადასხვა კუთხეში მის მოსამზადებლას სხვადასხვა ინგრედიენტს იყენებენ.

მისი უდიდებულესობა ხინკალი წარმოიშვა საქართველოს მთიან რეგიონში. კარგ ხინკალს შიგნით უნდა ჰქონდეს წვენი. ხინკალს გემოვნების მიხედვით ამატებენ შავ პილპილს, ან ძმარს. ტრადიციულად ხინკალი დანაოჭებული ცომით იხვევა და საქონლის ან ღორის ხორცით სანელებლებთან ერთად ივსება. მოხვეული ცომი, ერთიანი, ზედა ნაწილით იკვრება რასაც „კუჭს“ ვეძახით ხოლმე. მოხვეული ხინკალი იხარშება და მისი შიგთავსი, წვენი განსაკუთრებულ გემოსა და არომატს იძენს. ხინკალს ცხვრის ხორცით მხოლოდ საქართველოს მთიან რეგიონებში ამზადებენ. თუკი ვეგეტარიული ხინკალი გსურთ მაშინ სოკოს ან კარტოფილის შეგიძლიათ მიირთვათ. მირთმევამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ხინკალი, ტრადიციულად, ხელით იჭმევა და მისი შიგთავსი წვენი თეფშზე არ უნდა გადმოიღვაროს.

ჩაქაფული მადისაღმძვრელი ქართული კერძია. ის ტრადიციულად კეთდება ცხვრის ხორცისგან, ტარხუნისგან, ტყემლისგან, მშრალი თეთრი ღვინისგან, მწვანილებისა და ნივრისგან.

გამორჩეული ხაჭაპური. საქართველოს ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი ხაჭაპური აქვს – ისეთი, რომ შეუძლებელია, ერთი მეორეს შეადარო.

შქმერული – რაჭიდან.. ესაა ნივრის, რძის ან არაჟნის წვენში ჩალაგებული ქათმის შემწვარი ხორცი, მარილითა და წიწაკით შენელებული. ყველაზე გემრიელი კეცზე მომზადებული გამოდის.

მწვადი წალამზე – ქართულ წალამზე შემწვარ მწვადს სხვა გემო და არომატი აქვს. წალამი ვაზის ნასხლავია. ყველაზე პოპულარული საქართველოში ღორის მწვადია.

ქაბაბი რბილი, ფაფუკი, არომატული, თითქოს წვნიანიც. ქაბაბის განსაკუთრებულ გემოს საქონლისა და ღორის ხორცის ფარშში ქათმის ფილეს დამატება ქმნის. ძალიან უხდება ქაბაბს ქართული საწებელი.

ელარჯი სამეგრელოს რეგიონის მადისაღმძვრელი კერძია, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანს. ის შედგება უხეშად დაფქული სიმინდის ფქვილისა და ყველისგან, რომლებიც ერთად იხარშება.

ლობიო ქოთანში – ძირითადად მწნილთან ერთად მიირთმევენ. ნოყიერი, გემრიელი და არომატული გამოდის. მჭადებთან და ყველთან ერთად ხომ საუცხოოა!

ჩახოხბილი ფრინველის ხორცით მზადდება. დაჭრილი ხორცი ძალიან დაბალ ცეცხლზე თავისივე ცხიმსა და წვენში იშუშება, შემდეგ ბოსტნეულითა და პომიდვრით შეიკმაზება და უგემრიელეს წვნიანად იქცევა.

მისი სახელი თბილისის შესახებ ლეგენდას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ნადირობისას მეფე ვახტანგ გორგასალს ხოხობი დაუჭრია, დაჭრილი ფრინველი წყალში ჩავარდნილა და გაფუფქულა. მეფეს ამ ადგილას ქალაქის აშენება უბრძანებია და, თბილი წყლების გამო, სახელად თბილისი უწოდებია.

სწორედ იმ ხოხბის გამო ჰქვია ამ თბილისურ კერძს ჩახოხბილი.

კუბდარი სვანური გულსართიანია. მზადდება დაკეპილი ხორცით, გიცრულით – ტყის ქონდრითა და სვანური სუნელებით, რომლებიც მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ არომატებს აფრქვევს.

ყველი საქართველო ყველეულის სამოთხედ შეიძლება მივიჩნიოთ, მისი 60-ამდე ნაირსახეობაა. შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის ყველეული დააგევმოთ: იმერული,  გუდის ყველი,  სულგუნი, ქართლური ყველი, მესხური ტენილი, დამბალხაჭო, სვანური ნარჩვი, კალტი, თხის ყველი და საოცარი ხანის ჭურის ყველი.

პური –   „დედას პური“, შოთები და ლავაშები.

შოთის გამოსაცხობად მნიშვნელოვანია თონე. ეს მიწაში ჩადგმული უძირო და ცილინდრული ფორმის თიხის ნაკეთობაა. საოჯახო თონის მაქსიმალური სიმაღლე, როგორც წესი, ერთი მეტრია. თონის მიწისზედა ნაწილის გასამაგრებლად და სიმხურვალის შესანარჩუნებლად ირგვლივ წნელს ან ხის ფიცრებს აკრავენ.

როგორც ღირსეული სტუმარი, აუცილებლად აღმოჩნდები ქართულ სუფრასთან, 8000-წლიანი ისტორიის მქონე ღვინით სავსე პირველ ჭიქას დააგემოვნებ და იწყება სტუმრის თავგადასავალი – სადაც არ უნდა წახვიდე ამ პატარა ქვეყანაში, ყველა მხარეში სუფრასთან მიგიპატიჟებენ და განსხვავებულ, ორიგინალურ ღვინოს შემოგთავაზებენ. ღვინის სამშობლოში, საქართველოში, დღეს 500-ზე მეტი ჯიშის ადგილობრივი ვაზია შემორჩენილი. როგორც მკვლევრები ამბობენ, წლების წინათ მათი რაოდენობა 1500-ამდეც კი იყო. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი მასალა აძლევს ქართველ მეღვინეებს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა კუთხეში, თითოეულ სოფელში და თითქმის თითოეულ ოჯახში განსხვავებული თვისებების ღვინო აღმოგაჩენინონ თავისი განსაკუთრებული არომატებითა და სხვა მახასიათებლებით.

საქართველოში ღვინოს ოდითგანვე ქვევრში აყენებდნენ. ეს არის თიხის უნიკალური ჭურჭელი, რომელიც მიწაში იდგმება, შიგნით ყურძენი ჩაიწურება, დადუღდება, შემდეგ ჰერმეტულად თიხითვე იხურება და იწყება ემოციური მოლოდინი – რა დაგვხვდება, როდესაც ქვევრს მოვხდით.

საქართველოში, ღვინის სამშობლოში მოგზაურობას თბილისიდან თუ იწყებ, აქ, როგორც დედაქალაქს შეეფერება, საქართველოს თითოეული კუთხიდანაა თავმოყრილი ყველა სახეობის ღვინო. რესტორნებში საკმაოდ ფართო არჩევანია, თუმცა გენიალური ქართული ღვინის მთელი სპექტრისთვის თვალის შესავლებად უმჯობესია, სპეციალიზებულ ღვინის რესტორნებსა და ბარებს ესტუმრო.

მეღვინეობით განთქმულ კახეთში თუ გაემგზავრები, აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნო რქაწითელი, საფერავი, ქისი, მწვანე, ხიხვი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაული. კახელები ამ ღვინოების შესაბამისი კერძებითაც გაგიმასპინძლდებიან – ცნობილი კახური მწვადით, ხაშლამით, გუდის ყველითა და სხვა კერძებით.

ქართლში გორული მწვანე და ჩინური უნდა დააგემოვნო. საკმაოდ კარგი ბუკეტით გამოირჩევა ამ ორივე ჯიშის კუპაჟიც. გრილი ცქრიალა ღვინო ატენური არის შესანიშნავი სასმელი.

იმერეთში ციცქა-ცოლიკოური და კრახუნა გელოდება, მაღალი მჟავიანობით, სიმსუბუქეთი და შედარებით თხელი სტრუქტურით. ასევე ძელშავი და ალადასტური იქნება კარგი სასიამოვნო დასალევი იმისთვის, ვინც წითელ ღვინოში ეძებს სიმსუბუქეს.

გურიასა და აჭარაში სახელგანთქმული ჩხავერი, ადგილობრივ კერძებთან ერთად, დაუვიწყარ გემოებს გპირდება.

სამეგრელო ოჯალეშით შეგათრობს თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.

რაჭა-ლეჩხუმში ლეგენდარული დესერტული ღვინოები – ხვანჭკარა, ტვიში და უსახელოური გელის. რაჭველები ცნობილი ლორით, ხაჭაპურითა და ლობიანებით, უკვე იაპონიამდე სახელგანთქმული შქმერულით გაგიმასპინძლდებიან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორი იყო 2023 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის?

0
როგორი იყო 2023 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის?
ზაზა ლომინაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე;
ლადო კახაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

0

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

“აჭარელი ქალისთვის, ქარგვა ერთგვარი სიტყვის გამოხატულებაა”
საუკუნეებია თეთრ ტილოზე ფერადი ორნამენტებით აჭარელი ქალები საკუთარ სათქმელს ამბობენ.
ღორჯომელი ქალები,რომლებმაც მივიწყებული ხელსაქმე გაცოცხლეს და აჭარულ ნაქარგობებს ახალი სიცოცხლე შესძინეს.

აჭარული ტრადიციული ნაქარგობები

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

 მებაღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან…

0
 მებაღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან…
ვარდების ბაღი და წინაპრების სიყვარულით გაშენებული ვენახი მეჯვრისხევში…

წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს

0

ეროვნული პოლიტიკის დიალოგი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წყლის პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას და, შესაბამისად, ეროვნული მიზნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა.

„წყლის რესურსების მართვა, არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. წყალი არის მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა სექტორის განვითარებისთვის. შესაბამისად, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით სექტორულ რეფორმაზე მუშაობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ კანონის მიღებით დასრულდა. აღნიშნული კანონი სრულ თანხვედრაშია როგორც ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებითა და ასოცირების დღის წესრიგით. აღნიშნული კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში  2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა, რის შედეგადაც ქვეყანაში  მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა მოხდება. ამასთან, ჩვენ გავაძლიერეთ წყლის მონიტორინგის ეროვნული სისტემა, რაც გვეხმარება ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში, ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროკავშირი, ევროკომისია, რისთვისაც მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა   გადავუხადო. დღეს, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა შევასრულოთ’’, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, რომ  საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ,  გასული წელს მიღებული კანონის საფუძველზე, წყლის სექტორში რეფორმები უნდა განახორციელოს.
„გვჯერა, რომ ეს რეფორმები  ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით წარმატებით  განხორციელდება“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.

ევროკავშირის პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორების სახელით საუბრისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმის პროექტის ლიდერმა, ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ზინკემ აღნიშნა, რომ საქართველო აუმჯობესებს გარემოს მართვას. ამასთან, წყლის შესახებ კანონის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ. საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების კუთხით.

როგორც სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინ მახლმა განაცხადა, გაერო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობებში, მათ შორის, წყლის სექტორის რეფორმის პროცესში.

წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მონაწილეებმა განიხილეს წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა წყალთან დაკავშირებული სხვადასხვა დირექტივის შესრულებასა და სექტორული მიმართულებით კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე.

ღონისძიების ფარგლებში, მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს’’ თავმჯდომარემ,  ნინო ჩხობაძემ. პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია.
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მე-10 სხდომა  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, სახელმწიფო უწყებების,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კახეთში დამატებით 1015 ჰა სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება

0

კახეთში დამატებით 1015 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება.

ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.

სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.7 მლნ ლარით ფინანსდება.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის საშუალებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოდალოს, არაშენდასა და დარჩეთის სავარგულები მოირწყვება. სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაშიაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli