სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება

0

ნა­თე­ლა ბი­ჩე­ლაშ­ვი­ლი თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ საყ­დრი­ონ­ში ცხოვ­რობს. უყ­ვარს შრო­მა და ბავ­შვო­ბი­დან თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს. ჰექ­ტა­რო­ბით მი­წას ამუ­შა­ვებს, მოჰ­ყავს მო­სა­ვა­ლი, უვ­ლის ფერ­მას და ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. წუხს, რომ სოფ­ლი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი მი­დი­ან, რად­გან იქ სა­მუ­შა­ოს ვერ შო­უ­ლო­ბენ, არა­და, ად­რე­ულ წლებ­ში საყ­დრი­ონ­ში სი­ცო­ცხლე დუღ­და და იქი­დან წას­ვლა­ზე არა­ვინ ფიქ­რობ­დაო.

– აქა­უ­რი ვარ, აქ და­ვი­ბა­დე და მიყ­ვარს ჩვე­ნი სო­ფე­ლი. მშრო­მელ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს (ორი ბიჭი და ორი გოგო) ბავ­შვო­ბი­დან ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მე გვქონ­და. სო­ფელ­ში მე­ურ­ნე­ო­ბას ყვე­ლა უძღვე­ბო­და და ჩვე­ნი ოჯა­ხიც სულ შრო­მა­ში იყო, ვუვ­ლი­დით სა­ქო­ნელს, ფრინ­ველს, ბაღს, ბოს­ტანს. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი ვარ. მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მე­თეს­ლე აგ­რო­ნო­მად ვმუ­შა­ობ­დი. მერე, იჯა­რით მი­წის გა­ცე­მა რომ და­ი­წყო, მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორს რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან და­ე­ვა­ლა, სო­ფელ­ში ბოსტნის და­მუ­შა­ვე­ბა დაგ­ვე­წყო. მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორ­მა რა­ტომ­ღაც მე მი­თხრა, ყო­ჩა­ღი ხარ, ხალ­ხი აიყ­ვა­ნე და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­თო. 5 ჰა გა­ვი­პი­როვ­ნეთ. 3 ჰა-ზე კომ­ბოს­ტო მომ­ყავ­და, 1 ჰა-ზე – პო­მი­დო­რი, სტა­ფი­ლო და სხვა ბოსტნე­უ­ლი. 100 ტონა კომ­ბოს­ტო მო­ვი­წი­ეთ და მა­შინ ასე­თი მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ჩვენს რა­ი­ონ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა 1992 წე­ლამ­დე გაგ­რძელ­და.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

0

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.

„გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული – ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ვისაც აღნიშნული ნებართვის შენარჩუნების სურვილი აქვს, ის პირველ აპრილამდე უნდა გაააქტიუროს.

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 20–21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი. ამიტომ, პირველ აპრილამდე გაქვთ ვადა. პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნებართვები შეინარჩუნოთ, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სოფლის ხანდაზმულები და ახალგაზრდები კერამიკის უფასო გაკვეთილებს ესწრებიან

0

„ულევი“ კერამიკის სტუდიაა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში „ორბელიანი მეტის“ სახალხო დაფინანსების პლატფორმის და USAID-ის თანადაფინანსებით შეიქმნა.

იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრების ხალისი ასაკთან ერთად არ ილევა, სწორედ ამიტომ შეურჩიეს ეს სახელწოდება სახელოსნოს, სადაც სოფლის ხანდაზმულები და ახალგაზრდები კერამიკის უფასო გაკვეთილებს ესწრებიან, ახალ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება – ძლიერი თოვლი, ნისლი და ლიპყინული

0

22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

“22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცხოვრება სოფლად – ახალგაზრდა ოჯახის დაბრუნება სოფელ რაჭის უბანში

0

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად …“

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად …

„ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად … 2022 წლის მაჩვენებლებისკენ მიდის საქმე. პრინციპში უკვე მისულია…“

საქართველოში სავარაუდოთ თებერვლის თვე იქნება რთული ამ მხრივ…
Levels of SARS-CoV-2 in Massachusetts monitored by wastewater surveillance have nearly reached the levels seen at the peak of the first Omicron wave in the winter of 2022. Many other US States display very high levels of Covid-19 by wastewater measurements.

როგორ დავეხმაროთ მცენარეებს გვალვის პერიოდში? 🌞🌿

0
მცენარე გველებს აფრთხობს
#image_title

როგორ დავეხმაროთ მცენარეებს გვალვის პერიოდში? 🌞🌿

კლიმატის ცვლილების ფონზე ტემპერატურა ყოველდღიურად იზრდება, ნალექი იშვიათია და ხშირია მოულოდნელი ტემპერატურული ცვლა — ეს კი მცენარეებისთვის განსაკუთრებული სტრესის წყაროა. განსაკუთრებით კი ზიანდება ვაზი, კიტრი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული კულტურები. 🥒🍅

როგორ გადავარჩინოთ მცენარეები გვალვისას? — პრაქტიკული რჩევები:


✅ 1. სწორად მორწყვა — მთავარი ნაბიჯი!

მორწყეთ უხვად და ღრმად – ზედაპირული მორწყვა მცენარეს ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ტენით. მიზნად დაისახეთ ნესტის მიწის სიღრმეში შეღწევა, რაც ფესვთა სისტემას დაეხმარება ეფექტურად შეიწოვოს წყალი.


✅ 2. გლიცინი — ბუნებრივი ანტისტრესი მცენარეებისთვის 🌱

  • აფთიაქში შეძენილი ერთი ტაბლეტი გლიცინი გაახსნეთ 1 ლიტრ წყალში და მორწყეთ ბოსტნეული ან დეკორატიული მცენარეები.

  • გლიცინი არის ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს:

    • ფოთლოვანი მასის ზრდას,

    • სტრესის დაძლევას,

    • წყლისა და საკვები ელემენტების უკეთ ათვისებას,

    • ფოტოსინთეზის გააქტიურებას.

თუ ფლობთ სპეციალურ ბიოპრეპარატებს, როგორიცაა ამინოკელატი, ამინოამინო ან ამინოქელსი, თამამად გამოიყენეთ — ეს ყველა პროდუქტი მდიდარია ამინომჟავებით და განსაკუთრებით ეფექტურია გვალვის პირობებში.


✅ 3. წყალბადის ზეჟანგი — ჟანგბადით გამდიდრება და სოკოს საწინააღმდეგო დაცვა 💧

  • 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი გააზავეთ 1 ლიტრ წყალში.

  • კვირაში ერთხელ მორწყეთ მცენარეების ძირები.

  • შედეგი:

    • აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ფესვებზე,

    • აფერხებს სოკოვანი დაავადებების გავრცელებას,

    • აუმჯობესებს საერთო იმუნიტეტს მცენარეში.


✅ 4. კალციუმი ნაყოფის ჯანმრთელობისთვის 🍅🥕

  • 1 ტაბლეტი კალციუმი/კალციუმის D3 – გააზავეთ 1 ლიტრ წყალში.

  • მორწყეთ ნიადაგში ღრმად, კვირაში ერთხელ.

  • კალციუმი აუცილებელია პომიდვრის, ბადრიჯნის, კიტრის და ბულგარული წიწაკის ნაყოფის ლპობის თავიდან ასაცილებლად.


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე – როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად

0

21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. ამ კამპანიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად შეუერთდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში მიღების შესაძლებლობაა, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, თუ მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასკვნა/რეკომენდაციის საფუძელზე უკვე შესაძლებელია საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6-დან 7 წლამდე ასაკის გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) ბავშვები ჩაერთონ სააღმზრდელო პროცესში.

ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 300-მდე გსმ აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათგან დაუნის სინდრომის მქონე 17 ბავშვია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ახალციხის წითელი დოლის პურის ტრადიციული მომზადების წეს-ჩვეულებები

0

ახალციხის წითელი დოლის პურის ტრადიციული მომზადების წეს-ჩვეულებები – საქპატენტისა და „იმედის“ საექსპედიციო მოგზაურობა უძველეს მესხეთში

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს ვაზის მოვლა – მერე დაღვინების პროცესს, წარმოებას, შესაბამის შენახვას…

0
გიორგი დარციმელია Queen Tamada-ს დამფუძნებელი; “სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის” წევრი და “სომელიეთა ასოციაციის წევრი” გახლავთ.

აქვს კომპანია, რომელიც ღვინის ტურებს აწყობს. ეს არის სპეციალიზირებული ტური, რომელიც კეთდება ღვინის ელემენტით, რაც გულისხმობს მარნების მოძიებას, ღვინის დეგუსტაციას. აქცენტი გასტრონომიაზე კეთდება… ეს გულისხმობს ქართული სამზარეულოს ეთნოგრაფიას.

გიორგი დარციმელია ამბობს, რომ საქართველოს ვენახების 70%-ზე მეტი მოდის კახეთზე. ამ მხრივ კახეთია გამორჩეული – ვენახების, ტურების და ღვინის რაოდენობითაც. ბოლო პერიოდში წინ წამოვიდა რაჭა და იმერეთი – ამ ორივე მხარეს უაღრესად საინტერესო ღვინოები აქვს. წარმატებით მუშაობს მცირე მარნები.
გიორგი დარციმელია  ჩართული იყო პროექტში, შექმეს “მარნის მასპინძლობის” კურსი, რომელიც სახელმწიფომ დაამტკიცა და ისწავლება პროფესიულ სასწავლებლებში.
ამ ორი რეგიონისთვის არსებობს სახელმძღვანელო მარნის მასპინძლობისა, რომელიც გულისხმობს ტურისტის მასპინძლობას, გიდის უნარებს და სომელიეს ციდნას ანუ ღვინო და ტურიზმი გაერთიანდა ამ კურსში.
მიზანი ისაა, რომ ადგილობრივმა მიიღოს ეს ცოდნა, დასაქმდეს და ტურისტის მასპინძლობიდან მიიღოს შემოსავალი.
„იმერეთი აქტიურობს ამ მხრივ, თუმცა რაჭასთან შედარებით იმერეთი რაოდენობითადაც ჭარბობს… ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ რაჭის მარნებმა ამაზე ჯერჯერობით უარი თქვეს. არადა, რაჭა განსაკუთრებულია და დიდი პოტენციალი აქვს…  რაჭაში ყველაზე ნაკლები ტურისტი მყავს და ეს გულდასაწყვეტია.
იმერეთში პოპულარულია მასპინძლობა, დეგუსტაცია ადგილობრივი კერძების – იმერული სოფელი ამ კუთხით ძალიან გამოცოცხლებულია, იმერლებმა კარგად აუღეს ალღო. რაჭაში კი ცოტა მძიმედ გვაქვს ეს საკითხი…“ – განაცხადა გიორგი დარციმელიამ.

მისი თქმით, რაჭა ძალიან საინტერესო მხარეა ტურიზმის თვალსაზრისით. როდესაც წერდა სახელმძღვანელოს, იგულისხმებოდა თანამშრომლობას რაჭაში მეღვინეობებთან. მხოლოდ ერთეული კომპანიებისგან იყო გამოეხმაურება… როგორც ჩანს, ვერ გაარკვიეს ღვინის მწარმოებლებმა, რაში სჭირდებათ ეს კურსი…

„ჩვენი სტრატეგია იყო ადგილობრივების დასაქმება და სერვისების შექმნა, რაც გულისხმობს ტურისტის მასპინძლობას, რაც ადგილზე დაასაქმებდა ადამიანს და შემოსავალსაც მოიტანდა, ასევე გაყიდვებს შეუწყობდა ხელს.
ბევრ მცირე მწარმოებელს იმის საშუალება არ აქვს, რომ მარკეტინგის სამსახური ჰქონდეს და ექსპორტზე გაიტანოს.  ამიტომ მისი ღვინის გატანას პერსპექტივა აქვს, თუ ვიღაცის გასატან ღვინოს თავის ასეულ ბოთლს მიამატებს. ამ შემთხვევაში მის მოგებას ერთი ნული მაინც აკლდება ანუ ათჯერ ნაკლები იქნება იმაზე, ვიდრე ღვინის ტურიზმით შეეძლებოდა, მიეღო. მოკლედ, ღვინის ტურიზმი შემოსავლის თვალსაზრისითაც საინტერესოა, დასაქმების მხრივაც და სხვა დონეზე გადაჰყავს ტურიზმი.

რეალურად, გადახდისუნარიანი ტურისტი ჩადის და ადგილზე აგემოვნებს ღვინოებს. ამ პროცესში ერთვება საკვები, სხვა სერვისები… ამ მხრივ ადგილზე გაცილებით მეტი ფული რჩება, ვიდრე ღვინის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში. დღეს სერვისი ყიდის პროდუქტს“, – ამბობს გიორგი დარციმელია.

როგორც მან აღნიშნა,  თითქმის ნახევარზე მეტის ექსპორტირება ხდება რუსეთში. ასევე 47 ქვეყანაში მოხდა წელს გატანა ქართული ღვინისა. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ საექსპორტო პროდუქციაში ღვინოს არ უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი შემოსავლის მხრივ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განვითარდეს კვალიფიციური პროფესიონალი მუშახელი, განსაკუთრებით ადგილზე იყოს მნიშვნელოვანი შემოსავალი, რაც მოაქვს განსაკუთრებულ პროდუქტს და განსაკუთრებულ სერვისს – ღვინის ტურიზმი ამას ადასტურებს.
„ რაც შეეხება ღვინის საერთაშორისო კურსს, რომელსაც ვასწავლი და ვარ ე.წ. აკრედიტირებული მწვრთნელი – ეს არის საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლის საგანმანათლებლო ფონდი. მისი ცენტრი არის ლონდონში და ჩვენ ვამზადებთ და იბარებს გამოცდას – ხეცურიანის სომელიეს სკოლა…
მე-11 წელია, ამას ვაკეთებთ და თუ დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი გვყავდა, ახლა ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს. ასევე, თუ ადრე თანამშრომლებს გზავნიდა რესტორანი, დღეს თავად მწარმოებლებლები და ბიზნესის მფლობელები მოდიან, რათა გაიარონ ეს კურსი ანუ დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან ხვდებიან, რომ კარგი გაყიდვებისთვის სჭირდებათ კარგი წარმოდგენა ღვინის სფეროზე.
საერთაშორისო ღვინოებს, რეგიონებს, ეტიკეტირებას, ეტიკეტის წაკითხვას. ეს კურსი არის ზუსტად იმის ახსნა, თუ რატომ იყიდება ღვინოები საშუალო და მაღალ ფასად და რა მონაცემები უნდა ჰქონდეს ღვინოს ამისთვის. ეს არის წმინდა სტრაგეგიული ცოდნა, რასაც აძლევს Wset-ის კურსი და თვალს უხელს საერთაშორისო ღვინის ბიზნესზე გლობალური მასშტაბით… სადაც არ უნდა ახსენოთ, რომ wset-ის რომელიღაც დონე გაქვთ, ყველამ იცის აღნიშნული ღვინის სფეროში“, – განაცხადა გიორგი დარციმელიამ.
მისივე თქმით, პოლონელი ტურისტების წილი იზრდება და იმედია, ის ქვეყნები, რომელთაც განსაკუთრებული პროდუქტი აინტერესებთ, უფრო აქტიურად ივლიან საქართველოში – დიდ ბრიტანათს და სკანდინავიის ქვეყნებს გამოვყოფდი ამ მხრივ. განათლებით – პირველ რიგში. სადაც არაა ცოდნა, იქ ხედვაც არაა და ხედვის გარეშე, არც ერთი საქმე არ გამოდის.
„განათლებაზე უკვე ვისაუბრე და თუ განათლება პრაქტიკასთან ერთად არ იქნა, შედეგი ვერ დადგება… როცა დავიწყე საქმიანობა გიდად, მსოფლიო ფედერაციის კურსი გავიარე და ამ დონის ტრენერი გავხდი. რაც შეეხება ღვინის ტრენერს, ლონდონის wset გავიარე, ავედი მე-3 დონეზე და მერე ჩავაბარე მწვრთნელის გამოცდა, რათა მიმეღო აკრედიტაცია. ასე რომ, ვეცადე ორივე სფეროში საერთაშორისო ცოდნა მიმეღო და ეს ცოდნა გამეზიარებინე საქართველოში.
დასავლეთ საქართველოში გამოვყოფდი ორ ჯიშს, რომელსაც უდიდესი პერსპექტივა აქვს და 1000 ევროდ გაიყიდება, ეს არის “უსახელაური” და “ოცხანური საფერე”.
აღმოსავლეთ საქართველოში “საფერავს” ჯერ კიდევ აღმოსაჩენი აქვს პოტენციალი, მაგრამ გამოვყოფდი მაგალითად: “ქართლის შავკაპიტოს” და “თავკვერს”. წლიდან წლამდე ამ ღვინის მწარმოებლები უფროდაუფრო საინტერესოდ აკეთებენ… ძალიან პოპულარული გახდა “ქისი” კახეთში და ამ მხრივ დიდი პერსპექტივა აქვს.  დასავლეთ საქართველოში ჩემი საყვარელი ჯიშია “კრახუნა”…
“ცოლიკაურის” ღვინოები ჯერ კიდევ აღნოჩენის პროცესშია. ვფიქრობ, უნდა გადავიდეს საქართველო ნახევრად ტკბილი ღვინოებიდან უფრო მშრალი ღვინის წარმოებაში და გადავიდეს სხვა ტექნოლოგიაში ანუ სტილურად სხვა ღვინოები აწარმოოს. ინვესტიცია დიდ თანხას, სწორ გათვლას და დროს მოითხოვს – შრომატევადი საქმეა. კარგია, რომ სახელმწიფოს მიდგომა აქვს მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობისა, რაც სასიხარულოა…
ვახსენე ჯიშები, რომლებიც ძველი, მივიწყებული და გადაშენების პირას მყოფია, მაგრამ მათი აღდგენა დაიწყო, საუკეთესო ღვინოს აყენებენ, რაც კარგია… ისევ ტურისტმა უნდა გაუკეთოს ამას პოპულარიზაცია ანუ ღვინის ტურიზმი იქნეს გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. რაოდენობიდან ხარისხზე უნდა ორიენტირდეს …“ – აღნიშნა მან.

„რომ დაძველდეს, უნარი უნდა ჰქონდეს ღვინოს. ისეთი საინტერესო ღვინოები კი, რომელიც განსაკუთრებით ფასობს, სწორი დაგეგმვით მიიღწევა. ეს ქმნის განსაკუთრებულ ხარისხს, რომელსაც განსაკუთრებული ფასი აქვს. 2 დოლარად იყიდება ქართული ღვინო სადღაც სარდაფში და ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაიყიდიოს ასე დაბალ ფასად, რადგან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს ვაზის მოვლა და მერე დაღვინების პროცესს, წარმოებას, შესაბამის შენახვას და ა.შ. ეს ყველაფერი ხარჯს მოითხოვს.
თან თუ დავარგების უნარიანია, ამასაც დრო სჭირდება, რაც ხარჯიანია… საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, რადგან სექტორში არ არის საკმარისი თანხა საამისოდ“, – აღნიშნა გიორგი დარციმელიამ.

მისი თქმით, გიდები არიან ფლაგმანები… დღეს პროგრესი აქვთ, სულ სხვა დონეზე ავიდა და ძალიან საინტერესო, ნიჭიერი ადამიანები შემოიყვანა ამ საქმიანობაში ქართულმა ტურიზმმა. მათ შქემნეს “ვერცხლის სამკერდე” და ეროვნული სერტიფიცირების ძალიან კარგი მოდელი, ასოციაციები ყალიბდება და “სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია”, რომლის დამფუძნებელიც თავად არის, სწორედ იმას გულისხმობს, რომ გადმოიღოს მოწინავე საერთაშორისო გამოცდილება და ადგილზე შექმნას ეს მხარდაჭერა. გაცილებით ძვირი ღირს სერტიფიცირებული გიდი და მას უფრო დიდი მოტივაცია აქვს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სერვისი შექმნას.

კარგი გიდის შემოსავალს ჯერჯერობით ვერ შეედრება ვერც ერთი პროფესიის შემოსავალი… ბევრი ნიჭიერი ადამიანი სხვა სფეროდან იწყებს გიდად გადამზადებას, რადგან აქ შემოსავალი გაცილებით დიდია…
„ჩვენ გვაქვს საგამოცდო სისტემა, ხოლო ტრენინგ კურსი გულისხმობს ამ გამოცდებისთვის მომზადებას. გიდისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკა, ის მოქმედი უნდა იყოს, რომ შეძლოს ამ გამოცდების ჩაბარება ანუ თვითგანათლებაა აქ მნიშვნელოვანი და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადამიანები პრაქტიკული საქმიანობით იღებენ უნარებს და გამოცდილებას.
ჩვენი ასოციაცია მსოფლიო ფედერაციის წევრია…“ – განაცხადა გიორგი დარციმელიამ.
ავტორი: თათია გოჩაძე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli