ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა

0

შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა. ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს.

პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები და სალაშქრო ბილიკები შეისწავლეს. გაეცნენ ტერიტორიაზე არსებულ საპიკნიკე და საკემპნინგე ადგილებს.

ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

თევზჭერისას ხელნაკეთი ელექტრო შოკის გამოყენებაზე, მის შეძენასა და დამზადებაზე სანქციები მკაცრდება

0

ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების დამზადებასა და თევზჭერის პროცესში მის გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა.

ცვლილებები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.

„განსაკუთრებით მომრავლდა ისეთი საშუალებები, როგორიცაა ელექტრო შოკური აპარატის გამოყენება, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მდინარეებში არსებული ბიომრავალფეროვნების სახეობებისთვის, არამედ სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვისაც. წარსულში არაერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა. მრავალი პრევენციული ღონისძიების და ამ თვალსაზრისით სანქციების გამკაცრების მიუხედავად, მაინც ხდება ბრაკონიერობის ფაქტები. ეს გავლენას ახდენს მდინარეებში თევზის სახეობებზე და შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს.

ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების თევზჭერის პროცესში გამოყენების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა კანონმდებლობაში ახალი სანქციების შემოტანა, რომელიც გავრცელდება ამგვარი მოწყობილობების დამზადებაზე, შენახვასა და გადატანაზე“ , – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გადაცემისა და გასხვისების შემთხვევებს და აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენას, რაც გამოიწვევს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით;

თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღების საკითხს და აწესებს ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო მე-4 ნაწილი კი განმეორებით ჩადენას რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დიდი ძალისხმევით სოფელსა და თემს ახალი სიცოცხლე აჩუქეს…

0
გუდამაყრის მთის კიდეზე “კიდე” ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება!
გაიცანით სამმთისას წევრები გუდამაყრიდან, რომლებმაც დიდი ძალისხმევით სოფელსა და თემს ახალი სიცოცხლე აჩუქეს.
ერთი იდეიდან დაწყებული დიდი საქმე, რომელსაც წარმატებით უძღვება გიორგი ბექაური და ხატია სუხაშვილი.
ეს ობიექტი გუდამაყრის ტურისტული განვითარების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პოეტი და მუსიკოსი მარინა ურდულაშვილი საგარეჯოდან – ტრადიციული საოჯახო მარანი, მამის დატოვებულ ვენახი…

0

პოეტი და მუსიკოსი მარინა ურდულაშვილი საგარეჯოდან…

ტრადიციული საოჯახო მარანი, მამის დატოვებულ ვენახი…

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჩანაფიქრია, დამბალხაჭომ კონკურენცია გაუწიოს არაერთ ევროპულ ყველს და თავისი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს

0
დამბალხაჭო 63 გეოგრაფიული აღნიშვნიდან ერთ-ერთია და მას პარალელურად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
დამბალხაჭოს დამზადების ტრადიცია დავიწყების პირას იყო, თუმცა, სახელმწიფო პროგრამების და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო.
მწარმოებლების მიზანი და ჩანაფიქრი კი არის ის, რომ დამბალხაჭომ კონკურენცია გაუწიოს არაერთ ევროპულ ყველს და თავისი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სექტემბერი – ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს

0

სექტემბერი

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის ს­იმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფი­ლივით ფხვიერი ხდება.

კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცი­ლებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტ­ის მო­საწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძე­ლ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკ­რეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნა­ყო­ფი, ვინაიდან იგი აუცილებელია ნაყოფის შესანახად; ვედ­როშიც ფრთხილად ჩააწყვეთ, არ დაჟეჟოთ. მოკრიფეთ სათითაოდ და არა ორ-ორი ნაყოფი ერთად. კარგად ინახება მხოლოდ მწიფე (და არა გადამწიფებული ხილი). მოკრეფილი ხილი ფრთხილად ჩააწყვეთ ხის ყუთებში და შეინახეთ ბნელ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 2-4ºჩ-ია, შეფარდებითი ტენიანობა – 85-90%. ხილი მოკ­რეფისთანავე უნდა დახარისხდეს, დაჟეჟილი და ჭიანი მოსცილდეს და ზომის მიხედვით გადაირჩეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩალაგდეს 4%-იანი საჭმელი სოდით წინასწარ გარეცხილ ყუთებში ან დალაგდეს თაროებზე. ვაშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი – პირიქით. იმისათვის, რომ ჰაერი არ გამოშრეს, საცავში დადგით წყლიანი თასი. ტენიან სარდაფებში დგამენ ჩამქრალი კირით სავსე ყუთს, რომ ზედ­მეტი ტენი შეიწოვოს. იქ, სადაც ხილი ინა­ხება, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქციის ან ქიმიური საშუალებების (მათ შორის ბენზინის, ნავთის) შენახვა. ძალიან კარგად ინა­ხება გაუქმებულ ჭაში კალათით ჩაკიდებული ხილი, მათ შორის ქლიავიც. სარდაფის უქონლობის შემთხვევაში ხ­ილის შენახვა შეიძლება აივანზეც, ოღონდ წინასწარ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ი­ს­ე ჩააწყვეთ, ხოლო ყინვის შემთხვევაში ყუთები შეფუთეთ. კარგად ინა­ხე­ბა ვაშლი, მსხალი და კომში ღია აივანზე ან საკუჭნაოში დადგმულ სახურავიან ტახტებსა და სკივრებში, ოღონდ იქაც სათითაოდ ქაღალდში გახვეული ჩაალაგეთ. ყურძნის შე­სანახად ვარგისია სათავსი, სადაც ტემპე­რატურაა 5-6ºჩ, ტენიანობა – 80%, ასეთია სარდაფი. უკეთესია, თუ მტევნებს ასე ჩაალა­გებთ – ერთი ფენა ნახერხი, შემდეგ მტევნები და ა.შ.
მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველა­ფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 მ2-ზე 40-60კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გა­დახრით, მისი მოთხრა ადვილია.
სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გა­შალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვი­ლი, მაღალხარისხოვანი კაკლები გა­და­არჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.

გახსოვდეთ

შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აგვისტო 

 

რადიო “პოზიტივი” მედიაჰოლდინგ “შენის” პარტნიორი გახდა

0
xr:d:DAGB0EEP1sk:54,j:3121418770325178695,t:24040813

რადიო “პოზიტივი” მედიაჰოლდინგ “შენის” პარტნიორი გახდა. 

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც მედიაჰოლდინგ “შენის” დამფუძნებელია, რადიო “პოზიტივის” ხელმძღვანელ კონსტანტინე წივწივაძეს შეხვდა და საერთო საქმიანობის დეტალებზე ესაუბრა.

რადიო “პოზიტივი” უკვე წლებია, 104.3 სიხშირეზე მაუწყებლობს და მსმენელს გემოვნებიან მუსიკას და საინფორმაციო გადაცემებს სთავაზობს.

მედიაჰოლდინგი “შენი” კი ქართულ მედიასივრცეში ახლად დაფუძნებულია, 11 ვებგვერდს აერთიანებს და 15-ზე მეტი სოციალური ქსელით, სრულიად საქართველოს მოსახლეობას აწვდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით.

მხარეებმა შეხვედრაზე გამოხატეს კმაყოფილება პარტნიორული შეთანხმების შესახებ და იმედოვნებენ, რომ აღნიშნული სიახლე ორივე მედიასაშუალების წარმატების საწინდარი იქნება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სოციალური ქსელი დაიპყრო, ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლია

0

მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სოციალური ქსელი დაიპყრო, 34 წლის ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლია.

„თავისუფალ დროს, როცა არ მაქვს ტური, ვცდილობ დამატებითი შემოსავლისათვის ვიმუშაო ბოლტის აპლიკაციით…

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი დას­ტრე­სი­ლი ადა­მი­ა­ნი მხვდება. ვცდი­ლობ, რომ მუ­სი­კით გა­ვა­ქარ­წყლო მათი პრობ­ლე­მე­ბი. უმე­ტე­სად მი­ღე­ბენ ვი­დე­ოს, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ჩემ­თვის. იმე­დია, ეს “აფეთ­ქე­ბა” სწო­რად გაგ­რძელ­დე­ბა და ვეც­დე­ბი ხალ­ხის იმე­დე­ბი გა­ვა­მარ­თლო”, – ამ­ბობს ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი.

ალექ­სან­დრე 5 წლის ასა­კი­დან მღე­რის და სიმ­ღე­რა მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. 2012 წელს მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში – „ახა­ლი ხმა“ – იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

დაამ­თავ­რა ილი­ას სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ბიზ­ნე­სის და მართვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მეორად პროფესიად არჩეული ჰქონდა ტურიზმი). ასევე დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონ­სერ­ვატორია (ვოკალური განყოფილება – პროფესია: ვოკალი). პატარაობაში გახლდათ ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „მამულის“ სოლისტი. 11 წელი დადიოდა კალათბურთზე ბატონ ნიკოლოზ დერიუგინთან.

უყვარს ცურვა, ფეხბურთი, კრივი. აქვს საკუთარი­ ტურისტული კომპანია „ალექსტურ ჯორჯია“, რომელიც თითქმის 10 წელია ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც უცხო­ელ, ასევე ქარ­თველ ტუ­რის­ტებს. მისი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რზე მეტი უკა­ვია მუ­სი­კას.

ჰყავს 7 წლის ქალიშვილი მია ალიმბარაშვილი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და მონდომებულია, სწავლობს კერძო სკოლა „მწიგნობართუხუცესში’’,  მე-2 კლასში.

ასევე ცეკვაზე დადის ქალბატონ თეა დარჩიასთან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თბილისის ეროვნულ პარკში ახალი ეკოსაგანმანათლებლო და რეკრეაციული პროექტი განხორციელდება

0

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურისა და ზედაზნის უბნებზე დაგეგმილი ახალი სარეკრეაციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეების მოსაწყობი ადგილები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი და საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაფართოებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მნიშვნელობას გაუსვა.

„ჩვენ ყოველწლიურად ვაარსებთ ახალ დაცულ ტერიტორიებს. ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებასა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და, ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი. თბილისის ეროვნულ პარკშიც სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს უნიკალური ბუნება ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მას ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამსვენებელს მოწესრიგებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ. მინდა აღვნიშნო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შვიდი მილიონ ორასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამინისტრო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე წელს, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით, ათ ლოკაციაზე იგეგმება”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

როგორც საქართველოში შვედეთის ელჩმა ანა ლიბერგმა აღნიშნა, შვედეთის მხარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მეშვეობით, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენას, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის მხრიდან პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველოს“ ფარგლებში, განიხილება კომპონენტის დამატება, რომელიც თბილისის ეროვნული პარკის ეკოტურისტული და ეკოსაგანმანათლებლო მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას მოიაზრებს.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, იმყოფებოდნენ იმ ლოკაციებზე, სადაც დასასვენებელი ფანჩატურების, ბავშვთა გასართობი სივრცეების, ამფითეატრის, ლაშქრობის მოყვარულთათვის საპიკნიკე ადგილებისა და ახალი ეკობილიკების მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების დიდი ნაწილი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებისათვის დასრულდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli