გაინტერესებთ, რითი იკვებებოდნენ ძველ საქართველოში? – გაეცანი ჩვენი წინაპრების მენიუს
კაკლის გაშენება ფერდობზე – დარგეთ ისე, რომ რიგები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული
როგორ იმყნობა კაკალი
კაკლის ვეგეტაციური გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი მყნობაა. მაგრამ ეს მეთოდი არ ვრცელდება ასაკოვან ხეებზე. ამყნობენ წინასწარ ამ მიზნით გამოყვანილ თესლნერგებს. თესლნერგებს ამყნობენ სათბურებში იანვარ-თებერვალში. საძირეებად იყენებენ წვრილნაყოფა კირკიტი კაკლის ძლიერი ჯიშების თესლნერგებს.
მყნობამდე 1,5 თვით ადრე თესლნერგები გადააქვთ 22 სმ სიმაღლისა და 12 სმ დიამეტრის თიხის ქოთნებში. იმისათვის, რომ საძირეს არ განუვითარდეს ღერძული ფესვი, რაც ამ კულტურის დამახასიათებელი თვისებაა, მას წვერს აჭრიან და ფესვთა სისტემა სიგანეში ვითარდება. ხარისხოვანი სანამყენეების მისაღებად, სასურველი ჯიშის ხეებს აახალგაზრდავებენ გადაბელვით, ხოლო შემდეგ არჩევენ საუკეთესო, მსხვილ და თავმომრგვალებულკვირტებიან კალმებს. კალმების გული გაცილებით ნაკლები სიგანის უნდა იყოს, ვიდრე მერქანი. მყნობის საუკეთესო ხერხია ე.წ. ენიანი კალმით მყნობა. საძირისა და სანამყენის დიამეტრი თანაბარი უნდა იყოს, რაც შეხორცების ხარისხს ზრდის.
კაკლის გაშენება ფერდობზე
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კაკლის სამშობლოდ ითვლება, დღეს სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს ნიგოზი და არცთუ ისე იაფად. კაკალი ზღვის დონიდან 500-900მ-ზე თავს კარგად გრძნობს, 14ºჩ-მდე ყინვასაც იტანს, არც მეწლეობა იცის. განსაკუთრებით ხარისხოვან და უხვ მოსავალს კი იმ შემთხვევაში იძლევა, თუ ფერდობიან ადგილებშია გაშენებული, მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში, ადიგენის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთისა და ახალციხის რაიონებში. ქართველი მეცნიერები გვთავაზობენ ბაღის გაშენების წესს: 15-17º დახრილობის ფერდობი მოიხნას გარდიგარდმო საპლანტაჟე გუთნით. კაკალი დარგეთ ისე, რომ რიგები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული. გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 2º-ს. ფერდობი უნდა დაიყოს ტერასებად ბულდოზერით. ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს 50-60 სმ-ის სიღრმეზე. ნარგავებს უნდა ჰქონდეს კარგი განათება, რისთვისაც ძლიერ მოზარდი ჯიშები დავაშოროთ 10X10მ-ზე, ხოლო სუსტად მოზარდი – 10X8 მ-ზე.
60-70 სმ სიღრმის ორმოები უნდა ამოვიღოთ კაკლის დარგვამდე ორი კვირით ადრე და შევიტანოთ 1-1,5 კგ სუპერფოსფატი, ზემოდან დავაყაროთ ფხვიერი მიწა. ფესვებზე მისაყრელ მიწას კი უნდა დაემატოს 8-10 კგ გადამწვარი ნაკელი. კაკლის ჩარგვის შემდეგ მიწა უნდა დაიტკეპნოს და ნარგავს გაუკეთდეს სარწყავი ჯამი. ნერგი დარგვისთანავე კარგად უნდა მოირწყოს (2 ვედრო წყალი მაინც სჭირდება), ხოლო ზემოდან ფხვიერი მიწა მოეყაროს.
რა მოსწონს და რას ვერ იტანს კაკალი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ქართულ თხილში აფლატოქსინების სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, აუდიტი განახორციელეს
აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში – ერთ-ერთი უძველესი ციხე
აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში…
ერთ-ერთი უძველესი ციხე.
საგუშაგო ციხე-სიმაგრე.
არა მგონია, იცოდეთ, რომ მედიცინაში გამოიყენება – აბზინდას ყველა იცნობს…
აბზინდა – შხამქიმიკატების „კონკურენტი“
აბზინდას ყველა იცნობს, ვისაც ბუნებასთან კავშირი აქვს, მაგრამ, არა მგონია, ის იცოდნენ, რომ მისი მიწისზედა ნაწილი, გარდა იმისა, რომ მედიცინაში გამოიყენება, შესანიშნავი ანტიპარაზიტული და ბაღ-ბოსტნის მავნებელთა საწინააღმდეგო საშუალებაა.
ვისაც ერთხელ მაინც მოუწყვეტია აბზინდის მონაცრისფრო, წვრილი ყვითელი ყვავილებით დაფარული ყლორტები, მას არასოდეს შეეშლება იგი სხვა მცენარეში დამახასიათებელი მძაფრი სუნის გამო.
ფოთოლჭამია მუხლუხის საწინააღმდეგოდ ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1კგ კარგად დამჭკნარ აბზინდის მიწისზედა ნაწილს ადუღებენ 10-15 წუთს მცირე რაოდენობის წყალში, წურავენ და უმატებენ იმდენ წყალს, რომ 10 ლ გახდეს. მანამდე მასში ურევენ 1 კგ ქათმის ნაკელს (წყალშერეულს). ეს ნაყენი 1-2 დღეს უნდა გაჩერდეს და მერე შეერიოს აბზინდის ნახარშს. მერე ყველაფერი ერთად გაიწურება და გაზავდება 10 ლიტრამდე.
ამგვარი ნარევით 2-ჯერადი შეწამვლის შემდეგ (7-დღიანი ინტერვალით) ერთი ფოთოლჭამიაც აღარ დარჩება მცენარეზე.
ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს
პედიატრი ლალი ჯანაშია სოციალური ქსელში წერს, რომ „ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში“.
„ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, A გრიპის შემთხვევები მესამედზე მეტია გრიპზე გატესტილ პაციენტებში, ბავშვთა საწოლფონდის კოლაფსია პრაქტიკულად, დღის სტაციონარის მეშვეობით ვახერხებთ დავასტაბილუროთ და ჰოსპიტალიზაციას ავარიდოთ პაციენტთა ნაწილი, პარალელურად არის კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას შემთხვევები, ამოვყოთ პატივცემულო ჩინოვნიკებო თავი საცივიდან და მოვიდეთ ფორმაში!
მშობლებს გთხოვთ პირველივე საათებში ნუ მიმართავთ ჰოსპიტალებს, ოჯახის ექიმების დახმარებით პირველი 24 საათი ვმართოთ ბინაზე პატარები ფიზიკური გაგრილების და ანტიპირეტული(სიცხის დამწევი) საშუალებებით, დატვირთეთ სითხეებით. მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც ონლაინ, ასევე დღის სტაციონარის ფარგლებში.
თუ ბავშვი ადინამიურია, აქვს ღებინება, ფაღარათი და არ იღებს სითხეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ იყენებთ ბინაზე ინფუზიას (გადასხმას), კატეგორიულად მიუღებელია ეს ფორმა, ასევე ნუ იწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას, ნუ წაშლით კლინიკურ სურათს, ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას, ჯანმრთელობას გისურვებთ“! – წერს ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“-ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონსულტანტებმა და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა.
„ლურჯი მოცვის წარმოება არის ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითი პროგრამის „დანერგე მომავალი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამ კულტურის დაფინანსება დავიწყეთ. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ, მოყვანასთან ერთად, სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილე ფერმერებს, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას, საერთაშორისო ექსპერტებს და დარგის განვითარებაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აქტიური მონაწილეობისთვის.
„აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში. ასეთი შეხვედრების დროს, ჩვენ ვახერხებთ უფრო მეტი საჭიროება გამოვკვეთოთ. კომიტეტის შემდგომი განხილვის საკითხი გახდება სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და, ზოგადად, პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ამ წამოწყებებში კომიტეტი აუცილებლად დაუდგება გვერდში სამინისტროს“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.
ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში მსჯელობა გაიმართა ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
იცით თუ არა, რომ… შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი
იცით თუ არა, რომ…
შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი. ქალაქებში სასმელი წყალი დაბინძურებული იყო, ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათოც. იმ პერიოდის პრიმიტიულ მედიცინაში ღვინო ანტისეპტიკად გამოიყენებოდა. მას წყალში ურევდნენ იმისთვის, რომ სასმელად ვარგისი გაეხადათ. სუფთა წყალს იშვიათად სვამდნენ, ყოველ შემთხვევაში ქალაქებში. `მარტო წყალი ინგლისელისთვის სასარგებლო არ არის~ _ წერდა 1542 წელს ინგლისელი ერუდიტი ენდრიუ ბურდი.
ღვინის წარმოშობა – ვინ დააყენა პირველად ღვინო? სად გაშენდა პირველი ვენახი?















