სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ბზუბზუ აჭარაში

0

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ბზუბზუ აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში. მახუნცეთის თემში, ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 261 კაცი. გადმოცემის თანახმად, სოფელში ბევრი ფუტკარი იყო და მათი ბზუილის გამო შეარქვეს სოფელს ბზუბზუ.

„ქართული თხილის მთავარი პრობლემა ფაროსანა, მთავარი გამოწვევა კი არასათანადო მოვლაა“

0

„2023 წელს თხილის ექსპორტი რაოდენობრივად 30%-იან, თანხობრივად კი 18%-იან კლებას აჩვენებს“. ამის შესახებ საქართველოს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სუბსიდირების მიუხედავად, თხილის ხარისხი არ გაუმჯობესებულა, რადგან ფერმერებმა ვაუჩერები სხვა კულტურებისთვის საჭირო წამლობებისთვის გამოიყენეს.

„2023 წლის მოსავალი შედარებით მცირე იყო, აქტიურობა ბაზარზე შემცირებულია. დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული ექსპორტი, თანხობრივად 18%-იანი კლება გვაქვს. ქართული თხილი გადის ექსპორტზე გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. ასევე მცირე რაოდენობა სომხეთში და ახალი ბაზარია ჩინეთი. ჩინეთიდან აქტიურობა უფრო მეტად იყო 2022-ში, ვიდრე 2023 თუმცა, მოლოდინები პოზიტიურია. ჩინეთი დიდი ბაზარია, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც.

გაუტეხავი თხილი ახლა ადგილობრივ ბაზარზე 5-8 ლარი ღირს, საერთაშორისოზე 7$-ია. თურქულ თხილთან შედარებით ჩვენი ფასი 0.5-იდან 1 დოლარამდე ნაკლებია“, -აცხადებს ქარდავა.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ქართული თხილის მთავარი პრობლემა ფაროსანა, მთავარი გამოწვევა კი არასათანადო მოვლაა.

„ქართული თხილის ნომერ პირველი მტერი ფაროსანაა, გამოწვევაა ის, რომ ფერმერები სათანადოდ ვერ ან არ ახდენენ წამლობას ფაროსანას და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მათ დაუფინანსა თხილის მოვლა თითქმის 100%-ით, ეს თანხა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ეფექტური ბრძოლა განეხორციელებინათ. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ფერმერებთან ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, რომ მათ ჰქონდეთ კონტროლი იმ მხრივ, რომ სუბსიდია გამოიყენონ თხილზე. გასულ წელს იყო იმის შემთხვევები, რომ მიღებული ვაუჩერები ფერმერებმა გადაცვალეს აგროტექნიკაში, სხვა პრეპარატებში, რაც სხვა კულტურებში გამოიყენეს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს განკუთვნილია თხილისთვის, უნდა შეიქმნას კონტროლის გარკვეული მექანიზმები.

სამინისტრო საქმის კურსშია, არაერთხელ გვისაუბრია მათთან ამაზე, წლევანდელ სეზონზე საუბარია იმაზე, რომ პროცესი ეფექტურად გაკონტროლდება რაც გაზრდის ხარისხს. ფერმერი იღებს ნაკლებ თხილს და ხარისხის გამო ნაკლებ ფასსაც, ამიტომ შემოსავალი მცირდება. სამეგრელოში 1 ჰა-ზე მოდის 700 კგ თხილი, მაშინ როცა მოვლილ ტერიტორიაზე, იგივე კახეთში 2 ტონაზეა საუბარი. კარგი მოვლის პირობებში ფერმერებს აქვთ საშუალება სამჯერ გაზარდონ მოსავალი.“ – განაცხადა ქარდავამ.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

 

ინტერვიუ ჟურნალისტ სალომე გოგოხიასთან, რომლის საქმიანობა არაერთ წელს ითვლის

0

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ სალომე გოგოხიასთან, რომელიც შთამბეჭდავ და მრავალწლიან პროფესიულ ისტორიას გვიამბობს:

–  სალომე, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… როგორც ვიცი, ტელევიზიამდე იყო ბეჭდური მედია … გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

– მეორე კურსზე ვიყავი, როცა პრესაში მუშაობა დავიწყე. პირველი სამსახური იყო ყოველკვირეული ჟურნალი “რეიტინგი”, მეგობართან ერთად მივედი. ყოველგვარი რეკომენდაციების და პროტეჟეების გარეშე. რედაქციაში დავრეკე და ვუთხარი, ინტერვიუ გვაქვს ინგა გრიგოლიასთან, თუ დაბეჭდავთ- მეთქი . (რეალურად სხვა ჟურნალისთვის ჩავწერეთ მაშინ ეს ინტერვიუ, მაგრამ მოულოდნელად დაიხურა ის გამოცემა, მე კი მინდოდა ინტვერვიუ დაბეჭდილიყო და გზების მოძებნა დავიწყე. რამდენიმე ჟურნალ-გაზეთს დავურეკე, მხოლოს “რეიტინგის” რედაქცია დაინტერესდა ჩვენით. მივედით გასაუბრებაზე. მართალია ინტერვიუ  არ დაბეჭდეს, მაგრამ მუშაობა შემოგვთავაზეს. ასე დაიწყო ჩემი პროფესიაში შესვლა და ახლა რომ გადავხედე, რამხელა დრო გასულა უკვე – 20 წელი…
ვმუშაობდი ისეთ სერიოზულ და ცნობილ გამოცემებში როგორიცაა “რეზონანსი”, “პალიტრა”, “24 საათი” და სხვები… ვრცელია ჩემი სამსახურების ჩამონათვალი. მადლობა ყველა რედაქტორს, ვინც დიდი როლი ითამაშა, ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ჩამოყალიბებასა და გაზრდაში.

– საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
–  ზოგადად, გამომძიებლობა მინდოდა, პოლიციის აკადემიაში სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამაჩემმა ხელი შემიშალა. თავად 30 წელი მუშაობდა ამ სტრუქტურაში, რთული სფეროა, ურთულესი, შვილი ვერ გაიმეტა, როგორც ჩანს…

ამ პროფესიის არჩევაში ბიძამ, დედის ძმამ, ითამაშა მისდაუნებურად გარკვეული როლი, ფრიდონ დოჩიას ძველი ჟურნალისტები კარგად იცნობდნენ. აფხაზეთის ომის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ჩვენს ოჯახებს ერთად ცხოვრება მოუწია. 90-იან წლებში  ბიძა გაზეთ “ალიაში” მუშაობდა, შინ მოჰქონდა სამუშაო მასალა, დიქტოფონიდან “შიფრავდა” ( როგორც ჟურნალისტები ვუწოდებთ), წერდა შუაღამემდე. ასევე, მოჰქონდა პრესა, რომელსაც მუდმივად ვკითხულობდი. თუმცა, არც ბიძამ დაუჭირა მხარი ჩემს ჟურნალისტობას 🙂 საბოლოოდ, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩემით, დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს მიზანს თავად აღწევ, სხვისი დახმარების გარეშე, შენი შრომით. ასე ვითარდები, როგორც პიროვნება და საქმის პროფესიონალი.

–  ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მთავარ და აუცილებელ თვისებად მივიჩნევ უკომპრომისობას, მიუკერძოებლობას. ჟურნალისტი მამაციც უნდა იყოს, გაბედული. იმაზე, რომ ფაქტები მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქო, საუბარი აღარ მაქვს…

– სალომე, როგორია, იყო დედა და ჟურნალისტი? საკუთარი გამოცდილებაც მკარნახობს თქვენს პასუხს, თუმცა საინტერესოა, მკითხველმაც გაიგოს, რა სირთულეები სდევს თან ჩვენს პროფესიას, მითუმეტეს ქალისთვის…

– ეს  მხოლოდ ჟურნალისტმა დედებმა ვიცით, რაოდენ რთულია, ძალიან. ხშირად მიჭირს ოქროს შუალედის პოვნა, იმდენ დროს მართმევს ჩემი პროფესია, რომელიც  ჩემი ცხოვრების ნაწილია. მაგრამ ამავდროულად დედობა მაძლევს უდიდეს ძალას. დედობა ისეთია, შეუძლებელს შეგაძლებინებს. ორი შვილი მყავს – 14 და 1,7 წლის არიან… აბსოლუტურად განსხვავებული ყურადღება სჭირდებათ.

უფროსს ხშირად დავატარებდი რედაქციაში, სადაც ვმუშაობდი. პატარა როცა იყო,  იმის გამო, რომ მასთან ვყოფილიყავი, ერთი პერიოდი შინიდანაც ვმუშაობდი, მაგრამ  ესეც რთული იყო. ხარ და არც ხარ ამ დროს ბავშვთან. ყველაზე რთული პროფესია მაინც დედობაა. ამიტომ ქედს ვიხრი იმ ქალების წინაშე, რომლებიც შვილებს ზრდიან და მთელ დროს მათ უთმობენ.  ეს არის აუნაზღაურებელი და შეუფასებელი შრომა. დედაჩემმა თავის დროზე სამსახური მიატოვა და მთელი დრო ჩვენ – შვილებს დაგვითმო. თუმცა, გულის სიღრმეში სულ მინდოდა, რომ დედას ემუშავა. პრაქტიკულად, უარი თქვა თავის ცხოვრებაზე. მადლობა მას ამისთვის. ბევრჯერ მიფიქრია, მე ასე მოვიქცეოდი თუ არა… არ ვიცი…

 

– დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– მგონი ყველაზე რთული ბოლო კითხვაა 🙂 არ ვიცი, როდემდე ვიქნები ამ პროფესიაში, მაგრამ სადამდეც ვარ, ჩემს თავს ვუსურვებ, არასდროს მეღალატოს სიმართლისთვის, ყოველთვის დამეცვას ადამიანის უფლებები. როგორც ახლა არ მრცხვენია უკან მოხედვის, ვისურვებ, რომ წლების შემდეგაც ასე იყოს. და კიდევ, ისე არ მინდა წავიდე ამ პროფესიიდან , რომ ჩემი კუთხიდან არ გავაშუქო მოვლენები. ჩემი აფხაზეთიდან, ჩემი გალიდან , რომელიც რუსების მიერ  30 წელია ოკუპორებულია და  ვერ შევდივართ.

მინდა, ბევრი რეპორტაჟები შემოგთავაზოთ ჩემი ულამაზესი კუთხიდან, სადაც 8 წლამდე ვიცხოვრე. მინდა ჩემს შვილებს გავაცნო, ვაჩვენო ის ადგილები, სადაც ვცხოვრობდი და რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ამბებს ვყვები, ჩვენი, ომს გადარჩენილი ალბომიდან შემორჩენილი შავ-თეთრ ფოტოებით ვცდილობ, ვაჩვენო როგორ ვცხოვრობდით ომამდე…

ავტორი: თათია გოჩაძე 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მილიონ ევროს მიიღებს

0

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა „თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

დღესვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს.

სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტისა და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას.

პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„წყლის რესურსების მართვის მიმართულებით სექტორულ რეფორმაზე მუშაობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს“

0
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ეროვნული პოლიტიკის დიალოგი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წყლის პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას და, შესაბამისად, ეროვნული მიზნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა.
„წყლის რესურსების მართვა, არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. წყალი არის მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა სექტორის განვითარებისთვის. შესაბამისად, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით სექტორულ რეფორმაზე მუშაობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ კანონის მიღებით დასრულდა. აღნიშნული კანონი სრულ თანხვედრაშია როგორც ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებითა და ასოცირების დღის წესრიგით. აღნიშნული კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა, რის შედეგადაც ქვეყანაში მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა მოხდება. ამასთან, ჩვენ გავაძლიერეთ წყლის მონიტორინგის ეროვნული სისტემა, რაც გვეხმარება ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში, ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროკავშირი, ევროკომისია, რისთვისაც მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. დღეს, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა შევასრულოთ’’, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, გასულ წელს მიღებული კანონის საფუძველზე, წყლის სექტორში რეფორმები უნდა განახორციელოს.
„გვჯერა, რომ ეს რეფორმები ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.
ევროკავშირის პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორების სახელით საუბრისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმის პროექტის ლიდერმა, ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ზინკემ აღნიშნა, რომ საქართველო აუმჯობესებს გარემოს მართვას. ამასთან, წყლის შესახებ კანონის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ. საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების კუთხით.
როგორც სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინ მახლმა განაცხადა, გაერო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობებში, მათ შორის, წყლის სექტორის რეფორმის პროცესში.
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მონაწილეებმა განიხილეს წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა წყალთან დაკავშირებული სხვადასხვა დირექტივის შესრულებასა და სექტორული მიმართულებით კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე.
ღონისძიების ფარგლებში, მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს’’ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ. პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია.
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია – კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიცაპლიტეტში

0

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიცაპლიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქუთაისში, პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა, ბათუმში ცეცხლი აივანს წაეკიდა

0

სოციალურ ქსელში გავრცელდა არა ერთი ვიდეო, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკამ ავტომობილები დააზიანა, ჩაამსხვრია კორპუსის ბინაში შუშები. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში არასწორად დამონტაჟებული ფეიერვერკის გამო ცეცხლი აივანს წაეკიდა.

ქუთაისში, იროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, პაციენტებს მტევნის ტრავმა აქვთ, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ისინი იმყოფებიან განყოფილებაში, უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკა გამოიყენების დროს გაუსკდათ ხელში. ორივე დაშავებული კლინიკაში რჩება.

ახალ წელს მოსახლეობამ შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოიყენა პიროტექნიკა.

თბილისში, პიროტექნიკით დაშავებული პაციენტები კლინიკებში არ მოხვედრილან.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება

0

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის პერიმეტრებსა და ჯაგნარებს ცივი შესხურების ტექნოლოგიით ამუშავებს. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, რომლებიც მავნებლის მოსაზიდად არის დამონტაჟებული, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოზამთრეობის ფაზიდან გამოსული მავნებლის რიცხოვნობის დადგენის მიზნით, პირველ ეტაპზე ჩატარდა აზიური ფაროსანას მონიტორინგი. წამლობის ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება იმ ტერიტორიებზე, სადაც, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. გეგმის თანახმად, წლის განმავლობაში 94 000 ჰექტრამდე ტერიტორია დამუშავდება; დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავსდება 50 000-მდე სპეციალური სადგური.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, აზიური ფაროსანა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებიდან გამოდის და ტყის პერიმეტრისკენ მიგრირებს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა იწყებს მცენარით კვებას და ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ზიანის აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა, რაც გულისხმობს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში მავნებლის მექანიკური ღონისძიებებით განადგურებას და თხილის ბაღების მოვლას შესაბამისი ფენოკალენდარული სქემის მიხედვით.

მექანიკური ღონისძიებები იხილეთ ბმულზე.

ფუტკრის რძე – ყველაზე ეფექტიანი გამაახალგაზრდავებელი პროდუქტი

0
ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს.
#image_title

ფუტკრის რძე – ყველაზე ეფექტიანი გამაახალგაზრდავებელი პროდუქტი

 „უცხოეთში გასულ ფუტკრის რძეზე გული მწყდება, რადგან ვფიქრობ, ის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მოიხმაროს” – ფუტკრის რძის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში – ლადო ვარდოსანიძე ქართული ფუტკრის რძის სარგებლიანობის შესახებ
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 30%-ს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა“ – ივანე ჩხაიძე

0

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია. მაღალია მიმართვიანობა კლინიკებში. პედიატრიული განყოფილებები თითქმის სრულად შევსებულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.

„გრი­პის ვირუსს 5-წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბის დიდი რის­კი აქვს. ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ პრე­ვენ­ცი­ის სა­მიზ­ნეს სწო­რედ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში არის სწო­რედ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლი გრი­პის ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა.“

მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 30%-ს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა,

„კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 30%-ს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა. დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, 25-30 პა­ცი­ენ­ტი იწვა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, იან­ვრის და­სა­წყის­ში ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი 75-80-ის ფარ­გლებ­შია.

წელს ეს შემ­თხვე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე იყო გა­სულ 2 წელს. თუ 2022 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს 380 შემ­თხვე­ვა იყო 100 ათასს მო­სახ­ლე­ზე, ახლა 160-170 არის, ამი­ტომ დიახ, მა­ტე­ბა არის, მაგ­რამ არა იმ­დე­ნი, რო­გორც 2022 და 2021 წელს იყო. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იან­ვარ­ში მო­ი­მა­ტოს ამ ციფ­რებ­მა, წინ არის იან­ვა­რი“, – აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.