შაბათი, აპრილი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

არა მგონია, იცოდეთ, რომ მედიცინაში გამოიყენე­ბა – აბზინდას ყველა იცნობს…

0

აბზინდა – შხამქიმიკატების „კონკურენტი“

აბზინდას ყველა იცნობს, ვისაც ბუნებას­თან კავშირი აქვს, მაგრამ, არა მგონია, ის იცოდნენ, რომ მისი მიწისზედა ნაწილი, გარდა იმისა, რომ მედიცინაში გამოიყენე­ბა, შესანიშნავი ანტიპა­რაზიტული და ბაღ-ბოსტნის მავნებელთა საწინააღმდეგო საშუალებაა.
ვისაც ერთხელ მაინც მოუწყვეტია აბ­ზინ­დის მონაცრისფრო, წვრილი ყვითელი ყვა­ვილებით დაფარული ყლორტები, მას არასო­დეს შეეშლება იგი სხვა მცენარეში დამახასიათებელი მძაფრი სუნის გამო.
ფოთოლჭამია მუხლუხის საწინააღმდეგოდ ნა­ხარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1კგ კარგად დამჭკნარ აბზინდის მიწისზედა ნაწილს ადუღებენ 10-15 წუთს მცირე რაოდენობის წ­ყალში, წურავენ და უმატებენ იმდენ წყალს, რომ 10 ლ გახდეს. მანამდე მასში ურევენ 1 კგ ქათმის ნაკელს (წყალ­შერეულს). ეს ნაყენი 1-2 დღეს უნდა გაჩერდეს და მერე შეერიოს აბზინდის ნა­ხარშს. მერე ყველაფერი ერთად გაიწურება და გაზავ­დება 10 ლიტრამდე.
ამგვარი ნარევით 2-ჯერადი შეწამვლის შემდეგ (7-დღიანი ინტერვალით) ერთი ფ­ოთოლ­ჭამიაც აღარ დარჩება მცენარეზე.

ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს

0

პედიატრი ლალი ჯანაშია სოციალური ქსელში წერს, რომ „ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში“.

„ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, A გრიპის შემთხვევები მესამედზე მეტია გრიპზე გატესტილ პაციენტებში, ბავშვთა საწოლფონდის კოლაფსია პრაქტიკულად, დღის სტაციონარის მეშვეობით ვახერხებთ დავასტაბილუროთ და ჰოსპიტალიზაციას ავარიდოთ პაციენტთა ნაწილი, პარალელურად არის კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას შემთხვევები, ამოვყოთ პატივცემულო ჩინოვნიკებო თავი საცივიდან და მოვიდეთ ფორმაში!

მშობლებს გთხოვთ პირველივე საათებში ნუ მიმართავთ ჰოსპიტალებს, ოჯახის ექიმების დახმარებით პირველი 24 საათი ვმართოთ ბინაზე პატარები ფიზიკური გაგრილების და ანტიპირეტული(სიცხის დამწევი) საშუალებებით, დატვირთეთ სითხეებით. მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც ონლაინ, ასევე დღის სტაციონარის ფარგლებში.

თუ ბავშვი ადინამიურია, აქვს ღებინება, ფაღარათი და არ იღებს სითხეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ იყენებთ ბინაზე ინფუზიას (გადასხმას), კატეგორიულად მიუღებელია ეს ფორმა, ასევე ნუ იწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას, ნუ წაშლით კლინიკურ სურათს, ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას, ჯანმრთელობას გისურვებთ“! – წერს ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“-ოთარ შამუგია

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონსულტანტებმა და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა.

„ლურჯი მოცვის წარმოება არის ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითი პროგრამის „დანერგე მომავალი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამ კულტურის დაფინანსება დავიწყეთ. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ, მოყვანასთან ერთად, სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილე ფერმერებს, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას, საერთაშორისო ექსპერტებს და დარგის განვითარებაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აქტიური მონაწილეობისთვის.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში. ასეთი შეხვედრების დროს, ჩვენ ვახერხებთ უფრო მეტი საჭიროება გამოვკვეთოთ. კომიტეტის შემდგომი განხილვის საკითხი გახდება სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და, ზოგადად, პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ამ წამოწყებებში კომიტეტი აუცილებლად დაუდგება გვერდში სამინისტროს“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.

ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში მსჯელობა გაიმართა ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსესია მაღალმთიანი აჭარიდან გერმანულ ჟურნალში დაიბეჭდა

0

ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ფოტოსესია მაღალმთიანი აჭარიდან გერმანულ ჟურნალში Stern დაიბეჭდა. როგორც ფოტოხელოვანი წერს:

„ჩემი მაღალმთიანი აჭარის პროექტი აგრძელებს გერმანულ ჟურნალებში მოგზაურობას ?

ძალიან მიხარია, ჩემი საყვარელი კუთხის ამბები ასეთ დაინტერესებას რომ იწვევს“.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

იცით თუ არა, რომ… შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი

0

იცით თუ არა, რომ…
შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი. ქალაქებში სასმელი წყალი დაბინძურებული იყო, ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათოც. იმ პერიოდის პრიმიტიულ მედიცინაში ღვინო ანტისეპტიკად გამოიყენებოდა. მას წყალში ურევდნენ იმისთვის, რომ სასმელად ვარგისი გაეხადათ. სუფთა წყალს იშვიათად სვამდნენ, ყოველ შემთხვევაში ქალაქებში. `მარტო წყალი ინგლისელისთვის სასარგებლო არ არის~ _ წერ­და 1542 წელს ინგლისელი ერუდიტი ენდრიუ ბურდი.

ღვინის წარმოშობა – ვინ დააყენა პირველად ღვინო? სად გაშენდა პირველი ვენახი?

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

Madrid Fusión: სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია

0

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე Madrid Fusión-ის Facebook გვერდი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“.

MADRIDFUSIÓN

კვირადღეს

#madridfusion2024

Georgia Georgia Travel país invitado Madrid Fusion. ¡Una fusión de tradición y creatividad! 🍷🌍
——–
Georgia, guest country at Madrid Fusion. A fusion of tradition and creativity! 🍷🌍

მეტის ნახვა

საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, სტუმრის სტატუსით წარდგება.

საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე

0

მთქნარება სხეულის ავტომატური რეაქციაა დაღლილობაზე ან სტრესზე. მიიჩნევა, რომ ადამიანი დღეში, ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ ამთქნარებს, თუმცა  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე ამბობს, რომ იშვიათ შემთხვევებში, ხშირი მთქნარება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ისტორიული მესხეთი და განსაკუთრებული მოფრთხილების შედეგად გადარჩენილი მესხური სამზარეულო

0

პური, ქადა, ტრადიციული თათარბერაგი.

ისტორიული მესხეთი და განსაკუთრებული მოფრთხილების შედეგად გადარჩენილი მესხური სამზარეულო.

მესხური გემო საუკუნეების განმნავლობაში შენარჩუნდა. გემო პურის, ქადის, ტრადიციული თათარბერაგის…

 

ლამპრობა – როგორ აღინიშნება ლამპრობა?

0

ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ ტარდება, ანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში და მირქმის დღესასწაულის აღსანიშნავად.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული, ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია…“

0

„წლევანდელი წელი გამონაკლისია და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით.“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული.

„პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, პიროტექნიკის გარდა, ახალი წლის ღამეს ჩვენ სხვა დაზიანებებიც გვქონდა ბავშვებში, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო ახალი წლის ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის მართლაც სიხარულით აღნიშვნისთვის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სხვა მდგომარეობა იყო რეგიონებში. ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

„არასრულწლოვნებს შორის არიან 6 და 16 წლის მოზარდები. 16 წლის მოზარდმა 2 თითი დაკარგა. კლინიკაში შემოყვანილი პაციენტებიდან კიდევ ორმა, ორ-ორი თითი დაკარგა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ.

ქუთაისში, პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა, ბათუმში ცეცხლი აივანს წაეკიდა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi