ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -
Google search engine

მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში მარწყვის ბაღი მოეწყო – პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ

0

მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პენიტენციურ დაწესებულებებში აგრარული მიმართულებით პროექტების განხორციელებას აგრძელებს.

ამჯერად, მე-15-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ღია გრუნტზე მარწყვის ბაღი მოეწყო. საზაფხულო სამუშაოები სხვა დაწესებულებებშიც დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო პროექტების ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება.

პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროექტის მიზანი მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, ახალი პროფესიული უნარების განვითარება და მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე“ – ზურაბ აზარაშვილი

0

“შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

„რასაკვირველია, შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. კონკრეტულად ვხედავთ შეთანხმებულ ქმედებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მეტი თანხის გადახდა მომხდარიყო. ნახეთ, რომ ზოგჯერ ფასი სამ-ოთხჯერ იყო გაზრდილი.

სამწუხაროდ,პაციენტებში მედიკამენტის გარეშე რჩებოდნენ, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტის ამოწურვა. ამას მოჰყვა რეაგირება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან და იქ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაჯარიმება. ჩვენ ეს, ჯერ კიდევ მარტის თვეში წარვუდგინეთ სააგენტოს. კომპანიების მხრიდან კი, ვერ იქნა ვერავითარი არგუმენტი წარმოდგენილი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დადასტურდა და იმედი მაქვს, რომ ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ აღარ განმეორდება.

ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო  გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…”, – განაცხადა აზარაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

0

24 მარტს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში  მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა! სიმპოზიუმი გახსნა „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თეა ადუაშვილმა, რომელსაც მედიაჰოლდინგი 《შენი》 ესაუბრა:

 “4 წელია, რაც ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა და ყოველ წელს მარტის თვეში 100 ქართველი ქალის მხარდასაჭერად ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. დღესაც, ჩვენი თანაორგანიზატორია “საქართველოს იურისტები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” და მათთან ერთად ვაკეთებთ ამ ღონისძიებას მეწარმე ქალების მხარდასაჭერად.

 100 მეწარმე ქალზე გვქონდა გათვლილი, რომლებსაც კონსულტაციებს ვუტარებდით სრულიად უსასყიდლოდ. წელს მათი რაოდენობა უკვე 140-მდე გაიზარდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ქალის გაძლიერება და ჩვენი ასოციაციით ყოველთვის ვუჭერთ მხარს ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას.
დიდი მადლობა!”

მედიაჰოლდინგი 《შენი》დგას ქართული წარმოების გვერდით.

განაგრძეთ კითხვა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გორის სოფელ იფნარას ტყეში დათვი ჯაჭვით დაბმული ნახეს

0

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში დათვი დააბმული ნახეს.

ცხოველთა დამცველის თამუნა გოგალაძის ინფორმაციით, დათვი ბელობის დროსაა დაბმული, ამჟამად გაიზარდა და დახმარება ესაჭიროება.

„ტყეში ჯაჭვზე დაბმულ დათვს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება,რომელიც ბელობის ასაკში დააბეს, გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე,” – განაცხადა თამუნა გოგალაძემ 2024 წლის 10 თებერვალს.

მან გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცხოველთა დამცველის ცნობით, გარემოს დამცველებმა დათვს მიაგნეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ეკარებიან.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია..

იფნარა ტანის ხეობაში, ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. გორიდან 32 კმ მანძილზე. სოფელი მიტოვებულია, სადაც მხოლოდ ფერმერები ცხოვრობენ.

წყარო: ქართლი.გე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ძალიან საინტერესო კურსი – მეცხენეობა, საცხენოსნო ტურიზმი, აგრო-ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი

0
საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღის და საცხენოსნო ტურიზმის ფედერაციის ორგანიზებით, ლოსთ რიჯის რანჩოს Lost Ridge Ranch – ს და USAID-ის (CNFA, USAID Resilient Communities Program; Cultivating New Frontiers in Agriculture) მხარდაჭერით ჩატარდა ძალიან საინტერესო კურსი, რომელიც მოიცავდა მეცხენეობის, საცხენოსნო ტურიზმის, აგრო-ტურიზმის და სათავგადასავლო ტურიზმის საკითხებს.
კურსს ესწრებოდნენ რაჭის, სვანეთის, რაჭის, ქართლის, სამეგრელოს, იმერეთის, თიანეთის და ხევსურეთის წარმომადგენლები.

“ჟუკა-სანოს” მეღვინეობა კახეთში და ბრენდის ისტორია – უარი თქვეს ქიმიაზე და უვლიან ორგანულ ვენახს – „ჟუკა სანოს“ მარანი

0

თაკო ჟურულმა და ზურა სანოძემ თბილისიდან მოშორებით, თელავის სოფელ რუისპირში ვენახი 2017 წელს შეიძინეს და ორგანული ყურძნის მოყვანა და ნატურალური ღვინის წარმოება დაიწყეს. მათი ღვინოების 90% საზღვარგარეთ იყიდება.

თაკო ჟურული, ჟუკა-სანოს მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (53) |  "მარანი"

“ჟუკა-სანოს” მეღვინეობა კახეთში და ბრენდის ისტორია – თაკო ჟურული ქალების ნარატივში
თაკო ჟურული სოფელ რუისპირში ცხოვრობს
იგი ვენახსაც უვლის, სამეურნეო სამუშაოებსაც თავად ასრულებს და ღვინოსაც აწარმოებს

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საუკუნოვანი ტრადიცია – ქვევრის თავის მოხსნა…

0
საუკუნოვანი ტრადიცია – ქვევრის თავის მოხსნა…
ვიდეო გადაღებულია ლეჩხუმში.
წყარო: vaja mdzeluri

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი ტოკიოში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა

0

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში – RAW Wine Tokyo მონაწილეობდა.

RAW Wine Tokyo-ს სტუმრები ქართული მარნების – „კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, „ბაღდათი ისთეითი“ და „ანბანი“ – ღვინოებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ. გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

ტოკიოში გამართულ გამოფენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში – Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

საგაზაფხულო სამუშაოები – რა რის გვერდში დავთესოთ და დავ­რ­გოთ

0

საგაზაფხულო სამუშაოები

ყველა მემამულისათვის გაზაფხული ნი­ადა­გის დამუშავებით იწყება, რაზეც დი­დად არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა და ხა­რისხი. კარგად დამუშავებულ ნი­ა­დაგში იქმნება მცენარის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი პირობები: სათანადო ტემპერატურა, ტენიანობა, ხელი ეშლება სარეველებისა და მავნებელი მწერების გამრავ­ლებას და ა. შ.
კარგად დამუშავებაში იგულისხმება: მთელი ბარისპირის სიღრმეზე დაბარვა, ბელტის ჩაშლა, სარეველების ფესვების, ქვა-ღორღის მოცილება, მოსწორება და დაკვალვა.
თუ შემოდგომით მოასწარით დაბარვა და სასუქის შეტანა, მაშინ მიწა ერთხელ კიდევ კარ­გად მოასწორეთ, დაკვალეთ და დათესეთ საადრეო თესვისათვის გათვალისწინებული კულტურები: თვის ბოლოკი, პრასი, ხახვი, სტაფილო, ოხრა­ხუში და ბარდა. ამ კულტურების თეს­ვა აღმოსავლეთ საქართველოში შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით. ქვემოთ იხილეთ ცხრილი, რომელშიც მოცემულია ბოსტნეულის თესვისა და რგვის ვადები, თესლის ჩათესვის სიღრმე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთვის (იხ. ცხრილი # 2 და # 3).

რა რის გვერდში დავთესოთ და დავ­რ­გოთ. დიდი ხნის გამოცდილებით ცხადი გახდა, რომ ბოსტნეულისა და ბაღჩეულის შერეული, ანუ ერთ კვალში რიგრიგობით სხვადას­ხვა მცენარის თესვა გაცილებით მეტ მოსავალს იძ­ლევა, ვიდრე მათი მოყვანა ცალკე კვლებზე. ყოველი მცენარე თავის გარშემო ქმნის ქიმიურ გარემოს, რომელიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მეორე მცენარეზე. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს: მაგალითად, მიღებულია, კვალში ერთ რიგში დაირგოს პამიდორი, შემდეგ ისპანახი, პრასი, კამა და ბოლოს ოხრახუში. მეორეში – სტაფილო, ხახვი, ისპანახი, პამიდორი.
ლობიო ეგუება კომბოსტოს, სტაფილოს, ჭა­­რ­­ხალს, კიტრს, კარტოფილს, სიმინდს, პამიდორს, ხენდროს, ბადრიჯანს, გოგრას, საზამთროს, ნესვს; `ვერ იტანს~ ხახვსა და ნიორს.
სიმინდი „მეგობრობს“ ლობიოსთან, ბარ­დას­თან, ყაბაყთან, კიტრთან, გოგრასა და კარ­ტო­ფილთან.
კომბოსტო ეგუება ხახვს, პრასს, სალათას, კარტოფილს; ვერ ეგუება ხენდროს, პამიდორს, სარის ლობიოს.
კიტრი ხარობს ლობიოს, ბოლოკის, პა­მიდ­ვრის, კომბოსტოს, კამისა და ბარდის გვერ­დით; ვერ ხარობს კარტოფილსა და მწვანილთან.
ნიორს არ უყვარს პამიდორი და ხენდრო – ეგუება ლობიოსა და ბარდას.
პრასი იჩაგრება ნიახურის, ხახვისა და სტაფილოს გვერდით.
ისპანახს არ უყვარს ხენდრო.
პამიდორი ხარობს კომბოსტოს, ხახვის, ლობიოს, მწვანილის გვერდით, ოღონდ ვერ ეგუება კამას.
ნესვი ხარობს სიმინდთან ერთად, მაგრამ არ უყვარს კარტოფილი.
საზამთრო ეგუება კარტოფილს.
ხენდრო შეგიძლიათ დარგოთ ნივრის, დაბალი ლობიოს, სალათისა და ისპანახის გვერდით.

როდის რა გავაკეთოთ, რა არის პირველ რიგში საჭირო

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ხორციელდება

0
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ყოველწლიურად უფასოდრ ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აცრების პარალელურად, ცხოველში დაავადების გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრუცელოზის სერომონიტორინგი მიმდინარეობს.

2024 წლის ვაქცინასიის მონაცემები

2024 წლის განმავლობაში სააგენტოს ვეტერინარებმა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაცია 9700 მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარეს.

მიმდინარე წელს ლაბორატორიულად გამოკვლეულია 1098 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ნიმუში. შედეგად, ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 67 სული.

დაავადებული პირუტყვი ექვემდებარება სავალდებულო დაკვლას აღიარების მქონე სასაკლაოზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობითა და სანიტარიული ნორმების სრული დაცვით.

პარალელურად, ცხოველთა სადგომებსა და სასაკლაოებში ტარდება დეზინფექციის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 130 000 სული მსხვილფეხა და 54 000 სული წვრილფეხა საქონელი.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის, განსაკუთრებით რძის გამოყენებით.

ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება შესაძლებელია რძის ადუღებით ან პასტერიზებით. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები.