ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება

0
დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო - ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება
#image_title

მინდა გაგაცნოთ დავით ხომასურიძე, რომელიც ლონდონიდან ჩამოვიდა და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ფარცხისში მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო. აქვს ტექნოლოგიურად მოწყობილი შენობები, სადაც წიწილებს ზრდიან  სამ ოთხ კვირამდე. ისინი იკვებებიან მაღალი ხარისხის კომბინირებული საკვებით.

ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მათი სოფლის ქათამი უალტერნატივოდ და უკონკურენტოდ ყველასთვის სასურველი და საყვარელი ნატურალური პროდუქტი გახდებოდა.

დავით ხომასურიძე დაკავებულია ბიოორგანული მეურნეობის მშენებლობაგანვითარებით. მისი მიზანია ბიოორგანული ბოსტნეულის წარმოება.

დავით ხომასურიძე სიკეთის, საჭირო და სასარგებლო იდეების მატარებელი კაცია. მისთვის ეს მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს პრინციპია  ხარისხი არ უნდა იყოს შემთხვევითივარიები შემთხვევით არ არის გემრიელი, უპირატესია გემოჯანსაღი გარემო და ხარისხი! ეს პროექტი იმიტომ გახდა წარმატებული, რომ მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება.
საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით. აი ეს არის ნამდვილი სოფლის ქათამი. ეს ის ქათამია, ბებია რომ სიმინდით, ბალახით და სიყვარულით ზრდიდა. აღმოაჩენთ მონატრებულ გემოს. როცა გემო არა მხოლოდ შიმშილს აცხრობს, არამედ ბავშვობის მოგონებებსაც აღვიძებს. ვარიებს ასუფთავებენ და გაკრიალებული, გატუსულგაპიწკინებული მიაქვთ მომხმარებლამდე.

თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვის და მოზარდის რაციონს. ეს პერიოდი კრიტიკულია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განვითარებისთვის და საკვები არა მხოლოდ ზრდისსაწვავია“, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის საფუძველიც. ეს პროდუქტი სწორედ იმათთვის არის, ვისაც სურს შვილს შესთავაზო ნატურალური და ჯანსაღი საკვები.

ინტერვიუ დავით ხომასურიძესთან:

გაეცანით ჩვენს მკითხველს.

მე ვარ დავით ხომასურიძე და დაკავებული ვარ ბიოორგანული მეურნეობის მშენებლობა-განვითარებით.

რატომ დაინტერესდით მეფრინველეობით და როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?

  • ჩემი მიზანიაბიოორგანული ბოსტნეულისწარმოება. ამისთვის საჭიროა ორგანული სასუქი. ამიტომ დავიწყე კომპოსტის წარმოება. ამ პროცესში მონაწილეობენ ფრინველებიც. მათი მონაწილეობა ამდიდრებს და აჩქარებს პროცესს.

დიდი ხანი ვიმუშავე ამ პროექტზე, სანამ დავიწყებდი. შევისწავლე, მივეცი პროექტის სახე და დაახლოებით 3 წლის წინ შევუდექი ამ საქმიანობას.

სოფელში ცხოვრებას, ფერმერობას ყოველთვის ახლავს გარკვეული სირთულეები. რა სირთულეებს აწყდებით ყველაზე ხშირად?

  • დიახ, ძირითადად მიწევსსოფელშიყოფნა, რადგან ძალიან მიყვარს ბუნებასთან სიახლოვე, იქ ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ყველა საქმიანობას ახლავს გამოწვევები, სირთულეები. თუმცა შეუძლებელი არაფერია. პირველ რიგში, მთავარია ზუსტად იცოდე, რა გინდა, შემდეგ  გიყვარდეს, რასაც აკეთებ… და წარმატება გარანტირებული გაქვს.

ფინანსურად რამდენად მომგებიანია ეს საქმიანობა თქვენთვის?

თუ სწორად არის დაგეგმილი, ყველა საქმესაუცილებლად ფინანსური სარგებელიც მოაქვს. რა თქმა უნდა, მომგებიანია.

სად ყიდით თქვენს პროდუქციას? ვინ არიან მომხმარებლები?

ჩვენი პროდუქციით სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისის, რუსთავის, წყნეთის მოსახლეობა. ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი ძირითადად ოჯახებია. ჩვენ გვაქვს ტრანსპორტი, რითაც ჩვენს პროდუქციას პირდაპირ ვაწვდით მყიდველებს.

თქვენი პროდუქციის კონკურენტული უპირატესობა რაში მდგომარეობს?

ხარისხი, ფასი და სერვისი.

ფრინველს როგორ უვლით და რით კვებავთ?

ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიურად მოწყობილი შენობები, სადაც ვზრდით წიწილებს სამ ოთხ კვირამდე. ისინი იკვებებიან მაღალი ხარისხის კომბინირებული საკვებით. ერთი თვის შემდეგ გადაგვყავს სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია არის ბალახით სავსე, რაც მათ რაციონს ამდიდრებს სასარგებლო ვიტამინებით და ასევე მდიდარია ბუნებრივი პროტეინებით (მწერებით, ჭიაყელებით და სხვა მიკროორგანიზმებით). ასევე, ამ ტერიტორიაზე ქათმები იკვებებიან კომპოსტის წარმოების პროცესიდანაც. ეს ყველაფერი ქმნის მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტს, რასაც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ჩემი, ჩემი მეგობრის შვილები და ყველა ის, ვისთვისაც ხარისხიანი საკვები მნიშვნელოვანია.

რა ჯიშის ქათმები გყავთ? ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ ჩვენი პროდუქციის მომხმარებლების მოთხოვნებს და რადგან მათი მოთხოვნები სხვადასხვაა, ამიტომ შერეული ჯიშები გვყავს.

რამდენი ფრთა ქათამი გყავთ?

რთულია მათი დათვლა, მით უმეტეს კვერცხმდებელი ქათმების. ისინი თავისუფლად, დიდ ტერიტორია ცხოვრობენ. რაც შეეხება ვარიებს, ვცდილობთ მუდმივად, ყოველთვიურად 9000 ცალი გვყავდეს.

ცოცხლად ყიდით?

  • თითქმის არა.ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი პროდუქტის მომხმარებლებს გავუადვილოთ ცხოვრება(ვარია/ქათამი არის სრულად გასუფთავებული და გატუსული), დავეხმაროთ დროის დაზოგვაში და ჩვენი პატარა სასარგებლო წვლილი შევიტანოთ მათ ჯანმრთელობაში.

თქვენი ქათმები ალბათ ძალიან გემრიელია. 

– ასე ამბობენ. (იღიმის)😊

ამ საქმეს მარტო უძღვებით თუ გეხმარებათ ვინმე?

დაახლოებით ორწელიწადნახევარი მხოლოდ მე ვაშენებდი. მეხმარებოდა ძირითადად დედაჩემი. მამაჩემი, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რაც შეეძლო, ჩემ გვერდით იყო და არის. ამჟამად 12 ადამიანი გვყავს დასაქმებული.

რა დროს ხარჯავთ მათ მოვლაზე?

ამ პროექტის მართვით, განვითარებით, გაფართოებით, მომხმარებლებთან ურთიერთობით ვარ უმეტესად დაკავებული. ცოტა სხვა საქმეებსაც ვასწრებ.

აპირებთ, საქმიანობის გაფართოებას?

კი, 100%-ით.

საქმით კმაყოფილი ხართ?

ძალიან ბევრ დადებით ენერგიას ვიღებ კმაყოფილი მომხმარებლებისგან. როდესაც გჯერა, რომ კარგ საქმეს ემსახურები, ამაზე ჯანმრთელი სიამოვნების წყარო არა მგონია არსებობდეს.

თქვენი გამოცდილების საფუძველზე რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს დამწყები მეწარმე საქართველოში?

-მე მირჩევნია სირთულეებზე არ ვისაუბრო. ამ გზით შეიძლება, მხოლოდ ნეგატიური შედეგი გამოვიწვიო.

მე ასე ვიტყოდი, არ არსებობს გადაულახავი სირთულე, თუ შენ გჯერა შენი საქმის, შრომობ მუხლჩაუხრელად, ემსახურები ადამიანებისთვის სარგებლის მომტან საქმეს.

გაგვანდეთ თქვენი სამომავლო გეგმები

-დიდი სურვილი მაქვს, გავამრავალფეროვნო ჩემი პროდუქცია, რა თქმა უნდა მხოლოდ ჯანსაღი მიმართულებით. ეს არის ორგანული ბოსტნეული. ვფიქრობ საქონლის ხარისხიანი ხორცის წარმოებაზეც (ამის პოტენციალიც გვაქვს)

ჩემი საქმიანობა ჯანსაღი  საკვების გარშემო ტრიალებს, რადგან მიმაჩნია რომ ამაშია ჯანმრთელობის კარის გასაღები.

მადლობას გიხდით, წარმატებებს გისურვებთ

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ულამაზესი საახალწლო დეკორაციები, რომელიც გაგილამაზებთ გარემოს🎄🎄🎄 – ანა ყორანაშვილი, არაჩვეულებრივი ხელოსანი და ნიჭიერი მხატვარი

0
ულამაზესი საახალწლო დეკორაციები, რომელიც გაგილამაზებთ გარემოს🎄🎄🎄 - ანა ყორანაშვილი, არაჩვეულებრივი ხელოსანი და ნიჭიერი მხატვარი
#image_title

ანა ყორანაშვილი გორში ცხოვრობს –  არაჩვეულებრივი ხელოსანი და ნიჭიერი მხატვარი

ულამაზესი საახალწლო დეკორაციები რომელიც გაგილამაზებთ გარემოს- ანას წნულები🎄

ქიმიური და ბიოლოგიის ტექნოლოგიების სპეციალობით მიღებული განათლების შემდეგ, ფარმაცევტული სფერო გახდა მისი მეორე პროფესია. თუმცა, ეს სულაც არ არის მისი ერთადერთი საზრუნავი — ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქ აქვს ახალი ჰობი, წნულებით ქსოვა, ინტერნეტით ნასწავლი, რაც მისთვის საყვარელი საქმიანობა გახდა.

ანა ბავშვობიდანვე ხატავდა და სხვა ხელსაქმესაც იზიარებდა. მასთან ერთად მისი სამი ძმა იზიარებს ამ გატაცებას, რადგან მათ მშობლებსაც უყვართ ხელოვნება, განსაკუთრებით მამას, რომელიც ხატავს და ასევე მწერალია. ანას თქმით, ეს ნიჭი მამისგან გადაეცათ და ოჯახში ყველა გულისხმიერია ხელოვნებაში.

წნულების ტექნიკასთან მისი გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა. მას ყოველთვის მოსწონდა დაწნული კალათები. ერთხელ ინტერნეტში ნახა წნულების ტექნიკა და დაუყოვნებლივ დაიწყო. თავდაპირველად ჰობი იყო, მაგრამ მოგვიანებით შემოსავლის წყაროდ იქცა. ანამ განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს წნულების შემოქმედება, რადგან თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი ფორმისა და ზომის ნივთების შექმნა.

„პირველი ნამუშევარი ჩემი სააღდგომო კვერცხების ჩასალაგებელი კალათი იყო. როდესაც დავდე ინტერნეტში, ძალიან ბევრი მოწონება მივიღე და სწორედ მაშინ ვიპოვე ჩემი საყვარელი საქმე“, — ამბობს ანა. შემდეგ მას მოჰყვა საახალწლო სახლები, ჭაღები, დეკორატიული ლარნაკები, ფაჩუჩები და სხვა მრავალფეროვანი ნამუშევრები.

„ფანტაზია და შთაგონება ჩემთვის არსებითი ნაწილებია. ერთფეროვნება არ მიყვარს და ყოველთვის ახალი იდეების ძიებაში ვარ, რათა მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქცია შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს“, — ამბობს ანა. მისი გვერდი ანას წნულები《》《》 Anna’s braids უკვე პოპულარულია, განსაკუთრებით სააღდგომო კვერცხების ჩასალაგებელი კალათები სარგებლობს დიდ მოთხოვნილობით.

„თითოეული ნამუშევრისთვის 5-6 დღე მჭირდება. ეს ნამდვილად შრომატევადი საქმეა, რადგან მასალად გამოყენებული ქაღალდი ეკოლოგიურად სუფთაა“, — განმარტავს ანა. მისი საქმიანობა ოჯახური ხელსაქმეცაა, რადგან მეუღლე და ორი პატარა შვილი მას ამ საქმეში მხარს უჭერენ.

„მიყვარს ჩემი ჰობი, რადგან ის არა მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს, არამედ შემოსავლის წყაროდაც იქცა“, — ამბობს ის. სამომავლოდ ანას სურს საკუთარი სახელოსნოს შექმნა და ამ ხელსაქმით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გამოცდილება და ტექნიკები გაუზიაროს.

„მომავალი გეგმაა, შევქმნა საკუთარი სახელოსნო და დავეხმარო სხვებსაც, ვისაც გაინტერესებს ეს ხელოვნება“, — ამბობს ანა.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ამ წარმატებულ ხელოსანს და შემოქმედს აქვს სურვილი, რომ უფრო მეტ ადამიანს გაიცნოს ეს ხელსაქმე და ის გახდეს პოპულარული არა მხოლოდ გორში, არამედ მთელ ქვეყანაში.

წარმატებებს ვუსურვებთ ანას.

2 თვე ნადირობის სეზონის გახსნიდან – გამოვლენილია 600-ზე მეტი სამართალდარღვევა

0
განკარგულება - მთავრობამ ლანჩხუთში 625 ჰა ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლება გასცა 
#image_title

ქვეყანაში ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში გამოვლენილია 600-ზე მეტი სამართალდარღვევა.

მათი უმეტესობა აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობას უკავშირდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცხელ ხაზზე დარეკვას სთავაზობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

0
#image_title

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე
– 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები.

84 წლის ანიჩკა ბექაური ხადას ხეობის ბოლო სოფელში წკარაში ცხოვრობს.

სოფლამდე მისასვლელად რთული და დამეწყრილი გზის გავლა გვიწევს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე სოფელი ზამთარში იცლება…

წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვის მოკლეს

0
მურა დათვი ტყეში საქართველოს მთებში ბუნებრივ გარემოში
საქართველოში წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვის უკანონო მოკლევამ კვლავ გამოკვეთა ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის პრობლემები. ეს ინციდენტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემის ბალანსს და სოფლის მეურნეობას.

უკანონო ნადირობა – უცნობმა პირმა ტყეში წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვი მოკლა.

ფაქტზე, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება. გარემოს დაცვის დეპარტამენტმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

უწყება სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს, რომელსაც შესაბამის კვალიფიკაციას სამართალდამცავი ორგანოები მიანიჭებენ.

მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია.

წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე მურა დათვი თბილისის ზოოპარკშიც ბინადრობს. დედაქალაქის ზოოლოგიური პარკის დირექტორი ამბობს, რომ ისინი მათთან მსგავსი შემთხვევების შედეგად მოხვდნენ. უკანონო ნადირობის დროს მარტო დარჩენილი რამდენიმე ბელი მათთან მოქალაქეებმა მიიყვანეს. როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, განსაკუთრებული საფრთხე წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს ექმნებათ.

უკანონო ნადირობა, ცხოველის დატყვევება და ვაჭრობა, საქართველოში როგორც სისხლის სამართლის კოდექსის, ასევე ადმინისტრაციული წესით ისჯება. სასჯელის ზომა და ჯარიმის ოდენობა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დასაცავად.

გარემოს დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დაარღვიონ კანონი. ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში ატარებს. მუშაობს ცხელი ხაზიც, რომელზეც მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იმუნური სისტემის, ტვინისა და ნერვული სისტემის საუკეთესო დამცველი

0
იმუნური სისტემის, ტვინისა და ნერვული სისტემის საუკეთესო დამცველი
#image_title

წაბლი აჩქარებს ვენებში სისხლის მოძრაობას.

ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და აბრკოლებს თრომბების წარმოქმნას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიკლეროტიკული, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, მავნე ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები, გამოიყენება სხივური თერაპიის შემდეგ, აქვს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

კვებითი თვალსაზრისით, 100 გრამი მოხარშული წაბლი შეიცავს საშუალოდ 170–180 კალორიას, დაახლოებით 2 გრამ ცილას, 3 გრამ ცხიმს და 36 გრამ ნახშირწყლებს, ასევე მნიშვნელოვან მინერალებს — კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს და B ჯგუფის ვიტამინებს. მასში არსებული ნივთიერებები იცავენ უჯრედებს და ამცირებენ ანთებით პროცესებს. სწორედ ამ თვისებების გამო მიიჩნევა, რომ წაბლი შეიძლება იყოს სასარგებლო გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლადაც.

ჩვეულებრივ, წაბლს წვავენ ღია ცეცხლზე და ეს მისი იდეალურად შეწვის საუკეთესო მეთოდია. მაგრამ სახლის პირობებში ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელია და გვიხდება ქურის გამოყენება. ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ წაბლის შეწვა ძალიან მარტივია: თითოეულ ნაყოფს ოდნავ ვსერავთ ბასრი დანით, ვწვავთ მათ გაზქურაში, შემდეგ კი ვაცლით კანს სანამ ჯერ კიდევ ცხელია.

მაგრამ მაშინაც კი, თუ ძალიან გაგიმართლებთ, წარმატება მხოლოდ 75%-ით არის გარანტირებული, რადგან ასეთი მეთოდით შეწვის შემდეგაც ყოველთვის ვერ ხერხდება კანის მოშორება.

თუ თქვენ უბრალოდ დაყარეთ წაბლი საცხობ ფორმაზე ან ტაფაზე და ისე შეწვით, ესე იგი ყველაფერს არასწორად აკეთებთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას წაბლის იდეალურად შესაწვავად.

1. არ დაგავიწყდეთ წაბლის წინასწარ გასერვა!

მოათავსეთ წაბლი ისე, რომ ბრტყელი მხარე საჭრელ ფაფაზე ჰქონდეს დადებული და მცირე ზომის ბასრი დანით გასერეთ კანი ზედა, მომრგვალებულ მხარეზე.

2. დაასველეთ წაბლი!

დასერვის შემდეგ წაბლი 1 წუთით მოათავსეთ ცხელ წყალში. ეს ხელს შეუწყობს ღუმელში ყოფნის დროს ორთქლის წარმოქმნას. გადაღვარეთ წყალი და გააშრეთ წაბლი. თუ გსურთ სანელებლების დამატება, შეგიძლიათ ამოავლოთ წაბლი გამლღვალი კარაქის, მარილისა და სასურველი სანელებლების ნაზავში.

3. დააფარეთ ფოლგა!

საცხობ ფორმაზე ან ტაფაზე მოთავსებულ წაბლს ზემოდან გადააფარეთ ფოლგა ისე, რომ შუაში ღია ადგილი დარჩეს (დაახლოებით საკვამურის მსგავსი). თუ წაბლი ბევრია, შეგიძლიათ რამდენიმე ამგვარი “სახურავი” გააკეთოთ.

შეწვით 180°-ზე, სანამ წაბლის კანი კარგად არ გაიხსნება – ამას დაახლოებით 25-30 წთ. სჭირდება. გამოიღეთ წაბლი და მოაცილეთ კანი, უმჯობესია გამოიყენოთ დანა. კანი უნდა მოაცილოთ რაც შეიძლება სწრაფად, სანამ წაბლი ცხელია, რადგან გაცივების შემდეგ კანის მოცლა თითქმის შეუძლებელი ხდება. ღუმლიდან გამოღების შემდეგ ნუ გახსნით ფოლგას ერთბაშად: ამოიღეთ წაბლი თითო-თითოდ, რათა სანამ ერთ ნაყოფს კანს აცლით, დანარჩენები არ გაცივდეს.

სასარგებლო თვისებები

წაბლი თმისთვის

წაბლის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის დასაბანად. ფხვნილის მომზადება საკმაოდ მარტივია: გააშრეთ წაბლი და დაფქვით ყავის საფქვავში. თავის დასაბანად დაგჭირდებათ 1-2 სადილის კოვზი წაბლის ფხვნილი. ის აჯანსაღებს თმას, ასქელებს და უბრუნებს ელასტიკურობას.

დაცვა მწერებისგან

კარადაში პატარა ტომრით ჩამოკიდეთ წაბლი და არასდროს შეგაწუხებთ ჩრჩილი ან სხვა მწერი.

წაბლი კანისთვის

ასევე სასარგებლოა აბაზანის მიღება წაბლის ფხვნილით. 1 სადილის კოვზი წაბლის ფხვნილს დაასხით 500 მილილიტრი წყალი, წამოადუღეთ და გააჩერეთ 8 საათი. მიღებული სითხე დაუმატეთ აბაზანას. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს კანს და აქვს მატონიზებელი ეფექტი.

ფესტივალის „Salon Savim TERRAVINI”სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 5 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს

0
ფესტივალის „Salon Savim TERRAVINI”სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 5 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim TERRAVINI” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ფესტივალის „Salon Savim TERRAVINI”სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 5 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს. აღნიშნული ფესტივალი ითვლება საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებად, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ღვინის პროფესიონალი, HoReCa სექტორის წარმომადგენელი და მომხმარებელი სტუმრობს.

ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარუდგინა.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ოქტომბრის თვეში, ქართული ღვინო ასევე იყო წარმოდგენილი საფრანგეთში გამართულ ფესტივალზე „Arts &Vin“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში 111 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 71%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან LE PONT CAUCASIEN2015 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის ორგანიზებით, საფრანგეთში ქართული ღვინის წარდგენა არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ხდება.

მძიმე ავარიაში დაშავებული გოგოს მეგობარი მიმართვას ავრცელებს – „გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის“

0
მძიმე ავარიაში დაშავებული გოგოს მეგობარი მიმართვას ავრცელებს – „გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის“
#image_title

სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბაჩო დაიღუპა — 19 წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის,“ — ამბობენ სოფელში.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი დაშავებულის, ბაჩო ლასარეიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. მას მეგობრები და ახლობლები ამხნევებენ.

„ლიკა ყოველთვის იყო ღიმილიანი, გულღია და კეთილი გოგო – ის, ვინც ყველას აძლევდა ენერგიას და სითბოს.
ახლა კი მას სჭირდება ჩვენი ლოცვა და მხარდაჭერა. გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის – გაუძლოს, გამაგრდეს და ისევ ჩვენთან დაბრუნდეს ისეთი, როგორიც ყველამ ვიცით.
ჩვენ გვჯერა, რომ ის ძლიერი გოგოა და აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ“, – წერს მეგობარი.

ცნობისთვის, ლიკას მეუღლე 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 29 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

0
 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში.
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ: „ეტყობა არ იცის ვისთან აქვს საქმე“ – სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0
გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ - სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
#image_title

რუსთავი2-ის გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“  ბიოლოგი ზურა შევარდნაძე მაყურებელს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ორი საათის მანძილზე, მაყურებელი ეცნობა ბაღის მოვლის წესებსა და გურულ კულინარიას.

ამ ყველაფერს გურული იუმორით ახალისებს და ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის დუეტი.

როგორც ჩანს ზურას გადაცემის პროდიუსერმა რამდენიმე დავალება მისცა, რომელსაც წამყვანები ნაწილობრივ აპროტესტებენ.

გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ – ასე დაასათაურეს ვიდეო სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.