კვირა, ივლისი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ჩემთვის, მაისის თვე არის ნამდვილი ერთ თვიანი დღესასწული” – ნუკრი მანძულაშვილმა მამაპაპისეულ ეზო-კარში ულამაზესი ბაღი მოაწყო

0
ულამაზესი ვარდების ბაღი ქართულ სოფლის ეზოში მოწყობილი ბუნებრივ გარემოში
ნუკრი მანძულაშვილის გამოცდილება აჩვენებს, როგორ შეიძლება მამაპაპისეულ ეზოში ზღაპრული ბაღის შექმნა. ბუნების სიყვარულმა და მონდომებამ მას საშუალება მისცა, საკუთარი ეზო სამოთხედ გადაექცია.

ნუკრი მანძულაშვილი ფერმწერია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მონათესავე პროფესია, ფოტოგრაფია აღმოაჩინა.

ნუკრი მანძულაშვილმა ლოტკინზე მამაპაპისეულ ეზო-კარში ულამაზესი ბაღი მოაწყო.

„ბუნების უდიდესმა სიყვარულმა მომიყვანა აქამდე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მიყვარს ბუნებაში ფოტოების გადაღება.
გადავწყვიტე, ჩემი ეზო ისე მომეწყო, რომ არ მომიწიოს სხვაგან სიარული და „ზღაპრული ადგილების“ ძებნა.
ჩემთვის, მაისის თვე, ისევე როგორც ყველა ვარდომანისთვის, არის ნამდვილი ერთ თვიანი დღესასწული” – ამბობს ნუკრი მანძულაშვილი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს დემენციის განვითარების რისკს ახალგაზრდა ასაკში

0
ახალგაზრდა ადამიანი მედიტაციაში სოფლის გარემოში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
ახალგაზრდული დემენციის შესახებ მცდარი წარმოდგენები ხშირად ხელს უშლის პრევენციას. ვიშლით ძირითად მითებს და ვაჩვენებთ რეალობას სამედიცინო კვლევების საფუძველზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს დემენციის განვითარების რისკს ახალგაზრდა ასაკში.
ახალგაზრდაონსეტური დემენციის მიზეზი ხშირად გენეტიკურია. UM-სა და ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახლა გამოავლინეს 15 ფაქტორი, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ასაკში დემენციის განვითარების გაზრდილ რისკთან, რომელთაგან ზოგიერთ ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს საკუთარ თავზე.
სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ან ცნობილი ცხოვრების წესის ფაქტორების გვერდით, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარება და მოწევა, მეცნიერებმა ძლიერი ურთიერთობა აღმოაჩინეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. დეპრესია და სოციალური იზოლაცია – მაგალითად სმენის დაქვეითების გამო – როგორც ჩანს, 65 წლის ასაკამდე დემენციის ზრდის რისკის განსაკუთრებით კარგი პროგნოზირები არიან. დასკვნები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში JAMA Neurology.

რა უნდა გააკეთოთ, თესვის წინ? – წინასაგაზაფხულო ბლოგი თქვენი ბაღისთვის

0

თესვის წინ აუცილებლად უნდა შევიტანოთ ჭიანჭველის საწინააღმდეგო პრეპარატი, რათა არ გაზიდონ თესლი მწერებმა… შეგიძლიათ დააკვირდეთ ბუდეებს და ნაცარი ჩაუყარეთ ჭიანჭველებს, კუდით ქვას ასროლინებთ ისე გაიქცევიან 😊

ჩიტების დასაფრთხობად, რომლებიც თესლის ოც პროცენტს “გვპარავენ”,
საფრთხობელები დაკიდეთ.

თუ ნიადაგის ანალიზი გვაქვს ხელთ და ვიცით, რომ მწირი მიწაა, თესვის წინ სუპერ ფოსფატი შევიტანოთ.

შევიძინოთ თესლის ნაკრების წებო , ზოგს ეტიკეტზე მითითებული აქვს ,რომ უკვე აქვს და ეს თესლი შედარებით მაღალფასიანია და დავიწყოთ თესვა … ჯამში ჩავყაროთ თესლი კარგად ამოვურიოთ, თითო პეშვი თანაბრად გადავანაწილოთ ფართობზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სათესი მანქანა.

ეცადეთ ისე მოაბნიოთ, რომ არ დაფლათ ღრმად… დათესილ მარცვლებს ფოცხით შემოუარეთ.

დაიწყეთ ისევ სატკეპნელათი დატკეპნა.

სატკეპნელა უნდა იყოს 20 კილოგრამზე მეტი. რაც მძიმეა, ეს უკეთესია.

დაიწყეთ მორწყვა წვიმების მეთოდით, ამინდის მიხედვით, დილა- საღამოს.

წყარო

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება“

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში 28 მაისიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სამინისტრო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში იმპორტის წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში იმპორტის წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, არაერთი რეგულაცია მიიღო, რომელთა აღსრულება-დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგულაცია, რომელიც სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით იყო მიღებული, 2024 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას.

ამის შესახებ საზოგადოებას, მათ შორის ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებს, ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდათ. რეგლამენტის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო საავტომობილო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. ავტომობილების იმპორტიორებთან კომუნიკაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაცია ამოქმედდა მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ – 2024 წლის 1 იანვარს.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის ბოლოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ავტომობილების საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დაადგინა შეღავათი. კერძოდ, 2023 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის თანახმად, რეგულაცია აღარ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება ექსპორტიორი ქვეყნიდან დაიწყო 2023 წლის 1 დეკემბრამდე.

დღეს საქართველოს უმსხვილეს ქალაქებსა და საერთაშორისო მაგისტრალების გასწვრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვია, მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა.

სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საოცრად მღერის – ვინ არის მომღერალი ტაქსის მძღოლი, რომლის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

0
ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, 35 წლის ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლია.

როგორ მოვიქცეთ მდუღარე წყლით და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში?

0
გადაცემა „იმუნიტეტი“
როგორ მოვიქცეთ მდუღარე წყლით და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში?
საუბრობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე:

წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება

0
გაიცანით გიგლა ანთაძე მთიან აჭარაში ცხოვრობს და თავისი სოფლის ისტორიისა და ცხოვრების სტილის შესახებ გვიამბობს

წელს პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ფესტივალის ჩატარებას ზაფხულში გეგმავს.

4 დღის განმავლობაში, ფესტივალის მონაწილე მოლაშქრეები და მოგზაურები 45 კმ-ნ საფეხმავლო მარშრუტს „ჩირუხი-ხიხანი -შუამთის ტბები – ბეშუმი – გოდერძი – ალპური ბოტანიკური ბაღი“ დალაშქრავენ.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობას, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალი სტარტს ჩირუხში აიღებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება.

მისი მიზანი ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაცია, მოლაშქრე-მოგზაურებისთვის კი აჭარის ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების გაცნობაა. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

0

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის

ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიები და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრმა თერმული ნისლით წამლობა იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მონიტორინგის საფუძველზე მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება.

აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ხელძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით,  მავნებელი პოპულაციის ფაზაშია და ამ ეტაპზე, სააგენტოს ღონისძიებების პარალელურად,  უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. ფერმერების მიერ საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების რეკომენდებული სქემებით დამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები  მეფუტკრე-ფერმერებთან  კოორდინირებულად  და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო ტერიტორიების თერმული ნისლით  დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს.

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობაზე 7 თვეში 4 568 სამართალდარღვევა გამოვლინდა

0
xr:d:DAGCAK4jeKw:8,j:668083060402614765,t:24041008

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 568 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 2107 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 977 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 812 – ბათუმში და 672 – რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4568 სამართალდამრღვევიდან, 3 955 – ფიზიკური პირია, ხოლო 613 – იურიდიული პირი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 767 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1 575 – მიკროავტობუსის, 225 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli